Imedi /  10 სექტემბერი 2018, 17:35 / სანდო წყარო

თბილისში სამი ბავშვი სინკარის ქვეშ მოყვა

თბილისში, წმინდა ბარბარეს ქუჩასთან, სასაფლაოსთან სამი ბავშვი სინკარის ქვეშ მოყვა. ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი კი რეფერალურში. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვების მოსანახულებლად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიდის.  

imedinews-ი დამატებით ინფორმაციას არკვევს. 

ყველა სიახლე

საოკუპაციო ხაზი

20 აპრილი 2019, 14:03

ძალოვნები

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

imedinews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან მწყემსი სოფლის მიმდებარე საძოვარზე დააკავეს. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მშენებლობა

20 აპრილი 2019, 14:02

საქართველო

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აშენების შემთხვევაში საპარკინგე ადგილები შეიზღუდება, აღარ იქნება სკვერი, ასევე შევიწროვდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ადგილი და საჭიროების შემთხვევაში ისინი დანიშნულების ადგილამდე მისვლას ვეღარ შეძლებენ.

20 აპრილი 2019, 13:53

საქართველო

ზუგდიდის საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს

ექიმ-პედიატრ მზია გერგედავას განცხადებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 10 არასრულწლოვანი კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანა. ათივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

20 აპრილი 2019, 13:10

ძალოვნები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის სახლის ნაწილი დაიწვა

სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. ხანძარს 50 მდე მაშველი აქრობდა. ადგილზე 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადებდა მუშაობდა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სახლს, სადაც ხანძარი გაჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

კახაბერ საბანაძე

20 აპრილი 2019, 13:06

ძალოვნები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე 3 პირი დააკავეს

სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი 19 აპრილს დააყაჩაღეს. სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინსენტ კასელი ტინა კუნაკი

20 აპრილი 2019, 12:46

ტაბლოიდი

ვინსენტ კასელმა და ტინა კუნაკიმ შვილს ამაზონი დაარქვეს

ინფორმაცია მსახიობმა Instagram-ზე გაავრცელა. კუნაკი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. მსახიობის მშობიარობას გართულებები არ მოჰყოლია. წყვილმა ბავშვს ამაზონი დაარქვა. ვინსენტ კასელმა და ტინა კუნაკმა ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს. წყვილმა გასულ წელს იქორწინა.

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები

20 აპრილი 2019, 12:24

საქართველო

საუდის არაბეთიდან საქართველოში გაქცეული დები: უკან დაბრუნების შემთხვევაში მოგვკლავენ

„დები გაქცევას წლების განმავლობაში გეგმავდნენ და ახლა თავშესაფარს საქართველოში ეძებენ. 25 წლის ვაფა და 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე ამბობენ, რომ საკუთარ სახლში კაცი ნათესავების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას განიცდიდნენ".

აფეთქება ქაბულში

20 აპრილი 2019, 12:21

მსოფლიო

ქაბულში სამინისტროს შენობას თავს დაესხნენ

აფეთქების ხმა თბილისის დროით 11:10 წუთზე გაისმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა. აფეთქება ქაბულის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქალაქის პოპულარული სასტუმროები და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

დონალდ ტრამპი  რობერტ მიულერი

20 აპრილი 2019, 12:03

მსოფლიო

მიულერის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა

დონალდ ტრამპის საქმიანობისადმი ნდობის მაჩვენებელზე გავლენა სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მოხსენაბამ იქონია. იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტში ტრამპის ბრალეულობა არ იკვეთება თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი 3%-ით შემცირდა. მარტში პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობით კმაყოფილი 43% იყო.

რომან პოლანსკი

20 აპრილი 2019, 11:50

კულტურა

რომან პოლანსკი სასამართლოს ამერიკის კინოაკადემიაში წევრის სტატუსის აღდგენას სთხოვს

Associated Press იტყობინება, რომ რეჟისორის ადვოკატები შესაბამისი შუამდგომლობით ლოს-ანჟელესის სასამართლოს მიმართავენ. სტატუსის დაბრუნების თხოვნით კინოაკადემიას პოლანსკიმ იანვარში მიმართა, თუმცა უარი მიიღო. რეჟისორის გარიცხვის მიზეზი ამერიკის კინოაკადემიის ქცევის სტანდარტებთან შეუსაბამობა იყო.

ლაირა მაკქი

20 აპრილი 2019, 11:46

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში მოკლული ჟურნალისტის საქმეზე მოზარდები დააკავეს

დაკავებულები 18 და 19 წლის არიან. 29 წლის ლაირა მაკქი ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლეს, როდესაც ირლანდიელი კათოლიკე ნაციონალისტები 1916 წელს დუბლინში ბრიტანელების წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას იხსენებენ.

დეკორაცია სცენის დიზაინის ფესტივალზე

20 აპრილი 2019, 11:18

კულტურა

პრაღაში სცენის დიზაინის ფესტივალზე წარდგენილი დეკორაციის პრეზენტაცია გაიმართა

დეკორაციის პრეზენტაციას რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. სცენის დეკორაცია ოკუპირებული რეგიონებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემას მიეძღვნა. საქართველო ფესტივალზე პირველად მონაწილეობს. პროექტის მიზანი ქართული კულტურის განვითარებაა.

20 აპრილი 2019, 10:56

საქართველო

ჭავჭავაძის მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ადვოკატი სასამართლოს გირაოს სახით 10 ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული აღიარებს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. თუმცა ადვოკატის განცხადებით, პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანიასაც ეკისრება.

შეხვედრა

20 აპრილი 2019, 10:55

ეკონომიკა

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ჩინეთმა საქართველოს ტექნიკა გადასცა

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის გადაცემული ტექნიკის მიღების დოკუმენტი გაფორმდა. „იმედი გვაქვს, რომ ეს აღჭურვილობა ქვეყანას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, რაც პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში.

20 აპრილი 2019, 10:43

ძალოვნები

ნარკოდანაშაულისთვის 2 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა

20 აპრილი 2019, 10:25

ძალოვნები

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ 6 პირი პასუხისგებაში მისცა

უწყებამ საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული დასკვნა შეისწავლა, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წლის განმავლობაში გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ეხებოდა.

ეშტონ კატჩერი დემი მური

20 აპრილი 2019, 10:05

კულტურა

დემი მური ახალ მემუარებში ყოფილ ქმრებზე დაწერს

The Ghost-ის ვარსკვლავი მემუარებში იმ კაცებთან ქორწინებებზე ისაუბრებს, როგორებიც მუსიკოსი ფრედი მური, ბრიუს უილისი და ეშტონ კატჩერია. დემი და ფრედი მურები ქორწინებაში 1980-85 წლებში იყვნენ. The Ghost-ის ვარსკვლავი ბრიუს უილისზე 1987 წელს დაქორწინდა, რომელთანაც სამი გოგო ეყოლა.

საპროტესტო აქცია ბელგრადში

20 აპრილი 2019, 09:47

მსოფლიო

სერბეთში ქვეყნის პრეზიდენტის მომხრეების დემონსტრაცია გაიმართა

ბელგრადში პრეზიდენტის მხარდამჭერები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ქვეყანაში ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია ანტისამთავრობო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა მართავს. აპრილში ალექსანდრ ვუჩიჩმა ანტისამთავრობო გამოსვლების ლიდერი „ფაშისტად, ხულიგნად და ქურდად“ მოიხსენია.

„პარი სენ-ჟერმენი“

20 აპრილი 2019, 09:20

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენმა“ 500 მეხანძრე მატჩზე დაპატიჟა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიწვეული 500 მეხანძრიდან ორს მატჩის წინ ბურთის სიმბოლურად თამაშში შეყვანის უფლებას მისცემენ. „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მონაკოს“ ფეხბურთელებს მაისურებზე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ექნებათ გამოსახული. გუნდებს შორის დაპირისპირება 21 აპრილს გაიმართება.

Adele-ი  საიმონ კონეცკი

20 აპრილი 2019, 09:02

ტაბლოიდი

Adele-ი ქმარს დაშორდა

Adele-მა შვილი, ანჯელო 2012 წელს 30 წლის საიმონ კონეცკისგან გააჩინინა. 2016 წელს კი ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. Adele-ი და საიმონ კონეცკი საიდუმლოდ დაქორწინდნენ. მომღერალმა ქორწინების შესახებ მოგვიანებით, 2017 წლის „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიის დროს განაცხადა.