Imedi /  21 ნოემბერი 2019, 16:15 / სანდო წყარო

არასამთავრობოები: 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

სასამართლო

არასამთავრობო ორგანიზაციები, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა.

განცხადების მიხედვით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

„სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან  10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო.

დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე უგულვებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს. კერძოდ:

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი ათეულობით მოსამართლეა და ამგვარ საქმეთა განხილვა შემჭიდროვებულ ვადებს მოითხოვს, 37 საქმის განხილვა ერთ მოსამართლეს, ვალერიანე ფილიშვილს დაევალა, ამან კი, სხვა გარემოებებთან ერთად, საქმეების არაგონივრული გაჭიანურება და დაკავებულთა უფლებების უხეში დარღვევა გამოიწვია;
სამართალდამცავებმა პრობლემური საფუძვლებით მიიღეს დემონსტრანტების დაკავების გადაწყვეტილება. ამავდროულად, პროცესების დაგვიანების გამო, დარღვეული იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების ვადები და დაკავებული პირების ნაწილი 19 ნოემბერს უკვე უკანონოდ იმყოფებოდნენ თავისუფლებაშეზღუდულები. საბოლოოდ, 20 ნოემბერს, გვიან ღამით, მოსამართლე იძულებული გახდა დაკავებულები გაეთავისუფლებინა და საქმეთა განხილვა მეორე დღისთვის გადაედო.

საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე ცალმხრივად ზღუდავდა დემონსტრანტების ადვოკატების შესაძლებლობებს, სრულფასოვნად მოეხდინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვა;
ადვოკატებს არაგონივრულად მცირე დრო ეძლეოდათ საქმის გასაცნობად და მტკიცებულებების მოსაპოვებლად; ზოგიერთ შემთხვევაში, ადვოკატებს მხოლოდ ორი წუთი გამოეყოთ პოზიციების წარმოსადგენად; პრაქტიკულად, ვერც ერთ შემთხვევაში პოლიციამ ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები; საქმეებში ძირითადად დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები იყო წარდგენილი და იშვიათ შემთხვევაში, მედიის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, თუმცა ამ მასალაშიც პოლიციელები ვერ ახერხებდნენ დაკავებული პირების ამოცნობას და კონკრეტულად იმის მითითებას, თუ რა ქმედების გამო მიიჩნეოდნენ ისინი სამართალდამრღვევებად; ერთ საქმეში პოლიციელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილი ვიდეო მტკიცებულება თავადაც არ ჰქონდა ნანახი; აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებაში მონაწილე არც ერთმა პოლიციელმა სასამართლოში არ წარადგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ჩანაწერი ჰქონდათ და პოლიციელთა აბსოლუტურ უმრავლესობას უჭირდა დაკავების მომენტის აღწერა; მოსამართლე წყვეტდა საქმეს და გაურკვეველი მიზეზის გამო გადიოდა ოთახიდან, როგორც ჩანს ,ინსტრუქციის მისაღებად; გაუგებარი იყო მოსამართლის მიერ გამოყენებული სანქციების შერჩევის პრინციპი, პატიმრობების გამოყენება მოხდა 3-დან 13 დღის შუალედში, თუმცა რა ლოგიკით მოხდა კონკრეტული დღეების რაოდენობის განსაზღვრა, ამ დრომდე გაუგებარია. განსაკუთრებით მკაცრი იყო სასჯელები აქციის ორგანიზატორების მიმართ.

საქმეში მტკიცებულებების პრაქტიკულად არ არსებობის ფონზე, სასამართლომ 20 ნოემბერს 12-ვე დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა: გიგა მაქარაშვილი – პატიმრობა  12 დღე. ბექა ბასილაია – პატიმრობა 13 დღე. ელგუჯა ბაგრატიონი – პატიმრობა 12 დღე. ზუკა ბერძენიშვილი – პატიმრობა 7 დღე. ირაკლი კაჭარავა – პატიმრობა  4 დღე; დავით მჟავანაძე – პატიმრობა  4 დღე. ირაკლი ნადირაძე – პატიმრობა 13 დღე. დიმიტრი ბიძინაშვილი – პატიმრობა 3 დღე. გიორგი ბუნტური – პატიმრობა 5 დღე. ლუკა ჭიჭინაძე – პატიმრობა 5 დღე. პაატა სოსანაშვილი – სიტყვიერი შენიშვნა. გურამ მჭედლიშვილი – ჯარიმა 1000 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო პროცესი მიკერძოებული და პოლიტიზირებული იყო. იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ამავდროულად, ბუნდოვანია გამოყენებული სასჯელების განსაზღვრის ლოგიკა. ტენდენციამ აჩვენა, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ ორშაბათს, 25 ნოემბრის აქციაში იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იქნა გამოყენებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში უმძიმესი მდგომარეობაა და რიგ შემთხვევებში იგი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.

მოვუწოდებთ, მმართველ პარტიას და მათ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საზოგადოება და ბანკები, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ცენტრი „ემპათია“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი, მწვანე ალტერნატივა, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. 

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 13:10

მსოფლიო

Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ

შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 13:00

სამართალი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 12:47

პოლიტიკა

კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 12:32

მსოფლიო

ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.

28 მაისი 2026, 12:11

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 11:57

მსოფლიო

აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო

აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

28 მაისი 2026, 11:44

სპორტი

სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 მაისი 2026, 11:39

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

28 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

28 მაისი 2026, 11:25

სპორტი

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

28 მაისი 2026, 11:12

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

28 მაისი 2026, 11:01

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 10:52

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.