არჩევნების მეორე ტურს "სამართლიანი არჩევნების" 317 წარმომადგენელი დააკვირდება
მიხეილ ბენიძე
ფოტო: გიორგი ხუხია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს "სამართლიანი არჩევნების" 317 დამკვირვებელი დააკვირდება. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, დამკვირვებლები 6-ივე საარჩევნო ოლქის 317 საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს. როგორც მიხეილ ბენიძე ამბობს, ყველაზე ცხელი წერტილი ოზურგეთი იქნება, სადაც, მისი შეფასებით, პირველიდან მეორე ტურამდე პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტები შეინიშნებოდა.
"6-ივე საოლქო საარჩევნო კომისიაშიც გვეყოლება წარმომადგენლები და იმოძრავებს მობილური ჯგუფებიც. გარდა ამისა, ჩვენს ოფისში იმუშავებს მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრი. ასევე, როგორც ყოველთვის, პარალელური დათვლაც გვექნება, რაც საშუალებას მოგვცემს ძალიან სწრაფად მოვაგროვოთ ინფორმაცია დარღვევების შესახებ. პირველი ტურის გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად საინტერესო იქნება - ხომ არ არის რაიმე სახით ამომრჩევლის ნების კონტროლი ან ამომრჩევლის პირადი სახის ინფორმაციის შეგროვება. ჩვენმა პარალელურმა დათვლამ გვაჩვენა, რომ ასეთი პრაქტიკა იყო თბილისში, სადაც კონკურენცია ყველაზე მაღალი იყო და უბნების 75%-ზე ხდებოდა ასეთი რამ. ახლა ვხედავთ, რომ ოზურგეთის ოლქი არის ყველაზე კონკურენტული და ამ კუთხით მივაქცევთ ყურადღებას ოზურგეთის საარჩევნო უბნებს. ოზურგეთში ზეწოლისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ყველა ამ ფაქტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იკვეთებოდა",- განაცხადა მიხეილ ბენიძემ და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა გააჩინოს ამომრჩევლის ნების კონტროლის ან ზეწოლის განცდა.
რაც შეეხება მარტვილისა და ქუთაისის ოლქებს, მიუხედავად იმისა, რომ აქ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, ისინი საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან. "მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ჩვენ მაინც ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, რადგან კანონი ტექნიკურად არ ცნობს მეორე ტურზე კანდიდატურის მოხსნას და მიუხედავად მათი განცხადებისა, ამომრჩეველს შეუძლია მათ ხმა მისცეს. თეორიულად, გამარჯვების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დაიკავონ მერის პოსტი, თუკი ამაზე უარს არ იტყვიან. ამ გარემოების გამო შესაძლოა ქუთაისსა და მარტვილში არჩევნების დღე ნაკლებად დაძაბული იყოს, თუმცა მაინც არჩევნები ტარდება და დავაკვირდებით პროცესს",- განაცხადა მიხეილ ბენიძემ და დასძინა, რომ განსაკუთრებულად კონკურენტული იქნება ხაშურისა და ბორჯომის ოლქებიც.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში 12 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 17:17
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი განიხილა ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ.
08 ივნისი 2026, 17:13
პოლიტიკა
ჰაქან ფიდანი: ჩვენ ვხედავთ როგორ ფეთქდება დრონები უკრაინაში და ყოველივე ეს რა თქმა უნდა გვიჩვენებს, რომ რამდენადაც ომი გრძელდება, იმდენად იზრდება და ვითარდება გეოგრაფიული მასშტაბი ამ ომისა. საზღვრების გადაკეთების ნებისმიერი მცდელობას მივყავართ დესტრუქციასთან, ნგრევასთან და ომის საშინელებებთან
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გახლავთ თუ რამდენად სენსიტიური და მძიმე გამოდგა რუსთ-უკრაინის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა.
08 ივნისი 2026, 17:09
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში, ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაახლოებით 2.3 მილიონ აშშ დოლარს.
08 ივნისი 2026, 17:08
მსოფლიო
ევროკავშირმა ირანს, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, სანქციები დაუწესა
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა ნავიგაციის თავისუფლების ახალი რეჟიმი გამოიყენა და საჭიროების შემთხვევაში მას კვლავ გამოვიყენებთ“, - დასძინა კალასმა.
08 ივნისი 2026, 17:04
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თემაზე „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“, სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას.
08 ივნისი 2026, 17:03
მსოფლიო
ირანში განაცხადეს, რომ ისრაელზე დარტყმებს წყვეტენ, თუმცა ლიბანზე თავდასხმის შემთხვევაში იერიშს განაახლებენ
თუმცა, ამავე განცხადებაშია გაფრთხილება იმის შესახებ, რომ თუ თავდასხმები გაგრძელდება, „მათ შორის სამხრეთ ლიბანზეც“, ირანი უპასუხებს „უფრო მკაცრად და ძლიერად, ვიდრე ადრე“.
08 ივნისი 2026, 17:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო, ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად არის საამაყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები, საუკეთესო მაგალითები, რაც ადასტურებს ამ პარტნიორობის ნაყოფიერებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
08 ივნისი 2026, 17:01
მსოფლიო
ჯეიჰუნ ბაირამოვი: როდესაც არის ომი, შესაძლოა კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში მაგრამ გარკვეული დროით მაგრამ შეუძლებელია, რომ განჭვრიტოთ მისი განვითარება და საბოლოო ჯამში შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი. თუ ეს არ იქნება მიღწეული საშიშროება უფრო გაიზრდება, როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის
ყოველი კონფლიქტი შეიცავს გარკვეულ რისკს. როდესაც არის ომი, შესაძლოა კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში მაგრამ გარკვეული დროით მაგრამ შეუძლებელია, რომ განჭვრიტოთ მისი განვითარება და საბოლოო ჯამში შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი, ვეძიოთ გზები, რომელიც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან. თუ ეს არ იქნება მიღწეული საშიშროება უფრო გაიზრდება, როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვი სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
08 ივნისი 2026, 16:58
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის განაცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მომდევნო მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს
„შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო. მოუთმენლად ველოდები, რომ ვუმასპინძლო ჩვენს ქვეყანაში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
08 ივნისი 2026, 16:48
პოლიტიკა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აზერბაიჯანი და საქართველო ვმუშაობთ კოორდინირებულად და ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა ახალ დონეზე ავიყვანოთ
„მინდა ჩემს კოლეგებს დიდი მადლობა გადავიხადო ვაშინგტონში გამართულ სამიტზე აზერბაიჯანის მხარდაჭერისათვის, რომელმაც პოზიტიური შედეგები გამოიღო და მშვიდობა მოიტანა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია მდგრადი მშვიდობისთვის და ეს ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ, როგორც საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები“, - აღნიშნა მინისტრმა.
08 ივნისი 2026, 16:45
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 9-12 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც გააცნო, რომლებზეც წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.
08 ივნისი 2026, 16:42
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 6-7 ივნისს, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.
08 ივნისი 2026, 16:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილეთ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების პერსპექტივები. ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმოადგენდნენ წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესების გათვალისწინებას, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
08 ივნისი 2026, 15:48
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
08 ივნისი 2026, 15:29
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 15:04
თავდაცვა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.
08 ივნისი 2026, 14:45
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა
„ორივე მხარე, ისრაელიც და ირანიც, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მიისწრაფვის! „მშვიდობის“ შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუკი ამას ხელს უცოდინარობა ან სისულელე არ შეუშლის. ბლოკადა ძალაში და სრული მოცულობით დარჩება მანამ, სანამ „საბოლოო შეთანხმება“ არ იქნება მიღწეული. პროცესები სწრაფად უნდა განვითარდეს“, - წერს ტრამპი.
08 ივნისი 2026, 14:36
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 14:30
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში განსახილველ რეზოლუციებზე: როდესაც რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს წარმოადგენს, ასეთ რეზოლუციას არანაირი არსებითი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს
არცერთი ობიექტური კრიტერიუმი, თვითონ ევროკავშირის სივრცეში არსებული კვლევებითაც კი, არ არის რეზოლუციებში გათვალისწინებული, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში განსახილველ რეზოლუციებთან დაკავშირებით.
08 ივნისი 2026, 14:29
მსოფლიო
კაია კალასი: ამერიკა და ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ
„ამერიკა და ირანი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ. რა თქმა უნდა, ჩვენ დახმარება შეგვიძლია ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მაგალითად ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ორივე მხარესთან გვაქვს კონტაქტი, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ ცეცხლის შეწყვეტა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას და შემდეგ შესაძლებელია დაიწყოს ხანგრძლივი მოლაპარაკება, მაგალითად ბირთვულ საკითხზე“, - განაცხადა კალასმა.


