imedi /  13 სექტემბერი 2017, 15:45 / სანდო წყარო

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირები პრემიას ერთ კვირაში მიიღებენ

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ყველა პირი პრემია-დანამატს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესაბამისი მოსამზადებელი პროცედურები უკვე მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დაახლოებით 3 ათასამდეც თანამშრომელი. 

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 31 აგვისტოს ფინანსთა მინისტრს დაავალა, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილე პირებისთვის პრემიების გაცემის საკითხი მოეგვარებინა. 

კომენტარები ()