არქივი
07 ნოემბერი 2018, 23:57
კულტურა
ფილმ „სიყვარულის ისტორიის“ ოსკაროსანი კომპოზიტორი ფრენსის ლეი გარდაიცვალა
კომპოზიტორი 1932 წლის 26 აპრილს ნიცაში დაიბადა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. ოსკარი ლეიმ არტურ ჰილერის ფილმში „სიყვარულის ისტორია“ გამოყენებული მუსიკისთვის მიიღო.
07 ნოემბერი 2018, 23:55
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად არის ტერორისტული ორგანიზაცია
რეინტეგრაციის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაიგო რა მოხდა და მას ამაზე ინფორმაცია მანამდე არ ჰქონდა. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა მას ბიძინა ივანიშვილის მიმართვის ნახვის შემდეგ. ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
07 ნოემბერი 2018, 23:13
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დასდევდნენ ადამიანებს პარლამენტის შენობაში
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გადაცემაში „იმედი Live“-ი ის ვითარება გაიხსენა, რაც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ქართულ დიპკორპუსში შეიქმნა. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩებმა მაშინ პროტესტის ნიშნად გადადგომა გადაწყვიტეს, თუმცა ეს ნაბიჯი მაშინ საბოლოოდ მხოლოდ შვეიცარიის ელჩმა, ლევან მიქელაძემ გადადგა.
07 ნოემბერი 2018, 22:42
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა სიცოცხლის გახანგრძლივების ტენდენცია აღმოაჩინეს
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველი ახალი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ სამი წლით აღემატება წინამორბედისას. სპეციალისტების აზრით ეს ტენდენცია გაგრძელდება მანამ, სანამ სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს.
07 ნოემბერი 2018, 22:22
სპორტი
თბილისში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება
სპორტულ ღონისძიებაში 33 ქვეყნის, 3000-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. თასის გათამაშების გახნის ცერემონიას საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
07 ნოემბერი 2018, 22:16
პოლიტიკა
ირაკლი ბათიაშვილი: ნაციონალურ მოძრაობას ჩემი ციხეში ამოლპობა უნდოდა
ირაკლი ბათიაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური შედეგი რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დადგა, ხელისუფლების მიმართ ნიჰილისტურმა განწყობამ განაპირობა. სწორედ ასეთი განწყობის გამო არ მივიდა ხალხი არჩევნებზე. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა,
07 ნოემბერი 2018, 21:49
ტაბლოიდი
ქუთაისში თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსს ავტორად კოლაუ ნადირაძე აწერია
ხიდის სავალ ნაწილზე ქუთაისზე სხვადასხვა ავტორების ტექსტები დაიტანეს. მათ შორის ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან „აღსარება ქუთაისს", თუმცა ამ ტექსტს ავტორად კოლაუ ნადირაძე აწერია. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა.
07 ნოემბერი 2018, 21:37
პოლიტიკა
ახმეტაში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.
07 ნოემბერი 2018, 21:21
პოლიტიკა
კოკა გუნცაძე: ხალხმა შესაძლოა ბოლო შანსი მისცეს ხელისუფლებას
კოკა გუნცაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოება დღეს მარტივი არჩევანის წინაშე დგას - ან ბოლო შანსს მისცემს ხელისუფლებას, ან დააბრუნებს წარსულს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან ინტერვიუში განაცხადა.
07 ნოემბერი 2018, 21:07
პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა აღიარებს, რომ პენსიის გაზრდას ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვერ მოახერხებს
ნაციონალური მოძრაობის წევრები უკვე იძულებულნი არიან დააკონკრეტონ, რომ 400-ლარიან პენსიას მოქალაქეები ხელისუფლებაში მათი დაბრუნებიდან რამდენიმე წელიწადში მიიღებენ და არა გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. ქართველი პიარტექნოლოგები ვაშაძეს აფრთხილებენ, რომ ამომრჩეველზე ამგვარი ცრუ გზავნილები დადებითად არ მუშაობს.
07 ნოემბერი 2018, 21:01
პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე: ვაშაძის ბოდიში საპნის ბუშტია
„ბოდიშის მოხდას მაშინ აქვს ფასი, როდესაც მიაყოლებ იმას, რომ ეს ადამიანები უნდა ისხდნენ ციხეში, იმისთვის, რაც თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის წინაშე ჩაატარეს. ეს ბოდიში არაფერია, საპნის ბუშტია, კიდევ ერთი ტყუილია“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
07 ნოემბერი 2018, 20:59
მსოფლიო
Ryanair-მა თანამშრომლები კომპანიის რეპუტაციის შელახვის გამო გაათავისუფლა
ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის ეკიპაჟის 16 წევრს და 8 პილოტს უამინდობის გამო მალაგის აეროპორტში მოსაცდელ ოთახში იატაკზე მოუწიათ წოლა, სწორედ ეს კადრები გადაიღეს და გაავრცელეს სოციალურ ქსელში შრომის პირობებით უკმაყოფილო თანამშრომლებმა. ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
07 ნოემბერი 2018, 20:36
მსოფლიო
ეგვიპტეში რვა ექსტრემისტს სიკვდილი მიუსაჯეს
ეგვიპტის ქალაქ ისმაილიას სამხედრო ტრიბუნალმა რვა ექსტრემის, რომლებმაც 14 სამხედრო მოსამსახურე იმსხვერპლეს, სიკვდილის დასჯის განაჩენი გამოუტანა. ამას გარდა, 32-ს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 2 ბრალდებულს კი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
07 ნოემბერი 2018, 20:27
მსოფლიო
სომხეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 სამხედრო ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას 4 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანა, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. სატვირთოში სულ 21 ჯარისკაცი იმყოფებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
07 ნოემბერი 2018, 20:24
მსოფლიო
გერმანული მედია ჰორსტ ზეეჰოფერის მემკვიდრეს ასახელებს
ბავარიის პრემიერმინისტრ მარკუს ზედერი პარტია ქრისტიანულ-სოციალური კავშირის თავმჯდომარის პოსტზე ჰორსტ ზეეჰოფერს შეცვლის. ამის შესახებ გამოცემა Focus-ი იუწყება. მისი ინფორმაციით, ზედერის კანდიდატურა პარტიაში აქტიურად განიხილება. ვარაუდობენ, რომ პარტიის თავმჯდომარე რიგგარეშე სესიაზე დეკემბრის დასაწყისში შეიცვლება.
07 ნოემბერი 2018, 20:15
არჩევნები 2018
ცესკო: კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, თარიღის დანიშვნა შეჯამების ვადებზეა დამოკიდებული. მისივე განცხადებით, აქამდე გაჟღერებული თარიღები, 2 დეკემბერი, 25 ნოემბერი თუ 28 ნოემბერი, ცესკოს სხდომამდე რეალური ვერ იქნება.
07 ნოემბერი 2018, 19:58
სამართალი
ბათუმში თვითმხილველებმა მძარცველი დააკავეს და სამართალდამცველებს გადასცეს
ბათუმში მელიქიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. როგორც ადგილზე აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯიხურიდან რამდენიმე ათასი ლარი გაიტაცა და გაიქცა. მათივე თქმით, მძარცველს გამვლელები დაედევნენ, დააკავეს და სამართალდამცავებს გადასცეს.
07 ნოემბერი 2018, 19:56
ტექნოლოგიები
ინდოეთში 7 თვის ბავშვს პარაზიტი ტყუპისცალი მოჰკვეთეს
ინდოეთში 7 თვის გოგოს პარაზიტი ტყუპისცალი მოჰკვეთეს. ოპერაცია მეგჰალაიას შტატში ჩატარდა. ბავშვი 4 ხელითა და 4 ფეხით დაიბადა. ანომალია ნაყოფს დედის მუცელში გაუჩნდა, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც ტყუპისცალის ემბრიონი შთანთქა.
07 ნოემბერი 2018, 19:40
მსოფლიო
მაკრონმა პირველი მსოფლიო ომისას დაღუპულ აფრიკელ სამხედროებს პატივი მიაგო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მალის პრეზიდენტებმა იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტამ პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულ აფრიკელ სამხედროებს პატივი მიაგეს და მათი მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
07 ნოემბერი 2018, 19:36
ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს შეისწავლის
კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარს 2019 წლიდან შეისწავლის. ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სახალხო დამცველმა შესაბამისი რეკომენდაცია გასცა.
07 ნოემბერი 2018, 19:28
ეკონომიკა
საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი იწყება
სისტემა თანაბრად დაფინანსდება დამსაქმებლის, დასაქმებულის (თვითდასაქმებული მიიჩნევა როგორც დასაქმებული და დამსაქმებელი) და სახელმწიფოს მიერ. ზაფხულში კანონის მიღებამდე, მხოლოდ ასაკობრივი მინიმუმის სვეტი იყო უზრუნველჰყოფილი საპენსიო ასაკის პირებისათვის. ეს სვეტიც შენარჩუნდება და მოხდება მისი გადაფასება.
07 ნოემბერი 2018, 19:22
მსოფლიო
ვარშავის მერმა ნაციონალისტებს მსვლელობის გამართვის უფლება არ მისცა
პოლონეთის დედაქალაქის, ვარშავის მერმა, ჰანა გრონკევიჩ-ვალტცმა მემარჯვენე ნაციონალისტებს არ მისცა უფლება, ქალაქის ქუჩებში დაგეგმილი მსვლელობა მოაწყონ. მერის განმარტებით, რადიკალური მემარჯვენე ნაციონალისტების შეკრების შემთხვევაში ქალაქში არეულობის საფრთხე არსებობს.
07 ნოემბერი 2018, 19:19
ტაბლოიდი
ტეილორ სვიფტის „დაწუნებულმა“ რესპუბლიკელმა კანდიდატმა არჩევნებში გაიმარჯვა
რესპუბლიკელმა მარშა ბლექბარნმა, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა საჯაროს გააკრიტიკა და ამომრჩევლებს მოუწოდა, არავითარ შემთხვევაში არ მიეცათ მისთვის ხმა, - არჩევნებში გაიმარჯვა.
07 ნოემბერი 2018, 19:13
ეკონომიკა
2019 წელს რეგიონების წყალმომარაგების პროექტებზე 290 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა დასრულებული აქვს. 2019 წელს დაგეგმილი პროექტებისთვის გამოყოფილი 200 მილიონი ლარიდან, 180 მილიონი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, 20 მილიონი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა
07 ნოემბერი 2018, 19:12
ტაბლოიდი
ბელგიის ყოფილ მეფეს მამობის დადგენისთვის გენეტიკური მასალის ჩაბარება მოსთხოვეს
ბელგიელი მხატვარი ქალი დელფინ ბოელი 2013 წლიდან იბრძვის, რომ ყოფილმა მონარქმა გენეტიკური კვლევისთვის შესაბამისი ანალიზები ჩააბაროს. ქალი თავს ყოფილი მეფის უკანონო შვილად მიიჩნევს და ქონებიდან წილს ითხოვს.
07 ნოემბერი 2018, 19:05
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: 7 ნოემბერი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან დიდი ჩავარდნა
ბოკერია 2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელი ხელისუფლების „ჩავარდნას“ უწოდებს და ამბობს, რომ თუკი ხელისუფლება ძალას იყენებს, ძალის გამოყენება უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც 7 ნოემბერს მოხდა.
07 ნოემბერი 2018, 19:00
პოლიტიკა
განათლების სამინისტრომ საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის გრიფირების კონკურსი გამოაცხადა
სახელმძღვანელოები შეფასდება რამდენიმე მიმართულებით: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა, შინაარსობრივი გამართულობა, სტრუქტურული გამართულობა, ენობრივი გამართულობა, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა, მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.
07 ნოემბერი 2018, 18:53
მსოფლიო
საფრანგეთში სირიელი დააკავეს, რომელიც ISIS-ის სახელით ტერაქტს გეგმავდა
ეჭვმიტანილები ქალაქ ლე-მანში გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს, რომელშიც უცნობი პირი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ფიცს დებს.
07 ნოემბერი 2018, 18:50
მსოფლიო
პოროშენკო: რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინაში არაფერი ესაქმება
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინაში არაფერი ესაქმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ჰიბრიდული ათწლეულის გაკვეთილები: რა უნდა ვიცოდეთ წარმატებული წინსვლისთვის“ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში სახელმწიფო ეკლესიის საქმეებში არ ერევა, თუმცა ამის უფლება არც უცხოურ სახელმწიფოებს უნდა ეძლეოდეთ.
07 ნოემბერი 2018, 18:48
სამართალი
თავდაცვის სამინისტრო ონლაინ ტესტირების გზით კონკურსს ატარებს
7 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, ონლაინ ტესტირების გზით, სამხედრო ისტორიის საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში კონკურსს ატარებს. ტესტები 90 საკითხს მოიცავს და 5 კატეგორიად იყოფა.


