არქივი

01 მარტი 2019, 23:54

ეკონომიკა

ExxonMobil-მა კვიპროსზე მსოფლიოში სიდიდით მესამე გაზის საბადო იპოვა

ამერიკულმა კომპანია ExxonMobil-მა კვიპროსზე ბუნებრივი აირის დიდი საბადო აღმოაჩინა. მარაგების მოცულობა 30-40 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. საბადო განლაგებულია კვიპროსის შელფის მე-10 ბლოკზე. ახალი საბადო Glaucus-1 დამუშავების დროს იპოვეს.

01 მარტი 2019, 23:48

თემა

ქვეყნის ეკონომიკური რეიტინგების გაუმჯობესებით რიგითი მოქალაქისთვის რა იცვლება? გარჩევა

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა 2019 წლის თებერვლის ბოლოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა. ქვეყანას აქამდე BB-კატეგორია ჰქონდა მინიჭებული, გაუმჯობესების შედეგად აქვს რეიტინგი BB მინუსის გარეშე, პერსპექტივა კი სტაბილურად შეფასდა. ორი წლით ადრე, 2017 წლის სექტემბერში დიდი სამეულის მეორე წევრმა, სარეიტინგო სააგენტო Moodys-მა ამავე კატეგორიის რეიტინგში საქართველო Ba3-დან Ba2-მდე დააწინაურა. რას ნიშნავს ეს? რას წარმოადგენენ ეს სააგენტოები,რას ითვლიან ისინი და რატომ არის მათი რეიტინგები მნიშვნელოვანი?

დეპრესია

01 მარტი 2019, 23:35

ტექნოლოგიები

რას იწვევს ხანგრძლივი სამუშაო საათები ქალებში

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც კვირაში 55 საათზე მეტ ხანს მუშაობენ, დეპრესიის სიმპტომებს 7,5%-ით ხშირად უჩივიან, ვიდრე ის ქალები, რომლებიც კვირაში 35-40 საათს მუშაობენ. გარდა ამისა, 4,6%-ით ხშირად დეპრესიას უჩივიან ის ქალებიც, რომლებიც დასვენების დღეებში მუშაობენ.

01 მარტი 2019, 23:09

ეკონომიკა

ვენეციის ისტორიულ ნაწილში შესვლა ფასიანი ხდება

2019 წლის 1 მაისიდან ვენეციის ისტორიულ ნაწილში შესვლა ფასიანი გახდება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ქალაქის კომუნალურმა საბჭომ. იგეგმება თითოეული მსურველისათვის გადასახადის სახით €3 დაწესება. ამ მოსაკრებლისაგან თავისუფალი იქნებიან მხოლოდ ვენეტოს ოლქის და ვენეციის მცხოვრებლები.

მიშა კაჭკაჭიშვილი

01 მარტი 2019, 22:58

კულტურა

2019 წლის 3 ოსკაროსან ფილმზე ქართველი ხმის რეჟისორი მუშაობდა

„მწვანე წიგნის” ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიო სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია “ესპლანადაში” მომზადდა, რომელიც ქალაქ ახალ ორლეანში მდებარეობს. კაჭკაჭიშვილმა ოსკარის მთავარ ნომინაციაში გასულ კიდევ ორ ფილმზე იმუშავა, ესენია „შავი კლანის კაცი“ და „ვარსკვლავი დაიბადა”.

ზაქარია ფალიაშვილი

01 მარტი 2019, 22:25

კულტურა

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები ქუთაისის სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები რესტავრაციის შემდეგ კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა. ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები - ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა ისევ სამუზეუმო ექსპონატებად გამოიფინება.

01 მარტი 2019, 22:13

ტექნოლოგიები

მეცნიერების ვარაუდით, მზის სისტემის მეცხრე პლანეტას 10 წელიწადში აღმოაჩენენ

მზის სისტემის მე-9 პლანეტა უფრო ახლოს არის, ვიდრე აჩვენებდა ადრინდელი გათვლები. ამ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები აშშ-დან, რომლებიც აცხადებენ, რომ ახალი პლანეტის აღმოჩენა უახლოეს ათ წელიწადშია მოსალოდნელი. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მე-9 პლანეტა გამოჩნდეს LSST ტელესკოპში რომელიც 2022 წელს ჩილეში ამუშავდება.

01 მარტი 2019, 21:59

ტაბლოიდი

ტაილანდში მძინარე ქალს პითონმა უკბინა. ვიდეო

შემთხვევა ბანგკოკში მოხდა. 75 წლის კაევ სადსოფას თავის საძინებელში ეძინა. პითონი ოთახში მილიდან მოხვდა. კადრებში ჩანს პითონი, რომელიც მძინარე ქალს ფეხზე კბენს. სადსოფამ ტკივილისგან გაიღვიძა და გველი დაინახა, შემდეგ კი დასახმარებლად თავის შვილს დაუძახა.

ლა ლიგა

01 მარტი 2019, 21:39

სპორტი

ლა ლიგის მატჩები ორშაბათობით აღარ ჩატარდება

ეს ზომა ძალაში 2019/2020 წლების სეზონიდან შევა. „ფეხბურთი ორშაბათობით აღარ იქნება. ლა ლიგის მატჩები დასვენების დღეებში ჩატარდება"- წერს რუბიალესი. მისივე თქმით, ფულზე მნიშვნელოვანი გულშემატკივრებია. ამის მიზეზი ის არის, რომ ორშაბათობით მატჩებზე ფანების დასწრების მაჩვენებელი შემცირდა.

01 მარტი 2019, 21:28

ეკონომიკა

ცნობილია კომპანია, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს თაფლით მოამარაგებს

ძალოვანი სტრუქტურების ნატურალური თაფლით მომარაგების ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. როგორც სატენდერო კომისიის დასკვნიდან ირკვევა, ტენდერში გამარჯვებულად „გსქ კულა“ გამოცხადდა. რომელიც კილოგრამ თაფლს მთავრობას 14.44 ლარად მიჰყიდის.

გელა ჩარკვიანი

01 მარტი 2019, 21:16

კულტურა

გელა ჩარკვიანი 80 წლის გახდა

დღეს გელა ჩარკვიანის დაბადების დღეა. ცნობილი დიპლომატის, მწერლისა და მუსიკოსის 80 წლის იუბილის აღსანიშნავ საღამოზე საზოგადოება მის ახალ წიგნს გაეცნო. გამოცემის პრეზენტაციასთან ერთად, ავტორის შესახებ საგანგებოდ იუბილესთან დაკავშირებით მომზადებული ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

სურსათის ეტიკეტირება

01 მარტი 2019, 20:57

ეკონომიკა

რას ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი

დღეიდან სასურსათო პროდუქციას შეფუთვაზე შესაბამისი ანოტაცია უნდა ჰქონდეს. ახალი რეგულაციით იზრდება სავალდებულო ინფორმაციის მოცულობა. მაგალითად, დარღვევად მიიჩნევა, თუ ეტიკეტზე არ იქნება მითითებული ინფორმაცია სურსათის შემადგენლობის, კვებითი ღირებულებებისა და ალერგიული კომპონენტების შესახებ.

ემზარ კვიციანი

01 მარტი 2019, 20:46

პოლიტიკა

ემზარ კვიციანი 2020 წელს პოლიტიკიდან ქველმოქმედებაში წავა

„მე კიდევ თითქმის 2 წელიწადი დამრჩა. ვიშრომებ მაქსიმალურად, ვიმუშავებ და დავიხარჯები მთლიანად. ამის შემდეგ ალბათ ჩემს გზაზე წავალ. ამ ცენტრის საქმიანობით არ ვიქნები დაკავებული, მაგრამ გვერდში დავუდგები ბოლომდე, ეს ფაქტია“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ნათია თურნავა

01 მარტი 2019, 20:36

ეკონომიკა

ნათია თურნავამ „ინტერ რაოსთან“ მოკლევადიანი კონტრაქტის მიზეზი განმარტა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორსა (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, თუ რატომ ყიდულობს ელექტროენერგიას საქართველო.

ინდოეთი-პაკისტანი

01 მარტი 2019, 20:21

მსოფლიო

პაკისტანმა ინდოელი მფრინავი გაათავისუფლა

27 თებერვალს პაკისტანმა ორი ინდური სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო ქაშმირში. 1971 წლის შემდეგ ეს პირველი ავიადარტყმაა, რომელიც ქაშმირის საკონტროლო ხაზთან განხორციელდა. ვართამანი სწორედ იმ დღეს დააკავეს.

01 მარტი 2019, 20:07

სამართალი

სოფელ ლამისყანაში მოზარდი დაჭრეს

სკოლის მოსწავლეებს შორის კამათით დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მოზარდი დაჭრილია მეორე კი შსს-მ უკვე დააკავა.მოზარდს დაზიანება სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მოხდა

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

01 მარტი 2019, 20:07

ტაბლოიდი

თურქმენეთის პრეზიდენტმა სპორტული ჩინოსნები დატუქსა. ვიდეო

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თურქმენი სპორტსმენების ცუდი მაჩვენებლების გამო სპორტული ჩინოსნები გააკრიტიკა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. პრეზიდენტი სპორტისა და ტურიზმის ინსტიტუტთან მშენებარე ახალი შენობას ეწვია, სადაც ის მთავრობის წევრებსა და ასევე ინსტიტიტის რექტორს შეხვდა.

გამოფენა

01 მარტი 2019, 19:52

კულტურა

საფრანგეთში ფიროსმანის და ვან გოგის გამოფენა ერთ სივრცეში გაიხსნა

დამთვალიერებელი კოლექციიდან ისეთ შედევრებს იხილავს, როგორებიც „არსენალის მთა ღამით“, „ჟირაფი“ ,„რთველი“ და „გოგონა ბუშტით“ არის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთში ნიკო ფიროსმანაშვილისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ექსპოზიცია 1 ივნისის ჩათვლით გასტანს.

დიდუბის ავტოსადგური

01 მარტი 2019, 19:52

ეკონომიკა

2020 წლიდან ავტოსადგურებისთვის ლიცენზირების პირობები გამკაცრდება

2020 წლის დასაწყისიდან ავტოსადგურებისთვის შესაძლოა, ლიცენზირების პირობები გამკაცრდეს. ავტოსადგურები სამ კატეგორიად დაიყოფა. ყველაზე მკაცრ რეგულაციას პირველი კატეგორიის ობიექტები დაექვემდებარება, რომლებიც დიდ ქალაქებშია განთავსებული. საქართველოს მასშტაბით 150-მდე ავტოსადგურია. აქედან 27 დედაქალაქში მდებარეობს.

გიორგი ქობულია

01 მარტი 2019, 19:49

ეკონომიკა

სარფში თურქეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა გაიხსნა

ახალი შენობა დაახლოებით 45 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მოქალაქეთა და ტრანსპორტისთვის განკუთვნილი 12 გასასვლელი აქვს. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ზაფხულის სეზონის განმავლობაში საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვარს ყოველდღიურად 25000-მდე ფეხით მოსიარულე კვეთს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო

01 მარტი 2019, 19:32

სამართალი

სასტუმრო „არმაზის“ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

სასტუმრო "არმაზის" საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. სასამართლოს ცნობით, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო.

Techcult

01 მარტი 2019, 19:26

ეკონომიკა

ცნობილია ეკონომიკის დარგები, რომლებიც უფრო მეტ ადამიანს კლავს ვიდრე ასაქმებს

აშშ-ში ცნობილია ინდუსტრიის ორი დარგი, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. აღმოჩნდა რომ ეს დარგებია თამბაქოს წარმოება და ქვანახშირის მოპოვება. ეს შედეგი მეცნიერებმა სპეციალური მათემატიკური მოდელით გამოთვალეს.

Twitter

01 მარტი 2019, 19:16

ტექნოლოგიები

Twitter-ზე არასასურველი კომენტარის დამალვა იქნება შესაძლებელი

გამოცემის ინფორმაციით, სიახლე მომხმარებელს საშუალებას მისცემს არასასურველი კომენტარის გამო მესამე პირის ექაუნთის დაბლოკვა და დროებით „გაყინვა“ თავიდან აარიდოს. დანარჩენ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დამალული ტვიტის სანახავად ღილაკს View Hidden Tweets დააჭიროს.

სიყვარული

01 მარტი 2019, 19:10

ტექნოლოგიები

რაში მდგომარეობს ბედნიერი სიყვარულის საიდუმლო

სპეციალისტებმა კვლევის მონაწილეების ნერწყვის ანალიზი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ უფრო ბედნიერი პარტნიორები ისინი აღმოჩნდნენ, რომლებსაც ჰორმონების რეცეპტორების განსაზღვრული კომბინაცია ჰქონდათ. საუბარია ოქსიტოცინზე, რომელსაც სიყვარულისა და სინაზის ჰორმონს უწოდებენ.

ფოთის თეატრი

01 მარტი 2019, 18:43

ეკონომიკა

ფოთის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ფოთის თეატრის მშენებლობა ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რისთვისაც დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, თეატრში არაერთხელ ჩავიდა წყალი, შენობა ავარიულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.

ბუნება

01 მარტი 2019, 18:37

ტექნოლოგიები

ბუნებაში გაზრდილ ბავშვებს ფსიქიკური დაავადებები ნაკლებად ტანჯავთ

როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, ბავშვები, რომლებიც უფრო გამწვანებულ რაიონებში იზრდებიან, მოგვიანებით იშვიათად იტანჯებიან ფსიქიკური დაავადებებით. კერძოდ, ამ შემთხვევაში დაავადების განვითარების რისკი 55%-ით მცირდება.

01 მარტი 2019, 18:33

ეკონომიკა

17 ქართველი დიზაინერის პროდუქცია პარიზში გამოიფინება

28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 17 ქართველი დიზაინერის პროდუქცია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში მოდის კვირეულის ფარგლებში გამოიფინება. დიზაინერების ნაწარმი ოთხ შოურუმში იქნება წარმოდგენილი.

გუდამაყარი

01 მარტი 2019, 18:16

ეკონომიკა

გუდამაყრის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე კომპანიას უარი უთხრეს

"პროექტი სამინისტრომ ზედმიწევნით დეტალურად განიხილა, რადგან ენერგეტიკის პოტენციალის გამოყენებას დიდ პრიორიტეტად მივიჩნევთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ბუნების ხარჯზე. ვერ დავინახეთ სათანადო დასაბუთება წარმოდგენილ პროექტებში. ამიტომ, ეს ჰესები ასეთი პროექტებით ვერ განხორციელდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

NASA დედამიწის გამწვანება

01 მარტი 2019, 18:06

ტექნოლოგიები

ჩინეთმა და ინდოეთმა დედამიწა უფრო გაამწვანა

ჩინეთი და ინდოეთი პარალელურად იმ ქვეყნების სამეულშიც შედიან, სადაც გამონაბოლქვით დაბინძურების დონე ყველაზე მაღალია. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მხოლოდ ბევრი ხის დარგვა ტყის გაჩეხვის პროცესის შესაჩერებლად ეფექტიანი მეთოდი არ არის.

ალექსანდრე ლუკაშენკო

01 მარტი 2019, 17:59

მსოფლიო

ლუკაშენკო პრეზიდენტობას მეექვსედ აპირებს

„გამომდინარე ჩემი ამჟამინდელი და ასევე ქვეყნის მდგომარეობიდან და ჩემდამი დამოკიდებულების გათვალისწინებით, არ შემიძლია, რომ პრეზიდენტის პოსტზე ჩემი კანდიდატურა არ წარვადგინო"- განაცხადა ლუკაშენკომ. ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის პოსტს 1994 წლის ივლისიდან იკავებს.