imedi /  14 ივლისი 2019, 10:47 / სანდო წყარო

ბაჩო ახალია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც სერგო თეთრაძის საქმეზეა მსჯავრდებული, საქმეს სტრასბურგში წაიღებს.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ბაჩო ახალაიას ადვოკატზე ანი ნადარეიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ორი ინსტანციის მიერ ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

როგორც ნადარეიშვილი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნადარეიშვილი საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კანონით განსაზღვრულ - 6 თვის ვადაში გაგზავნის.

„ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. უკვე დიდი ხანია, წლებია ველოდები ამ განაჩენს, რომ საქმე სტრასბურგში გავაგზავნო. არც არანაირი რეაქცია მქონია და არც არანაირი მოლოდინი, საერთოდ არ მაინტერესებდა ბიძინა ივანიშვილის სასამართლო რას გამოიტანდა. ბაჩოსაც იგივე მოლოდინი ჰქონდა, მასთან ყოველდღე შევდივარ, როგორც ადვოკატი. თეთრაძის საქმე განსაკუთრებით ახლა არის ყველაზე აქტუალური საქმე, ყველა ვხედავთ, რომ მთელი მთავრობა რუსული გვყავს და რაც მოხდა ყველამ დავინახეთ. ჯაშუშების საქმე არის, მოსკოვიდან "სკაიპით" ჩაერთო ერთ-ერთი ჯაშუში, რომელსაც ჯაშუშის ბრალდება მოუხსნეს და გაამართლეს, მოსკოვში გაიქცა და იქიდან სდებდა ბაჩოს ბრალს", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, თავდაპირველად სამ საქმეზე ჰქონდა ბრალი წაყენებული; მათგან ორში ის გაამართლეს, ერთში კი დამნაშავედ ცნეს;

ის 2013 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. თუმცა, ახალაია არ გამოუშვეს ციხიდან, რადგანაც სასამართლომ მას მორიგი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

2014 წლის ჯერ იანვარში და შემდეგ ივლისში პოკურატურამ მას დამატებით რამდენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის და კიდევ რამდენიმე სამხედროს წამების საქმეზე

თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ სამი პირი – დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა. 14 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალაიას განაჩენი ძალაში დატოვა.

ყველა სიახლე

16 სექტემბერი 2026, 11:59

საზოგადოება

თბილისის მერია აცხადებს კონკურსს - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში, ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“.

16 სექტემბერი 2026, 11:50

საზოგადოება

თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში, ამ ეტაპისთვის, 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია

„როგორც იცით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად, თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

16 სექტემბერი 2026, 11:47

მსოფლიო

Reuters: იტალიამ და ესპანეთმა შენგენის ზონის მოქმედება კიდევ 15 დღით შეაჩერეს

იტალიამ და ესპანეთმა ევროკავშირის შენგენის ზონით გათვალისწინებული საზღვრებზე თავისუფალი გადაადგილების რეჟიმის მოქმედება ერთმანეთთან მიმართებით კიდევ 15 დღით შეაჩერეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

16 სექტემბერი 2026, 11:43

საზოგადოება

სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება

„დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ავარიული საცხოვრებელი სახლები. ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომელიც იძლევა ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ეტაპობრივად ჩანაცვლების საშუალებას. თავიდან ნდობის თვალსაზრისითაც იყო პრობლემები, დღეს კი ამ მხრივ დიდი ინტერესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

16 სექტემბერი 2026, 11:41

საზოგადოება

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში პარკი მოეწყო

„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

16 სექტემბერი 2026, 11:40

საზოგადოება

საქპატენტი პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას იწყებს

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას აცხადებს.

16 სექტემბერი 2026, 11:38

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია: მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეთ გარემოს, საკუთარ უსაფრთხოებას და თავი შეიკავოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სხვა ტერიტორიებზე ცეცხლის თვითნებურად გაჩენისგან

„აღნიშნული ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, ადგილობრივ ეკოსისტემასა და ინფრასტრუქტურას. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ხანძრის თვითნებურად გაჩენა კანონდარღვევაა და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს“.

16 სექტემბერი 2026, 11:33

საზოგადოება

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

16 სექტემბერი 2026, 11:32

ტაბლოიდი

ბუკინგემის სასახლეში რესტავრაციის დროს სამეფო კარის პერსონალის მიერ საუკუნის წინ მივიწყებული ნივთები აღმოაჩინეს

The Guardian-ის ცნობით, ყველაზე ძველ საგნებს შორისაა 1889 წლის გაზეთ Standard-ის ფრაგმენტი ლონდონის უესტ-ენდის თეატრალური დადგმების აფიშებით. ასევე, რესტავრატორებმა მიაგნეს XIX საუკუნის შუა პერიოდის ბუხრის Minton-ის დეკორატიული ფილის ნაწილსა და ძველ კალის ტოლჩას.

ვიკა ფილფანი

16 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

გახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემები

გიორგი გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანის მიერ გაყალბებული სტატისტიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.

აკაკი ალადაშვილი

16 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი ოპოზიციის ლიდერების ნორვეგიის ელჩთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთ შეხვედრებს საზოგადოებას უმალავენ, ნათელია, რომ ისინი გარკვეულ დავალებებს იღებენ, რომელიც არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს

ნორვეგიის ელჩთან გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას გამოეხმაურა.

დონალდ ტრამპი

16 სექტემბერი 2026, 11:21

მსოფლიო

CBS News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი ჩააგდო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია ჩააგდო. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

16 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია

ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

16 სექტემბერი 2026, 11:09

საზოგადოება

მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსმა რეგიონებში არსებული ვითარების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების, სტატისტიკური მონაცემებისა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

16 სექტემბერი 2026, 11:06

პოლიტიკა

სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატ თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ

თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტი მას შემდეგ დაიხურა, რაც სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა და სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა.

16 სექტემბერი 2026, 11:00

სამართალი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

16 სექტემბერი 2026, 10:56

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

16 სექტემბერი 2026, 10:55

სამართალი

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა.

16 სექტემბერი 2026, 10:52

ტექნოლოგიები

კვლევა: ვენერამ შესაძლოა საკუთარი მთვარე შთანთქა

ვენერას შესაძლოა საკუთარი მთვარე ჰქონდა, რომელიც პლანეტას თანდათან მიუახლოვდა და საბოლოოდ მას შეეჯახა. ეს შესაძლოა ვენერას არსებობის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში მომხდარიყო, - იუწყება Reuters-ი კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

დავით ქართველიშვილი

16 სექტემბერი 2026, 10:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: შავი ზღვის ომისშემდგომი რეალობა საქართველოსთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ ევროპასა და აზიას შორის სტაბილური კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია შეიძინოს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის, განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შავ ზღვაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ ანკარის პოზიცია მხოლოდ საფრთხის გაფრთხილებად არ უნდა განიხილებოდეს.