არქივი

07 მარტი 2022, 23:50

პოლიტიკა

​ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს წერილით მიმართავს

გადამწყვეტია, რომ ევროკავშირმა გამოავლინოს პოლიტიკური ნება და მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც ევროკავშირი ასევე გააგზავნის მკაფიო სიგნალს მთელს მსოფლიოში, რომ თითოეული დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს განვითარების საკუთარი გზა, - ნათქვამია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ოფიციალურ წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილი

07 მარტი 2022, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალი თავი მოტივაციას გვაძლევს, ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი დავაჩქაროთ

მივესალმები საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროკომისიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვას სთხოვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

07 მარტი 2022, 23:14

მსოფლიო

ისრაელური ავიაკომპანია El Al-ი დმიტრო კულებას პასუხობს და მის ტვიტს შეცდომაში შემყვანს უწოდებს

ისრაელური ავიაკომპანია El Al-ი უარყოფს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ გადახდებს რუსული საბანკო სისტემა „Mir“-ის მეშვეობით უშვებს, რითაც გვერდს უვლის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

კურტ ვოლკერი

07 მარტი 2022, 22:38

პოლიტიკა

კურტ ვოლკერი: საქართველო უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ აღმოჩნდეს სამიზნე

მე მესმის საქართველოს სურვილისა, რომ არ იყოს რომელიმე ჯგუფის გვერდზე, საქართველო უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ აღმოჩნდეს სამიზნე, - ამის შესახებ ტვ „ფორმულას“ ეთერში უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.

შარლ მიშელი

07 მარტი 2022, 21:53

მსოფლიო

შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

07 მარტი 2022, 21:40

პოლიტიკა

პარლამენტში უკრაინაში ომით დაზარალებული, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით შეხვედრა გაიმართა, სადაც უკრაინაში ომით დაზარალებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დმიტრო კულება

07 მარტი 2022, 21:09

მსოფლიო

დმიტრო კულება ისრაელის ავიაკომპანია El Al-ზე: ზოგიერთს ურჩევნია უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ისრაელის ავიაკომპანია El Al-ს უკრაინის სისხლით გაჟღენთილი ფულის შოვნაში ადანაშაულებს.

07 მარტი 2022, 20:59

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ უკრაინელი ბავშვებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საგნების შერჩევა და შეძენა პროკურატურის წარმომადგენლების მიერ უკრაინულ მხარესთან აქტიური კონსულტაციის შედეგად განხორციელდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 მარტი 2022, 20:51

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ნიკა მელია არის მატყუარა, რომელსაც არ აინტერესებს უკრაინაში მიმდინარე ომი, მისთვის მთავარია პოლიტიკური „ქულები“ ჩაიწეროს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მათ შორის უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს- ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თქმითაც, თითქოს მთავრობა არ პასუხობს კითხვას თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ამ საკითხზე.

თამთა მეგრელიშვილი

07 მარტი 2022, 20:30

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი „ფორმულაზე“: გახარებულებმა გამოაგორეს ფეიკი, თითქოს ანონიმუსი საქართველოს მთავრობაზე შეტევისთვის ემზადება - კეზერ, ყველა შენს ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ გავრცელებულ მორიგ ყალბ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს ანონიმუსი საქართველოს მთავრობაზე შეტევისთვის ემზადება.

07 მარტი 2022, 20:26

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე მოსაზრება წარმოადგინოს

ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე მოსაზრება წარმოადგინოს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპულ საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

07 მარტი 2022, 20:24

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ძალიან ბევრს ეცადა კეზერაშვილის ჯიბის ტელევიზია, რომ ხარკოვის მერს რამე ცუდი ეთქვა კახი კალაძეზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა

ძალიან ბევრს ეცადა კეზერაშვილის ჯიბის ტელევიზია, რომ ხარკოვის მერს რამე ცუდი ეთქვა კახი კალაძეზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ასეა, სიმართლე ამ არხს არ აინტერესებს და მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ როგორმე ნეგატივი და ტყუილი გაავრცელონ, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჟურნალისტი ხარკოვის მერს, კახი კალაძის პოზიციის შესახებ კითხვას უსვამს. რამდენიმე ჩაკითხვის მცდელობის შემდეგ, ხარკოვის მერი კალაძეს მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის.

იგორ ტერეხოვი

07 მარტი 2022, 20:23

პოლიტიკა

ხარკოვის მერი TV „ფორმულას“ ჟურნალისტს: კახა კალაძემ მკაფიოდ თქვა, რომ ამ მძიმე დღეებში ჩვენთან არის

„ჩვენ ვისაუბრეთ, პირველ რიგში, კახამ გამოხატა თანაგრძნობა, რაც ხდება ქალაქ ხარკოვში, უკრაინაში. მან გვკითხა, თუ რა დახმარება გვჭირდებოდა. გვითხრა, რომ ყოველთვის შეგვიძლია მივმართოთ მას. მკაფიოდ თქვა, რომ ამ მძიმე დღეებში არის ჩვენთან. მინდა გითხრათ, რომ ეს სერიოზული თანადგომაა, მე კარგად ვარ კახა კალაძის მიმართ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ეს არის სოლიდარობის გამოხატვა“ - განაცხადა იგორ ტერეხოვმა.

ბორის ჯონსონი

07 მარტი 2022, 20:18

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის 230 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფა გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის 230 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარების გამოყოფა გამოაცხადა.

ირაკლი ბერაია

07 მარტი 2022, 20:10

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: უსაფუძვლო და უპასუხისმგებლოა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ატეხილი აჟიოტაჟი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა მასიურად შემოსვლის და ამ კუთხით უკონტროლო ვითარების შესახებ, რაც წარმოადგენს მორიგ დეზინფორმაციას

„სინამდვილეში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, ანუ 11 დღეში, საქართველოში შემოსულია რუსეთის ფედერაციის 15335 მოქალაქე, რაც 2-ჯერ ნაკლებია 2019 წლის იგივე პერიოდში შემოსულ რაოდენობაზე, რა დროსაც საქართველოში 31672 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შემოვიდა და ასევე, ბევრად ნაკლებია 2020 წლის იგივე პერიოდში შემოსულ რაოდენობაზე, როდესაც ქვეყანაში შემოვიდა რუსეთის 19,796 მოქალაქე. 2021 წელს კი, როგორც ყველასთვის ცნობილია, საზღვარზე გადაადგილება შეზღუდული იყო პანდემიის გამო“.

07 მარტი 2022, 20:01

საზოგადოება

კახა კალაძე: ვიცი, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში და ამის მიუხედავად მოქალაქეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ უკრაინელ დებს და ძმებს - გენაცვალეთ ადამიანობაში

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც ჩართულია ამ პროცესში და გვერდში უდგას უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მინდა, მადლობა გადავუხადო, ასევე, იმ რიგით მოქალაქეებს, ვინც შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გამოხატა მხარდაჭერა. გულწრფელად ვუხდი მადლობას ყველას, რადგან ვიცი, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ უჭირს მოსახლეობას და ამის მიუხედავად მოქალაქეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ უკრაინელ დებს და ძმებს. გენაცვალეთ ადამიანობაში, გულში ყველას ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“.

ენტონი ბლინკენი

07 მარტი 2022, 19:57

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: უკრაინა თავდაცვის სფეროში მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ეფექტურად იყენებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში უკრაინის მხარდაჭერის დამატებითი 350 მილიონი დოლარის 70%, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბოლო კვირებში გამოყო, უკვე უკრაინელების ხელშია და ძალიან ეფექტურად გამოიყენება რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

07 მარტი 2022, 19:41

სპორტი

რატი იონათამიშვილი პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა

დღეს საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ენდრიუ პარსონსს შევხვდი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ფასდაუდებელია, ბატონი პრეზიდენტის წვლილი პარალიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარების საქმეში.

07 მარტი 2022, 19:20

მსოფლიო

უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო

ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხეილ პოდოლიაკი ადასტურებს.

ოლაფ შოლცი

07 მარტი 2022, 19:04

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: რუსული ენერგიის იმპორტი აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებისათვის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უარი განაცხადა რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვის შესახებ მოწოდებებზე.

შარლ მიშელი

07 მარტი 2022, 18:47

მსოფლიო

შარლ მიშელი: უკრაინის ევროკავშირში წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ

უკრაინის ევროკავშირში წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

07 მარტი 2022, 18:33

პოლიტიკა

პარლამენტში უკრაინაში ომით დაზარალებული, მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა, სადაც უკრაინაში ომით დაზარალებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

07 მარტი 2022, 18:25

ეკონომიკა

სარვარმარტო საჩუქრების იდეები ტოპ|ქარდისგან!

ტოპ|ქარდის ლიმიტი ყველაფრისთვის გეყოფა. ჩუმად შემოპარულ გაზაფხულს ისე არაფერი უხდება, როგორც ყვავილების სურნელი. ესტუმრე ლუტეციას და შეიძინე ნებისმიერი სუნამო 50%-მდე ფასდაკლებით. ხარჯი კი 3 თვეზე თანაბრად, ეფექტურ 0%-ად გაანაწილე.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

07 მარტი 2022, 18:20

მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვერ გადავიხდით ბუნებრივი აირისა და ნავთობის საფასურს უკრაინის სისხლით

ლიეტუვა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რუსეთის ენერგო გაყიდვებზე ემბარგო დააწესოს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ ნავთობისა და გაზის საფასურის გადახდა უკრაინელების სისხლით არ უნდა მოხდეს.

გივი მიქანაძე

07 მარტი 2022, 18:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე

ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველო თავისი არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საფრთხეების და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება დგას, მაქსიმუმს აკეთებს პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით რომ დაუჭიროს მხარი უკრაინას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამასთანავე ორიენტირებულია საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი მეტე ფრედერისკენი

07 მარტი 2022, 18:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერისკენსთან სატელეფონო საუბარი გამართა

საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ გზაზე დანიის სამეფო საქართველოს გვერდით იდგება.

გივი მიქანაძე

07 მარტი 2022, 18:18

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს, ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად სათანადო ნაბიჯებს არ დგამს მაშინ, როდესაც ეს ხდება ყველა ფორმტის დროს

ცდილობენ, საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით, ჩვენს საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, თითქოს, ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად სათანადო ნაბიჯებს არ დგამს მაშინ, როდესაც ეს ხდება ყველა ფორმტის დროს, რაც კი არსებობს. რადიკალური ოპოზიცია კი აღნიშნულ ფორმატებში მიღებულ გადაწყვეტილებებს არ უერთდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 მარტი 2022, 18:12

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: აშშ-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი მზად არ არიან ემბარგო დაადონ რუსულ ნავთობპროდუქტებს და ამ მხრივ ვაჭრობა გრძელდება, ნაცები კი გაჰკივიან, რძე და ყველიო

ყოველ დღე!!! ევროკავშირის ქვეყნები 800 მილიონ ევროს უხდიან რუსეთს მხოლოდ იმიტომ, რომ უარს არ ამბობენ მათ სტრატეგიულ ინტერესზე და ზრუნავენ იმაზე, რომ თავიანთი მოქალაქეები სიცივეში არ იყვნენ - წერს ექსპერტი ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი ხელაშვილი

07 მარტი 2022, 18:06

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ვხედავთ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს დასავლეთის მიმართულებით, აუცილებლად აწყდება ოპოზიციის წინააღმდეგობას

„არ გამოვრიცხავ, რომ რეზოლუცია, რომელიც ამ განაცხადის მხარდამჭერი იქნება, მივიღოთ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. თუმცა, როგორც წეღან ვთქვი, ამაში ახალი არაფერი იქნება. ვხედავთ, რომ ნებისმიერი განცხადება, რეზოლუცია, ნაბიჯი, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს დასავლეთის მიმართულებით, აუცილებლად აწყდება ოპოზიციის წინააღმდეგობას, იმ საბაბით, რომ მათ თითქოს უკეთესი უნდათ. საბოლოოდ, რომ შევხედოთ შედეგებს დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე ხელს აწერს და მიდის დასავლეთისკენ, ხოლო ოპოზიცია არცერთ ამ ნაბიჯს არ უერთდება სხვადასხვა მიზეზით“, - განაცხადა ხელაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

07 მარტი 2022, 18:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „მთავარ არხს“: თქვენ მოგიწიათ ტყუილის თქმა, რომ ჩამოდიან და გვბარდებიან ლტოლვილებად, ეს არის ტყუილი

თქვენ მოგიწიათ ტყუილის თქმა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოდიან და გვბარდებიან ლტოლვილებად, ეს არის ტყუილი. თქვენ აპირებთ რუსეთთან რამე თანამშრომლობას? რა თანამშრომლობა და რა საკითხებზე? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ შეკითხვას - როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან და თუ შეუშლის ეს ხელს ევროკავშირში ჩვენი საკითხის განხილვას.