შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა
შსს
ნარკოპოლიტიკა, ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან და ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იმსჯელეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, ნარკორეალიზატორებთან და ქურდული სამყაროს წევრებთან ბრძოლა, ასევე იმ პირების წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც ქურდულ სამყაროსთანაა დაკავშირებული ქვეყანამ საკმაოდ გაააქტიურა, რაც ამ დანაშაულებებისთვის დაკავებულთა სტატისტიკაშიც აისახა.
პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი - აქედან - საქართველოს 14, სომხეთის 1, აზერბაიჯანის 1 და ირანის 3 მოქალაქე.
პოლიციამ ირანის 2 მოქალაქე თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავა. მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით „ექსტაზი“. გარდა ამისა, ამოღებულია დაახლოებით, 2 000 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.
რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 702 მინის პატარა ფლაკონში მოთავსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი სითხე და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 171 ათას 250 ლარი.
მის მიერ ჩაედენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
04 ივლისი 2026, 11:01
მსოფლიო
Reuters: გერმანია 2027 წელს 203 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის აღებას გეგმავს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 50,5 მილიარდი ევრო იყო
გერმანიის მთავრობა 2027 წელს 203 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სესხის აღებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 10:55
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს
სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.
04 ივლისი 2026, 10:51
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
04 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდათ. პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
04 ივლისი 2026, 10:42
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა: „ეიპიემ ტერმინალს ფოთი”, “პეის ჯგუფის“ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.
04 ივლისი 2026, 10:30
მსოფლიო
უკრაინამ სანკტ-პეტერბურგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 10:29
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ მინისტრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა.
04 ივლისი 2026, 09:59
სპორტი
არგენტინამ კაბო-ვერდეს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გადავიდა
არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში კაბო-ვერდეს ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა და 1/8 ფინალში გადავიდა.
04 ივლისი 2026, 09:29
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645-მდე გაიზარდა
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ეროვნული ინფორმაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 09:10
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივლისს საქართველოში
4 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
04 ივლისი 2026, 08:34
სპორტი
ეგვიპტის საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
ეგვიპტის საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში ავსტრალიის გუნდი დაამარცხა და მუნდიალის 1/8 ფინალში გავიდა.
04 ივლისი 2026, 08:00
მსოფლიო
რუსეთმა სუმი დაბომბა. დაიღუპა ოთხი ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი სუმი ავიაბომბით დაბომბა. ინფორმაციას სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი ავრცელებს.
04 ივლისი 2026, 02:08
მსოფლიო
გაერო: უკრაინაში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება
უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს მონიტორინგის მისიის 3 ივლისს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა. მონაცემები მოიცავს ექვსთვიან პერიოდს 2025 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით.
04 ივლისი 2026, 01:05
მსოფლიო
Euronews: ნატოს მოკავშირეები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილი სამიტის საბოლოო დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი თავიანთ ურყევ ერთგულებას
ნატოს მოკავშირეები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილი სამიტის საბოლოო დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი თავიანთ ურყევ ერთგულებას და განაცხადებენ, რომ რუსეთი წარმოადგენს „გრძელვადიან საფრთხეს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - წერს Euronews-ი.
04 ივლისი 2026, 00:12
მსოფლიო
ტრამპი: ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია - მან დაამარცხა კიდევ ერთი მართლაც დიდი მებრძოლი, რომელსაც მანამდე მარცხი არ ჰქონდა განცდილი
ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
04 ივლისი 2026, 00:01
მსოფლიო
პუტინმა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლების“ შესახებ განაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთ პუნქტში გამართულ თათბირზე ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სრულად „გათავისუფლებისა“ და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი წინსვლის შესახებ განაცხადა.
03 ივლისი 2026, 23:40
მსოფლიო
The Telegraph: მოწყვლადი უკრაინელი ლტოლვილები უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ არიან მაშინ, როდესაც ვარშავასა და კიევს შორის ისტორიული დაძაბულობა იზრდება, ხოლო პოლონელების გულუხვობამ თავის შესაძლებლობათა ზღვარს მიაღწია
მოწყვლადი უკრაინელი ლტოლვილები უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ არიან მაშინ, როდესაც ვარშავასა და კიევს შორის ისტორიული დაძაბულობა იზრდება, ხოლო პოლონელების გულუხვობამ თავის შესაძლებლობათა ზღვარს მიაღწია, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „უკრაინელი ლტოლვილები გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან პოლონეთსა და კიევს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე“.
03 ივლისი 2026, 23:20
მსოფლიო
ზელენსკი: მალე უკრაინა რუსეთში იარაღის წარმოების მოცულობას გადაუსწრებს
უკრაინამ მიაღწია დონეს, რომელიც საშუალებას აძლევს, აწარმოოს მაღალტექნოლოგიური იარაღის ისეთი მოცულობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა რუსულ შესაძლებლობებს აღემატებოდეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
03 ივლისი 2026, 22:45
მსოფლიო
ანტონიო გუტიერეშმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა- ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 22:01
მსოფლიო
რუმენ რადევის განცხადებით, ბულგარეთი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების 21-ე პაკეტს წინააღმდეგობას გაუწევს, თუ სიიდან არ ამოიღებენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და კომპანია „ლუკოილის“ თანადამფუძნებელს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მხარდაჭერის პირობები დაასახელა.


