ვახტანგ გომელაური: აპრილიდან არასრულწლოვნები კამერებით აღჭურვილ ოთახში გამოიკითხებიან
ვახტანგ გომელაური
ფოტო: შსს
აპრილიდან არასრულწლოვნების მიმართულებით შს სამინისტროს ქალაქის მთავარ სამმართველოში ცალკე სამმართველო ამოქმედდება, სადაც მოზარდები კამერებით აღჭურვილ ოთახში გამოიკითხებიან. ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “SVOT ანალიზში” სტუმრობისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, შინაგან სამეთა სამინისტროში ბევრი ახალი პროექტი ხორციელდება, მათ შორის არასრულწლოვნებთან დაკავშირებითაც.
„დაანონსებული გვაქვს ახალი სამმართველოს შექმნა. ამ მიზნით ქალაქის სამმართველოში ფლიგელი რემონტდება და გამომძიებლები მხოლოდ არასრულწლოვნებზე იმუშავებენ. ვფიქრობთ, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება სპეციალიზებული ოთახი, რომელიც ევროპული სტანდარტის შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაკეთდა. კამერით იქნება აღჭურვილი, რათა შემდეგ პრობლემა არ შეიქმნას. პირებს ეცნობებათ, რომ ოთახი კამერითაა აღჭურვილი და გადაღება ხდება. დაკითხვის პროცესში იქნებიან ოპერატიული თანამშრომლბი, გამომძიებლები, რომლებიც მხოლოდ მოზარდებზე იმუშავებენ. გვეყოლება ფსიქოლოგებიც. თუ მშობელი მოითხოვს, გააჩნია მოზარდის ასაკს, დაკითხვის, გამოკითხვის პროცესს ფსიქოლოგებიც დაესწრებიან. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც ჩვენ აქამდე არ გვქონდა, სამწუხაროდ, რაც მოხდა სირაძის შემთხვევაში. ამ პროექტის განხორციელება ბატონ გიორგი გახარიას დროს დაიწყო, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ჩვენ ვაგრძელებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ყველა სიახლე
03 აგვისტო 2026, 09:07
რეგიონი
თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა" აღინიშნა
თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა" აღინიშნა. ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი და მუსიკალური აქტივობა იმართებოდა.
03 აგვისტო 2026, 09:02
საზოგადოება
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა
სამი წელი შოვის ტრაგედიიდან - ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება თავს დაატყდა. 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასშტაბური და მოულოდნელი სტიქიის შედეგად შოვი გარე სამყაროს მოწყდა.
02 აგვისტო 2026, 23:03
მსოფლიო
საბერძნეთში ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი
შემთხვევა ათენის დასავლეთით, ფსათას რაიონში ტყის ხანძრის ქრობის ოპერაციისას მოხდა. გარდაცვლილები არიან ბერძენი კოორდინატორი და დანიელი მფრინავი, ხოლო ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი - ბრიტანელი პილოტი და საბერძნეთის სახანძრო სამსახურის მეკავშირე გადარჩნენ.
02 აგვისტო 2026, 22:09
სპორტი
სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
02 აგვისტო 2026, 20:28
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ესპანეთში მაროკოდან მიგრანტების მასობრივ შესვლაზე: ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ესპანეთში, სეუტაში მაროკოდან მიგრანტების არალეგალურად შესვლას. ანალიტიკოსი გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, შექმნილი კრიზისი უკავშირდებოდეს ამერიკა-ისრაელსა და ესპანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ დავუშვებთ მესამე ქვეყნების მეშვეობით პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმის არსებობას, მაშინ მაროკო ყველაზე მოსახერხებელი შემსრულებელია. ანალიტიკოსის აზრით, ასეთ შემთხვევაში ზეწოლის ადრესატი მთლიანად ევროკავშირია:
02 აგვისტო 2026, 19:42
საზოგადოება
პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი ავრცელებს.
02 აგვისტო 2026, 18:35
სამართალი
შსს: სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა - სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.~
02 აგვისტო 2026, 18:28
სამართალი
მედია: ბელარუსი უკრაინის საზღვართან სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქმნის
ბელარუსი უკრაინის საზღვართან 37-ე ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას აყალიბებს. ამის შესახებ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ალექსანდრე ილიუკევიჩმა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ВоенТВ“-ის ეთერში განაცხადა.
02 აგვისტო 2026, 17:27
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა
პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში აღნიშნულია: „კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: დაინიშნოს ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“.
02 აგვისტო 2026, 17:22
საზოგადოება
პარლამენტის წევრები ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ
აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.
02 აგვისტო 2026, 17:18
მსოფლიო
არგენტინაში მიწების უცხოელებისთვის გადაცემის შესახებ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს
ბუენოს-აირესში ასობით ადამიანი ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში გადაცემის აკრძალვას აუქმებს.
02 აგვისტო 2026, 17:11
მსოფლიო
ირანში უარყვეს ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა
ირანის სამხედრო წყაროებმა უარყვეს შტატების პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა. თეირანში დონალდ ტრამპის განცხადებას „კიდევ ერთი ტყუილი“ უწოდეს.
02 აგვისტო 2026, 16:36
მსოფლიო
le Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche (JDD)-სთან ინტერვიუში.
02 აგვისტო 2026, 15:51
ტაბლოიდი
აშშ-ში ძაღლებს შორის სერფინგში ჩემპიონატი ჩატარდა🌊🐕გალერეა
კალიფორნიის ქალაქ პასიფიკაში, ლინდა-მარის პლაჟზე ძაღლებს შორის სერფინგის მე-10 ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. CBS News-ის ცნობით, შეჯიბრში სხვადასხვა ჯიშის 14-მა ძაღლმა მიიღო მონაწილეობა - მინიატიურული ცვერგპინჩერებიდან დაწყებული, ლაბრადორებითა და ფრანგული ბულდოგებით დამთავრებული. მსაჯები მონაწილეებს იმის მიხედვით აფასებდნენ, თუ რამდენ ხანს ძლებდნენ ისინი ტალღაზე და რამდენად დამაჯერებლად გრძნობდნენ თავს დაფაზე.
02 აგვისტო 2026, 15:42
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. სწორედ რემა ღვამიჩავას სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის დანერგვა და ეროვნული სკრინინგცენტრის ჩამოყალიბება. მისი აღზრდილი ექიმთა არაერთი თაობისათვის იგი მუდამ დარჩება პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და კეთილსინდისიერების სანიმუშო მაგალითად. თანავუგრძნობ ოჯახს, მეგობრებსა და სამედიცინო საზოგადოებას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
02 აგვისტო 2026, 15:07
მსოფლიო
ინდონეზიაში ბორანზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ინდონეზიაში ბორანზე ხანძრის გაჩენის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაკარგულად ითვლება. ინციდენტის დროს, ბორანი ღია ზღვაში იყო, ბორტზე კი 271 ადამიანი იმყოფებოდა.
02 აგვისტო 2026, 14:36
მსოფლიო
ევროპაში ე.წ. მსოფლიო პრაიდის ღონისძიებები მიმდინარეობს
ევროპაში ე.წ. მსოფლიო პრაიდი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე გაიმართა. ლგბტ საზოგადოების განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ბერლინის პრაიდზე სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. პრაიდ აღლუმები გაიმართა ამსტერდამში, სტოკჰოლმსა და ჰამბურგში.
02 აგვისტო 2026, 14:34
მსოფლიო
ტყის ხანძარმა ვაშინგტონის შტატში მასობრივი ევაკუაცია და ელექტრომომარაგების გათიშვა გამოიწვია
გუბერნატორმა ბობ ფერგიუსონმა შტატის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ცეცხლის დანთება აკრძალა. ოფიციალური პირების ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
02 აგვისტო 2026, 14:33
ეკონომიკა
პრემიერი: ჩვენი ეკონომიკური სისტემა აჩვენებს მდგრადობას და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება, არის კორუფციის აღმოფხვრა, ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია, რაც პირდაპირ უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო მეტად გაზრდას
ეკონომიკური ზრდის კუთხით, უკვე გამოქვეყნებულია პირველი 6 თვის მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველად პროგნოზს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის კუთხით, ეს არის კორუფციის აღმოფხვრა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებთან.
02 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
პრემიერი: ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა სცადონ რამენაირად ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა
ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და შესაბამისად, მოქმედებს ამ დაკვეთების მიხედვით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებს.


