30 ივლისი 2017, 20:36 / სანდო წყარო

წულუკიანი: როგორც კი სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, კიევი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ ილაპარაკა.

"ეს არის წმინდად სამართლებრივი და საგამოძიებო-საპროკურორო ექსტრადიციის პროცესი. ჩვენ ვნახეთ უკრაინული მხრიდან სხვადასხვა განცხადებები, სიმართლე ერთია - საქართველოს მხარემ მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მოითხოვა გადმოსაცემად 4 სხვადასხვა სისხლის სამართლებრივ საქმეზე, მათ შორის იყო დეპუტატ გელაშვილის ცემა, 9 მილიონი  ლარის გაფლანგვა, ნოემბრის საქმე და ტელეიმედის საქმე. ამ საქმეებზე ჩვენ მოვითხოვეთ  2014 და 2015 წელს ექსტრადაცია. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როდესაც ითხოვ ექსტრადიციას გადმომცემი სახელმწიფო ან დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ან არა. უკრაინულმა მხარემ მაშინ 2015 წლის აპრილში თქვა, რომ ჩვენ ვერ გადმოგცემთ მიხელ სააკაშვილს, იმიტომ რომ გვეჩვენება, რომ ეს დევნა არ არის წმინდა სამართლებრივიო. როგორც ჩანს, მათ დღეს პოზიცია შეცვალეს. როგორც კი სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, კიევი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს", - თქვა თეა წულუკიანმა

ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად საინტერესო არ არის."მე არ მგონია, რომ ის ოდესმე გახდეს საქართველოში ისევ მოქმედი პოლიტიკური ფიგურა", - განაცხადა წულუკიანმა.

26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

27 ივლისს სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის უკრაინაში დაბრუნდება, თუმცა უკრაინის სასაზღვრო სამსახური არ აპირებს ოდესის ყოფილი გუბერნატორის და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებას.

რაც შეეხება უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ექსტრადიცია არ მოუთხოვია. ამაზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თქვა, რომ ექსტრადიციაზე მოთხოვნა პროკურატურამ უკრაინას ორჯერ გაუგზავნა და რომ ამ პროცესის შემაფერხებელი უკრაინის კონსტიტუციაა. მოგვიანებით პეტრო პოროშენკომ ინფორმაცია გადაამოწმა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

09 სექტემბერი 2026, 16:06

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას

მარტა კოსის განცხადება საგულისხმოა. ფაქტობრივად, ეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და მათთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს, რადგან MAGA-ს ფილოსოფია მომდინარეობს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

09 სექტემბერი 2026, 15:49

მსოფლიო

The Guardian: ევროპელებს ერთიანი ევროპის ხილვა სურთ, თუმცა ეჭვი ეპარებათ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ამ მიზნის მიღწევას

The Guardian-ის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ახალი კვლევის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობას, ერთიანი და ძლიერი ევროკავშირი სურს, თუმცა ეჭვქვეშ აყენებენ ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობას.

იაგო ხვიჩია

09 სექტემბერი 2026, 15:44

პოლიტიკა

იაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თავისუფლების მტერი უწოდა

„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ“ - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევა.

09 სექტემბერი 2026, 15:33

რეგიონი

ბათუმი - სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება

საქართველოს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი - სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11.3 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას, ხელი მოეწერა.

პეტერ მადიარი

09 სექტემბერი 2026, 15:15

მსოფლიო

Euronews: უნგრეთის მორიგი ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აფერხებს

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესს კვლავ ვერ მიაღწია. სამშაბათს გამართულ მოლაპარაკებებზე უნგრეთის დიპლომატებმა მოლაპარაკებების ახალი თავების გახსნას მხარი არ დაუჭირეს, იუწყება Euronews-ი.

09 სექტემბერი 2026, 15:06

ეკონომიკა

„პეივ ბანკი“ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების Sifted 100: DACH & CEE-ის წლევანდელ რეიტინგში საქართველოს სახელით მეოთხე პოზიციაზე დასახელდა

საქართველოში მოქმედი ციფრული ბანკი „პეივ ბანკი" ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების წლევანდელ რეიტინგში, Sifted 100: DACH & CEE, მეოთხე პოზიციაზე დასახელდა და საქართველო რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის წარმოაჩინა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

09 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

09 სექტემბერი 2026, 14:46

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაახლოებით 200-მდე ვაკანსია გამოცხადებული, - განაცხადა „იმედის დილაში“ სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.

09 სექტემბერი 2026, 14:42

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა- 2026 დასრულდა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი პროექტის - ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

09 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“, მიშასგან განმდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან

ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“, მიშასგან განმდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.

09 სექტემბერი 2026, 14:32

სამართალი

ჯაშუშების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლიეს

ჯაშუშების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩიხლაძის პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლომ ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლია.

09 სექტემბერი 2026, 14:27

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანია კვლავ პატიმრობაში რჩება

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გიორგი ვოლსკი

09 სექტემბერი 2026, 14:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ასავალ-დასავალსაც“ თავისი სტილი ჰქონდა ყოველთვის, ეს არის სკანდალური თემების წამოწევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ ჰქონდა არასდროს

„ასავალ-დასავალსაც“ თავისი სტილი ჰქონდა ყოველთვის, ეს არის სკანდალური თემების წამოწევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ ჰქონდა არასდროს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

09 სექტემბერი 2026, 14:24

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, მისი ნათესავი, მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი იკითხება

პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარის მოწმე, მის დანაშაულებრივ ქმედებებს აღიარებს. პროკურორის თქმით, არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილისა და ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის კავშირები.

ზვიად შალამბერიძე

09 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, შეარჩიოს თავის დაცვის ის სტრატეგია, რომელსაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს

ამ [ღარიბაშვილის] შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

09 სექტემბერი 2026, 14:21

სამართალი

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დავით გოგნაძე ორი ათასი ლარით დააჯარიმა. გოგნაძე სამართალდამრღვევად გამოცხადდა. 1500 ლარით დაჯარიმდა მამუკა ტყაბლაძე.

ნინო წილოსანი

09 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გაეროში ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე: ერთადერთი თვითნებური, რაც იყო, ეს იყო ევროკავშირის რიგი ფონდების დაფინანსება, რომელიც საქართველოში თვითნებურად მოედინებოდა და იმ არეულობებს აფინანსებდა, რომელთა შედეგად დაკავებულების დაცვას ახლა ისინი ცდილობენ

ერთადერთი თვითნებური, რაც იყო, ეს იყო ევროკავშირის რიგი ფონდების დაფინანსება, რომელიც საქართველოში თვითნებურად მოედინებოდა და იმ არეულობებს აფინანსებდა, რომელთა შედეგად დაკავებულების დაცვას ახლა ისინი ცდილობენ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, გაეროში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ გმობს საქართველოში თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს.

რატი იონათამიშვილი

09 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება

„ფაქტია, რომ ევრობიუროკრატებს ძალიან ეწყინათ ის, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს და შეწყალების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. ამავდროულად, ეს განცხადება ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებაა, რომ ამ ესკალაციების უკან სწორედ ეს ევრობიუროკრატებიც იდგნენ და ისინი ახალისებდნენ ძალადობას საქართველოში. სწორედ იმიტომ, რომ მათ ხელიდან ეცლებათ ამ ადამიანების ირგვლივ ყალბად აწეული თემა, როგორც ინსტრუმენტი, როგორც ჩანს სასოწარკვეთაში არიან მოქცეულნი და ამიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გეკა გელაძე

09 სექტემბერი 2026, 14:11

პოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება

2026 წლის ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

09 სექტემბერი 2026, 14:10

მსოფლიო

POLITICO: ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლო მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისთვის მზად არ არის

POLITICO წერს, ევროკავშირში სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯების ზრდის ფონზე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შესაძლო მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისთვის მზად არ არის.