არქივი

03 აპრილი 2019, 23:56

ტექნოლოგიები

Twitter-მა საფრანგეთის შსს-ს სარეკლამო კამპანია დაუბლოკა

Twitter-მა საფრანგეთის შსს-ს სარეკლამო პუბლიკაციების განთავსებაზე უარი უთხრა. საფრანგეთის შსს, სოციალურ ქსელებში სააგიტაციო კამპანიის განხორციელება სურდა, თუმცა Twitter-მა განაცხადა, რომ აღნიშნული კამპანია საფრანგეთის ახალ კანონთან „ფეიკების“ შესახებ წინააღმდეგობაში მოდის.

კატა

03 აპრილი 2019, 23:19

ტექნოლოგიები

აშშ-ში კატებზე სამედიცინო ცდებს აღარ ჩაატარებენ

აშშ-ის ხელისუფლებაზე ცხოველების დამცველი ორგანიზაციის ზეწოლის შედეგად კატებზე სამედიცინო ცდების ჩატარება შეწყდება. აშშ-ის მთავრობამ ტოქსოპლამოზის კვლევის $22 მილიონიანი პროგრამა დახურა და 3 ათასი კატის სიცოცხლე იხსნა. თითქმის 40 წლის განმავლობაში ამერიკელი მეცნიერები კატებს სამედიცინო კვლევებში იყენებდნენ

სალომე ზურაბიშვილი

03 აპრილი 2019, 23:10

პოლიტიკა

პრეზიდენტი ბარბარე შარვაშიძის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

ბარბარე შარვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილია, რომელიც უშთამომავლოდ და უსამშობლოდ გარდაიცვალა ქალაქ ლონდონში და თავისი მოგონებების ხელნაწერი დაუტოვა მოხუც მეუღლეს, ალექსანდრე მეიენდორფს.

03 აპრილი 2019, 23:01

ტექნოლოგიები

კვლევა: საშუალო სტატისტიკურ ევროპელს ჰაერის დაბინძურების გამო ორი წლის სიცოცხლე აკლდება

ევროპის საშუალო სტატისტიკურ მცხოვრებს ჰაერის დაბინძურების გამო სიცოცხლის ორი წელი აკლდება. ამის შესახებ European Heart Journal-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში წერია. ამავე წყაროს მიხედვით, ყოველწლიურად ევროპაში დაახლოებით 800,000 ადამიანი კვდება ნაადრევად ჰაერის დაბინძურების გამო.

03 აპრილი 2019, 22:24

ტაბლოიდი

airbnb-ი მომხმარებელს ლუვრის მუზეუმში ერთი ღამის გატარების შანსს აძლევს

30 აპრილს, მხოლოდ ერთი ღამით, გამარჯვებულს და მის მეწყვილეს ექნება შესაძლებლობა, დაუვიწყარი დრო გაატარონ. მათ შორის არის სადილი და დახურული კონცერტი. ამისთვის კი airbnb.com-ის მომხმარებელი 12 აპრილის 11.59 საათამდე (საფრანგეთის დროით) უნდა ეწვიოს და რამდენიმე სიტყვით ახსნას, რატომ იქნება ის მონა ლიზას იდეალური სტუმარი.

03 აპრილი 2019, 22:13

ტექნოლოგიები

იაპონელებს სამსახურში მოულოდნელმა შვებულებამ განწყობა გაუფუჭა

იაპონიაში დამსაქმებლები დაქირავებულებს „მაისის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში 10 დღიან არდადეგებს მოუწყობენ. ადგილობრივმა გამოცემამ ჩაატარა გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ მოულოდნელი არდადეგების გამო იაპონელების 45%-ს განწყობა გაუფუჭდა.

03 აპრილი 2019, 22:12

თემა

კომიკოსები, რომლებიც დიდ პოლიტიკაში წავიდნენ. ისტორია

უკრაინის საარჩევნო მარათონში ვლადიმერ ზელენსკის წარმატებამ დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი შეხედვით, კომიკოსი პოლიტიკაში საზოგადოებისთვის არც ისე მარტივი აღსაქმელი გამოდგა. თუმცა, მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკისთვის უცხო სულაც არ არის.BBC-ის უკრაინულმა სამსახურმა დიდ პოლიტიკაში წასულ კომიკოსებს სტატია მიუძღვნა.

03 აპრილი 2019, 21:50

კულტურა

ლეონარდო და ვინჩის ნახატი რომელიც დაკარგულად გამოცხადდა პატრონს გადასცეს

ლეონარდო და ვინჩის ნახატი "Salvator Mundi" ("სამყაროს მხსნელი") Christieʼs აუქციონის სახლმა ახალ მფლობელს გადასცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ლეონარდო და ვინჩის ნახატი "Salvator Mundi" ("სამყაროს მხსნელი") 2017 წლის ნოემბერში კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

იენს სტოლტენბერგი

03 აპრილი 2019, 21:44

პოლიტიკა

სტოლტენბერგმა ამერიკის კონგრესში გამოსვლისას საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ში, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიმართ ალიანსის მხარდაჭერაზეც ისაუბრა. ალიანსის გენერალური მდივნის ვრცელი სიტყვა, რომელსაც თავად ალიანსი ისტორიულს უწოდებს, ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

03 აპრილი 2019, 21:06

პოლიტიკა

ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების განცხადებით, ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გრიგორი კარასინი

03 აპრილი 2019, 21:00

პოლიტიკა

კარასინი: ირაკლი კვარაცხელიას საკითხზე დიალოგის დაწყებამდე გამოძიება უნდა დასრულდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თვლის, რომ ირაკლი კვარაცხელიას თემაზე დიალოგის დაწყებისთვის ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს. ამის შესახებ კარასინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა. რუსი დიპლომატი მიიჩნევს, რომ „თუ ჟენევის დისკუსიებს მხოლოდ ამ ტრაგიკული შემთხვევების გარჩევამდე დავიყვანთ, წინ ვერ წავალთ“.

03 აპრილი 2019, 20:50

სამართალი

პანკისში მოზარდის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წინასწარი ინფორმაციით, პანკისის სოფელ წინუბანში უბედურ შემთხვევას 11 წლამდე გოგო ემსხვერპლა. imedinews-ს ადგილობრივებმა უთხრეს, რომ მოზარდს და-ძმამ ფეხსაცმელი სათავსოში აუგდო, მის ჩამოსატანად ასულ გოგოს ფეხი დაუცურდა და რკინის კონსტრუქციაზე თავსაბურავით დაეკიდა.

გრიგორი კარასინი

03 აპრილი 2019, 20:35

პოლიტიკა

კარასინი: ნატოს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის პლაცდარმად აქცევს

ნატოს სამხედრო აქტივობის გაზრდა საქართველოს კავკასიაში დაძაბულობის ერთგვარ პლაცდარმად აქცევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 47-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.

03 აპრილი 2019, 20:32

პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესი: თავდაცვის სფეროში საქართველოს და უკრაინის დახმარება უნდა გაძლიერდეს

ვაშინგტონში, ნატოს საიუბილეო მინისტერიალამდე, ერთი დღე რჩება. ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც. მანამდე კი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, კონგრესმენებმა და მომხსენებლებმა საქართველოსადმი ამერიკის უპირობო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს

03 აპრილი 2019, 20:15

პოლიტიკა

8-საათიანი მოლაპარაკება ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს წვრთნით და საქართველოზე გაკეთებული განცხადებებით, შეშფოთებულია. რუსეთის მხრიდან კვლავ უპასუხოდ დარჩა მართლმსაჯულების აღსრულების საკითხი ტატუნაშვილი-ოთხოზორია- ბაშარულის მკვლელების დასჯასთან დაკავშირებით.

03 აპრილი 2019, 19:52

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი შევიდა

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა. კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ვან ჰოლენი და მარკო რუბიო. ისინი სენატს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ჯერ კიდევ 2018 წელს სთავაზობდნენ, თუმცა მაშინ კანონპროექტი კენჭისყრაზე არ დადგა.

03 აპრილი 2019, 19:45

მსოფლიო

დედოფალ ელისაბედის და პრინცესა დიანას ყოფილი პილოტი გარდაცვლილი იპოვეს

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ყოფილი პილოტი, 84 წლის ტონი მიდოუსი და მისი 83 წლის ცოლი, პაულა ინგლისში, ბერკშირის დასავლეთით მდებარე სოფელში, მათივე სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ამ ადგილის სიახლოვეს პრინც უილიამის მეუღლის, კეიტ მიდლტონის მშობლების სახლი მდებარეობს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალი დემენციით იყო დაავადებული და მას ქმარი უვლიდა.

კიმ ჩენ ინი

03 აპრილი 2019, 19:44

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი რუსეთში მიიწვიეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მოსკოვშია მიწვეული. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განცხადა. „კონკრეტული მოლაპარაკებები არ გამართულა“- აღნიშნა უშაკოვმა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ოფიციალურ პასუხს ელიან.

ასტრიდ ლინდგრენი

03 აპრილი 2019, 19:21

კულტურა

ასტრიდ ლინდგრენის პრემია ბელგიელ მწერალს გადაეცა

მუიარტი, რომლის ნაწარმოებები 20-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, ჯილდოს სახით 477 000 ევროს მიიღებს. თავად დაჯილდოების ცერემონია მაისის ბოლოს სტოკჰოლმში გაიმართება. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია შვე­დე­თის სა­ხელ­მწი­ფომ 2003 წელს და­ა­წე­სა, რო­გორც ყვე­ლა­ზე დიდი საერთაშორისო პრე­მია სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში.

პელე

03 აპრილი 2019, 19:15

სპორტი

პელე პარიზის ჰოსპიტალში მოათავსეს

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში, ბრაზილიელი პელე პარიზში, ჰოსპიტალში მოათავსეს. 78 წლის პელეს მაღალი სიცხე აქვს, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პელე საფრანგეთში ვიზიტისას პარიზის სენ-ჟერმენის ფეხბურთელ კილიან მბაპნეს უნდა შეხვედროდა.

03 აპრილი 2019, 18:46

ტაბლოიდი

კენიაში ტალახში ჩაფლული სპილოები გადაარჩინეს

ცხოველები იქ სავარაუდოდ წყლის დასალევად მივიდნენ, თუმცა შემდეგ გამოსვლა ვერ მოახერხეს. ცხოველების გადასარჩენად სხვადასხვა მეთოდი სცადეს, მათ დასახმარებლად იქ ადგილობრივებიც მივიდნენ. ერთობლივი ძალისხმევის შემდეგ სპილოები ტალახიდან ამოყვანეს.

ბრექსიტი

03 აპრილი 2019, 18:44

მსოფლიო

იუნკერი: Brexit-ის გეგმის დასამტკიცებლად ბრიტანეთისთვის მიცემული ვადა აღარ გადაიწევს

ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, 12 აპრილის შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნებისა და ევროკავშირის ფუნქციონირების საფრთხის ქვეშ დაყენება დაუშვებელია. მისი თქმით, ევროკავშირს არ სურს რომ შეთანხმება არც 12 აპრილს შედგეს, თუმცა ამ სცენარისთვის მზად არის.

03 აპრილი 2019, 18:42

ეკონომიკა

საქართველოში ყველაზე მეტს სამშენებლო სექტორში დასაქმებულები მუშაობენ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტს მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობენ. ძირითად სამუშაოზე კვირაში ნამუშევარი ჩვეულებრივი საათების რაოდენობა სამშენებლო სექტორში 50,5 საათს შეადგენს.

03 აპრილი 2019, 18:40

მსოფლიო

ისრაელში მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის მღვიმე აღმოაჩინეს

ისრაელში, სოდომის მთაზე მსოფლიოს ყველაზე გრძელი მარილის მღვიმე, 10 კმ სიგრძის გვირაბი მკვლევარებმა იპოვეს. The Independent-ის ინფორმაციით, ეს ადგილი ირანში მდებარე ანალოგიურ მღვიმეზე დიდია, რომლის სიგრძეც 6,5 კმ-ს შეადგენს. მკვლევარების თქმით, მსოფლიოში არსებული მარილის მღვიმეებისგან ისრაელში აღმოჩენილი მღვიმე იმით განსხვავდება, რომ მისი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.

დაჭრა

03 აპრილი 2019, 18:21

სამართალი

ადვოკატი: გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტი დადგმულია

იურისტის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა ბესიკ შუბითიძემ ცეცხლი გაუხსნა. უკანონოდ მოთევზავე ორი პირი გარემოს დაცვის თანამშრომელებმა დააკავეს. იურისტის თქმით, თორნიკე ტურიაშვილს დაკავებისას 5 ცეცხლნასროლი დაზიანება ჰქონდა მიღებული.

ჰაერის დაბინძურება

03 აპრილი 2019, 18:01

ტექნოლოგიები

დაბინძურებული ჰაერი ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი მეხუთე წამყვანი ფაქტორია. ამის გამო გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ალკოჰოლისგან, არასაკმარისი კვებისგან ან ნარკოტიკებისგან. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ აზიისა და აფრიკის ქვეყნები არიან.

03 აპრილი 2019, 17:37

ეკონომიკა

საქართველო თხილის სიძვირით რეგიონში მეორეა

2019 წლის მარტში საქართველოში თხილის საბითუმო ფასი 7,42 დოლარი იყო. გამოცემა East fruit-ის ცნობით, თხილის საბითუმო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან თებერვალში თხილი რეგიონში საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომი იყო და 1 კილოგრამის ფასი 2,50 დოლარს შეადგენდა.

03 აპრილი 2019, 17:31

პოლიტიკა

პრეზიდენტი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს შეხვდა

პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ზაზა ჩხაიძეს და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძეს შეხვდა.

03 აპრილი 2019, 17:20

მსოფლიო

პოლონეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი საცურაო აუზი გაიხსნება

პოლონეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი საცურაო აუზი მიმდინარე წელს გაიხსნება. საცურაო აუზი 8,000 კუბურ მეტრ წყალს დაიტევს. აუზი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ჰესი

03 აპრილი 2019, 17:17

პოლიტიკა

ხელვაჩაურის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

შეკრებილების განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას ითვალისწინებს, მშენებელმა კომპანიამ კი მოსახლეობას კვლევითი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.