არქივი
30 დეკემბერი 2018, 23:34
მსოფლიო
ბანგლადეშში ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს
წინასწარი მონაცემებით პრემიერმინისტრ შეიხ ჰასინას პარტია არჩევნებში ლიდერობს, თუმცა BBC-ის ჟურნალისტი იუწყება, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, მის გახსნამდე დაინახა როგორ შეჰქონდათ ბიულეტენებით სავსე ყუთები.
30 დეკემბერი 2018, 23:25
პოლიტიკა
ეკა ბესელია: პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო
„ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ ხვალ ბიუროს ექნება“, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ „იმედი LIVE-ის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო უზენაესი მოსამართლეობის არჩევის პროცესი და ის დაჩქარებული არ უნდა ყოფილიყო.
30 დეკემბერი 2018, 23:24
ტაბლოიდი
აშშ-ში ფეხბურთის დროს უზარმაზარი არწივი მაყურებლის მკლავზე დაფრინდა. ვიდეო
აშშ-ში, ტეხასის შტატში Cotton Bowl-ის ფარგლებში კოლეჯებს შორის გამართული ფეხბურთის მატჩი კინაღამ ჩაიშალა, რადგან სტადიონზე მყოფი 90 000-მდე ფანი თამაშის ნაცვლად სტადიონის თავზე ამერიკული არწივის ფრენას უყურებდა.
30 დეკემბერი 2018, 23:10
ტექნოლოგიები
Instagram-ზე სქროლვის ფუნქციის გაუქმება საცდელი ტესტი იყო
Instagram-ი აპლიკაციის შეცვლილი ფორმის გამო ბოდიშს იხდის. 27 დეკემბერს სოციალურ ქსელში სქროლვის „ვერტიკალური“ ფუნქცია შეცდომით „ჰორიზონტალურზე“ შეცვალეს, რის გამოც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
30 დეკემბერი 2018, 22:52
ეკონომიკა
საქართველომ წელს ტურისტული რეკორდი მოხსნა. ვიდეო
ყოველ რეისს უცხოეთიდან ათეულობით სტუმარი მოჰყვება. ტურისტების რაოდენობის მხრივ შარშანდელი 8 მილიონიანი რეკორდი მოხსნილია. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ციფრები ნაკლებად მნიშვნელოვანია.
30 დეკემბერი 2018, 22:43
პოლიტიკა
ვინ აღმოაჩინა ქუთაისში სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის აქამდე უცნობი მღვიმე. ვიდეო
დეკემბრის დასაწყისში, ქუთაისში ახალი მღვიმის აღმოჩენის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც სპეციალისტების თქმით, შესაძლოა 30-50 ათასი წლის იყოს. როგორც ირკვევა, ამ ისტორიული აღმოჩენის ავტორები ფსიქიატრი ვახტანგ სიხარულიძე და მისი ძაღლი - მეტისი ჩაპა არიან.
30 დეკემბერი 2018, 22:23
სპორტი
ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებმა ბაქოში გამართულ ტურნირზე 4 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრებმა 2018 წლის ბოლო შეჯიბრზე ოთხი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ქართველმა ძალოსნებმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე რამდენიმე რეკორდიც დაამყარეს.
30 დეკემბერი 2018, 22:22
პოლიტიკა
ვინ არის მარო ბაბო, რომელიც ერთადერთი ადამიანია ცოცხალი საუნჯის წოდებით
86 წლის მარიამ ჟუჟუნაძე საქართველოში ერთადერთი ადამიანია ცოცხალი საუნჯის წოდებით. ქართული არამატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის მინიჭებულ წოდებას მარო ბაბო უკვე 6 წელია ატარებს.
30 დეკემბერი 2018, 22:02
პოლიტიკა
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა 2018 წელს 54 750 ინციდენტზე მოახდინეს რეაგირება. სტატისტიკა
მეხანძრე-მაშველებმა წელს ჩაატარეს 22448 სამაშველო მოქმედება; გადაარჩინეს 1330 ადამიანი და 113 შინაური ცხოველი; წლის განმავლობაში ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა 11067 ხანძარი ჩააქრეს და 112 ტყე გადაარჩინეს.
30 დეკემბერი 2018, 21:39
პოლიტიკა
ქართული პოლიტიკური მოვლენების წლის შეჯამება. ვიდეო
„ქართული ოცნების“ გუნდის გაყოფის პროცესი ერთხელ უკვე შეჩერდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით. თუმცა თვეების შემდეგ ჭირმა თავი მაინც ვერ დამალა და თანაგუნდელები, რომლებიც ამ შენობაში სულ რაღაც 2 წლის წინ ერთად შევიდნენ, გაყოფის საფრთხის წინაშე დგანან.
30 დეკემბერი 2018, 21:32
პოლიტიკა
რა არის ცნობილი ვანო ზარდიაშვილის მოსამართლეებთან კავშირებზე
გავლენიანი ჯგუფის გამოკვეთილ ლიდერად ანა დოლიძე ლევან მურუსიძესთან ერთად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს ასახელებს. ის ერთ-ერთი იყო იმ 10 მოსამართლიდან, ვინც უზენაესი სასამართლოში დასანიშნ კანდიდატად წარადგინეს.
30 დეკემბერი 2018, 21:03
პოლიტიკა
საქველმოქმედო ფონდმა სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ოცნებები აუსრულა
ფონდი ,,ბილივი” მეოთხე წელია ახორციელებს კამპანიას, სახელწოდებით "მე მჯერა სანტა კლაუსის". პროექტის მიზანია, სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა და მათი სურვილების რეალობად ქცევა.
30 დეკემბერი 2018, 20:54
ეკონომიკა
თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე წყლის მიწოდება ღამის 02:00 საათიდან განახლდება
GWP-ის ინფორმაციით, თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დაზიანდა, რომლის აღდგენაზეც კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სრული დატვრითვით მუშაობენ. წყალმომარაგება ღამის 2 საათიდან აღდგება
30 დეკემბერი 2018, 20:40
ტაბლოიდი
„მის აფრიკას“ დაჯილდოებისას თმაზე ცეცხლი წაეკიდა
„მის აფრიკა 2018 წლის” გამარჯვებულს დაჯილდოებისას თმაზე ცეცხლი წაეკიდა. როგორც ვიდეოში ჩანს, 24 წლის კონგოელ მოდელს ცეცხლი პიროტექნიკური მოწყობილობის აფეთქებისას გაუჩნდა. საბედნიეროდ, მისი დახმარება მალევე შეძლეს და მოდელს დაზიანება არ მიუღია. ინციდენტის შემდეგ დაჯლდოება გაგრძელდა.
30 დეკემბერი 2018, 20:37
ტაბლოიდი
როგორ ტყუიან ადამიანები თუ სადღესასწაულო დღეებში საყვარლის ნახვა სურთ
ვებგვერდ Victoria Milan-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ვებზე დარეგისტრირებული კაცების 76%-ს, ხოლო ქალების 68%-ს საახალწლო დღეებშიც სურთ თავიანთ საყვარლებთან შეხვედრა. კაცების 20% და ქალების 16% პარტნიორს ეუბნება, რომ კორპორატიულ საღამოზე მიდის.
30 დეკემბერი 2018, 20:08
ტექნოლოგიები
მარსის ატმოსფეროდან მეთანი გაქრა, მეცნიერები საგონებელში არიან
2004 წელს ევროპული მისიის ფარგლებში მარსზე გაგზავნილმა Mars Express-მა სენსაციური აღმოჩენა გააკეთა - აპარატმა წითელი პლანეტის ატმოსფეროში არც თუ ისე მცირე რაოდენობით მეთანი აღმოაჩინა.
30 დეკემბერი 2018, 19:54
მსოფლიო
27 წლის გერმანელ ქალს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო ასამართლებენ
გერმანიაში სამხედრო დანაშაულის და მკვლელობის გამო 27 წლის ქალს ასამართლებენ, რომელიც 4 წლის წინ ისლამისტების მიერ ოკუპირებული მოსულში გაემგზავრა და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შეურთდა.
30 დეკემბერი 2018, 19:36
მსოფლიო
ბანგლადეშში არჩევნების დღეს სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა
ბანგლადეშში დღეს საყოველთაო არჩევნებია. საარჩევნო პროცესი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ რაიონში დაპირისპირება მაინც მოხდა, რასაც სულ ცოტა 15 ადამიანი ემსხვერპლა.
30 დეკემბერი 2018, 19:14
ეკონომიკა
წელს სომხეთში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან და საქართველოდან ჩავიდა
ყველაზე მეტი ტურისტი სომხეთში რუსეთიდან ჩავიდა – 525 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზე არიან ტურისტები მეზობელი საქართველოდან – 233 ათასი. ირანიდან სომხეთში გასული 9 თვის განმავლობაში 132 ათასი ტურისტი ჩავიდა.
30 დეკემბერი 2018, 19:12
მსოფლიო
ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ზაფხულამდე გადაიდო
ავღანეთში სამი თვით, 20 ივლისამდე გადაიდო საპრეზიდენტო არჩევნები. ამის შესახებ ავღანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, აბდულ ბადი საიადიმ განაცხადა.
30 დეკემბერი 2018, 18:59
ტექნოლოგიები
კვლევა: ხმელთაშუა ზღვის დიეტის დროს დაკლებული წონა უკან არ ბრუნდება
გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავენ, არა მხოლოდ უკეთ და ჯანმრთელად ცხოვრობენ, არამედ ნელნელა ზედმეტ წონასაც კარგავენ, თან ისე, რომ დაკლებული კილოგრამები აღარ ბრუნდება.
30 დეკემბერი 2018, 18:58
კულტურა
წოვათის ხეობის თუშების ენა გაქრობის პირასაა
„სკოლაში 220 ბავშვი გვყავს. დაახლოებით 15-20 ბავშვს თუ შეუძლია ამ ენაზე საუბარი, ისიც, გამართულს ვერ დაარქმევ. ალბათ ერთი ამდენია, ვისაც ესმის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, თითებზე ჩამოსათვლელი, ვინც გამართულად იცის“, - ჰყვება ქადაგიძე.
30 დეკემბერი 2018, 18:44
პოლიტიკა
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
30 დეკემბერი 2018, 18:39
სამართალი
თბილისში ერთ ქუჩაზე სავარაუდოდ ორი კაფე გაიქურდა
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე კაფე გაქურდეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. კაფეს მფლობელის განცხადებით, წაღებულია დაახლოებით 300 ლარი. მისივე თქმით, იმ ტერიტორიაზე მეორე კაფეც გატყდა.
30 დეკემბერი 2018, 18:39
პოლიტიკა
სოფელ ჩიბათში სკვერი-ბიბლიოთეკა გაიხსნა
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათს ესტუმრა და სკვერი-ბიბლიოთეკა გახსნა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
30 დეკემბერი 2018, 18:32
ტექნოლოგიები
რა რაოდენობის ალკოჰოლია დასაშვები ორგანიზმისთვის
საახალწლო და საშობაო დღეებში ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზედმეტი დოზა ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. ალკოჰოლის მიღების საშუალო რაოდენობასთან დაკავშირებით ახალი გაიდლაინების შესახებ სტატია BBC Good Food-მა მოამზადა.
30 დეკემბერი 2018, 18:28
პოლიტიკა
ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი სამი დღით დაკეტა
ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი სამი დღით ჩაკეტა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დე ფაქტო უწყება განმარტავს, რომ შეზღუდვა სწორედ ახალ წელს უკავშირდება და 2 იანვრის დილის 6 საათამდე იმოქმედებს.
30 დეკემბერი 2018, 18:13
ეკონომიკა
ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით „თბილისი მოლში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის „დაიწყე ბიზნესი, შექმენი ფაბლაბში" მეექვსე ნაკადის გუნდებმა, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქცია.
30 დეკემბერი 2018, 17:56
ტაბლოიდი
მდიდარი და ღარიბი უბნები. ფოტოკოლაჟი
ფოტოგრაფმა ჯონი მილერმა დრონით შთაბმეჭდავი ფოტოები გადაიღო, რომელიც ქალაქებში მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავებას ნათლად აჩვენებს.
30 დეკემბერი 2018, 17:47
პოლიტიკა
აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ ამერიკულ ჟურნალში აფხაზური მონეტების დაბეჭდვისთვის ფული გადაიხადა
ამერიკულმა ჟურნალმა "მსოფლიოს მონეტები" წლის კატალოგში აფხაზეთში მოჭრილი მონეტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად არის მოხსენიებული.


