Imedi /  02 დეკემბერი 2019, 23:00 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარ ინციდენტს შსს გამოიძიებს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, “ქართული ოცნების“ ოფისთან განვითარებული მოვლენებისას არავინ დაუკავებიათ.

„ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებოდა სხვადასხვა აზრის მქონე ორი მხარე. ორივე მხარე საკუთარი აზრის გამოხატვას ცდილობდა. მათ შორის მოხდა კონფლიქტი. პოლიცია ადგილზე იცავს საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა ბუხრაძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართული აქციის შემდეგ აქტივისტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. 

აქციისას „გაბედეს“, „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის დაპირისპირება იყო.  „სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავებულია აქციის 5 მონაწილე. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ „გაბედეს“ წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შეხლა-შემოხლა და ხმაური მოჰყვა.  

„სირცხვილიას“ წევრმა თათია წულაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა მათი მიმართულებით პიროტექტნიკა ისროლა, რის შედეგად მათი მოძრაობის წევრი, გეგა სალუქვაძე დაშავდა. 

აქტივისტებმა მმართველი პარტიის ოფისის წინ მდებარე ღობესა და ასფალტზე წარწერები: „ზონდერი“ და „ქურდული ოცნება“ დატოვეს. 

აქტივისტები დღეს მცხეთაში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ. 

მცხეთაში, მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან, ფიზიკური დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ადამიანი დააკავა, მათ შორის ოთხი, მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტია. დაკავებულთა შორის არის შალვა ნათელშვილის შვილიც. 

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელმაც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. პროპორციულის ჩაგდებას თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2026, 09:50

საზოგადოება

ComCom-ის წარმომადგენლებმა ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა.

აბას არაღჩი

28 სექტემბერი 2026, 09:47

მსოფლიო

აბას არაღჩი: ირანი ომის განახლებისთვის სრულად მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს

ირანი აშშ-თან საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზად არის, თუმცა დიპლომატიის შესაძლებლობას ჯერ კიდევ არ გამორიცხავს, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.

რატი იონათამიშვილი

28 სექტემბერი 2026, 09:42

სპორტი

რატი იონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!

პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2026, 09:32

საზოგადოება

თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია.

28 სექტემბერი 2026, 09:30

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

28 სექტემბერი 2026, 09:19

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს

ევროკავშირი ოთხი ქვეყნისთვის, რომლებიც გაერთიანებაში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს არიან, მკაფიო, ეტაპობრივ გეგმებს ამზადებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 09:08

მსოფლიო

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. 100 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნიუ-იორკში წაქცეულმა ხემ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

28 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი გადადგა - ქვეყანა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 08:56

მსოფლიო

შვეიცარიაში კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

შვეიცარიელებმა გუშინ გამართულ რეფერენდუმზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. წინასწარი შედეგებით, ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცა 69%-მა თანხმობა კი მხოლოდ 30.88%-მა დააფიქსირა.

28 სექტემბერი 2026, 08:50

რეგიონი

მესტიის სატყეო უბანზე, ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა - სატყეო ენტომოლოგებმა ადგილზე საველე კვლევა ჩაატარეს

მესტიის სატყეო უბანზე, ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა. სატყეო ენტომოლოგების მიერ ადგილზე საველე კვლევა განხორციელდა, შეფასდა ნაძვნარი კორომების სანიტარიული მდგომარეობა, რის შედეგადაც მავნებელ-დაავადებების არსებობის დამადასტურებელი ნიშნები გამოვლინდა.

გიორგი ვოლსკი

28 სექტემბერი 2026, 08:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: როდესაც ადამიანი არათუ აფხაზების მიმართ, ქართველების მიმართაც უშველებელ დანაშაულებში იყო ჩართული, რასაკვირველია ვერ მოსთხოვ გარკვეული ნორმების დაცვას

როდესაც ადამიანი არათუ აფხაზების მიმართ, ქართველების მიმართაც უშველებელ დანაშაულებში იყო თვითონ ჩართული (წამება და ადამიანების ქუჩაში ხოცვა მაქვს მხედველობაში) რასაკვირველია ვერ მოსთხოვ გარკვეული ნორმების დაცვას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ნიკა გვარამია

28 სექტემბერი 2026, 08:31

პოლიტიკა

„სიყვარული არ ხდება დაკვეთით. ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ“ - ნიკა გვარამია ანტიაფხაზურ კამპანიას განაგრძობს

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა „ავიტანოთ“. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად კი პარტია „ახლის’’ ლიდერს ევროკავშირი ესახება. მანამდე მან ქართველები და აფხაზები მტრებად გამოაცხადა

28 სექტემბერი 2026, 08:21

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

28 სექტემბერი 2026, 08:14

რეგიონი

დმანისში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2026“ გაიმართა

დმანისში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2026“ გაიმართა. ქალაქის ცენტრში სტუმრებს კულტურული და ეთნო-გასტრონომიული კუთხეები, საბავშვო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული აქტივობები დახვდათ.

28 სექტემბერი 2026, 08:06

პოლიტიკა

81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

პარლამენტი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაზე იწყებს მუშაობას. ქონების გადასახადთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც დაიწყება მისი როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო ფორმატში განხილვა.

28 სექტემბერი 2026, 00:58

სპორტი

ბელა ხოტენაშვილმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უზბეკეთმა 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი ბელა ხოტენაშვილი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

28 სექტემბერი 2026, 00:50

საზოგადოება

დღეს ალავერდობაა

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ალავერდის საკათედრო ტაძარში კი ალავერდობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება.

28 სექტემბერი 2026, 00:12

საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 00:02

სპორტი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შეხვედრას დღეს უკრაინის ნაკრებთან გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 სექტემბერი 2026, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, დასავლეთში პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი ხვდება, რომ საქართველოსთან მიმართებით ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებდნენ, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია

ვფიქრობ, დასავლეთში პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი ხვდება, რომ საქართველოსთან მიმართებით ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებდნენ, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.