არქივი

31 აგვისტო 2018, 23:58

მსოფლიო

აშშ-ში ავტობუსის ავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაკ კინლის რეგიონში სამგზავრო ავტობუსს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. ცნობილია, რომ ავტობუსში 49-ზე მეტი ადამიანი იყო, მათ შორის ბავშვებიც.

31 აგვისტო 2018, 23:43

ტექნოლოგიები

კვლევა: ყოველი 50 ადამიანიდან 1 სიყვარულს თვითმფრინავში პოულობს

ბრიტანული ბანკის HSBC-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 50-დან ერთი ადამიანი თვითმფრინავში თავისი ცხოვრების სიყვარულს ხვდება. კვლევის ავტორებმა 141 ქვეყნიდან 2 150 ადამიანი გამოკითხეს.

31 აგვისტო 2018, 22:55

მსოფლიო

ინგლისში ენერგეტიკული სასმელების მოზარდებზე გაყიდვის აკრძალვას განიხილავენ

ამ თემაზე ინგლისის მთავრობამ საჯარო კონსულტაციები დაიწყო. შოტლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსს აქვთ უფლებამმოსილება საკითხზე გადაწყვეტილება თავად მიიღონ. ენერგეტიკული სასმელები კოფეინისა და შაქრის მაღალ დოზას შეიცავს, რაც პირდაპირ ასოცირდება სიმსუქნისა და სხვა დაავადებების წარმოშობასთან.

ილონ მასკი

31 აგვისტო 2018, 22:54

ეკონომიკა

ილონ მასკს Tesla-ს ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებას უპირებდნენ

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი 2019 წლის ივნისში კომპანიის აქციის მფლობელებმა სამსახურიდან თითქმით გაათავისუფლეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი, საინტვესტიციო კომპანია BlackRock-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

უსაინ ბოლტი

31 აგვისტო 2018, 22:17

სპორტი

ფეხბურთში უსეინ ბოლტის დებიუტი შედგა. ვიდეო

რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, სპრინტერ უსეინ ბოლტს პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი ჰქონდა. ლეგენდარულმა იამაიკელმა სპორტსმენმა ავსტრალიური „სენტრალ კოსტ მარინერსის“ რიგებში პირველი მატჩი ითამაშა. ეს მოხდა ამხანაგურ მატჩში „სენტრალ კოსტ სელექტის“ წინააღმდეგ.

31 აგვისტო 2018, 22:05

კულტურა

ვენეციის კინოფესტივალზე ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას სადებიუტო ფილმის პრემიერა გაიმართა

სიუჟეტი ახალგაზრდა მომღერლის შესახებ მოგვითხრობს, რომლის დახმარებასაც კინოვარსკვლავი ცდილობს. ამ დროს კი ის ალკოჰოლზე დამოკიდებულების სირთულეებს ვერ უმკლავდება და კარიერაში უკუსვლას განიცდის. ფილმი ბრედლი კუპერისთვის როგორც რეჟისორისთვის სადებიუტოა.

აფეთქების ადგილი
დონეცკი

31 აგვისტო 2018, 21:46

მსოფლიო

დონეცკელი სეპარატისტები შურისძიებით დაიმუქრნენ

„დონეცკი ამ მკვლელობისთვის შურს იძიებს“, - განაცხადა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის თავმჯდომარე დენის პუშილინმა. „ეს უკრაინის მხრიდან კიდევ ერთი აგრესია იყო“, - განაცხადა პუშლინმა.

ბორის ელცინი
ბილ კლინტონი

31 აგვისტო 2018, 21:45

მსოფლიო

აშშ-ში ბილ კლინტონის და ბორის ელცინის დახურული საუბრების ჩანაწერები გამოაქვეყნეს

აშშ-ის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ბილ კლინტონის სტენოგრამა გამოქვეყნდა, რომელზეც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინისა და ამერიკის 42-ე პრეზიდენტის პირადი საუბრებია აღბეჭდილი. სტენოგრამა 500-ზე მეტი გვერდისგან შედგება.

31 აგვისტო 2018, 21:31

ტაბლოიდი

პლაჟი თუ კარი? ვირუსულად გავრცელებულმა მემემ ინტერნეტსივრცე დაიპყრო

კარი თუ პლაჟი? ამ შინაარსის წარწერით გამოქვეყნებულმა ფოტომ მიკრობლოგ Twitter-ზე მომხმარებლები დააბნია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გამოსახულება ლურჯ და ღია ფერთა გამას აერთიანებს, რამაც ზოგს აფიქრებინა, რომ თეთრი ფერი კედელი, ლურჯი კი კარია. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ეს პლაჟი და ზღვაა.

31 აგვისტო 2018, 21:08

ტექნოლოგიები

Huawei-მ Google Home-ის კლონი წარადგინა

ჭკვიანი სპიკერი და ამავდროულად ინტერნეტ როუტერი Amazon-ის Alexa-ს ხმოვანი ასისტენტით არის აღჭურვილი. მოწყობილობა კონკურენტი Google-ის და Apple-ის ხმოვანი ასისტენტების მსგავსია. ჩინური ტექნოლოგიების გიგანტი გეგმავს მოწყობილობა ევროპის ბაზარზე წლის ბოლომდე გამოუშვას.

31 აგვისტო 2018, 20:46

ტექნოლოგიები

Uber-ი საკუთარი სკუტერის შექმნაზე მუშაობს

პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ აპრილში ჩაეყარა, როდესაც Uber-მა საზიარო ველოსიპედების კომპანია Jump-ი 200 მილიონ დოლარად შეიძინა. კომპანიამ სწორედ მისი მეშვეობით მიიღო სან-ფრანცისკოში ელექტრო სკუტერების გაქირავების ნებართვაც.

31 აგვისტო 2018, 20:15

სპორტი

შვედი პილოტი Formula 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ავარიაში მოყვა. ვიდეო

როგორც ვიდეოში ჩანს შვედმა პირველ მოსახვევში მანქანაზე კონტროლი მოულოდნელად დაკარგა და კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენჯერმე ამოტრიალდა. მარკუს ერიქსონი მანქანიდან დამოუკიდებლად გადმოვიდა. ის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

31 აგვისტო 2018, 19:42

ეკონომიკა

საქართველოს ბანკებში ვადაგადაცილებული სესხები შემცირდა

ივლისში კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხები 1.6 მლნ ლარით შემცირდა და 382.1 მლნ ლარს გაუტოლდა. ასეთი სესხების წილი კომერციული ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში 1.6%-ს შეადგენს და ბოლო ორი თვეა ეს მაჩვენებელი უცვლელია.

არიანა გრანდე

31 აგვისტო 2018, 19:30

კულტურა

არიანა გრანდემ კონცერტის დროს ფანს სურვილი აუსრულა და სიმღერა თავიდან დაიწყო

ლოს-ანჯელესში კონცერტის დროს არიანა გრანდემ Raindrops-ის შესრულების დროს სიმღერა შეწყვიტა, როდესაც ერთ-ერთმა მსმენელმა დაიყვირა, რომ ვიდეოს ჩაწერა ვერ მოასწრო და გრანდეს სიმღერის თავიდან დაწყება სთხოვა. მომღერალმა ფანს თხოვნა შეუსრულა.

31 აგვისტო 2018, 19:29

სამართალი

კოჯრის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების დაჭრის საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე ბრალდებულს - 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრ ზახარჩენკო

31 აგვისტო 2018, 19:26

მსოფლიო

დონეცკის დეფაქტო ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო მოკლეს

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო ქალაქიც ცენტრში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.

ტერეზა მეი

31 აგვისტო 2018, 19:24

მსოფლიო

ტერეზა მეიზე თავდასხმის მომზადებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით რაჰმანს უვადო პატიმრობის გარდა, 30 წლის განმავლობაში ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლებაც ჩამოერთვა. საქმის მასალების თანახმად, რაჰმანი ლონდონის ცენტრში, პრემიერის რეზიდენციის ჭიშკართან ბომბის აფეთქებას აპირებდა,

ნილ არმსტრონგი მთვარეზე

31 აგვისტო 2018, 19:22

კულტურა

ნილ არმსტრონგზე გადაღებულ ფილმში მთვარეზე აშშ-ის დროშა არ აღმართეს

ბიოგრაფიულ ფილმში, რომელიც ნილ არმსტრონგის ცხოვრებასა და მთვარეზე მოგზაურობას აღწერს, არ არის სცენა, თუ როგორ აღმართეს მან და ბაზ ოლდრინმა მთვარეზე აშშ-ის დროშა. მთავარი როლის შემსრულებელმა, რაიან გოსლინგმა ეს ასე ახსნა: „ადამიანის მიერ მთვარეზე ფეხის დადგმა იმდენად დიდი მიღწევაა, რომ ეს სცილდება ქვეყნებსა და საზღვრებს“.

მეგან მარკლი

31 აგვისტო 2018, 19:11

ტაბლოიდი

მედია: მეგან მარკლი საიდუმლო ვიზიტით კანადაში გაემგზავრა

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრი მის საუკეთესო მეგობარ ჯესიკა მალრონისთან წავიდა. როგორც მანამდე ABC წერდა, მეგანი სამდღიან ვიზისტს საუკეთესო მეგობართან და დიდი ხნის სტილისტთან სტუმრობისთვის გამოიყენებდა.

31 აგვისტო 2018, 19:00

ტაბლოიდი

„სნიკერსის“ რეკლამაში ელტონ ჯონმა რეპერებთან ერთად იმღერა

ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა Snickers-ის შოკოლადის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. ვიდეოში მუსიკოსი "რეპ-ბატლზე" მიდის და ადგილობრივ რეპერებს თავის სტილში უმღერის.

31 აგვისტო 2018, 18:58

პოლიტიკა

ცედანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ეს ხანძარი არის ისტორიაში პირველი, რომლის ლიკვიდაციაც ასე სწრაფად მოხდა და ეს ახალი ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების ერთობლივი ეფექტური მუშაობის შედეგია. მადლობა მათ და ყველა სახელმწიფო უწყებას ეფექტური კოორდინაციისთვის. შესყიდვები რაც სახელმწიფომ განახორციელა ტყის ხანძრების მიმართულებით გამართლებულია.

ნაზარ გულევიჩი

31 აგვისტო 2018, 18:54

მსოფლიო

მოსკოვში ქალების და კაცების საკნებში ტრანსგენდერის მიღებაზე უარი თქვეს

მოსკოვში ტრანსგენდერი ნაზარ გულევიჩი არც ქალების და არც კაცების საპატიმროში არ ჩასვეს. პოლიციელებმა ის ციხის საავადმყოფოში გაუშვეს. ამის შესახებ გაზეთი "კამსამოლეცი" წერს.

31 აგვისტო 2018, 18:50

ტაბლოიდი

ახალი ზელანდიის ქალაქში კატების აკრძალვას გეგმავენ

ახალი ზელანდიის სამხრეთით, პატარა ქალაქ Omaui-ს რეგიონულმა საბჭომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, დასახლებაში კატებს აკრძალავენ. ინიციატივის მიზანია, გაუფრთხილდნენ ჩიტებისა და ქვეწარმავლების ენდემურ სახეობებს, რომელთაც კატები ჭამენ. გეგმის მიხედვით, ქალაქის ყველა კატას კასტრაცია ჩაუტარდება.

31 აგვისტო 2018, 18:42

ტექნოლოგიები

მედია: არაბულ სამყაროში ყალბი ამბების გავრცელება გრძელდება

მიუხედავად Twitter-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რის შემდეგაც მიკრობლოგმა 70 მილიონი ექაუნთი წაშალა, მაინც რჩება ისეთი ანგარიშები, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული ღონისძიების სასარგებლოდ მანიპულირება გრძელდება.

დელის ზოოპარკი

31 აგვისტო 2018, 18:32

ტაბლოიდი

ინდოეთის ზოოპარკში ადამიანების გალიებს დადგამენ

ინდოეთის დედაქალაქის, დელის ზოოპარკში ვეფხვებისთვის გამოყოფილ ზონაში ადამიანებისთვის გალიებს ჩადგამენ. ზოოპარკის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ამით იმ ადამიანების გადარჩენას შეძლებენ, ვინც ვეფხვების საცხოვრებელ ტერიტორიაზე შემთხვევით მოხვდება.

31 აგვისტო 2018, 18:31

პოლიტიკა

ნინოწმინდაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმა და სეტყვა ქალაქში თითქმის 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სოფლებში სტიქია არ ყოფილა, დაისეტყვა მხოლოდ ქალაქი ნინოწმინდა. მერის მოადგილეს ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

პრინცესა დიანა პრინცებთან ერთად

31 აგვისტო 2018, 18:24

ტაბლოიდი

პრინცესა დიანას ბოლო სიტყვებს სამაშველო სამსახურის თანამშრომელი იხსენებს

უელსის პრინცესა დაიანა პარიზში ავტოკატასტროფაში 1997 წლის 31 აგვისტოს დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან დღეს 21 წელი გავიდა. ის იყო დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პრინც ჩარლზის პირველი ცოლი, რომელმაც მომავალ მეფეს 2 ვაჟი - უილიამი და ჰარი გაუჩინა.

სერგი კაპანაძე

31 აგვისტო 2018, 18:06

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: მოზარდების მკვლელობის საქმეზე საბოლოო დასკვნას 5 სექტემბერს მივიღებთ

სერგი კაპანაძის განცხადებით, დოკუმენტი მზად 5 სექტემბრისთვის იქნება და დასკვნაში გაერთიანდება ყველა ის საკითხი, რაზეც საუბარი იყო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში. მათ შორის იქნება თემები, რომლებიც ეხება კონკრეტულ თანამდებობის პირებს.

31 აგვისტო 2018, 18:05

ტაბლოიდი

პარიზში ეკოლოგიური პისუარების დაყენებისთვის ფემინისტები მერიას უჩივიან

2017 წელს პარიზში ეკოლოგიური საჯარო პისუარების დამონტაჟება დაიწყეს, რომელსაც "ურიტროტუარები" დაარქვეს. პისუარი ვიზუალურად წითელი ყუთია, რომელშიც ჩალა შარდის სუნის შთანთქვისთვის აწყვია. მოწყობილობის ზემოთ, ყვავილებია. "ჩვენ სასუქებს ვაწარმოებთ, ანუ ეს ნარჩენების გარეშე გამოყენებადი არ არის", - აცხადებდა "ურიტროტუარების" გამომგონებელი ლორან ლებო.

გიორგი მარგველაშვილი

31 აგვისტო 2018, 17:54

პოლიტიკა

მარგველაშვილმა განმარტა, რატომ არ წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს

„სასამართლო სისტემა მუდმივად არის ჩემი დარდის საფუძველი და მუდმივად ამ მიმართულებით ვცდილობდი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შედგა. შეთანხმება რომ შემდგარიყო, ჩვენ გვექნებოდა ძალა, რომ ძლიერი კანდიდატი წარგვედგინა პარლამენტში და მისი კანდიდატურის ჩაგდება არ იქნებოდა ადვილი”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.