imedi /  22 ოქტომბერი 2017, 15:19 / სანდო წყარო

კახა კალაძემ თბილისელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მომავალმა მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ,ამ არჩევნებში არავინ დამარცხებულა და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა”. მან დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კახაძის თქმით, ის ყველა თბილისელის მერი იქნება. ამასთან, მან თბილისში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით ამ ქალაქის მერობა ძალიან საპასუხისმგებლო და საამაყოა. კალაძემ განაცხადა, ყოფილ კონკურენტებისთვის, ვისაც გააჩნია რაიმე კონკრეტული პროექტი თბილისის განვითარებისათვის, მისი კარი იქნება ღია'.

,,ყველას გვაქვს სურვილი თბილისი გახდეს უკეთესი. ჩვენ ვიყავით ოპონენტები და არა მტრები. მე ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ, რომ თანამშრომლობისთვის მზად ვარ", - განაცხადა კალაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში 51.13%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა. 

მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - ხმათა 17.49%-ით. მესამე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია 16.53%-ით. შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველოს" კანდიდატი  ელენე ხოშტარია 7.12%-ით და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ირმა ინაშვილი 3.02 %-ით. 

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 3%-ზე ნაკლები დააგროვეს.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2022, 12:26

მსოფლიო

ჰითროუს აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

მომხდარს აეროპორტის ადმინისტრაციაც ადასტურებს. ინციდენტი ისლანდიისა და კორეის ავიახაზების ხომალდებს შორის მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.

მაკა ბოჭორიშვილი

29 სექტემბერი 2022, 12:19

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა

პარლამენტის ინფორმაციით, ქართველი პარლამენტარები შეხვედრებს გამართავენ საბერძნეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა და ეროვნული თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებთან და კომიტეტების წევრებთან, საბერძნეთისა და საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

29 სექტემბერი 2022, 12:08

სამართალი

ირაკლი შოთაძე პარიზის მთავარ პროკურორს ჯილეს შარბონიერს შეხვდა

შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

უაილი სთეითმენი

29 სექტემბერი 2022, 11:57

კულტურა

კვენტინ ტარანტინოს ფილმების ხმის მთავარი დიზაინერი თბილისშია

1-ელ ოქტომბერს, კვენტინ ტარანტინოს ფილმების ხმის მთავარი დიზაინერი, უაილი სთეითმენი ქართული კინოინდუსტურიის წარმომადგენლებს შეხვდება და მოხსენებით გამოვა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

29 სექტემბერი 2022, 11:47

მსოფლიო

ერდოღანი: ბირთვული ომის შედეგები კატასტროფული იქნება, ამაზე არც უნდა ვიფიქროთ - საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრა ერთადერთი გამოსავალია

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, კონფლიქტის გადასაჭრელად დიალოგია საჭირო, რადგან ბირთვული ომი კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს.

29 სექტემბერი 2022, 11:39

რეგიონი

რა ვითარებაა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მხარეს კვლავ რამდენიმე კილომეტრიანი რიგი და საცობია. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რიგი არ წყდება.

29 სექტემბერი 2022, 11:39

პოლიტიკა

პარლამენტში სახალხო დამცველობის მსურველთა განაცხადების მიღება სრულდება

ვადის ამოწურვის შემდეგ სია ცხრაკაციან საკონკურსო კომისიას გადაეცემა. შესწავლის შემდეგ პროცესში დეპუტატები ჩაერთვებიან. სახალხო დამცველობის კანდიდატებს ოპოზიცია შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.

თორნიკე რიჟვაძე

29 სექტემბერი 2022, 11:33

მსოფლიო

თორნიკე რიჟვაძე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლაზე: აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის

„ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

29 სექტემბერი 2022, 11:29

სამართალი

29 სექტემბერი ინტერპოლში საქართველოს გაწევრიანების დღეა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო შეიქმნა 1993 წლის 29 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლში გაწევრიანდა.

29 სექტემბერი 2022, 11:27

საზოგადოება

ComCom-მა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის უკვე მესამედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს 29 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

გიორგი ამილახვარი

29 სექტემბერი 2022, 11:26

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: რუსეთიდან გასული პირების მიმართ საქართველოც სწორედ იმ პოლიტიკას მიჰყვება, რასასაც თუნდაც, აშშ და ევროკავშირი

რუსეთიდან გასული პირების მიმართ საქართველოც სწორედ იმ პოლიტიკას მიჰყვება, რასასაც თუნდაც, აშშ და ევროკავშირი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ლარსთან საზღვარზე არსებული სიტუაცია სრულად კონტროლდება.

ვიოლა ფონ კრამონი

29 სექტემბერი 2022, 11:23

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. ის პუტინთან ერთად დასრულდება

„ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. მისი ვიზიტი აფხაზეთში ან აფხაზეთის აღიარებს დიდს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება“, - წერს ფონ კრამონი.

ნათია თოდუა

29 სექტემბერი 2022, 11:10

კულტურა

პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.

რიინა კალიურანდი

29 სექტემბერი 2022, 11:03

პოლიტიკა

ესტონეთის ელჩი: პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

„პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, - წერს დიპლომატი.

29 სექტემბერი 2022, 10:59

საზოგადოება

სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

29 სექტემბერი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ამ დღეს აქტიურად მოუწოდებს მთავრობებს,

ვიაჩესლავ ვოლოდინი

29 სექტემბერი 2022, 10:58

მსოფლიო

ვიაჩესლავ ვოლოდინი: სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ პირებს სამხედრო კომისარიატის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, შესაბამისად, ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

29 სექტემბერი 2022, 10:48

სამართალი

ირაკლი შოთაძე ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს ხუან ბაუტისტა მაჰიქესს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

29 სექტემბერი 2022, 10:48

მსოფლიო

შვედეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენიდან გაზმა კიდევ ერთგან გაჟონა

„ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე, რომლითაც რუსული გაზი ევროპისკენ მიედინება, მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს, - ინფორმაციას Reuters-ი შვედეთის სანაპიროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

29 სექტემბერი 2022, 10:26

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100-წლიანი გეგმა გაგვაცნო - თითო ჰაიმარსი, აბრაამსი და პატრიოტები კიკუებს

„კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100-წლიანი გეგმა გაგვაცნო - თითო ჰაიმარსი, აბრაამსი და პატრიოტები კიკუებს. ავანგარდში - „გირჩი შარვალჩახდილები“. ფლანგებზე - „ლიაკა რაზმითურთ“ და „ელისაშვილ- ოქრუაშვილ-ქაცარავა“ უკრაინული გამოცდილებით. რეზერვში - „ლელო“. გვეშველა მეგობრებო! ურაა!“ - წერს ხაინდრავა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 10:24

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ელენე ხოშტარიაზე: როგორც ირკვევა, დაფინანსების 2 წყარო აქვს: ერთი – ოლიგარქი კეზერაშვილი და მეორე – რუსეთი

„ფაქტია, რომ მოცემული პერსონა ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკისად – მაქსიმუმ, პერსონაჟად. საზოგადოებას, მათ შორის ჩვენც – პოლიტიკოსებს, გვაინტერესებს პასუხი მთავარ კითხვაზე, რომელიც მას უკავშირდება – ვის ინტერესებს ატარებს ის საქართველოში? ვინც ფულს უხდის? როგორც ირკვევა, დაფინანსების 2 წყარო აქვს: ერთი – ოლიგარქი კეზერაშვილი და მეორე – რუსეთი. ეს არის ასახსნელი. ამიტომ, რას ფიქრობს ხოშტარია „ქართულ ოცნებაზე“ პრინციპში საინტერესო არ არის. მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი არის პროვოკაცია, რომ ქვეყანაში შეიქმნას დაძაბულობა, შფოთი, რაც არ იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.