imedi /  08 მაისი 2018, 20:33 / სანდო წყარო

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულის ძმა პოლიციიდან წავიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის ძმამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელად მუშაობდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ სამისნისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

“ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა 2 მოქალაქე. საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების მსვლელობის პარალელურად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები პოლიციელის დანაშაულებრივ საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის დადგენის მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდგომ. მან იმავე დღეს პატაკით მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ.

ამ ეტაპზე ხსენებული პირის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულში მონაწილეობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში..

შსს-ს თანამშრომლებმა ინტერნეტის გამოყენებით, ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ბრალდებით ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს განაცხადა.

ბოლო დღეებში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც არსებული ინფორმაციით უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა. ეგრეთ წოდებული „მკვლელი მარილის“ (ეფედრინი) კავშირი ბოლო დღეებში დაღუპული ადამიანების სიკვდილთან დადასტურებული არ არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. ექიმების ნაწილის მტკიცებით, კლინიკის მიხედვით (დაღუპულ ადამიანთა უმრავლესობა ძილში გარდაიცვალა) ახალი „მკვლელი“ ნარკოტიკი ეფედრინი არ არის, არამედ ოპიატია, რომელსაც ძილში სიკვდილი ახასიათებს. ის, სავარაუდოდ, ინტერნეტით იყიდება.

ყველა სიახლე

28 სექტემბერი 2026, 09:30

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

28 სექტემბერი 2026, 09:19

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმებს ამზადებს

ევროკავშირი ოთხი ქვეყნისთვის, რომლებიც გაერთიანებაში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს არიან, მკაფიო, ეტაპობრივ გეგმებს ამზადებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 09:08

მსოფლიო

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. 100 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნიუ-იორკში წაქცეულმა ხემ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

28 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი გადადგა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 08:56

მსოფლიო

შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს

შვეიცარიელებმა გუშინ გამართულ რეფერენდუმზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში უფრო მკაცრად განსაზღვრის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. წინასწარი შედეგებით, ინიციატივის წინააღმდეგ ხმა მისცა 69%-მა თანხმობა კი მხოლოდ 30.88%-მა დააფიქსირა.

28 სექტემბერი 2026, 08:50

საზოგადოება

მესტიის სატყეო უბანზე, ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა - სატყეო ენტომოლოგებმა ადგილზე საველე კვლევა ჩაატარეს

მესტიის სატყეო უბანზე, ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა. სატყეო ენტომოლოგების მიერ ადგილზე საველე კვლევა განხორციელდა, შეფასდა ნაძვნარი კორომების სანიტარიული მდგომარეობა, რის შედეგადაც მავნებელ-დაავადებების არსებობის დამადასტურებელი ნიშნები გამოვლინდა.

გიორგი ვოლსკი

28 სექტემბერი 2026, 08:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: როდესაც ადამიანი არათუ აფხაზების მიმართ, ქართველების მიმართაც უშველებელ დანაშაულებში იყო ჩართული, რასაკვირველია ვერ მოსთხოვ გარკვეული ნორმების დაცვას

როდესაც ადამიანი არათუ აფხაზების მიმართ, ქართველების მიმართაც უშველებელ დანაშაულებში იყო თვითონ ჩართული (წამება და ადამიანების ქუჩაში ხოცვა მაქვს მხედველობაში) რასაკვირველია ვერ მოსთხოვ გარკვეული ნორმების დაცვას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ნიკა გვარამია

28 სექტემბერი 2026, 08:31

პოლიტიკა

„სიყვარული არ ხდება დაკვეთით. ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ“ - ნიკა გვარამია ანტიაფხაზურ კამპანიას განაგრძობს

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა „ავიტანოთ“. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად კი პარტია „ახლის’’ ლიდერს ევროკავშირი ესახება. მანამდე მან ქართველები და აფხაზები მტრებად გამოაცხადა

28 სექტემბერი 2026, 08:21

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

28 სექტემბერი 2026, 08:14

რეგიონი

დმანისში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2026“ გაიმართა

დმანისში სახალხო დღესასწაული „დმანისობა 2026“ გაიმართა. ქალაქის ცენტრში სტუმრებს კულტურული და ეთნო-გასტრონომიული კუთხეები, საბავშვო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული აქტივობები დახვდათ.

28 სექტემბერი 2026, 08:06

პოლიტიკა

81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება

პარლამენტი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაზე იწყებს მუშაობას. ქონების გადასახადთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც დაიწყება მისი როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო ფორმატში განხილვა.

28 სექტემბერი 2026, 00:58

სპორტი

ბელა ხოტენაშვილმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უზბეკეთმა 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი ბელა ხოტენაშვილი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

28 სექტემბერი 2026, 00:50

საზოგადოება

დღეს ალავერდობაა

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ალავერდის საკათედრო ტაძარში კი ალავერდობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება.

28 სექტემბერი 2026, 00:12

საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

28 სექტემბერი 2026, 00:02

სპორტი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შეხვედრას დღეს უკრაინის ნაკრებთან გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 სექტემბერი 2026, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, დასავლეთში პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი ხვდება, რომ საქართველოსთან მიმართებით ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებდნენ, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია

ვფიქრობ, დასავლეთში პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი ხვდება, რომ საქართველოსთან მიმართებით ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი ატარებდნენ, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 სექტემბერი 2026, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „კორძის“ კონცერტის დაფინანსებაზე: ეს არის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის შეურაცხყოფა - ამ კლიპის ავტორს ერთხელაც არ ჰქონია იმის მცდელობა ეთქვა, რომ ეს მის ცხოვრებაში არ იყო საუკეთესო მოვლენა

თავიანთ მრევლს თუ აგენტურას არ ტოვებენ უყურადღებოდ. ეუბნებიან, რომ მიუხედავად „სირთულეებისა“, ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენ გვერდით დაგიდგეთ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „კორძის“კონცერტთან დაკავშირებით.

27 სექტემბერი 2026, 23:38

პოლიტიკა

რატომ გადაწყდა 2014 წელს თელეთში 1 კვადრატული მეტრი მიწის 1 დოლარად გასხვისება ესტონელ ბიზნესმენზე - „იმედის კვირამ“ დიმიტრი ქუმსიშვილისაგან და გიორგი კვირიკაშვილისაგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო

„იმედის კვირამ“ სცადა გაერკვია, როგორ იყიდა 2014 წელს თელეთში ესტონელმა ბიზნესმენმა 331 ჰექტარი 9 მილიონ ლარად - ანუ იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც მშენებლობა ნებადართულია, 1 კვადრატულ მეტრში 1 დოლარი გადაიხადა. ამ საკითხით „იმედის კვირა“ სტუდია „მონიტორის“ იმ რეპორტაჟის შემდეგ დაინტერესდა, რომელშიც აღნიშნული ნაკვეთის ნაწილის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის მიერ 2026 წელს შეძენის შესახებ შეთქმულების თეორიაა განვითარებული. თუკი სტუდია „მონიტორის" მიერ მოყოლილ ამბავში რაიმეს უნდა დაემსახურებინა გამომძიებელი ჟურნალისტის ყურადღება და გამოეწვია ეჭვი, ეს 2014 წლის ხელშეკრულებაა, რომელიც ესტონელ ბიზნესმენსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი

დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 სექტემბერი 2026, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ბახმაროს სემინარზე: კვლავ ცდილობენ ამა თუ იმ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში ყოველთვის არჩევნების შედეგების უგულებელყოფითა და დესტაბილიზაციის მცდელობით იყო დაკავებული

ქადაგიშვილმა ილაპარაკა, გვაქვს თუ არა საქმე კანონში არსებული დიპლომატიური გამონაკლისების ბოროტად გამოყენების ფაქტთან ე.წ. შავი ხვრელების ასამუშავებლად. მან მარტა კოსის განცხადებაც გაიხსენა, რომ ისინი ეძებენ დაფინანსების ალტერნატიულ გზებს. უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ, ფაქტობრივად, ამით კოსმა განაცხადა, რომ ქვეყნის კანონმდებლობის გვერდის ავლით უნდათ დაფინანსების შემოტანა.