დაკავებული საკრებულოს დეპუტატის წინააღმდეგ ჩვენება საკუთარმა შვილმაც მისცა
ზურაბ ნეფარიძე
დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობის გაირკვა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება მისმა შვილმაც მისცა. პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის მასალების თანახმად, ზურაბ ნეფარიძის შვილი მამის დანაშაულში მონაწილეობდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძეს ქრთამის აღებაში საკუთარი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელი ადანაშაულებს. დალი მამულაშვილის საჩივრის საფუძველზე დააკავა ანტიკორუფციულმა სააგენტომ დეპუტატი. სისხლის სამართლის საქმეში დალი მამულაშვილი დაზარალებულის სტატუსით არის დაკითხული. ის ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ბიუროს თანამშრომელია.
მამულაშვილი ამბობს, რომ ხელფასიდან 400 ლარს ნეფარიძე სძალავდა. მისი განცხადებით, ბოლო სამ თვეში 400-400 ლარი გამოსძალა რაც ჯამში 1200 ლარს შეადგენს. სწორედ 1200 ლარის ქრთამის აღებაში ედავება ანტიკორუფციული სააგენტო ნეფარიძეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის განცხადებით, მაჟორიტარის ოფისისთვის თბილისის საკრებულოს ხელფასებისთვის და ოფისის ქირისთვის თვეში 5000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ეს არასაკმარისი იყო. ამასთან ზურაბ ნეფარიძე წლების განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს საკუთარი თანხებით იხდიდა. ბოლო პერიოდში კი კომუნალურებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის თანხებს თანამშრომლებიც დებდნენ.
საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს ბრალი ქრთამის აღებისთვის ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის, სულხან კაპანაძის განცხადებით, ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეპუტატი დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ ნეფარიძე 26 აგვისტოს დააკავა. ის 2014 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატია "ეროვნული ფორუმიდან". წარსულში ნეფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
ყველა სიახლე
15 აგვისტო 2026, 01:09
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელი: ცხელი ხაზის მეშვეობით, ჩვენი რაიონის თანამშრომლები ყველა შეტყობინებაზე ადგილზე მიდიან და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება - ყველა შეტყობინებაზე რეაგირება გვექნება
უხვი ნალექის შედეგად ცენტრალურ საბურთალოზე რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სანიაღვრე სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ამ ეტაპისთვის ყველა პრობლემა აღმოფხვრილია, - განაცხადა ვიდეოჩართვაში საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ.
15 აგვისტო 2026, 00:27
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს მალე აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს
„მას შემდეგ, რაც ირანის დამარცხებას დავასრულებთ... ჰორმუზის სრუტეს შეერთებული შტატების ტერიტორიად გამოვაცხადებ“, - განაცხადა ტრამპმა წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.
15 აგვისტო 2026, 00:04
საზოგადოება
თბილისის მერია: დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია
„განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზირზე. საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.
14 აგვისტო 2026, 23:23
რეგიონი
გარემოს ეროვნული სააგენტო: 15 აგვისტოს დილამდე კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისსა და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი
14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 აგვისტო 2026, 22:49
საზოგადოება
ახალი სტანდარტი სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებისას - რის უფლება ენიჭებათ მგზავრებს გრაფიკის ცვლილების, რეისის შეფერხების ან დაგვიანების შემთხვევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რკინიგზით გადაადგილებისას მგზავრებს დამატებითი უფლებები მიენიჭათ. ეს ეხება რეისის დაგვიანებას, შეფერხებას ან გრაფიკის ცვლილებას. მგზავრს შეეძლება ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საჩივრის შედგენა.
14 აგვისტო 2026, 22:37
სპორტი
პარაძიუდოისტი ლევან გუგავა ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტი ლევან გუგავა (J2 -81კგ) ევროპის ჩემპიონია.
14 აგვისტო 2026, 22:26
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ჩვენს საზოგადოებას გამოაკლდა გამორჩეული ადამიანი და მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
14 აგვისტო 2026, 22:00
რეგიონი
უსაფრთხო გადაადგილება გუდაურისა და სტეფანწმინდისკენ - ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კურორტ გუდაურისკენ, ასევე სტეფანწმინდამდე მგზავრობა მალე უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო იქნება. ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება.
14 აგვისტო 2026, 21:43
პოლიტიკა
ფინანსების გამჭვირვალობა და საქართველოს დადებითი შედეგი - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა 139 სახელმწიფო შეაფასა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფისკალური გამჭვირვალობა საქართველოში. მსოფლიოს 139 სახელმწიფოდან ნახევარზე მეტი მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მათ შორის არის ჩვენი სამეზობლო, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მოლდოვა.
14 აგვისტო 2026, 21:37
პოლიტიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის შს მინისტრის საქართველოში ვიზიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყირგიზეთის შს მინისტრის ვიზიტი დასრულებულია. ულან ნიაზბეკოვს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ქართველმა კოლეგამ და სახელმწიფო უსაფრტხოების სამსახურის ხელმძრვანელმა უმასპინძლეს.
14 აგვისტო 2026, 21:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას, გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მისმა ობიექტივმა შემოგვინახა არაერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ვუსამძიმრებ ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,”- წერს პარლამენტის თავმჯდომარე
14 აგვისტო 2026, 21:13
პოლიტიკა
კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს - ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
14 აგვისტო 2026, 21:09
პოლიტიკა
შტურმი ტურიზმზე და ქვეყნის დამაზიანებელი კამპანია - ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ ებრძვის საქართველოში მშვიდობას და განვითარებას? ესკალაციის მიზანი ოკუპაციის პირობებში. ხელისუფლება გარედან მართული ახალი კამპანიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს.
14 აგვისტო 2026, 21:03
სამართალი
პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 აგვისტო 2026, 20:56
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
14 აგვისტო 2026, 20:42
პოლიტიკა
ქართველებისთვის წაყენებული მძიმე ბრალდების გავრცელება ბარამიძის არჩევანი იყო - სეპარატისტების გააქტიურება და გამოძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გია ბარამიძემ სეპარატისტებს საბაბი მისცა, სამი ათეული წლის შემდეგ ისტორიის დამახინჯება და ქართველების დადანაშაულება კიდევ ერთხელ სცადონ. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ამ მასშტაბის მავნებლობის ავტორმა კი აღმოჩნდა, რომ ტყუილის ტირაჟირებას შეგნებულად მოაწერა ხელი.
14 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო - ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო
„ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო - მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული“.
14 აგვისტო 2026, 20:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მან თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. ბადრი ვადაჭკორიამ თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში. მის ობიექტივში მოხვედრილი არაერთი მნიშვნელოვანი კადრი ქართული ფოტომატიანის განუყოფელ ნაწილად დარჩება“.
14 აგვისტო 2026, 20:19
პოლიტიკა
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუხდა. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან 10 ათასამდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
14 აგვისტო 2026, 20:05
საზოგადოება
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია
ბადრი ვადაჭკორია მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.


