არქივი

30 მარტი 2019, 23:48

სამართალი

ხელვაჩაურში 26 წლის კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს

ხელვაჩაურში ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ახალშენში მოხდა. 26 წლის კაცი წერტილოვანო მრავლობითი ჭრილობებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით მდგომარეობა კრიტიულად მძიმეა.

30 მარტი 2019, 23:18

ტექნოლოგიები

როგორ ვაიძულოთ მშობლები არ გამოაქვეყნონ ქსელში შვილების ფოტოები 🤳

„შერენტინგი“ - ახალი ტერმინია, რომელიც ინგლისური სიტყვების parenting და to share კომპინაციაა. ის ნიშნავს პროცესს, როდესაც მშობელი საკუთარი შვილების ფოტოებს და მათი ცხოვრების დეტალებს სოციალურ ქსელში აზიარებს. ამ კვირაში ტერმინი კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ ქალიშვილთან ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნა.

30 მარტი 2019, 22:45

კულტურა

Sex and the City-ს ავტორის ახალი წიგნის მიხედვით სერიალს გადაიღებენ

Paramount Television-მა ქენდის ბუშნელის ახალი რომანის ეკრანიზაციის უფლება მოიპოვა. სწორედ ბუშნელის არის ცნობილი სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ და ახალი სერიალი შესაძლოა მისი გაგრძელება იყოს. ავტორი თავად იქნება ეკრანიზაციის ერთ-ერთი პროდიუსერი. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Elle ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

30 მარტი 2019, 22:22

მსოფლიო

ამერიკელმა პოლიტიკოსმა ქალმა ჯო ბაიდენი „დამამცირებელ“ შეხებაში დაადანაშაულა

ფლორესის თქმით, ბაიდენი ლას-ვეგასში მისი პრეზენტაციის დროს ჩავიდა. როგორც ის იხსენებს, სცენაზე გასვლის წინ, ბაიდენმა მას ხელები მხრებზე დაადო, დაყნოსა თმა და თავზე აკოცა, რითაც ქალი შოკში ჩააგდო. „მიუხედავად იმისა, რომ მისი ქცევა არ იყო ძალადობრივი, ეს იყო დამამცირებელი“, - დაწერა ფლორესმა გამოცემა The Cut-ში.

30 მარტი 2019, 22:03

მსოფლიო

არჩევნების გამო უკრაინის უშიშროების ძალები გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ

რეჟიმის ფარგლებში უკრაინის ქუჩებში, სადგურებში და აეროპორტებში ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალური ჯგუფი მუშაობს. „ეს ყველაფერი არის ჩვენი დემონსტრაცია იმისა, რომ არ დავუშვებთ უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობებს“, - განმარტა უწყების თავმჯდომარე ვასილია გრიცაკამ.

30 მარტი 2019, 21:46

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაფეხმძიმების საწინააღმდეგო აქსესუარები შექმნეს

ავსტრიული გამოცემა Kurier-ის ცნობით, მეცნიერებმა კონტრაცეფციის ახალ ფორმებზე დაიწყეს მუშაობა. ჯორჯიის შტატის ტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ქალის ორგანიზმში აქსესუარზე მიწებებული ქსოვილით აღწევს ჰორმონები, რომლებიც დაფეხმძიმებას უშლის ხელს.

30 მარტი 2019, 21:02

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი „დედამიწის საათის“ აქციას შეუერთდა

საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას შეუერთდა. აქციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სასახლის გარე განათება 20:30 საათიდან ერთი საათით გამოირთო.

30 მარტი 2019, 20:37

კულტურა

პარიზში ლუვრის პირამიდის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ

30 წლის წინ, მაშინ როდესაც ლუვრის პირამიდა აშენდა, ყველა შოკირებული იყო მისი რევოლუციური დიზაინით. მაგრამ ეს პირამიდა აღმოჩნდა გასაღები იმისა, რომ ლუვრი გახადა ყველაზე მოთხოვნადი მუზეუმი მსოფლიოში. ახლა ლუვრის პირამიდას გიგანტური ოპტიკური ილუზია შეუქმნეს.

კარლოს მენემი

30 მარტი 2019, 20:12

მსოფლიო

არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტ კარლოს მენემს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას ბრალად ედებოდა 1991 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობის გაყიდვა შემცირებულ ფასში. არგენტინული მედიის ცნობით, მენემს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

30 მარტი 2019, 19:50

ტექნოლოგიები

ბრიტანეთი კოალების სარეზერვო პოპულაციას ქმნის 🐨

დიდ ბრიტანეთში სარაფი-პარკში, მშობლიური ავსტრალიისგან შორს, კოალების ახალი პოპულაციის შექმნას ცდილობენ, რადგან ავსტრალიაში ცხოველები სიცხისგან და დაავადებებისგან იღუპებიან. პოპულაციის შექმნას ექსპერტების თქმით ერთი პრობლემა აქვს, - ხუთიდან ერთი კოალა, რომელიც ავსტრალიიდან ინგლისში ჩაიყვანეს, იმ დაავადებისგან დაიღუპა, რომლის შეჩერებსაც ცდილობენ.

ტრეზა მეი

30 მარტი 2019, 19:40

მსოფლიო

Independent: ტერეზა მეიმ შესაძლოა Brexit-ი კენჭისყრაზე მეოთხედ დააყენოს

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის კენჭისყრის ჩავარდნის მიუხედავად, პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ შესაძლოა მომავალ კვირას მეოთხე ცდა გამოიყენოს. ბრიტანეთის პრემიერს საკითხის პარლამენტში განხილვა კიდევ ერთხელ შეუძლია.

30 მარტი 2019, 19:26

მსოფლიო

ხმელთაშუა ზღვაში გემის მიტაცებაში ბრალი სამ მოზარდ მიგრანტს წაუყენეს

ერთ-ერთი დაკავებული 19 წლის აბდალა ბარია გვინეიდან, დარჩენი ორი 15 და 16 წლის მოზარდები კოტ-დივუარიდან. სამივე მათგანი ბრალდებას უარყოფს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ 30-წლიანი პატიმრობა ელით.

პაპი ფრანცისკე

30 მარტი 2019, 19:12

მსოფლიო

სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის ვატიკანის იერარქებს დასჯიან

რომის პაპმა ფრანცისკემ რამდენიმე საკანონმდებლო აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც რომის კათოლიკური ეკლესიის იერარქებს, რომლებიც ემსახურებიან ვატიკანს და მის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ავალდებულებს ეკლესიის გამომძიებლებისთვის სექსუალური ძალადობის შესახებ ყველა ინფორმაციის გადაცემას

მიკ ჯაგერი

30 მარტი 2019, 19:10

კულტურა

Rolling Stones-ის ტურნე მიკ ჯაგერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

75 წლის მომღერალს, მუსიკალური საქმიანობა ექიმებმა აუკრძალეს. მათი განცხადებით, ჯაგერს, სრული გამოჯანმრთელებისთვის დასვენება და სიმშვიდე სჭირდება. მეტ ინფორმაციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არ ავრცელებენ. ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების

30 მარტი 2019, 19:03

პოლიტიკა

Fox 5-ის დილის გადაცემაში ქართული კერძები მოამზადეს

ამერიკული Fox 5-ის დილის გადაცემაში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა და შეფმზარეულმა მალხაზ მაისაშვილმა ქართული კერძები მოამზადეს. შესაბამისი ვიდეო საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა. მაყურებელმა ხაჭაპურის და ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადების წესები Fox 5-ის ეთერში ნახა.

30 მარტი 2019, 18:44

კულტურა

რატომ აღაშფოთა გერმანია ჯგუფ Rammstein-ის ახალმა ვიდეორგოლმა. გარჩევა

ვიდეორგოლის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში თიზერი გამოქვეყნდა - სცენა, რომელშიც საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეებს ახრჩობენ. ამ ეპიზოდით ბევრი აღშფოთდა. გერმანიაში ანტისემიტიზმთან ბრძოლაში უფლებამოსილი ფელიქს კლაიანი და ებრაელთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე შარლოტა კონბლოჰი აცხადებდნენ, რომ ჯგუფმა „წითელ ზღვარს გადააბიჯა“.

30 მარტი 2019, 18:42

ეკონომიკა

როგორ უნდა ჩაერთოს მეწარმე მთავრობის ახალ საკრედიტო სქემაში

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 29 მარტს მიღებული დადგენილებით, სახელმწიფო პროგრამა − საკრედიტო საგარანტიო სქემა დაამტკიცა.მთავრობის დადგენილების თანახმად, პროგრამის საგარანტიო-საკრედიტო სქემის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები.

30 მარტი 2019, 17:54

პოლიტიკა

ილია მეორე: პრემიერმინისტრი სკოლებში გალობის და ხალხური სიმღერის შეტანას დამპირდა

ანთოლოგია ,,ქართული გალობა” XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას ისახავს მიზნად. გამოცემა უდიდესი მნიშვნელობისაა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლისთავს ეძღვნება.

30 მარტი 2019, 17:42

კულტურა

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს

ნოდარ მგალობლიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრის მთავარ სცენაზე ჩატარდა. მსახიობი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და კოლეგებმა გააცილეს. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

30 მარტი 2019, 17:37

ეკონომიკა

ცნობილია სამი პროდუქტი რომელიც თებერვლის ინფლაციაზე აისახა

თებერვლის ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სიგარეტის, პურისა და საწვავის გაძვირებამ მოახდინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2019 წლის თებერვლის თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვალში წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი ცვლილება სიგარეტის გაძვირებას უკავშირდება.

30 მარტი 2019, 17:26

სპორტი

დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის განცხადებას პასუხობს

„ორ კვირაში უნდა გადაეწყვიტათ ეს საკითხი. ფედერაციიდან დამიკავშირდა ერთი ადამიანი, რომელმაც მითხრა რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ცრუობენ ეს ადამიანები. საერთაშორისო ფედერაცია იმ შემთხვევაში მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ ამათმა დამბლოკეს მე. ჩემზე ტიტულოვანი სპორტსმენი წასულა და ამ ფედერაციამ თვითონ გაუშვა“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში ზურაბ დათუნაშვილმა.

ლიონელ მესი

30 მარტი 2019, 17:00

სპორტი

მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

ესპანური საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომელთაც მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს.სპორტსმენის სიაში მოხვდა ნეიმარი, კილიან მბაპე, (ორივე პარი სენ-ჟერმენი) სერხიო აგუერო, (მანჩესტერ სიტი) ლუის სუარესი(ბარსელონა) და ედენ აზარი(ჩელსი).

ღაზის სექტორი

30 მარტი 2019, 16:50

მსოფლიო

პალესტინელები ღაზის სექტორში პროტესტის დაწყების წლისთავს აღნიშნავენ

კამპანიის „დიდი მარში სახლში დასაბრუნებლად“ პალესტინელები ღაზის სექტორში საპროტესტო აქციებს 2018 წლის 30 მარტიდან მართავენ. დემონსტრაციის მონაწილეები იმ მიწებზე დაბრუნებას ითხოვენ, რომელსაც ამჟამად ისრაელი აკონტროლებს. გაეროს ინფორმაციით, 2018 წლის მარტიდან დეკემბრამდე ღაზის სექტორში სულ მცირე 189 პალესტინელი დაიღუპა.

30 მარტი 2019, 16:38

პოლიტიკა

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

30 მარტი 2019, 16:10

სპორტი

სამთო სათხილამურო მედია-ტურნირში „იმედის“ თანამშრომელმა გაიმარჯვა

სვანეთში სამთო სათხილამურო მედია-ტურნირში პირველი ადგილი ტელე იმედის თანამშრომელმა მამუკა გოგლიძემ დაიკავა. სპორტულ შეჯიბრში ქართული მედიასაშუალების 36 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჟურნალისტები, ოპერატორები, ბლოგერები და ფოტოგრაფები ერთმანეთს ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე შეეჯიბრნენ.

30 მარტი 2019, 16:04

მსოფლიო

კალიფორნიაში 26 წლის კაცს პოლიციის ცრუ გამოძახებისთვის 20 წელი მიუსაჯეს

კალიფორნიაში 26 წლის გეიმერ ტაილერ ბერრისს 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.მიზეზი აშშ-ის მთელს ტერიტორიაზე გეიმერის მიერ პოლიციის ცრუ გამოძახება გახდა. მან დაახლოებით 500 ცრუ ზარი განახორციელა, თუმცა ერთი საბედისწერო აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილი

30 მარტი 2019, 15:57

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდელებს ტაძრის მშენებლობის დასრულებაში დაეხმარება

მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ეკლესიას 15 ივლისს ათასობით პილიგრიმი სტუმრობს საქართველოდან და უცხოეთიდან. ტაძარში ამჯერად ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ჩასატარებელია გადახურვისა და მოხატვის სამუშაოები. ასაშენებელია სამრეკლო.

30 მარტი 2019, 15:43

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში შეასწორა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ (INL) ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებული პუნქტი შეასწორა.

Facebook LIVE

30 მარტი 2019, 15:38

ტექნოლოგიები

Facebook-ი LIVE-ვიდეოებზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს

შერილ სანდბერგი განმარტავს, რომ Facebook-ი თანახმაა ამ კუთხით უფრო მეტი აქტიური ნაბიჯი გადადგას. დღევანდელი მდგომარეობით, Facebook Live-ის საშუალებით ხშირად არასათანადო მასალის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება საათობით გრძელდება. მათზე რეაგირება კი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღის შემდეგ ხდება.

30 მარტი 2019, 15:22

პოლიტიკა

თბილისში მარტოხელა მშობლები შვილებს ბაგა-ბაღებში იოლად დაარეგისტრირებენ

თბილსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილებს ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის საშუალება, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, პირველ ეტაპზე მიეცემათ.