imedi /  26 ნოემბერი 2019, 08:42 / სანდო წყარო

შსს: პარლამენტთან აქციაზე 28 ადამიანია დაკავებული

შსს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეცრაზმი პარლამენტთან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირზე მეეზოვეებმა გზა დაასუფთავეს. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. მათთან ერთად არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმია მობილიზებული.

პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. აქციის მონაწილეებიის მიზანია, დღეს დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ 25 ნოებერს თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რიგ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.

ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

ვაჟა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:52

საქართველო

სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულნი არიან EUMM და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები

,,ცხელი ხაზით’’ მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ლაშა ბექაური

14 დეკემბერი 2019, 13:46

სპორტი

ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსის გამარჯვებულია

ლაშა ბექაური ცინდაოს მასტერსის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ლაშამ ესპანეთის ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2019, 13:37

საქართველო

ოპოზიცია დიპლომატებს ხვდება

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. სასტუმრო Holiday Inn-ში შეხვედრაზე ოპოზიცია დიპლომატებთან საარჩევნო სისტემაზე საუბარს გეგმავს. ამის გარდა, პოლიტიკოსები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების თემასაც შეეხებიან. ლიდერები სასამართლო სისტემაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

თამილა ლაფანაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:27

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში „კგბ“-ს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის ციხეშია შეზღუდული, დღეს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ზეიმი ფერმკრთალდება. „ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება.

ელტონ ჯონი

14 დეკემბერი 2019, 13:15

კულტურა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ელტონ ჯონის სიმღერის (Your Song) ტექსტის ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდა. ლოტში 180 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. სიმღერის ტექსტი ბერნი ტოპინის მიერ არის დაწერილი, რომელთანაც ლეგენდარულ მუსიკოსს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს.

ნარკოტიკი აეროპორტი

14 დეკემბერი 2019, 13:07

მსოფლიო

სტამბოლის აეროპორტში 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

სტამბოლის აეროპორტის სატვირთო ტერმინალში პოლიციამ 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღო. ამის შესახებ TRT Harber იტყობინება. კერძოდ, საუბარია ახალი თაობის ნარკოტიკ „კრატომზე“. ნარკოტიკის მსხვილი პარტია ინდონეზიიდან აშშ-ში გადაჰქონდათ.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი
ტონი ფერგიუსონი

14 დეკემბერი 2019, 12:53

სპორტი

ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართება

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლი ჰაბიბ ნურმაგომედოვი მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულს 18 აპრილს ნიუ-იორკში, ამერიკელი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ „აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი“ (UFC) ავრცელებს.

გიორგი გახარია

14 დეკემბერი 2019, 12:33

საქართველო

გიორგი გახარია ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„ვულოცავ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები კვლავ განაგრძობს გაძლიერებას თქვენი მეთაურობის ფარგლებში. ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის იმედი მაქვს“, - წერს გახარია Twitter-ზე.

ერეკლე კუხიანიძე

14 დეკემბერი 2019, 12:23

საქართველო

საკრებულოს დეპუტატი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს: ან პროვოკატორები ან იდიოტები ხართ

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს არ ნანობს და ტექტს მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირებს. კუხიანიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება ექიმის მეუღლის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ამბობდა, რომ „ძალიან საზეიმოა ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევა, თუმცა საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა“.

დონალდ ტრამპი

14 დეკემბერი 2019, 12:01

მსოფლიო

CNN: ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენაზე წვდომის მქონე პირთა რიცხვი შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეამცირა იმ საჯარო მოხელეების რიცხვი, ვისაც უცხო ქვეყნის ლიდერებთან დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება ჰქონდა. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. ახლა სატელეფონო საუბრებზე წვდომა მხოლოდ მაღალჩინოსნებს აქვთ.

ჯერალდ კოტენი

14 დეკემბერი 2019, 11:51

ეკონომიკა

კანადაში კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის დამფუძნებლის ექსჰუმაციას ითხოვენ

გაკოტრებული კრიპტოვალუტა QuadrigaCX-ის აქციების მფლობელების ადვოკატები კანადის ხელისუფლებისგან კრიპტოვალუტის დამფუძნებლის, ჯერალდ კოტენის ექსჰუმაციას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მათი განცხადებით, კოტენი „საეჭვო გარემოებებში“ გარდაიცვალა.

14 დეკემბერი 2019, 11:04

მსოფლიო

სამოაში წითელამ 72 ადამიანი იმსხვერპლა

სამოაში მასობრივი ვაქცინაციის ფონზე წითელას ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულთა უმრავლესობა 4 წლამდე ბავშვია. ამ დროისთვის კლინიკებში 169 ინფიცირებული რჩება. 16 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

დიდი ბრიტანეთი შოტლანდია

14 დეკემბერი 2019, 10:58

ტაბლოიდი

ჯონსონის გამარჯვების შემდეგ ბრიტანელები შოტლანდიაში ცხოვრებით დაინტერესდნენ

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, შოტლანდიაში პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტია დამარცხდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების პარალელურად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე Google-ის საძიებო სისტემის ტრენდებს შორის ფრაზა „move to Scotland“ (შოტლანდიაში საცხოვრებლად გადასვლა) აღმოჩნდა.

ლაგოდეხის ნაკრძალი

14 დეკემბერი 2019, 10:14

საქართველო

ლაგოდეხში საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა. ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ჯონ ლენონის სათვალე

14 დეკემბერი 2019, 10:03

ეკონომიკა

ჯონ ლენონის სათვალე 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ჯონ ლენონის ლეგენდარული სათვალე Sotheby's-ის აუქციონზე გაყიდეს. უცნობმა კოლექციონერმა ის 137,5 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ლენონმა სათვალე პირველად 1966 წელს გაიკეთა, როდესაც რიჩარდ ლესტერის ფილმში „როგორ მოვიგე ომი“ მონაწილეობისთვის ემზადებოდა.

facebook

14 დეკემბერი 2019, 09:59

ტექნოლოგიები

უცნობმა პირმა Facebook-ის 29 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები მოიპარა

უცნობმა პირმა მოიპარა რამდენიმე მყარი დისკი, რომელზეც კომპანია Facebook-ის 29 ათასი თანამშრომლის პირადი მონაცემები ინახებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. ბოროტმოქმედმა მყარი დისკები Facebook-ის ​ერთ-ერთი თანამშრომლის ავტომობილიდან მოიპარა.

AirBus Qantas

14 დეკემბერი 2019, 09:33

ეკონომიკა

Qantas-მა ყველაზე ხანგრძლივი რეისისთვის Airbus-ის თვითმფრინავები აირჩია

ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა ყველაზე ხანგრძლივი ფრენებისთვის Airbus-ის თვითმფრინავები აირჩია, რაც ამერიკული კომპანია Boeing-ის პრესტიჟისა და ფინანსური მდგომარეობისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს. ამის შესახებ BBC წერს.

სანკტ-პეტერბურგის სტადიონი

14 დეკემბერი 2019, 09:08

სპორტი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა „ევრო 2020“-ს არ შეეხება

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტოს (WADA) განცხადებით, 4 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატების გამართვასა და მათ მასპინძლობაზე განაცხადის შეტანაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვა ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობაზე არ გავრცელდება.

უძილობა

14 დეკემბერი 2019, 08:53

ტექნოლოგიები

ცნობილია, რა პროდუქტები იწვევს უძილობას

კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმებისა და ქირურგების კოლეჯის მეცნიერებმა უძილობის გამომწვევი პროდუქტები დაასახელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა. კვლევის ავტორებმა 50 ათასამდე ადამიანის კვების რაციონი შეისწავლეს.

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 08:43

საქართველო

მმართველი პარტია დღეს ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.