არქივი

გიორგი გახარია

31 მარტი 2019, 23:35

პოლიტიკა

შს მინისტრი: კანონით ნარკოტიკული თრობის ალკოჰოლურთან გათანაბრება შეუძლებელია

მინისტრის განცხადებით ხელისუფლება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზების და გავრცელების ნაწილში სისხლის სამართლის გამკაცრების წინააღმდეგია, მოხმარების ნაწილში კი მინისტრის თქმით, ლიბერალიზაცია გარდაუვალი პროცესია თუმცა ამას ზურგი შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა გაუმაგრდეს.

გიორგი გახარია

31 მარტი 2019, 23:13

პოლიტიკა

გიორგი გახარია: გვჭირდება სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული კორექტირება

შს მინისტრის განცხადებით, დღეს უწყებისთვის კრიმინალური მენტალიტეტი გამოწვევაა და ასევე დანაშაული, რომელიც მოტივირებულია ნარკოდანაშაულით და სხვა სოციალური მოტივებით. შს მინისტრის განცხადებით, უწყება სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მიმართულებით კორექტირების აუცილებლობას ხედავს.

31 მარტი 2019, 23:08

ტექნოლოგიები

მეცნიერები: სინთეტიკური სპირტის შემცვლელი „ნაბახუსევის“ სინდრომს გამორიცხავს

ცნობილია, რომ ყველაზე ხარისხიანი ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმს ზიანს აყენებს. თუმცა მალე ეს ხარვეზი დაძლეული იქნება. უკვე ათი წელია რაც ბრიტანელი მეცნიერი დევიდ ნატი სინთეტიკური სპირტის შემცვლელის შექმნაზე მუშაობს. მეცნიერის შეფასებით Alcarelle ადამიანებს ალკოჰოლის ყველა ღირსებებით ტკბობის საშუალებას მისცემს.

თვითმფრინავი

31 მარტი 2019, 23:01

ეკონომიკა

Air France-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

31 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ავიაკომპანიამ „AIR FRANCE“ პირველი რეისი შეასრულა, რომლის პირველი მგზავრიც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. საინაუგურაციო რეისს თბილისის აეროპორტში დახვდა ეკონომიკის მინისტრი.

ალი ჰადიდი

31 მარტი 2019, 22:51

მსოფლიო

ალჟირის პრეზიდენტის მეგობარი ბიზნესმენი ტუნისის საზღვრზე დააკავეს

ალჟირული მედიის ცნობით, 54 წლის ბიზნესმენს საზღვარზე ბრიტანეთის პასპორტი და ფულით სავსე ჩემოდანი უპოვეს. ალი ჰადადიმ დიდი გზა გაიარა წარმატებულ ბიზნესმენობამდე - მან საქმიანობა მცირე სასტუმროთი დაიწყო, ახლა კი ბიზნესიმპერიის მფლობელია, რომელიც მოიცავს სამშენებლო ბიზნესს, სპორტს, მედიას და მედიცინას.

რესტორანი

31 მარტი 2019, 22:34

ეკონომიკა

რა ვითარებაა თბილისის ზოგიერთ რესტორანში რომლებიც სეს-მა შეამოწმა. ვიდეო

გაყინული ღომი, სამი კვირის წინ მომზადებული ხაში, საწებელი ღია ჭურჭელში იატაკზე, იქ სადაც მღრღნელები დადიან და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი - ასეთი სურათი დახვდა "იმედის კვირას" და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს თბილისსა და რეგიონებში არსებულ რესტორნების ნაწილში.

ელისაბედ მეორე

31 მარტი 2019, 22:08

ტაბლოიდი

ელისაბედ მეორემ ავტომობილის მართვაზე უარი თქვა

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ საერთო სარგებლობის გზებზე ავტომობილის მართვაზე უარი თქვა. ინფორმაციას The Sunday Times -ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, როგორც ჩანს 93 წლის დედოფალმა უსაფრთხოების სამსახურის რჩევა გაითვალისწინა.

მიწის ჩამოშლა

31 მარტი 2019, 22:03

სამართალი

ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილ მუშას სპეციალური მოწყობილობით ეძებენ

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მიწა ჩამოიშლა მეხანძრე-მაშველები მიწის მასის ქვეშ მოყოლილ მეორე მუშას ამ დრომდე ეძებენ. ისინი ძიების პროცესში გეორადარს იყენებენ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დადგინდეს, თუ სად შეიძლება იყოს ადამიანი.

სკოლაში ჩხუბი

31 მარტი 2019, 21:51

პოლიტიკა

11 წლის ახალციხელი მოსწავლე 112-ზე დარეკვის გამო ჩაგვრის ობიექტი გახდა. ვიდეო

სკოლაში ინციდენტი 31 იანვარს მოხდა - მეექვსე კლასელ ბიჭს თანაკლასელთან უთანხმოება მოუვიდა. იმისთვის, რომ ჩხუბისთვის თავი დაეღწია ბიჭმა თქვა, რომ 112-ზე დარეკავდა და მობილურზე ნომერი აკრიფა. ზარი გავიდა, თუმცა მალევე გათიშა. ამის შემდეგ მოზარდს ტელეფონზე 112-იდან დაურეკეს.

31 მარტი 2019, 21:38

მსოფლიო

ბელგიაში პოლიციამ საპროტესტო აქციის 70 მონაწილე დააკავა

ბელგიის ქალაქებში კლიმატის დაცვის მიზნით ქუჩებში საპროტესტო აქციები გაიმართა. გლობალური დათბობის წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეები „ყვითელი ჟილეტების“ აქციას შეუერთდნენ. აქცია სამთავრობო კვარტალში მდებარე შენობებზე შუშების მსხვრევით დასრულდა.

რომის პაპი

31 მარტი 2019, 21:25

მსოფლიო

რომის პაპი მრევლს მოუწოდებს არ სცადონ სხვების თავიანთ რწმენაზე გადაყვანა

რომის პაპმა მესა მაროკოს დედაქალაქში მდებარე სპორტულ ცენტრში აღავლინა, მას ყველგან ხალხმრავლობით დახვდნენ. მესის დროს მან გააფრთხილა კათოლიკეები რომ არ შეეცადონ ადამიანებისთვის რწმენის შეცვლას, პაპ ფრანცისკეს თქმით ეს ყოველთვის ჩიხამდე მიდის.

საპრეზიდენტო არჩევნები

31 მარტი 2019, 21:07

მსოფლიო

ეგზიტპოლის შედეგებით უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ეგზიტპოლის შედეგებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი დაუპირისპირდებიან ერთანეთს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 21 აპრილს გაიმართება.

სიგნალიზაცია

31 მარტი 2019, 20:53

ტაბლოიდი

Twitter-ზე ახალი გამოწვევაა - ვის შეუძლია მანქანის სიგნალიზაცია საკუთარი ხმით გამოსცეს

Twitter-ის მომხმარებელმა პეიტონ გიბსონმა გამომწერებს უამბო თავისი ნიჭის შესახებ - მას საკუთარი ხმით ავტომობილის სიგნალიზაციის ხმის იმპროვიზების გაკეთება შეუძლია. სამი დღის განმავლობაში გიბსონის ვიდეორგოლმა, სადაც ის საკუთარ ნიჭს ავლენს, 7 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კონორ მაკგრეგორი

31 მარტი 2019, 20:46

სპორტი

მაკგრეგორმა რინგზე ჰოლივუდის მსახიობი მარკ უოლბერგი გამოიწვია

შერეული ორთაბრძოლის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა რინგზე ჰოლივუდის მსახიობი მარკ უოლბერგი გამოიწვია. მისი განცხადებით, ეს მისი პრინციპული არჩევანია, რადგან უოლბერგი შერეული ორთაბრძოლის ჩემპიონატის (UFC) აქციებს ფლობს.

იმერეთი. ქარმა ხეები დააზიანა.

31 მარტი 2019, 20:27

პოლიტიკა

ხარაგაულში ხის წაქცევის შედეგად კაცი დაშავდა

იმერეთის რეგიონში, ძლიერი ქარის გამო 17 სახლის სახურავი და 15 ხე დაზიანდა. 31 მარტის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 42 შეტყობინება შევიდა. აქედან, ყველაზე მეტი, 13 გამოძახება დაფიქსირდა ქუთაისში. ხარაგაულში ტყეში ხის წაქცევის შედეგად დაშავდა ერთი კაცი.

31 მარტი 2019, 19:58

სამართალი

მაშველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ ერთი მუშის ცხედარი იპოვეს

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

31 მარტი 2019, 19:51

სპორტი

გუდაურში დიპლომატიურ სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გუდაურმა უკვე მესამედ უმასპინძლა დიპლომატიურ სათხილამურო ტურნირს “DipSki2019”. სათხილამურო ტურნირში გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდა. დავით ზალკალიანის განცხადებით დიპლომატიური სათხილამურო ტურნირი კარგი საშუალებაა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის.

ძიუდო

31 მარტი 2019, 19:26

სპორტი

ეროვნულმა ნაკრებმა გრან პრიზე 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლევან მატიაშვილმა (+100კგ) თბილისის გრან პრი კარიერაში მეორედ მოიგო. ონისე ბუღაძემ (+100კგ) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გიორგი პაპუნაშვილი (-90კგ) თბილისის გრან პრიზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გარდაცვალება

31 მარტი 2019, 19:12

სამართალი

მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლას პოლონელი ემსხვერპლა

ამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები. გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.

ბანგლადეში

31 მარტი 2019, 19:08

მსოფლიო

ბანგლადეშში ხანძრის საქმეზე კომერციული შენობის ორი მფლობელი დააკავეს

ბანგლადეშის პოლიციამ იმ მრავალსართულიანი კომერციული შენობის ორი მფლობელი დააკავა, სადაც რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. შენობის ორი მესაკუთრე დაუდევრობისა და სამშენებლო პროცესში დაშვებული დარღვევების გამო დააკავეს, რასაც ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.

31 მარტი 2019, 19:00

თემა

რა ტიპის სასიყვარულო ურთიერთობის გჯერათ? ტესტი

თუ თქვენ გჯერათ, რომ იპოვით იმ ერთადერთს, რომელიც თქვენს მეორე ნახევრად წარმოგიდგენიათ, ურთიერთობის სევდიანი დასასრულისთვის მოემზადეთ. ამის შესახებ მკითხველს BBC აფრთხილებს და ფსიქოლოგების რჩევები მოჰყავს. მათ შეიმუშავეს ორი სკალა, რომლებიც აჩვენებს, თუ რა ფაქტორები მოქმედებს იმაზე, თუ როგორ იწყებს ადამიანი ურთიერთობას. პირველი სქემა ასახავს იმას, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანი პირველ შთაბეჭდილებასა და პარტნიორთან თავსებადობას ურთიერთობის საწყის ეტაპზე, მეორე კი - თუ რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ადამიანი მზად არის ურთიერთობისას წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად.

31 მარტი 2019, 18:55

პოლიტიკა

ჭავჭავაძის გამზირზე მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. ვიდეო

ჭავჭავაძის გამზირზე საერმონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს მიწის მასა ჩამოიშალა და სავარაუდოდ, ორი ადამიანი მოიყოლა. მაშველები მათ გადარჩენას ცდილობენ. ინფორმაცია imedinews საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე- მაშველები და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

31 მარტი 2019, 18:54

ტექნოლოგიები

Facebook-მა შემთხვევით ცუკერბერგის პოსტები წაშალა

Facebook-ის პრესსპიკერი განმარტავს, რომ „მარკ ცუკერბერგის პოსტები შეცდომით, ტექნიკური პრობლემის გამო წაიშალა“. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ტექსტის აღდგენა ვერ მოხერხდება, რადგან ეს საკმაოდ ხანგრძლივ სამუშაოებს მოითხობს და არც იმის გარანტია არსებობს, რომ პოსტის აღდგენა შესაძლებელია.

მიგრანტები

31 მარტი 2019, 18:46

მსოფლიო

ბოლო 4 წელიწადში ევროკავშირმა ხმელთაშუა ზღვაში 730 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა

2015 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ხმელთაშუა ზღვაში 730 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს. ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპოლუსი ევროპარლამენტისთვის განკუთვილ წერილში წერს. მან განსაკუთრებით გამოყო არასახელისუფლებო ორგანიზაციების როლი.

ლონდონი

31 მარტი 2019, 18:27

მსოფლიო

ლონდონის პოლიცია ეძებს კაცს, რომელმაც 12 საათში 4 ადამიანი დაჭრა

ლონდონის პოლიცია ეძებს კაცს, რომელმაც 12 საათში 4 ადამიანი დანით დაჭრა. დაზარალებულებს შორის ერთი ქალია. ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. პოლიცია ვარაუდობს, რომ ყველა შემთხვევა კავშირშია, თუმცა დამნაშავე მსხვერპლს შემთხვევით ირჩევს. პოლიცია ტერორისტულ აქტს ჯერ გამორიცხავს.

ავღანეთი

31 მარტი 2019, 18:25

მსოფლიო

ავღანეთის ვიცეპრეზიდენტზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ვიცეპრეზიდენტის კორტეჟს, რომელიც მაზარი-შარიფიდან შიბარგანის მიმართულებით მოძრაობდა, სამ ადგილზე ჩაუსაფრდნენ, ავტომობილების გამოჩენისთანავე კი ცეცხლი გახსნეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო და ამის შესახებ Twitter-ზე განცხადებაც გაავრცელა.

ვენესუელა

31 მარტი 2019, 18:07

მსოფლიო

ვენესუელა ელექტროენერგიის გარეშე ამ თვეში უკვე მესამედ დარჩა

ვენესუელაში მარტის თვეში უკვე მესამედ ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა შტატში შეწყდა. მისი მიწოდება კარაკასში ნელნელა დაიწყო. როგორც CNN-ი წერს, გამბული სირენების და მანქანის სიგნალის ხმა ისმოდა ქუჩებში იქამდე, სანამ გენერატორი ჩაირთვებოდა.

31 მარტი 2019, 18:00

სპორტი

ლებორნ ჯეიმსმა NBA-ს მიმდინარე სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავი ლებორნ ჯეიმსი მიმდინარე სეზონზე საკუთარი კლუბის მიერ გამართულ მატჩებში აღარ ითამაშებს. ფორვარდმა საკუთარი გამოსვლები ფეხის კუნთის დაჭიმვის გამო დაასრულა. ამის გამო კლუბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჯეიმსი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს.

ჩრდილოეთ კორეა

31 მარტი 2019, 17:46

მსოფლიო

ფხენიანი მადრიდში მათ საელჩოში უცხო პირების შეჭრას ტერორისტულ აქტად აფასებს

ჩრდილოეთ კორეამ თებერვალში ესპანეთში მდებარე საელჩოში შეჭრას "მძიმე ტერორისტული აქტი" უწოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ფხენიანის პირველ ოფიციალურ კომენტარში, ხელისუფლება გამოძიებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ყურადღებით უსმენს ჭორებს იმის შესახებ რომ მომხდარში თავისი როლი FBI-მ შეასრულა.

კრისტიან ერიქსენი

31 მარტი 2019, 17:35

სპორტი

რეალი ერიქსენს 150 მილიონ ევროდ მიიღებს

მადრიდის „რეალმა“ ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემის“ წარმომადგენლებისგან კრისტიან ერიქსენის სატრანსფერო ფასი შეიტყო. ესპანელებს 27 წლის ფეხბურთელში 150 მილიონი ევროს (130 მილიონი ფუნტი) გადახდა მოუწევთ. სწორედ ამ ფასს ასახელებს „ტოტენჰემის“ მწვრთნელი დენიელ ლევი.