არქივი

ნიკა მელია

07 აპრილი 2019, 23:51

პოლიტიკა

ნიკა მელიამ დაასახელა რაში არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს

ნიკა მელიას თქმით, შვეიცარიაში არსებობს საკითხები, რომლეიც რეფერენდუმის გზით წყდება, მაგრამ ის, რომ 2020 წელს ელექტრონული კენჭისყრით ავირჩევთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მელია ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ის ახლა მზად არ არის,თუმცა დასძენს, რომ ტექნოლოგიები ვითარდება.

07 აპრილი 2019, 23:18

სპორტი

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ ოქროს მედალი მოიპოვა

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ვაჟ ძალოსანთა ნაკრები ასპარეზობაში დღეს ჩაერთო და პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

კახეთი

07 აპრილი 2019, 23:16

სამართალი

სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა ჯერ გატეხეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს

უცნობმა პირებმა გაანადგურეს შენობაში არსებული წინგების ნაწილი და ტექნიკა. ამ ეტაპზე ცეხლის ლოკალიზეება სახანძრო-საშველო სამსახურის თანამშრომლებმა უკვე შეძლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პროგრამისტები ლინდა ლიუკასი

07 აპრილი 2019, 23:03

ტექნოლოგიები

ინტერვიუ ლინდა ლიუკასთან, რომლის წიგნითაც ქართველმა ბავშვებმა პროგრამირება უნდა ისწავლონ

"იმედის კვირამ" კრეატიული სახელმძღვანელოს ავტორთან, პროგრამისტთან ლინდა ლიუკასთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ლინდა ლიუკასი ამბობს, მისთვის ბავშვობაში კომპიუტერი ჯადოსნური, ფერადი ყუთი და აღმაფრენის წყარო იყო, პროგრამირების შესახებ წიგნები კი მოსაწყენი და რთული.

მთაწმინდა

07 აპრილი 2019, 22:31

პოლიტიკა

რა ეტაპზეა რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო სადგური 2014 წლის პირველ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პარკის სტუმრებს დღემდე მხოლოდ ძველი ნანგრევები ხვდებათ, იმის მიუხედავად, რომ მზად არის საპროექტო დოკუმენტაცია და ავსტრიაში შეძენილი შესაბამისი ტექნიკა წლებია დასაწყობებულია.

სამსონ ქუთათელაძე

07 აპრილი 2019, 22:08

სამართალი

გენერალ ქუთათელაძის ოჯახმა „იმედის კვირას“ ვიდეო მიაწოდა, სადაც მკვლელობაში ბრადებული ჩანს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის ოჯახმა "იმედის კვირას" გენერლის გახმაურებულ მკვლელობამდე სათვალთვალო კამერით გადაღებული ქუჩის ვიდეოკადრები მიაწოდა. ვიდეო 2018 წლის 15 იანვარს, რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზარში, გენერლის მკვლელობამდე სამი საათით ადრეა გადაღებული.

07 აპრილი 2019, 21:58

პოლიტიკა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მეორედ მოხდა

თბილისის დროით 21:37 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ონთან დაფიქსირდა.

07 აპრილი 2019, 21:48

პოლიტიკა

ბერი გაბრიელი სასულიერო პირებს ცემაში ადანაშაულებს

10 წელია რუსთავის ეპარქიაში ცხოვრობს, მაგრამ ბერის, მიტროპოლიტის და ეპარქიის 14 ტაძრის წინამძღვრის დაპირისპირებას პირველად შეესწრო. ინციდენტის თვითმხილველი იხსენებს, რომ 26 მარტს, სასულირო პირების შეხვედრისას, მეუფის სატრაპეზოდან ხმაური გაიგო.

ევროკავშირი

07 აპრილი 2019, 21:41

მსოფლიო

ავსტრია სასაზღვრო კონტროლის გაგრძელებას 2019 წლის ნოემბრამდე აპირებს

ავსტრია გეგმავს, რომ უნგრეთთან და სლოვაკეთთან სასაზღვრო კონტროლი 2019 წლის ნოემბრამდე გააგრძელოს. ამის მიზეზი კი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლაა. ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა განაცხადა.

აფეთქება

07 აპრილი 2019, 21:21

პოლიტიკა

რა ვითარებაა დიღომში აფეთქების ადგილზე. ვიდეო

აფეთქება მესამე სართულზე მოხდა, აფეთქების შედეგად კი ფაქტიურად სამი ბინა "გაერთიანდა". დღეს მაშველებმა ბინის გარე კედელი უსაფრთხოების მიზნით მოხსნეს. აფეთქების ადგილზე, კორპუსში დენისა და გაზის მიწოდება შეწყვეტილია.

ავთანდილ ჭრიკიშვილი

07 აპრილი 2019, 20:57

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან პრიზე საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან პრიზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა და ქალთა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

პეტრო პოროშენკო

07 აპრილი 2019, 20:56

მსოფლიო

პოროშენკომ ზელენსკისთან სტადიონზე დებატების თარიღად 14 აპრილი დაასახელა

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში მის მოწინააღმდეგეს, ვოლოდიმირ ზელენსკის ოლიმპიურ სტადიონზე დებატების გამართვას 14 აპრილს სთავაზობს. ამის შესახებ პოროშენკომ უკრაინულ ტელეკომპანია Украина-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დიმიტრი თუმანიშვილი

07 აპრილი 2019, 20:37

პოლიტიკა

ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვილი გარდაიცვალა

დიმიტრი თუმანიშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ასევე, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი.

ლიბია

07 აპრილი 2019, 20:28

მსოფლიო

ლიბიაში საბრძოლო მოქმედებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც

გაერო დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, რომ ორი საათის განმვლობაში ცეცხლი შეწყვიტონ, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია შეძლოს, თუმცა უცნობია გაითვალისწინეს თუ არა მხარეებმა ეს მოწოდება. არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის წითელი ჯვრის ექიმიც არის.

სუდანი

07 აპრილი 2019, 20:10

მსოფლიო

სუდანის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

სუდანის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ სუდანის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა. ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების მიზეზი მინისტრს არ განუმარტავს, თუმცა განცხადებაში წერია, რომ ინჟინრები და ტექნიკოსები პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

ნორვეგია

07 აპრილი 2019, 19:57

ტაბლოიდი

ნორვეგიელმა ექსტრემალმა 1 კმ-ის სიმაღლეზე გაბმულ ბაგირზე გაიარა. ვიდეო

ნორვეგიელმა სპორტსმენმა ესტენ ჰატლესკოგმა მიწიდან ერთი კილომეტრის სიმაღლეზე გამბულ ბაგირზე გაიარა. ვიდეო მან Instagram-ზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ბაგირი ნორვეგიაში მდებარე კიერაგის მთებშია გაბმული.

კონსტანტინე ჯანაშია

07 აპრილი 2019, 19:23

სპორტი

ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოუხერხებელი მორის აწევა - ასე ჰქვია მოძრაობას, „სტრონგმენის“ ერთ-ერთ სახეობას, რომლითაც ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. ქართველი ძალოსანი 13-16 ივნისს, აშშ-ში, ფლორიდაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

კაზიმირ პულავსკი

07 აპრილი 2019, 19:19

ტექნოლოგიები

BBC: აშშ-ის ომის გმირი ან ქალი იყო, ან ინტერსექსუალი

ის, რომ პულავსკის შესაძლოა ქალის აღნაგობა ჰქონდეს, მეცნიერებმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ განაცხადეს, როდესაც მათ პირველად მიეცათ ომის გმირის ჩონჩხის დათვალიერების შესაძლებლობა. თუმცა მაშინ შესაბამისი კვლევების ჩატარება ტექნოლოგიების არარსებობის გამო პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

რუანდა

07 აპრილი 2019, 18:48

მსოფლიო

რუანდაში 25 წლის წინ გენოციდის დროს დაღუპულებს იხსენებენ

დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს მემორიალზე ცეცხლის ანთების ცერემონიით დაიწყო. 1994 წლის 6 აპრილიდან, 100 დღის განმავლობაში, იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე ადამიანი მოკლეს ჰუტუს ტომის ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრებმა.

გოლფი

07 აპრილი 2019, 18:27

სპორტი

მალაიზიელი გოლფის მოთამაშე 28 წლისა გარდაიცვალა

მალაიზიელი გოლფის მოთამაშე არიე ირაუანი ჩინეთში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ის ჩინეთში, სანიას ჩემპიონატის ფარგლებში იყო ჩასული. სპორტსმენი 28 წლის იყო. პირველადი ინფორმაციით, ირაუანი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, მაგრამ საბოლოო დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.

07 აპრილი 2019, 18:16

ეკონომიკა

თბილისში Car Sharing-ის პროგრამა დღეს ამოქმედდა

თბილისში საზიარო ავტომობილის (Car Sharing) პროექტი დღეს მთელი დატვირთვით ამოქმედდა. კომპანია „აიქარის“ თბილისში 50 ელექტრომობილი ჰყავს განთავსებული, თუმცა საბოლოო ჯამში პროექტში 3 000 ელექტრომობილი ჩაერთვება.

თავდასხმა

07 აპრილი 2019, 18:07

სპორტი

ნიუ-იორკში პროფესიონალ მოჭიდავეს სიტყვით გამოსვლის დროს თავს დაესხნენ

Twitter-ზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს, რომ ბრეტ ჰართი სიტყვით გამოსვლისას რინგზე დგას, რა დროსაც რინგზე შერბის კაცი, რომელიც მოჭიდავეს თავს უკნიდან ესხმის და ძირს აქცვს. ამის შემდეგ სცენაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი არბის და ისინიც ჩხუბში ერთვებიან.

07 აპრილი 2019, 18:06

მსოფლიო

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკიმ 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ - 15,95%.

პრინცი უილიამი

07 აპრილი 2019, 17:44

მსოფლიო

პრინცმა უილიამმა დაზვერვის სამსახურში იმუშავა

ბრიტანეთის პრინცი, უილიამი ქვეყნის დაზვერვის სამსახურში 3-კვირიანი მუშაობის პერიოდი დაასრულა. ამის შესახებ სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრინცი საუბრობს.

07 აპრილი 2019, 17:44

ეკონომიკა

საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზირების წესი იცვლება

წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა იქნება შესაძლებელი.მოქმედი კანონმდებლობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა აუქციონის წესით ხდება.თუმცა არის გამონაკლისი, რომელიც ტურისტულ და რეკრეაციულ ზონებზე ვრცელდება.

ლიბია

07 აპრილი 2019, 17:40

მსოფლიო

აშშ-მა ლიბიიდან სამხედროების ევაკუაცია დაიწყო

ლიბიაში სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის დაპირისპირების გამო აშშ-მა ქვეყნიდან სამხედრო პერსოანლის ევაკუაცია დაიწყო. სამხრეთ აფრიკის სარდლობის მეთაურის განცხადებით, მან ამერიკელი სამხედროების კონტიგენტის ადგილმდებარეობა შეცვალა, სამშვიდობოების ევაკუაცია დაიწყო ინდოეთმაც.

ქართული ოცნება

07 აპრილი 2019, 17:25

პოლიტიკა

მმართველმა გუნდმა ზესტაფონის მერობის კანდიდატი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" შუალედური არჩევნებისთვის, ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა. გოგლიჩიძე საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარუდგინა. საზოგადოებას სიტყვით ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც მიმართა და ზესტაფონში არსებულ გარემო პირობებზე ისაუბრა.

აფეთქება

07 აპრილი 2019, 17:18

პოლიტიკა

დიღომში აფეთქების გამო დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლით დიდუბის გამგეობა დაეხმარება

დიღმის მასივში აფეთქების ადგილას სამუშაოები გრძელდება, მაშველებმა დაზიანებული კედლის დემონტაჟი მოახდინეს. რამდენიმე დღეში გაირკვევა რამდენად უსაფრთხოა ამ კორპუსში ცხოვრება. მოსახლეობის ნაწილს ნივთების ასაღებად შენობაში შესვლის უფლება მისცეს.

07 აპრილი 2019, 17:11

მსოფლიო

ჩინეთის კომუნისტური პარტია „პოლიტიკურ დაბადების დღეს“ ორჯერ აღნიშნავს

საქმე ეხება პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების და რეგისტრაციის საკითხს. დირექტივის თანახმად, ეს თარიღი დაბადების დღისთვის ჩვეულ ზეიმს არ ნიშნავს.

პარლამენტი

07 აპრილი 2019, 17:06

პოლიტიკა

დოჰაში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეა გაიხსნა

დოჰაში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კატარის ემირთან, შეიხ თამიმ იბნ ჰამად ალ თანისთან შეხვედრით დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს, თალათ ქსაფერის.