imedi /  30 სექტემბერი 2019, 14:55 / სანდო წყარო

ბესელიას თქმით მმართველი გუნდის ოთხ წევრს პირადი ჩანაწერებით აშანტაჟებენ

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გენერალური პროკურატურის შენობა დატოვა. ეკა ბესელიას განცხადებით, ეს არ იყო გამოკითხვა ან დაკითხვა, არამედ იყო გასაუბრება იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამდენმა ადამიანმა უთხრა მას, რომ ემუქრებიან, დამოუკიდებელი დეპუტატი პასუხობს: "მე ვიცი ასეთი 4 საკმაოდ სპეციფიკური შემთხვევა, შეიძლება იყოს მეტი, შეიძლება იყოს უფრო მეტი... მათ შორის კაციც არის... მმართველ გუნდში არიან... არ დავაკონკრეტებ.. სახელისა და გვარის გარეშე ფაქტი დავადასტურე". 

ეკა ბესელიას თქმით, მან გენპროკურატურაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია უკანონო ჩაწერა და შემდეგ ამ ადამიანებს პრობლემა ექმნებათ. „თუმცა არცერთ მათგანი არ არის ისეთი, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლოს, რადგან საუბარი არაა რიგით ადამიანზე, არამედ ისეთი პირთა წრეა, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი უფლების რეალიზებაც და თავის დაცვაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ვერ გაასაჯაროებს მათი თანხმობის გარეშე იმ ადამიანების ვინაობას, ვისზეც შანტაჟი ხორციელდება და ამაში გენპროკურატურაშიც დაეთანხმნენ. 

ამასთან, ეკა ბესელიამ პროკურატურას დაუსახელა იმ ადამიანთა გვარები, რომლებიც მისი მტკიცებით, საკუთარ თანამდებობრივ სტატუსს იყენებენ და უკანონო კავშირი აქვთ სასამართლოს წარმომადგენლებთან. "კონკრეტულად დავასახელე ზარდიაშვილ-მათიკაშვილის შემთხვევა. ეს კავშირები პირდაპირ მეტყველებს უკანონო პირადი ინტერესებით მოქმედებაზე, რადგან ზეგავლენით ვაჭრობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი მდგომარეობით კონკრეტული სარგებლის მიღება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ამ კავშირების დადასტურების ყველაზე მკაფიო მაგალითი არის დავით მათიკაშვილის მეუღლის მოსამართლედ დანიშვნა. „ფაქტია ისიც, რომ ერთ-ერთის მეუღლე იუსტიციის საბჭოს თანამშრომელია, რომელიც უშუალოდ მოსამართლეების შერჩევის და მათი საქმეების მომზადების პროცესშია ჩართული და ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს", - განაცხადა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ თუ გამოძიება დაიწყება, ის მზად არის მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს.

 

 

24 სექტემბერს ეკა ბესელიამ განცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი.

2019 წლის 23 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა კაცი, რომელმაც უწყების განცხადებით, ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. ამ საკითხზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რომ დადგინდეს აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 19 ადამიანი.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

12 ივლისი 2026, 11:48

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დონალდ ტუსკი

12 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს

„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.

თეონა გვაზავა

12 ივლისი 2026, 11:18

სამართალი

ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა

„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.

პლატონ კალმახელიძე

12 ივლისი 2026, 11:18

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.

12 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.