imedi /  01 დეკემბერი 2017, 14:02 / სანდო წყარო

სუსი: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით და ესპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

სპეციალური ბრიფინგში ამ თემაზე უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე.

"მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია,"- განაცხადეს სუსში.

უწყების ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა  წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება.

პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი, რომელიც დონბასის ვეტერანი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრია, დარწმუნებული იყო, რომ თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაცია სწორედ აჰმედ ჩატაევის გასანეიტრალებლად დაიგეგმა.

"მე ეს ინფორმაცია მაქვს ჩეჩენი მეგობრისგან, რომელიც ახლა ავსტრიაში ცხოვრობს, ქალაქ ვენაში. ის გავიცანი 2 წლის წინ უკრაინაში - ის უკრაინის მხარეს მოხალისედ იბრძოდა. და მან იმ ოპერაციის საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ ჩატაევის დაცვის წევრი მისი ბავშვობის მეგობარი იყო და მასთან კომუნიკაცია ჰქონდა რამდენიმე დღის წინ, და მან უთხრა, რომ ის ჩატაევთან ერთად თბილისში იმყოფებოდა. მერე დამირეკა და მითხრა, რომ ამ ოპერაციის დროს ლიკვიდირებულია ჩატაევი და მისი დაცვის ორი თანამშრომელი", - განაცხადა დავით მაყიშვილი "იმედის კვირასთან" ინტერვიუში.

ფოტოები, რომლებიც ტელეკომპანია იმედის საკვირაო გადაცემამ, "იმედის კვირამ" მოიპოვა, დიდი ალბათობით სპეცოპერაციის ადგილასაა გადაღებული. სავარაუდოდ, კი ფოტოზე აჰმედ ჩატაევის სხეულის ნაწილები იყო ასახული. ვარაუდობენ, რომ ჩატაევია სწორედ ის პირი, ვინც სპეცოპერაციის დროს ბინაში თავი აიფეთქა.

მანამდე კი ჩატაევის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

ბინას, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის. ბინის გაქირავებაში კი ცოლისძმა - რიზვან გორნაკაშვილი დაეხმარა.

ყველა სიახლე

კაია კალასი

05 მარტი 2026, 11:58

მსოფლიო

კაია კალასი: არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს.

05 მარტი 2026, 11:55

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად საოჯახო სამხატვრო გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:51

სპორტი

კახა კალაძე პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე: ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველა საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვანია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ისინი

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მონაწილეობას.

05 მარტი 2026, 11:43

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ.

მარკ რუტე

05 მარტი 2026, 11:43

მსოფლიო

მარკ რუტეს განცხადებით, ნატო ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ჩართული არ არის, თუმცა ტრამპის მოქმედებას მხარს უჭერს

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებაა.

დავით ქართველიშვილი

05 მარტი 2026, 11:38

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოში „ტერორისტული სტრუქტურების“ არარსებობის შემთხვევაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

05 მარტი 2026, 11:33

პოლიტიკა

თბილისის ზღვის მიმდებარედ რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოწყობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნა.

დიმიტრი ხუნდაძე

05 მარტი 2026, 11:30

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება

ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.

05 მარტი 2026, 11:24

პოლიტიკა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად მორიგი უსაფუძვლო ბრალდება საქართველოს მიმართ - ეკა გიგაური აზიარებს სტატიას „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა

შოთა ბერეკაშვილი

05 მარტი 2026, 11:20

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი ფასების დარეგულირებაზე: ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ

ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:18

პოლიტიკა

კახა კალაძე თინა ხიდაშელზე: ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ

ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ზუსტად ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ - ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას.

05 მარტი 2026, 11:10

მსოფლიო

ოფიციალური თეირანი უარყოფს, რომ გუშინ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ გუშინ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

05 მარტი 2026, 11:06

სამართალი

ტყიბულში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

05 მარტი 2026, 11:05

კულტურა

Amazon-მა „ბიჭების“ ფინალური სეზონის პოსტერები გამოაქვეყნა

შოურანერ ერიკ კრიპკეს პროექტი სტრიმინგ-სერვისზე Prime Video 8 აპრილს გამოვა. საკუთარ როლებს სეზონში დაუბრუნდებიან კარლ ურბანი, ენტონი სტარი, ჯეკ ქუეიდი, ერინ მოიარტი, ჯენსენ ეკლზი, ლაზ ალონსო, ტომერ კაპონი, კარენ ფუკუჰარა, ჩეის კროუფორდი და ნეითან მიტჩელი. შოუში ასევე გამოჩნდებიან ჯარედ პადალეკი და მიშა კოლინსი, რომლებიც ეკლზთან ერთად კრიპკეს კიდევ ერთ ცნობილ პროექტში - „ზებუნებრივში“ მთავარ როლებს ასრულებდნენ.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა პროექტი, რაც ფონდ „ქართუს” თბილისში აქვს დაწყებული, აუცილებლად ბოლომდე მივა

ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა, თბილისს აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.

ეკა სეფაშვილი

05 მარტი 2026, 11:02

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს სტრატეგიულ როლსა და დაკავშირებადობის მიმართულებაზე, რაც უნდა აისახოს ჩვენ შორის პარტნიორულ ურთიერთობის გაღრმავებაში

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების მიერ კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე ისაუბრა სუვერენული ერების ალიანსის პირველ კონფერენციაზე.

თინა გამყრელიძე

05 მარტი 2026, 11:01

საზოგადოება

ერ-რიადიდან თბილისში სპეცრეისით დაბრუნებული მოქალაქე: მშვიდობიანად ჩამოვედით და ძალიან დიდი მადლობა მთელ მთავრობას

ერ-რიადიდან სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე საქართველოში დაბრუნების პროცესზე საუბრობს და მთავრობას მადლობას უხდის.

05 მარტი 2026, 10:58

რეგიონი

რუსთავში ურბანულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ლეონიძის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ლეონიძის სახელობის ქუჩას, რომელიც ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ქალაქში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ირმა კინკაძე

05 მარტი 2026, 10:50

საზოგადოება

ერ-რიადიდან სპეცრეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე: ბედნიერი ვართ ყველა, რომ მშობლიურ მიწაზე დავდგით ფეხი და მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც დაგვეხმარა

რიადიდან სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე მადლობას უხდის ყველას, ვინც ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების თბილისში დაბრუნების პროცესში იყო ჩართული.

BTS

05 მარტი 2026, 10:50

კულტურა

BTS-მა ახალი ალბომის ტრეკ-ლისტი გამოაქვეყნა, Netflix-მა კი ჯგუფის კონცერტის თრეილერი

Diplo, რომელიც ცნობილია პროექტით Major Lazer მუშაობდა ტრეკებზე: Body to Body, FYA, Like Animals, One More Night და Into the Sun. კევინ პარკერი სიმღერის Merry Go Round თანაავტორია. Arirang-ის კიდევ ერთ კომპოზიციაზე FYA Diplo-სთან და ცნობილ ავსტრალიელ დიჯეი თან Flume-თან ერთად საკულტო რეპ-ექსპერიმენტატორი JPEGmafia მუშაობდა.