imedi /  30 მარტი 2019, 19:10 / სანდო წყარო

Rolling Stones-ის ტურნე მიკ ჯაგერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

მიკ ჯაგერი

მიკ ჯაგერი

ლეგენდარული "როლინგ სთოუნზის" ტურნე გადაიდო. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მიკ ჯაგერი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მათი ჯგუფის ამერიკულ-კანადური ტურნე აღარ შედგება. გადადებული ტურნეს მთავარი მიზეზი ლეგენდარული სოლისტის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაა. 

75 წლის მომღერალს, მუსიკალური საქმიანობა ექიმებმა აუკრძალეს. მათი განცხადებით, ჯაგერს, სრული გამოჯანმრთელებისთვის დასვენება და სიმშვიდე სჭირდება. მეტ ინფორმაციას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არ ავრცელებენ. 

ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების მიხედვით ისინი იმედგაცრუებულები არიან და თაყვანისმცემლებს ბოდიშს უხდიან, თუმცა ფანებს ბილეთების შენარჩუნებას სთხოვენ, რომლის საშუალებითაც ისინი კონცერტზე აუცილებლად მოხვდებიან. ახალი კონცერტების თარიღი, ცნობილი უახლოეს დღეებში იქნება. 

ყველა სიახლე

მოჰამედ ჯავად ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

23 აგვისტო 2019, 17:17

მსოფლიო

მოჰამედ ზარიფი ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების გადახედვის წინააღმდეგია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ირანის ბირთვული შეთანხმების გადახედვის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზარიფმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა, თუმცა დასძინა, რომ შეთანხმების გადახედვა შეუძლებელია.

ჟირაფები

23 აგვისტო 2019, 17:12

ტექნოლოგიები

Euronews-ი: დედამიწაზე ჟირაფები ქრებიან

ჟენევაში, მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ცხოველების იშვიათი ჯიშების დაცვას ეხება, გადაწყდა, რომ ველურ ბუნებაში ჟირაფები დაიცვან. გადაწყდა, რომ ჟირაფის ხორცის, ძვლის და ტყავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდეს. საბოლოო ვერდიქტი ამ საკითხზე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, რის შემდეგაც გაეროს კონვენციაში ცვლილება შევა.

საღეჭი რეზინი

23 აგვისტო 2019, 17:10

ტაბლოიდი

ინდოელი ცოლს საღეჭი რეზინის გამო გაშორდა

ქალმა იურისთან კონსულტაცია მას შემდეგ გაიარა, რაც ქმარმა მას საღეჭი რეზინი შესთავაზა. უარის თქმამ კაცი წყობიდან გამოიყვანა, მან 3-ჯერ წამოიძახა სიტყვა „ტალაკი“, რაც განქორწინებას ნიშნავს და ისლამური კანონების თანახმად იმას ნიშნავს, რომ ის ცოლს გაშორდა, რომელზეც 2004 წელს იქორწინა.

მარნეულის სასურსათო ქარხანა

23 აგვისტო 2019, 17:07

ეკონომიკა

მარნეულის ქარხანამ წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა

მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში გააგზავნა. მარნეულის სასურსათო ქარხანამ წითელი ტყემლის ნიმუშები აიღო და გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა. შემოწმდება წითელი ტყემალი და წიწაკა.

კობა გვენეტაძე 
Global Finance Magazine-ის
დაჯილდოებაზე

23 აგვისტო 2019, 17:00

ეკონომიკა

ექსპერტები და პოლიტიკოსები ეროვნულ ბანკს 50-მილიონიანი ოფისის მშენებლობის გამო აკრიტიკებენ

ეკონომკური სირთულეებისა და ლარის კურსის ისტორიული გაუფასურების ფონზე სებ-ის გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისადმი ბოლოდროინდელი პრეტენზიების გრძელ სიას ახალი ოფისის მიზანშეუწონლობის თემაც დაემატა.

ვიქტორ სანიკიძე

23 აგვისტო 2019, 16:59

სპორტი

ვიქტორ სანიკიძემ შესაძლოა „არისში“ იმუშავოს

ვიქტორ სანიკიძე შესაძლოა საბერძნეთის საკალათბურთო კლუბის, „არისის“ ტექნიკურ დირექტორად დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული ვებ-გვერდი, „სპორტ ეფემი“ ავრცელებს. „არისი“ სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იმყოფება და კლუბის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სანიკიძე გუნდს რთული ვითარებიდან გამოიყვანს.

მანაკორის სასაფლაო

23 აგვისტო 2019, 16:52

მსოფლიო

ესპანეთში ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩაკეტილ ოთახებში ასობით ცხედარი იპოვეს

ესპანეთში, კუნძულ მაიორკაზე, ქალაქ მანაკორში, ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩაკეტილ ოთახებში ასობით დაუმარხავი ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სასაფლაოს შემოვლისას ჩაკეტილი ოთახები აღმოაჩინეს. სასაფლაოს პერსონალს ოთახების გასაღები არ ჰქონდა, ამიტომ ინსპექტორებს კარების გატეხვა მოუხდათ.

23 აგვისტო 2019, 16:42

ტექნოლოგიები

ჩინეთში კაცს 30 წელი თავში 10 სანტიმეტრიანი ჭია ჰყავდა

ჩინეთში კაცმა 30 წლის განმავლობაში თავში იცხოვრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა ვიდრე ექიმმა კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება არ დაუნიშნა. კაცს თავის ტკივილები სტანჯავდა, შემდეგ კი ეპილეფსიის შეტევა დაემართა და პერიოდულად გონებას კარგავდა.

მურას ტომი

23 აგვისტო 2019, 16:42

მსოფლიო

ამაზონის ტყეში მცხოვრები მურას ტომი თავისი მიწის დატოვებას არ აპირებს

ამაზონის ტროპიკულ ტყეში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები თავიანთ მიწას სიცოცხლის ფასადაც არ დატოვებენ. ამის შესახებ მათ სააგენტო Reuter's-თან საუბარში განაცხადეს. დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს.

ბირთვული ელექტროსადგური

23 აგვისტო 2019, 16:40

მსოფლიო

რუსეთმა მცურავი ბირთვული ელექტროსადგურიც შექმნა

რუსეთმა მსოფლიოში პირველი მცურავი ბირთვული ელექტროსადგური შექმნა, - ინფორმაციას BBC რუსეთის ბირთვულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მცურავი ბირთვული ელექტროსადგური მურმანსკის არქტიკული პორტიდან შორეულ აღმოსავლეთში - ჩუკოტკამდე იმოძრავებს. ეს მანძილი 5000 კილომეტრს მოიცავს. იდეა ელექტროენერგიის მიწოდებას ეფუძნება.

ტურისტი

23 აგვისტო 2019, 16:25

ეკონომიკა

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 6 თვეში 617.5 მილიონი ლარი დახარჯეს

საქსტატი გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმად 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. ქვეყნიდან გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.3%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

23 აგვისტო 2019, 16:09

საქართველო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეში ქცევის რეკომენდაციებს ავრცელებს

მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის WMO Climate Watch Advisory-ს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს ბოლო დეკადაში პროგნოზირებულია ცხელი ამინდით განპირობებული თბური ტალღები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთს და მათ შორის საქართველოს მოიცავს.

პოლიცია

23 აგვისტო 2019, 15:55

მსოფლიო

ბერლინში ველოსიპედისტმა გამვლელი მოკლა

ბერლინში მოაბიტის რაიონში სროლის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება. ინციდენტი ადგილობრივით დროით 12:00 საათზე მოხდა. ველოსიპედისტმა ცეცხლი გამვლელს გაუხსნა. მომხდარის მოტივები და მსროლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მეხი მეხის დაცემა

23 აგვისტო 2019, 15:35

მსოფლიო

პოლონეთში მეხის დაცემის გამო 4 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

პოლონეთში ქალაქ ზაკოპანეს მახლობლად ტატრების მთის მასივში შტორმის დროს 4 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით ინციდენტი გევონტის მწვერვალის რაიონში მოხდა. მეხი ტურისტების ჯგუფს დაეცა. დაღუპულთა შორის 2 მცირეწლოვანია.

23 აგვისტო 2019, 15:16

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ არცევთან დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

„უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებენ სუს-ში.

23 აგვისტო 2019, 14:51

ძალოვნები

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბის საქმე დაკავებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებენ ცენტრალური ქუჩა გადაკეტონ.

ტყის ხანძრები

23 აგვისტო 2019, 14:40

საქართველო

გარემოს სააგენტო: საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა და ტყის ხანძრების რისკი იზრდება

საქართველოს მთიან რეგიონებში 3 სექტემბრის ჩათვლით მოსალოდნელია მაღალი, +36, +38 გრადუსამდე ტემპერატურა, - ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

23 აგვისტო 2019, 14:32

მსოფლიო

პუტინი: აშშ რუსეთს ახალ შეიარაღებაზე მუშაობის დაწყებას აიძულებს

პუტინმა აშშ რაკეტების ლიკვიდაციის გაუქმებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ვაშინგტონის მიერ ახალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდით გამოწვეული საფრთხის შეფასება და სიმეტრიული პასუხის მომზადება დაავალა.

ალექსანდრე ლუკაშენკო და მამუკა ბახტაძე

23 აგვისტო 2019, 14:18

საქართველო

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულებაა.

23 აგვისტო 2019, 14:08

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით.