არქივი
20 ოქტომბერი 2018, 23:35
ტაბლოიდი
5 აკრძალვა, რომელსაც სამეფო ოჯახი არღვევს
BBC-მ სამეფო ოჯახის წევრებზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ეტიკეტით აკრძალულ ქცევები აღწერა. კოდექსი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების საჯარო სივრცეში ქცევებს არეგულირებს, დაუწერელი კანონია, მაგრამ მას რამდენიმე ასწლეულია, ტრადიციებისამებრ, იცავენ.
20 ოქტომბერი 2018, 23:33
ეკონომიკა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 9 თვეში 974 827 ვიზიტორი ეწვია
დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი უცხოელი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 9 თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი, თბილისის ეროვნული პარკი.
20 ოქტომბერი 2018, 23:02
პოლიტიკა
ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის პირობების გაუმჯობესებას გეგმავს
როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ის შეშფოთებულია, რომ დღეს ონკოლოგიური პაციენტები საქართველოდან ისევ საზღვარგარეთ მიდიან და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არის. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკიტხი იქნება, რომლის მოგვარებაზეც იზრუნებს.
20 ოქტომბერი 2018, 22:48
ტექნოლოგიები
სპეციალისტები განმარტავენ, რატომ ვკანკალებთ სიცივეში
სპეციალისტების შეფასებით, ადამიანის ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი მექანიზმია. ხშირად ადამიანებმა არ ვიცით, რატომ გვემართება უცნაური მოვლენები. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ექიმების“ ეთერში სპეციალისტებმა ისაუბრეს, რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს სხვადსხვა სიტუაციაში.
20 ოქტომბერი 2018, 22:26
სამართალი
ზურაბ ჯაფარიძე მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს
დედა ენის ბაღში, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლდა. პოლიციის სამმართველოს შენობა მან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთან ერთად დატოვა.
20 ოქტომბერი 2018, 22:11
პოლიტიკა
თუშეთის საავტომობილო მაგისტრალი გაზაფხულამდე დაიკეტა
ახემტის მერის მოადგილის განცხადებით, ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა. თუშეთში გადადგილება ამიერიდან მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. როგორც იცით გასული წლიდან მოქმედებს თუშეთის მიმართა ავიერესები, რითაც ადგილობრივები და მესაზღვრეები სარგებლობენ
20 ოქტომბერი 2018, 22:02
სამართალი
მთავარ სამმართველოში სამი დაკავებული რჩება, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე
დიღმის მთავარი სამმართველო "გირჩის" რამდენიმე წევრმა იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა დატოვა. მათი თქმით სამართალდამცველები ძირითადად კითხვებს იმის შესახებ უსვამდნენ, გააჩნდა თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს მარიხუანა.
20 ოქტომბერი 2018, 22:00
ინტერვიუ
„9 წელს კი არა, 90 წელს გაგრძელდება ლაპარაკი, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის უბედურება“
რამ მისცა ბიძგი ბადრი პატარკაციშვილის საქმის გამოძიებას
20 ოქტომბერი 2018, 21:52
კულტურა
პიტერ დინკლეიჯმა თავისი პერსონაჟის ბედის შესახებ მინიშნება გააკეთა
„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა პიტერ დინკლეიჯმა საზოგადოებას თავისი პერსონაჟის ტირიონ ლანისტერის სიკვდილთან დაკავშირებით მინიშნება მისცა. ამის შესახებ მან გამოცემა Vulture-სთან ინტერვიუს დროს თქვა.
20 ოქტომბერი 2018, 21:39
სამართალი
იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.მანამდე პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაიყვანა.
20 ოქტომბერი 2018, 21:30
მსოფლიო
რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქს განხეთქილების შემომტანი უწოდა
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი განხეთქილების შემომტანია. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების თავმჯდომარემ მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.
20 ოქტომბერი 2018, 21:19
პოლიტიკა
ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის ფაქტი დადასტურდება
ხაინდრავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის გამოძიებას ახალი სიცოცხლე მიეცა, საქართველოს პროკურატურა ვერ დაიწყებს გამოძიებას, რადგან მკვლელობა ინგლისში მოხდა. ფაქტი იქ უნდა დადასტურდეს. თუმცა, 2007 წელს ოქრუაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ყოფილ ხელისუფლებას პატარკაციშვილის მოკვლა სურდა.
20 ოქტომბერი 2018, 20:58
პოლიტიკა
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
20 ოქტომბერი 2018, 20:56
ტექნოლოგიები
Apple-ის ხელმძღვანელმა ჯაშუშური მიკროჩიპების შესახებ სტატიის წაშლა მოითხოვა
Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა სააგენტო Bloomberg-ს უარყოფის სტატიის გამოქვეყნება მოსთხოვა, რომელმაც მანამდე კომპანიის სერვერებში ჩინური ჯაშუშური მიკროჩიპების შესახებ დაწერა.
20 ოქტომბერი 2018, 20:55
სამართალი
პროკურატურამ სუბელიანისა და ჯაფარიძის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი სრულად გაასაჯაროვა
პროკურატურა 2018 წლის 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, რომელიც მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.
20 ოქტომბერი 2018, 20:45
სამართალი
ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა
ხუთივე დაკავებულს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, პირის მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.
20 ოქტომბერი 2018, 20:30
სამართალი
პროკურატურა: 73 ჩანაწერიდან მხოლოდ 2 ეხება პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმას
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოებისას ჩადენილი დანაშაულისთვის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ „ქრონიკასთან“ ბადრი პატარკაციშვილის სავარაუდო მკვლელობის მომზადების შესახებ ილაპარაკა.
20 ოქტომბერი 2018, 20:30
კულტურა
გურჯაანში ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე გაუხსნელი სარკოფაგი აღმოაჩინეს
ამავე ტაძარში 2017 წლის აგვისტოში კიდევ ერთი განსასვენებელი აღმოჩნდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოჩენილი სამარხი კვირიკე III-ს ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით სპეციალისტებმა ეს ვარაუდი არ დაადასტურეს. 2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ განსასვენებელი კახეთ-ჰერეთის მეფის ქალწულს, დედოფალ ელენეს ეკუთვნის.
20 ოქტომბერი 2018, 20:08
სპორტი
ავთო კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
მოჭიდავე ავთო კენჭაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში თურქი დიმიტრასი დაამარცხა და ოქროსთვის21 ოქტომბერს იჭიდავებს. ქართველმა ფალავანმა პირველი პერიოდი მინიმალური ანგარიშით 1:0 წააგო. მეორე ნახევარში უკვე კენჭაძე გააქტიურდა და ორი ქულა სტარტზევე მოიპოვა.
20 ოქტომბერი 2018, 19:57
მსოფლიო
კიევის პატრიარქის ტიტულს კიევ-პეჩერისა და პოჩაევის ლავრები დაემატა
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კიევის პატრიარქის ფილარეტის ტიტულს კიევ-პეჩერისა და პოჩაევის ლავრები დაემატა, რომელიც მოსკოვის პატრიარქის მმართველობის ქვეშაა.
20 ოქტომბერი 2018, 19:40
სამართალი
ზურაბ ჯაფარიძის ინტერესებს საიას ადვოკატი დაიცავს
ადვოკატისთვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა სხვა დაკავებულებიც პოლიციის სამმართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი სამართალდამცველებს ნებაყოფლობით გაჰყვა. დედა ენის ბაღიდან პოლიციის განყოფილებაში სულ 11 ადამიანი გადაიყვანეს.
20 ოქტომბერი 2018, 19:27
პოლიტიკა
კანაფის ფესტივალზე მგლის, დათვის და ბაყაყის ფორმაში გადაცმული აქტივისტები დააკავეს
დღეს საქართველოს ისტორიაში პირველი „კანაფის ფესტივალი“ შედგა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „დედაენის ბაღში“ აპარატურა არ შეატანინეს და პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები პოლიციაში გადაიყვანეს, ფესტივალი მაინც ჩატარდა.
20 ოქტომბერი 2018, 19:14
კულტურა
კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ჯეინ ფონდა დააჯილდოვეს
საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ძმები ლუმიერების სახელობის კინოფესტივალზე კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი მსახიობი ჯეინ ფონდა დააჯილდოვეს.
20 ოქტომბერი 2018, 19:13
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მონაწილეობა არ უნდა
საქმე ეხება ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძეს ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ერქმევა. ოპოზიცია ითხოვს, ბიულეტენში ,,ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად, მიეთითოს გაერთიანებული ოპოზიცია.
20 ოქტომბერი 2018, 18:57
ტაბლოიდი
ამერიკულ ლატარეაში $1.6 მილიარდი თამაშდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში ლატარეა „მეგა მილიონის“ ჯეკპოტმა $1.6 მილიონს მიაღწია. ცოტა ხნის წინ $970 თამაშდებოდა, თუმცა დღევანდელ გათამაშებაში მომგებიანი რიცხვები ვერავინ გამოიცნო. ეს რიცხვები იყო: 15, 23, 53, 65, 70 და დამატებითი რიცხვი 7.
20 ოქტომბერი 2018, 18:56
მსოფლიო
ხორვატიაში საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა
ხორვატიაში საპენსიო ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით, მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ზაგრების ქუჩებში ცვლილების წინააღმდეგ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
20 ოქტომბერი 2018, 18:50
ტექნოლოგიები
რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ყავას
საზოგადოების უმეტესობისთვის დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად ისმის ფრაზა, რომ „ყავა თუ არა დავლიე მთელი დღე უუნარო ვარ“ და ა.შ. სპეციალისტების თქმით, ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის, რადგან ყავა გარკვეულ დამოკიდებულაბას აჩენს მის მიმართ.
20 ოქტომბერი 2018, 18:49
სპორტი
„ბარსელონამ“ განახლებული სტადიონის ახალი ვიდეო გაავრცელა
რეკონსტრუქციის შედეგად, სტადიონის ტევადობა ექვსი ათასი ადგილით გაიზრდება და 105 ათასი გახდება. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მიმდებარე ტერიტორიას. რეკონსტრუქციის ღირებულება 360 მილიონი ევრო იქნება. სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დაიწყება და 2022 წელს დასრულდება.
20 ოქტომბერი 2018, 18:47
მსოფლიო
ისრაელი-ღაზის სექტორის საზღვართან შეტაკებისას 130 ადამიანი დაშავდა
პალესტინელები პერმამენტულ აქციებს 30 მარტიდან მართავენ. ამ ხნის განმავლობაში 220-მდე ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 22 000 კი დაშავდა.
20 ოქტომბერი 2018, 18:42
ტექნოლოგიები
ჩინეთის ცას ხელოვნური მთვარე გაანათებს 🌙
ჩინელი მეცნიერები 2020 წლისთვის ორბიტაზე ხელოვნური მთვარის გაშვებას აპირებენ, რათა მან ღამეში ქუჩები გაანათოს. ამის შესახებ გამოცემა Time-ი წერს.


