არქივი

ჯერემი ჰანთი

09 ივლისი 2018, 23:59

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანთი გახდა

დღესვე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ღია წერილს და მისი თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა და პროდუქტიული დისკუსიის შემდეგ წუხილი გამოთქვა ჯონსონის გადაწყვეტილების გამო.

სოხუმი

09 ივლისი 2018, 23:52

პოლიტიკა

აფხაზებს კანონის შეცვლა და დეფაქტო პრეზიდენტად უფრო ასაკოვანი კანდიდატის არჩევა უნდათ

აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტის კანდიდატურის ასაკობრივი ცენზის შესაძლო გაზრდაზე საუბრობენ. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტს ამ საკითხზე ოფიციალური მსჯელობა ჯერ არ დაუწყია, თუმცა დეპუტატები თავიანთ მოსაზრებებს უკვე აფიქსირებენ.

ქუთაისი

09 ივლისი 2018, 23:35

ეკონომიკა

ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ქუთაისის მერიამ დროშის დგარის მოსაწყობად 65651-ლარიანი ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში შეიცვალა დროშის დასადგამი ადგილი, აქამდე თუ ის ნიკეას ქუჩაზე უნდა დამონტაჟებულიყო, ახლა ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ მოეწყობა.

მერაბ თურქაძე

09 ივლისი 2018, 23:26

სპორტი

ქართველი და აფხაზი მოკრივეები რუსეთში ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებიან

რუსეთში, ქალაქ ეკატერინებურგში პროფესიულ კრივში, რომელშიც ერთმანეთს აფხაზი და ქართველი მოკრივეები უნდა დაპირისპირებოდნენ, აღარ გაიმართება. ამის შესახებ მოკრივე მერაბ თურქაძემ თქვა.

ტერეზა მეი

09 ივლისი 2018, 23:23

მსოფლიო

ტერეზა მეი: ვწუხვარ და ცოტა გაოცებული ვარ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით

„პროდუქტიული დისკუსიისა და აზრიანი შეთანხმების შემდეგ, რასაც პარასკევს მივაღწიეთ ვწუხვარ და ცოტა გაოცებული ვარ, რომ ბორის ჯონსონის გადადგომის შესახებ მოთხოვნა მივიღე“, - განმარტა ტერეზა მეიმ. უთანხმოების გამო თანამდებობა დევიდ დევისმა და კრის გრინამა.

იოჰანეს ჰანი

09 ივლისი 2018, 23:17

პოლიტიკა

სექტემბერში საქართველოში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოვა

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში სექტემბერში ჩამოვა და პირველი ევროპული სკოლის გახსნას დაესწრება. ამის შესახებ საქართველოსთან და მოლოდავასთან ევროკომისიის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკეტმა განაცხადა.

09 ივლისი 2018, 23:06

ეკონომიკა

ევროკავშირი-საქართველოს შორის ახალი უმაღლესი ფორმატით პირველი შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება

ევროკავშირთან ახალი უმაღლესი ფორმატით პირველი შეხვედრა 2018 წლის 21 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოსთან და მოლოდავასთან ევროკომისიის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკეტმა განაცხადა.

კრის გრინი

09 ივლისი 2018, 23:04

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის 2 ევროსკეპტიკოსი მინისტრის შემდეგ თანამდებობა კიდევ ერთმა ჩინოსანმა დატოვა

მიზეზი პრემიერმინისტრ ტერეზა მეის Brexit-ის გეგმა გახდა. გრინის განმარტებით, Brexit-ი მხოლოდ იურიდიული თვალსაზრისით არ უნდა არსებობდეს და რომ ტერეზა მეიმ ამ საკითხზე პარლამენტის წევრების დარწმუნება ვერ შეძლო. შეხვედრამ უკმაყოფილების ფონზე ჩაიარა.

კონკურსანტი

09 ივლისი 2018, 22:46

ტაბლოიდი

ჩინელმა კონკურსის მოსაგებად 50 ცალი ყველაზე ცხარე წიწაკა 68 წამში შეჭამა

ჩინეთში ყველაზე ცხარე წიწაკის (ჩილის) ჭამის კონკურსი გაიმართა. კონკურსში გაიმარჯვებდა ის, ვინც 50 წიწაკას ყველაზე სწრაფად შეჭამდა. კონკურსში 24 წლის ტაი შუაიჰუიმ გაიმარჯვა, მან 50 ყველაზე ცხარე წიწაკა 68 წამში შეჭამა.

გევინ უილიამსონი

09 ივლისი 2018, 22:30

მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს „ნოვიჩოკით“ თავდასხმაში ადანაშაულებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა, "ნოვიჩოკით" მოწამლული ერთ-ერთი ბრიტანელის, 44 წლის დაუნ სტარჯესის გარდაცვალებაში, რუსეთი დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რაფაელ ნადალი

09 ივლისი 2018, 22:30

სპორტი

2011 წლის შემდეგ რაფაელ ნადალი უიმბლდონზე მეოთხედფინალში პირველად გავიდა

მერვედფინალში რაფაელ ნადალმა ჩეხი ირჟი ვესელი 6-3, 6-3, 6-4 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ესპანელი ჩოგბურთელი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პეტროს ან ჟილ სიმონს დაუპირისპირდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უიმბლდონზე მეოთხედფინალისტები როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი გახდნენ.

09 ივლისი 2018, 22:08

მსოფლიო

აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძუძუთი კვების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

როდესაც ამერიკულმა დელეგაციამ რეზოლუციის ტექსტიდან რიგი საკითხების ამოღება ვერ შეძლო, შანტაჟსა და მუქარას მიმართა. დელეგაციის წევრები ეკვადორს სავაჭრო სანქციების დაწესებითა და იარაღის უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის ფარგლებში დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.

ოგნენ ვუკოევიჩი

09 ივლისი 2018, 21:48

სპორტი

ხორვატიის გადაწყვეტილებით პროუკრაინული ვიდეოს გამო ვუკოევიჩი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

მიზეზი პროუკრაინული ვიდეო გახდა, რომელიც ხორვატიის მწვრთნელის თანაშემწემ დომაგოი ვიდასთან ერთად რუსეთთან მატჩის შემდეგ ჩაწერა. გაირკვა, რომ ვიდეო fair-play-ს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. მიზეზად კი ის სახელდება, რომ სწორედ ვუკოევიჩმა გადაიღო ვიდეო და სოცქსელში ატვირთა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის
კომიტეტი

09 ივლისი 2018, 21:36

პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა აგვისტოს ომის რეზოლუციის პროექტი მიიღო

რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით "10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ წარადგინა.

09 ივლისი 2018, 21:30

ტექნოლოგიები

Bellingcat-ი: Polar Flow-მ აჩვენა სად ცხოვრობენ საიდუმლო სამხედო ბაზების თანამშრომლები

ამჯერად Bellingcat-ის მკვლევარებმა ერთ-ერთი გამოცემის ჟურნალისტთან ერთად დაადგინეს, რომ Polar Flow-ი Strava-ზე მეტ ინფორმაციას ავრცელებს მომხმარებელზე. მაგალითად აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია დაადგინო სად ცხოვრობენ საიდუმლო სამხედო ბაზების თანამშრომლები.

09 ივლისი 2018, 21:28

სამართალი

სასამართლომ ღამის კლუბებში ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

2018 წლის მაისში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებული რვავე ადამიანი პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება მიიღო 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ. 11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა

09 ივლისი 2018, 21:20

პოლიტიკა

ჭარბად გამოწერილი წამლების გადასამოწმებლად პრევენციის მექანიზმი ინერგება

საქართველოს მოქალაქეები 16 ივლისიდან, 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში დანიშნულების გადამოწმებას შეძლებენ. ამისთვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს, რაც წამლების არამიზნობრივი გამოყენების რისკებს შეამცირებს.

09 ივლისი 2018, 21:05

პოლიტიკა

საგამოძიებო კომისიის წევრები: მანდატურებმა ხორავას ქუჩის დეტალებზე არაფერი იციან

კომისიის წევრების კითხვები სკოლში უსაფრთხოების ნორმებსა და საპირფარეშოს ინციდენტს შეეხებოდა. კომისიის წევრების განცხადებით, მათ რაიმე ხელჩასაჭიდი ცნობები ინციდენტის დაწყების შესახებ ამ მოწმეებისგან ვერ მოისმინეს.

ელიზაბეთ რუდი

09 ივლისი 2018, 21:00

პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი ხადის ხეობაში მკვლელობის დროული გამოძიებისთვის მადლობას იხდის

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ელიზაბეთ რუდი საქართველოს მთავრობას, ძალოვან სტრუქტურას და დუშეთის მუნიციპალიტეტს ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმის დროული გამოძიებისთვის მადლობას უხდის.

09 ივლისი 2018, 20:50

მსოფლიო

ტრამპი-პუტინის შეხვედრის გამო ფინეთმა შესაძლოა შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლი აღადგინოს

გამოცემის ინფორმაციით, ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში სავარაუდოდ პარასკევიდან, 13 ივლისიდან 4 დღით შევა. მსგავსი გადაწყვეტილება ფინეთმა ბოლოს 2008 წელს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამო მიიღო.

09 ივლისი 2018, 20:39

პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოში კორუფციის რისკებზე კვლევას კამათი მოჰყვა

საბჭოს მოსამართლე წევრები უნდობლობას უცხადებენ დასკვნას. ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კვლევას ეთანხმება. ის ამბობს, რომ ამ დოკუმენტით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

09 ივლისი 2018, 20:30

პოლიტიკა

ვინ იქნება პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ახალ სამთავრობო გუნდში

ორ დღეში პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაასახელებს. ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, ახალი მთავრობის დამტკიცება კი შაბათს, 14 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.

ტერეზა მეი

09 ივლისი 2018, 20:29

მსოფლიო

ტერეზა მეის სპიკერი: პრემიერმინისტრი ნებისმიერ მცდელობას შეებრძოლება, რომელიც მის პოზიციებს შეარყევს

მეის პრესსპიკერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 2 ევროსკეპტიკოსი მინისტრი დაკადებული თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი მეის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გეგმა გახდა. დღესვე თანამდებობა დატოვა Brexit-ის საკითხებში მინისტრმა დევიდ დევისმა. ამ პოზიციაზე ტერეზა მეიმ დომინიკ რაბი დანიშნა.

09 ივლისი 2018, 20:18

პოლიტიკა

ჭუბერში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან. ვითარება სტიქიის ზონაში

ჭუბერის ხეობაში სტქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიიდან მეხუთე დღეს, სვანეთში ისევ რჩება 50 ერთეული მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

09 ივლისი 2018, 20:13

სამართალი

ადგილობრივი მოსახლეობა ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

ხადის ხეობაში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს, ბრალს სავარაუდოდ, 10 ივლისს წაუყენებენ. ამერიკელი ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსია, რომელსაც ფსიქიატრიულ ექსპერტიზასაც ჩაუტარებენ.

დომაგოი ვიდა

09 ივლისი 2018, 20:06

სპორტი

ხორვატი დომაგოი ვიდა FIFA-ს გაფრთხილების მიუხედავად ინგლისთან ითამაშებს

გაფრთხილების მიზეზი რუსეთთან მატჩის შემდეგ ჩაწერილი პროუკრაინული ვიდეო გახდა, სადაც ხორვატი სპორტსმენი „დიდება უკრაინას“ ამბობს. ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 1998 წლის შემდეგ პირველად გავიდა. ნახევარფინალში ხორვატია ინგლისს შეერკინება.

უიმბლდონის
ცენტრალური კორტი

09 ივლისი 2018, 20:04

სპორტი

რა და როგორ შეიცვალა უიმბლდონის ტურნირზე ბოლო 50 წლის განმავლობაში

1968 წელს ჩოგბურთის სამყაროში რევოლუცია მოხდა. პირველად, დიდი სლემის ტურნირებში მონაწილეობის უფლება პროფესიონალ მოთამაშეებს მისცეს. დაიწყო ჩოგბურთის ღია ეპოქა, რომელმაც თამაშს ის სახე მისცა, რაც დღეს აქვს. BBC წერს, თუ რა შეიცვალა ჩოგბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ბოლო 50 წლის განმავლობაში.

სამაშველო ოპერაცია

09 ივლისი 2018, 19:58

მსოფლიო

ტაილანდში ბავშვების სამაშველო ოპერაცია 10 ივლისამდე შეჩერდა

ტაილანდში, მღვიმეში დარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია ხვალინდა, 10 ივლისიდან გაგრძელდება. ამ დროისთვის მღვიმეში რჩება 4 ბავშვი და მათი მწვრთნელი. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

09 ივლისი 2018, 19:52

ტაბლოიდი

ავსტრალიაში მთვრალი ქალების ქუჩაში გაგდებისთვის რესტორანი დააჯარიმეს

ავსტრალიაში, სიდნეიში, კორეულ რესტორანს სასამართლომ $2 ათასი ავსტრალიური დოლარის გადახდა დააკისრა. მიზეზი კლიენტებთან უხეში მოპყრობაა.

ზვიად კუპრავა

09 ივლისი 2018, 19:47

სამართალი

ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ყოფილ პოლიციელსა და აქტივისტს ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სწორედ ამ თანხას მოითხოვდა ბრალდების მხარე.