imedi /  06 აგვისტო 2019, 20:09 / სანდო წყარო

პროკურატურამ ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი დაასახელა

გენერალური პროკურატურა

გენერალური პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილის ვახტანგ (ვატო) წერეთლის გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი დაასახელა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით ,,თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სწორედ ამ თანხის - „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M”-დან მიღებული 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქართველოს გენერალური პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაგეგმილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილმა ვახტანგ წერეთელმა, რომელიც იმავდროულად ტელეკომპანია „პირველის დაფუძნებელია, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის გამოკითხვაზე დაიბარეს. 

„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ“, - წერს ვახტანგ წერეთელი.

„სამგორი თრედისა“ და „სამგორი M“-ის მფლობელი ავთანდილ წერეთელი პროკურატურამ 2019 წლის მარტში დაკითხა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკისგან", სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

ამ საქმესთან დაკავშირებით ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში რამენჯერმე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის გაკვირვებას გამოთქვამდა, თუ რატომ არ დაკითხეს პროკურატურაში, რადგან ორი კომპანიიდან, რომლის გარშემოც მოვლენები ვითარდებოდა, წილებს სწორედ ის ფლობდა. 

სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

9 ივლისს კი გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ყველა სიახლე

ბაშარ ასადი

17 თებერვალი 2020, 23:16

მსოფლიო

ბაშარ ასადი: გარე წნეხის მიუხედავად ტერორთან ბრძოლა გაგრძელდება

სირია განაგრძობს ალეპოსა და იდლიბის პროვინციების ტერორისტებისგან გათავისუფლებას მიუხედავად გარე წნეხისა, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა. რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს ძირითადი ნაწილი დაიკავეს, ამის შესახებ middleeasteye წერს.

17 თებერვალი 2020, 23:05

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ამინდის პროგნოზის კომპიუტერის შესაქმნელად £1,2 მილიარდს დახარჯავენ

ბრიტანეთში ე.წ. სუპერკომპიუტერის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რომელიც 1,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაჯდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის, ენერგეტიკისა და მრეწველობის სტრატეგიის სამინისტრო იტყობინება. ახალი კომპიუტერით ამინდის პროგნოზის სიზუსტის გაზრდა გახდება შესაძლებელი. მისი მეშვეობით მეცნიერები შესაძლო კატაკლიზმების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რაც სტიქიური უბედურებების მასშტაბებს შეამცირებს

17 თებერვალი 2020, 22:55

საქართველო

თელავის სკოლის პედაგოგი მოსწავლესთან ფიზიკური დაპირისპირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგი, რომელიც მოსწავლეს ფიზიკურად დაუპირსპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა. შემთხვევა სკოლაში მიმდინარე წლის 22 იანვარს მოხდა, რაც სათვალთვალო ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა.

უილიამ ბარი

17 თებერვალი 2020, 22:48

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ათასზე მეტი ყოფილი თანამშრომელი გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის 1,100 ყოფილი თანამშრომელი აშშ-ს გენერალურ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას CBSnews-ი ავრცელებს. იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ როჯერ სტოუნის საქმეში ფედერალური პროკურორების გადაწყვეტილების შეცვლა უპრეცედენტო იყო.

ანრი ოხანაშვილი

17 თებერვალი 2020, 22:37

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ კომიტეტზე ირაკლი შოთაძეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოვუსმინეთ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით მოხდა. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. ჩატარდა ფარული კენჭისყრა. პროცედურას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

ნიგერი

17 თებერვალი 2020, 22:30

მსოფლიო

ნიგერში დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა

ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. ჰუმანიტარულ დახმარებას ქალაქ დიფაში, ნიგერიასთან საზღვარზე ანაწილებდნენ.

დიეგო კოლასი

17 თებერვალი 2020, 22:13

საქართველო

საფრანგეთის ელჩი: ვიმედოვნებთ, პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, რომ საქართველოში არჩევნები საუკეთესოდ ჩატარდეს

საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი საქართველოში არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს. კოლასის განცხადებით, ამისთვის საჭიროა პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება.

პარიზი

17 თებერვალი 2020, 21:47

მსოფლიო

პარიზში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს

საფრანგეთის პარლამენტში საპენსიო სისტემაში ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის ირგვლივ ვითარება დაძაბულია; აქციის მონაწილეები მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 21:32

საქართველო

ირაკლი შოთაძე: თუ ამირჩევენ გენერალური პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი

უპირველეს ყოვლისა თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი , - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ევროკავშირი

17 თებერვალი 2020, 21:26

საქართველო

ევროპარლამენტი: ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის ფასეულობებს, შეუძლია განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

დოკუმენტში, რომლის ავტორი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსია, აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ყოვლისმომცველ რეფორმებს ატარებენ და ზომებს იღებენ, რომ დააკმაყოფილონ ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმები, ევროკავშირში გაწევრიანების უფლება უნდა ჰქონდეთ ეტაპობრივი ინტეგრაციის მეშვეობით.

17 თებერვალი 2020, 20:53

საქართველო

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. კომიტეტზე ფარული კენჭისყრა ჩატარდა; პროცედურას ოპოზიცია არ ესწრებოდა. კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენა 6 საათს მიმდინარეობდა.

მამუკა მდინარაძე

17 თებერვალი 2020, 20:51

საქართველო

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50 მლნ-მდე მოიპარა ბიუჯეტიდან, აპირებენ თუ არა, ეს ფული დააბრუნონ ბიუჯეტში?

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 20:43

საქართველო

ირაკლი შოთაძე: გიგი უგულავას მეორედ მსჯავრდება არ მომხდარა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით დამდგარ განაჩენზე განმარტება გააკეთა.

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:34

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან განიხილა. ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრი ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების საკითხ შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას ეწინააღმდეგება.

ქეთევან ციხელაშვილი

17 თებერვალი 2020, 20:08

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ცხინვალის რეგიონი იზოლაციაშია, იმის გამო, რომ წამლებზე ქართული წარწერაა, მათი ამოღება ხდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალისტებს ესაუბრა. ქეთევან ციხელაშვილი მოუწოდებს ყველას, ვისაც დღეს ხელეწიფება ფაქტობრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს მიმოსვლა ასეთ კრიზისულ ვითარებაში და ადამიანებს მიეცეთ გადაადგილების შესაძლებლობა.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 20:06

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ

ხორავას ქუჩის საქმეზე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ამიღია და არ მქონია, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ვყოფილვარ, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერია

17 თებერვალი 2020, 19:51

საქართველო

კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 22 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

17 თებერვალი 2020, 19:39

საქართველო

ირაკლი შოთაძე: ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე პასუხისგებაში მიეცა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ თავისი პროკურორობის პერიოდში გახსნილ საქმეებზე ისაუბრა. „ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, მანამდეც როდესაც პირველი მოადგილე ვიყავი და აღნიშნულ დეპარტამენტს ვკურირებდი, ასობით თანამდებობის პირი და საჯარო მოხელეა მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა შოთაძემ

იკერ კასილასი

17 თებერვალი 2020, 19:33

სპორტი

იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად კენჭს იყრის

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა ლეგენდარულმა მეკარემ, იკერ კასილიასმა ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამის შესახებ მადრიდის რეალის ყოფილმა ვარსკვვლავმა Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი 2020, 19:26

საქართველო

ირაკლი შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში, რომელზეც განაჩენი დადგა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სუბარია ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვის ბრალდებაზე. შოთაძის თქმით, მთლიანი თანხა პარტიულ მიზნებს მოხმარდა. მისივე თქმით, რეალურად სამსახური არ არსებობდა და პლასტიკური ბარათები, სადაც 14 მილიონი ჩაირიცხა, გაფლანგვის ერთ-ერთი ხერხი იყო.