imedi /  14 სექტემბერი 2018, 12:29 / სანდო წყარო

სოფელ სვენეთთან პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

ცენტრალურ ავტობანზე, სოფელ სვენეთთან მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოსახლეობა გზის გადაკეტვას აპირებდა, რისი უფლებამ მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

გზა მოსახლეობამ მიმდინარე წლის 6 ივლისს 18 წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტის ეფექტური გამოძიების მოთხოვნით გადაკეტა. გზის გადაკეტვას სამართალდამცავები უშლიდნენ ხელს, რამაც დაპირისპირება და ხმაური გამოიწვია. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ მერებაშვილი მოკლულია, თუმცა პოლიცია საქმეს უბედური შემთხვევის მუხლით იძიებს. მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს ცნობით, გამოძიება 117-ე და 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. მუხლები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყებაში ამბობენ, იმისთვის რომ კონკრეტული მიმართულება გამოიკვეთოს ჩანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

ამ დროისთვის გზა გახსნილია.

აქცია სვენეთთან

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ადგილობრივი კონგოში

16 იანვარი 2019, 23:03

მსოფლიო

გაერო: კონგოში ეთნიკურ დაპირისპირებას 900-მდე ადამიანი ემსხვერპლა

თავდამსხმელებმა ოთხი სოფელი სავარაუდოდ 16-18 დეკემბერს დაიკავეს. სანდრო წყაროების განმარტებით, შეტაკებები ბანუნუსა და ბატენდეს თემს შორის მოხდა. გაეროში აცხადებენ, რომ დეკემბერში, 3 დღის განმავლობაში, ეთნიკურ დაპირისპირებას სულ მცირე 890 ადამიანი ემსხვერპლა.

16 იანვარი 2019, 23:02

საქართველო

დიღომში აფეთქებისას დაშავებული 4 წლის გოგო გარდაიცვალა

დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის გოგოს გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს, ის გარდაიცვალა.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 22:50

საქართველო

სერგეენკო: ერთი დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკა „იმედში“ მყოფი მცირეწლოვანი მოინახულა, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების დროს დაშავდა. მისი თქმით, ამ დროისთვის 6 ბავშვია იაშვილის სახელობის კლინიკაშია.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 22:28

საქართველო

დიდ დიღომში აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით საავადმყოფოში 7 ადამიანია მოთავსებული. მათგან 5 ბავშვია. მინისტრის თქმით არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

სალომე ზურაბიშვილი

16 იანვარი 2019, 22:15

საქართველო

იაშვილის კლინიკაში სალომე ზურაბიშვილი მივიდა

იაშვილის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მოზარდები იმყოფებიან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მარზია ჰაშიმი

16 იანვარი 2019, 22:15

მსოფლიო

ირანი აშშ-ს დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ში დაბადებული მარზია ჰაშიმი ოჯახური ვიზიტით სტუმრობდა შეერთებულ შტატებს. ის სამართალდამცველებმა მისურის ქალაქ სენტ-ლუისში თვითმფრინავის დაშვებისთანავე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანა. FBI ირანელი ჟურნალისტის დაკავებას არ ადასტურებს და არც კომენტარს აკეთებს.

შემთხვევის ადგილი

16 იანვარი 2019, 22:01

საქართველო

დიდ დიღომში შემთხვევის ადგილზე პრემიერმინისტრი მივიდა

დიდ დიღომში ცხრასართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. ვინაიდან შემთხვევის ადგილიდან მედია გაიყვანეს, კამერებმა პრემიერმინისტრის გადაღება ვერ მოახერხეს.

დაზიანებული კორპუსი

16 იანვარი 2019, 21:56

საქართველო

აფეთქებამდე დიდ დიღომში „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს

დიდ დიღომში იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი. მათ დახმარებისთვის ყაზტრანსგაზს მიმართეს. სპეციალისტებმა ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

დავით სერგეენკო

16 იანვარი 2019, 21:39

საქართველო

სერგეენკო: აფეთქებისას ოთხი ბავშვი დაშავდა

იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი ბავშვია მოთავსებული, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

თეიმურაზ კუპატაძე

16 იანვარი 2019, 21:12

ძალოვნები

შსს: დიღომში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მან მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურა.

კახა კალაძე

16 იანვარი 2019, 21:11

ძალოვნები

აფეთქებულ კორპუსთან კახა კალაძე მივიდა

დიდ დიღომში, აფეთქების ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა. მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. წინასწაარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად კორპუსი დეფორმირებულია.

ულტრასონოგრაფიული კვლევა

16 იანვარი 2019, 21:04

ტექნოლოგიები

გამოიგონეს ულტრასონოგრაფიის მოწყობილობა, რომელიც iPhone-ს უერთდება

მედიკოსების განმარტებით, გამოგონება მოსახერხებელია მათთვის, რადგან თითოეული ორგანოს ულტრასონოგრაფიის ჩატარება ადგილზე, სპეციალისტთან პაციენტის გაგზავნის გარეშე თავად, ადგილზე შეუძლიათ. მოწყობილობას ნიუ-იორკის ვეტერანების სამედიცინო დაწესებულებაში უკვე იყენებენ.

16 იანვარი 2019, 20:58

ძალოვნები

დიდ დიღომში აფეთქებისას ორი ადამიანის დაღუპვა დასტურდება

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად ორი ადამიანის დაღუპვა ტელეკომპანია „მაესტროს“ დაუდასტურეს. ამ დროისთვის კორპუსის ყველა მობინადრე ევაკუირებულია. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი. მათი რაოდენობა ზუსტდება.

აფეთქება სირიაში

16 იანვარი 2019, 20:49

მსოფლიო

სირიაში განხორციელებული ტერაქტისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ქურთების საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულია სამი ამერიკელი ჯარისკაცი, ორი ადგილობრივი სამხედრო და 13 მოქალაქე. სირიის ქალაქ მანბიჯში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

police line

16 იანვარი 2019, 20:40

ძალოვნები

დიდ დიღომში აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. შენონაში ჩამსხვრეულია შუშები და არის ხანძარი.

16 იანვარი 2019, 20:28

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. პირველი იანვრიდან დღემდე ქვეყანაში ინფექციის 312 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

16 იანვარი 2019, 20:12

ტექნოლოგიები

Facebook-ის მომხმარებელთა უმეტესობამ არ იცის როგორ ხდება რეკლამის სამიზე

Facebook-ის მომხმარებელთა აქტივობაზე დაყრდნობით მარკეტოლოგები სამიზნე აუდიტორიას არჩევენ. 51% სოცქსელის პრაქტიკით უკმაყოფილოა. 27% კი მიიჩნევს, რომ Facebook-ში განთავსებული რეკლამა მათ ინტერესებს საერთოდ არ ემთხვევა.

16 იანვარი 2019, 20:10

ძალოვნები

გია კორკოტაშვილი ვერაზე მომხდარ ინციდენტში თავისი ვაჟის მონაწილეობას გამორიცხავს

მსახიობ გია კორკოტაშვილის შვილთან, ვაჟა კორკოტაშვილთან გამოძიებას კითხვები აქვს. სამართალდამცველების ვერსიით, ის 15 იანვარს ვერაზე მომხდარ ინციდენტს შეასწრო, რა დროსაც გიორგი ადუაშვილს ჯერ სცემეს, მერე კი ცივი იარაღით 6 ჭრილობა მიაყენეს.

ლალი დარახველიძე

16 იანვარი 2019, 20:00

საქართველო

იანვარში ზუგდიდში წითელას 49 შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით იანვრის თვეში მიმართვიანობამ იმატა. როგორც კლინიკის ინფექციონისტი, ლალი დარახველიძე აცხადებს, იანვარში კლინიკას სულ 49 ადამიანმა მიმართა. ამათგან კი კლინიკაში მკურნალობას 5 პაციენტი განაგრძობს, მათ შორის 1 ბავშვია.

Deezer

16 იანვარი 2019, 19:45

ტექნოლოგიები

Deezer-ის ახალი აპლიკაციით 30 ათასამდე რადიოსადგურის უფასოდ მოსმენა შეიძლება

სიახლე რადიოსადგურების მოსმენის პარალელურად მომხმარებელს დამატებით სერვისსაც სთავაზობს. ნებისმიერი მუსიკალური კომპოზიციის მოწონებისას ის აპლიკაციის ბიბლიოთეკაში ინახება და მისი განმეორებით მოსმენა მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეეძლება.