სად აპირებდა თავის აფეთქებას თბილისში თემირლან მაჩალიკაშვილი. ექსკლუზივი
"იმედის კვირამ" მოიპოვა ის მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტი, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. iPhone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა.
მოკლე ტექსტური შეტყობინებები Whatsapp-აპლიკაციითაა გაგზავნილი. ნომრიდან, რომლის ბოლო სამი ციფრია "800"-ია. მიმოწერა 2017 წლის 24 დეკემბრით თარიღდება.
"თემირლანი - იცი რა არის ისტიშხადი?
უცნობი - მე რა ვიცი?
თემირლანი - თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები
უცნობი - ხოო გავიგე
თემირლანი - და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში
უცნობი - ჰოო...
თემირლანი - და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავი
თემირლანი - ქალაქში, მეტრო სადგურის მოედნის გაჩერების შიგნით
უცნობი - კარგი რა, საკმარისია
თემირლანი - თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის
უცნობი - ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი
თემირლანი - ის, ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი.
ვის უმხელდა თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში, მეტროსადგურის მოედანზე თავის აფეთქების გეგმას, უცნობია. მისი ტელეფონის ნომერი დაშიფრულია. მიმოწერაში რამდენჯერმეა ნახსენები არაბული სიტყვა "ისტიშაჰადი".
კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე სიტყვა "ისტიშაჰადის" მნიშვნელობას განმარტავს და ამბობს, რომ ის არაბული სიტყვაა, მომდინარეობს ფუძიდან "შაჰად", რაც ნიშნავს დამოწმებას ან თავგანწირვას, შაჰიდად გახდომას. ასევე ხშირად მოიხსენიებენ მოწამეობრივ ოპერაციად, ანუ მათ როგორც მოწამეებს ისე აღიქვამენ. ეს სიტყვა გამოიყენება როგორც თვითმკვლელის მონაწილეობით ჩატარებული სამხედრო თუ ტერორისტული ოპერაციები.
აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირებზე ახალი დეტალები ცნობილი 25 ივნისს გახდა. მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, თუ ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული.
მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც აჰმედ ჩატაევმა სავარაუდოდ, ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა. აჰმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი რუსეთის იმ 6 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2015 წელს ევროკავშირმა „ალ-ქაიდას“ ტერორისტების სიაში შეიყვანა.
ცნობილია, რომ ასეთი შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად, დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.
ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.
სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:59
პოლიტიკა
მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.


