არქივი
24 თებერვალი 2019, 23:59
ეკონომიკა
მწვანე ჩაის KitKat-ი მალე ევროპაშიც გაიყიდება
იმპორტირებული მწვანე ჩაი, კაკაოს კარაქითა და თეთრი შოკოლადის გამოყენებით KitKat-ი ჰამბურგში მდებარე ქარხანაში დამზადდება. ის თავდაპირველად 8 ქვეყანაში გაიყიდება, მათ შორის გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, შვეიცარიაში.
24 თებერვალი 2019, 23:48
მსოფლიო
ამერიკელი, რომელმაც ციხეში 39 წელი უდანაშაულოდ გაატარა, 21 მილიონ დოლარს მიიღებს
1978 წელს კოულის ყოფილი მეგობარი გოგო რონდა ვიკტი და მისი 4 წლის შვილი მოკლული იპოვეს. კოული დამნაშავედ ცნეს და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.1989 წელს ამ საქმის გამოძიება ერთ-ერთმა დეტექტივმა განაახლა და ბევრი უზუსტობა აღმოაჩინა. საბოლოოდ გაირკვა, რომ კრეიგ კოული უდანაშაულოა.
24 თებერვალი 2019, 23:43
პოლიტიკა
ზვიად ძიძიგური: ახალი ადამიანების მოსვლა და ძველების წასვლა კონფლიქტში არ უნდა იყოს ერთმანეთთან
პარლამენტის ვიცესპიკერის ზვიად ძიძიგურის თქმით, ის არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ უნდა დარჩნენ ძველი სახეები და ახალი არ უნდა მივიდეს. "არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ახალი ადამიანები გუნდის განვითარებას ხელს უშლიან", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
24 თებერვალი 2019, 23:32
მსოფლიო
მაიკ პომპეო: მადუროს ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია
მაიკ პომპეოს განმარტებით, აშშ მზად არის ზომები მიიღოს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის. პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელელ ხალხს აუცილებლად დაეხმარება.
24 თებერვალი 2019, 23:17
მსოფლიო
ბანგლადეშში თვითმფრინავის გამტაცებელი სპეცრაზმმა მოკლა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა პირმა თვითმფრინავი გაიტაცა, რომელიც ავარიულად ჩიტაგონგის აეროპორტში დაჯდა. რეისის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები უვნებლად გადარჩნენ. ჯერჯერობით უცნობია გამტაცებლის მოტივი.
24 თებერვალი 2019, 22:53
კულტურა
მხატვარმა „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით კომიქსი დახატა
გუნდი, რომელიც დროთა განმავლობაში დათო მაჭავარიანმა შემოიკრიბა და "ვეფხისტყაოსნის" რთულ და მრავალფეროვან სიუჟეტში ამოგზაურა. "ვეფხისტყაოსნის" კომიქსად გაცოცხლების ეტაპები რთული აღმოჩნდა. ჯერ ფანქრით დახატეს. შემდეგ დატუშეს და დეტალები ააწყვეს.
24 თებერვალი 2019, 22:43
სპორტი
მარსელის ტურნირის გამარჯვებული სტეფანოს ციციპასი გახდა
მარსელის ტურნირი სტეფანოს ციციპასმა მოიგო. ბერძენი ჩოგბურთელი გადამწყვეტ ბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელს მიხაილ კუკუშკინს დაუპირისპირდა. მატჩი 2 საათს გაგრძელდა და ანგარიშით 7:5, 7:6(5) დასრულდა.
24 თებერვალი 2019, 22:37
მსოფლიო
პოლონურმა ოპოზიციამ ევროსკეპტიკოსების წინააღმდეგ კოალიცია შექმნა
2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნების მოახლოების პარალელურად (რომელიც მაისში გაიმართება), ხუთმა პოლონურმა ოპოზიციურმა პარტიამ გაერთიანება შექმნა, სახელწოდებით "ევროპული კოალიცია". ამის მიზანი კი ამომრჩევლებში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების თავიდან აცილებაა.
24 თებერვალი 2019, 22:29
სპორტი
რაგბის ეროვნულ აკადემიას დავით კილასონიას სახელი მიენიჭა
დავით კილასონია 1951 წელს თბილისში დაიბადა და რაგბის თამაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო. 9 და 10 ნომრებზე ერთნაირი წარმატებით თამაშობდა თბილისის „სპარტაკსა“ და „ლოკომოტივში“ რომლის შემადგენლობაშიც, ის საკავშირო პირველობის ყველაზე უმცროსი მონაწილე გახდა.
24 თებერვალი 2019, 22:19
მსოფლიო
ხუან გუაიდო საერთაშორისო საზოგადოებას ვენესუელის კრიზისის მოგვარებაში დახმარებას სთხოვს
ხუან გუაიდოს განცხადებით, არსებული ვითარება მას მოქმედებას აიძულებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რომ ყველაფერი გააკეთონ მისი ქვეყნის გასათავისუფლებლად. არეულობის მიზეზი ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან საზღვრების ნაწილობრივ ან სრული ჩაკეტვა გახდა.
24 თებერვალი 2019, 21:59
პოლიტიკა
მავთულხლართების გამო მოქალაქეებს წლებია ახლობლების საფლავები არ უნახავთ
ოტობაია-ორსანტიას ხიდთან ვინც დაზიანებულ რკინის კონსტრუქციაზე რამდენიმე მეტრის გავლას გაბედავს რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უკანონო ბრალდებით აკავებენ. მავთულხლართების გამო სხვადასხვა მხარეს დარჩენილ ადამიანებს ერთმანეთისთვის მისამძიმრება ხშირად ტელეფონით უწევთ.
24 თებერვალი 2019, 21:51
კულტურა
ვენეციის კარნავალზე ტრადიციული რიტუალი „ანგელოზის ფრენა“ შესრულდა. ვიდეო
წელს კარნავალის ისტორიაში პირველად ერთდროულად 2 „ანგელოზი“ გამოჩნდა. ეს პატივი 20 წლის ერიკა კიას და 27 წლის მიკოლ როსიის ერგოთ. ვენეციის კარნავალი 17 თებერვალს დაიწყო. ტრადიცია მეთორმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს.
24 თებერვალი 2019, 21:38
სამართალი
რას ამბობს სმითების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი აღიარებით ჩვენებაში. ვიდეო
"იმედის კვირამ" ასევე მოიპოვა საქმის მასალებში დაცული ფოტოები, რომელსაც რამდენიმე დღეში სასამართლოზე წარადგენენ. კადრები საგამოძიებო ექსპერიმენტის დროსაა გადაღებული. ფოტოებზე ჩანს, რომ კობაური სამართალდამცველებს ათვალიერებინებს იმ ადგილს, სადაც მამა შვილთან ერთად გადაადგილდებოდა.
24 თებერვალი 2019, 21:23
სამართალი
გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი
როგორც გაირკვა, მკვლელობაში ბრალდებულმა, ცხედრის გადასამალად გამოყენებული ურიკა გარეცხა, რის გამოც მასზე ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, რამაც გააჩინა ეჭვი: ხომ არ ყავდა ბრალდებულს თანამზრახველი. საქმეში ფიგურირებს ჩაქუჩიც, რომელითაც ბრალდებულმა მოზარდს სავარაუდოდ დაზიანებები მიაყენა.
24 თებერვალი 2019, 21:13
კულტურა
მარნეულში ადრეშუასაუკუნეების სამარხი იპოვეს
პირველადი დათვალიერებისა და შესწავლის საფუძველზე სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვაყუთი კოლექტიური სამარხია. ის თანამედროვე მიწის ზედაპირიდან 92 სმ სიღრმეშია განთავსებული. სამარხის სიგრძე 210 სმ, სიგანე 78 სმ, ხოლო სიღრმე 41 სმ-ია. სამარხში ოთხი მიცვალებული იყო.
24 თებერვალი 2019, 21:06
პოლიტიკა
გამოქვეყნდა საგამოცდო პროგრამები, რომლებიც მასწავლებლის კომპეტენციას შეაფასებს
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის 2019 წლის საგამოცდო პროგრამები გამოქვეყნდა. პროგრამების ნახვა საგნების მიხედვით შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე მასწავლებლებს ან მასწავლებლობის მსურველებს საგანში საკუთარი კომპეტენციის დადასტურება ევალებათ.
24 თებერვალი 2019, 20:58
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა. შეხვედრა ანგარიშით 77:84 დასრულდა. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა.
24 თებერვალი 2019, 20:50
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა
„დღეს შევხვდი მის უწმინდესობას, ილია მეორეს. ვისაუბრეთ ჩემს საგარეო ვიზიტებზე, როცა შევხვდი დიასპორის წარმომადგენლებსა სტუდენტებთან სტუდეტებს, ასევე ქართველოლგიის სწავლების გაძლიერებაზე მთელ მსოფლიოში. მადლიერი ვარ, რათა კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი მხარდაჭერა ჩვენს საქმეში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
24 თებერვალი 2019, 20:43
კულტურა
ხვალ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ოკუპაციის კვირეული იხსნება
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტები, ემიგრანტული პრესა, მემორიალური ნივთები და აუდიომასალა შერჩეულიa ერთი ნიშნით: ექსპონატები ასახავს საქართველოს მთავრობის წევრებთან დაკავშირებულ მიმოწერას, ოფიციალურ დოკუმენტებს, ბიოგრაფიულ ცნობებსა თუ მათ პირად ნივთებს.
24 თებერვალი 2019, 20:36
ტექნოლოგიები
რას ნიშნავს „ღიმილიანი დეპრესია“ და როგორ ამოვიცნოთ ის
ტერმინი "ღიმილიანი დეპრესია" სწორედ გამოხატავს ისეთ ადამიანს, რომელსაც დეპრესია სჭირს, მაგრამ გარეგნულად ამის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, რადგან ის მუდმივად იღიმის. გამოცემის ცნობით, დეპრესიის შესახებ სტატიები Google-ში ერთ-ერთი ყველაზე ძიებადი თემაა, რომელზე მოთხოვნაც ბოლო წელში გაიზარდა.
24 თებერვალი 2019, 20:20
ტექნოლოგიები
საერთაშორისო გამოფენაზე Nokia-ს 5-კამერიანი სმარტფონი წარადგინეს
ახალ ტელეფონს pOLED-ეკრანი აქვს და Snapdragon 845-ის პროცესორითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, სმარტფონის უსადენოდ დამუხტვაა შესაძლებელი. 9 PureView-ის ღირებულება 699 დოლარია და მისი გაყიდვა მარტში დაიწყება.
24 თებერვალი 2019, 19:56
კულტურა
ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სურამში მდებარე სახლმუზეუმის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელებს.
24 თებერვალი 2019, 19:41
მსოფლიო
მონტენეგროში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
ეს ამ თვეში დუკანოვიჩის გადადგომით გამართული უკვე მესამე აქციაა. აქცია 23 თებერვალსაც გაიმართა, გუშინ დემონსტრანტები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც მთავარი საინფორმაციო გამოშვება უნდა გასულიყო.
24 თებერვალი 2019, 19:33
მსოფლიო
სერბეთში ანტისახელისუფლებო აქციები გრძელდება
ბელგრადის ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტს ალექსანდრე ვუჩიჩს კორუფციაში ადანაშაულებენ და მმართველი პარტიის პოლიტიკის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ.
24 თებერვალი 2019, 19:17
მსოფლიო
რომის პაპმა სექსუალურ ძალადობასთან უკომპრომისო ომი მოითხოვა
ვატიკანში მიმდინარე კონფერენციის ბოლო დღეს, რომელიც სწორედ სექსუალური ძალადობის პრობლემას ეხება, ფრანცისკემ განაცხადა, რომ ეკლესია არც ერთ დანაშაულზე არ დახუჭავს თვალს. მისივე თქმით, ვატიკანი ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს.
24 თებერვალი 2019, 19:13
ტექნოლოგიები
Huawei-მ დასაკეცეკრანიანი სმარტფონი წარადგინა
მობილურისა და ტაბლების ჰიბრიდის მოწყობილობას კონტრასტული დიზაინი აქვს. ახალი ტელეფონის ეკრანი Samsung-ისაზე დიდია, ამასთან დაკეცვისას ის უფრო სქელია, ვიდრე Samsung-ის მიერ წარდგენილი დასაკეცი სმარტფონი. Mate X-ს 20.3 სანტიმეტრის მქონე ეკრანი აქვს.
24 თებერვალი 2019, 18:52
ტაბლოიდი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მაროკოში ჩავიდნენ
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მაროკოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით არიან ჩასულები. ეს მათი პირველი ოფიციალური ვიზიტია სამხრეთ აფრიკის ქვეყანაში, რომელიც მიზნად ბრიტანეთთან კავშირების გაძლიერებას ისახავს.
24 თებერვალი 2019, 18:47
მსოფლიო
რუსეთის ქალაქებში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობები იმართება
მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობები იმართება, რომელშიც ათასობით ათასობით ადამიანი მონაწილეობს. მოსკოვში აქციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. დედაქალაქში თითქმის 11 000 ადამიანი შეიკრიბა, სანქტ-პეტერბურგში კი მსვლელობაში 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა
24 თებერვალი 2019, 18:35
კულტურა
უკრაინამ შესაძლოა მომღერალ Maruv -ს ევროვიზიაზე გამოსვლა აუკრძალოს
შესარჩევ კონკურსზე გამარჯვების მიუხედავად, მომღერალმა Maruv შესაძლოა ევროვიზია 2019-ზე უკრაინა აღარ წარადგინოს. ამის მიზეზი შესაძლოა მომღერლის მიერ რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გახდეს. უკრაინის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო მომღერალს არ აქვს უფლება ევროვიზიაზე უკრაინის სახელით გამოვიდეს.
24 თებერვალი 2019, 18:29
მსოფლიო
ბანგლადეშში შეიარაღებულმა კაცმა თვითმფრინავი გაიტაცა
ბანგლადეშის შს მინისტრის განცხადებით, ბოროტმოქმედი პილოტს იარაღით დაემუქრა. ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა თვითმფრინავის დატოვება შეძლეს. დამნაშავე კი ჯერ ისევ ბორტზეა. თვითმფრინავი Biman Bangladesh Airlines-ს ეკუთვნის.


