imedi /  19 სექტემბერი 2018, 12:23 / სანდო წყარო

კობაურის ადვოკატებმა მოკლული სმითების ცხედრების ექსპერტიზის ახალი დასკვნა გაასაჯაროვეს

სმითების ოჯახი

ლორა სმითი

ხადის ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატებმა მოკლული სმითების ცხედრებზე ჩატარებულ ახალი ექსპერტიზის დასკვნა პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვეს.

ადვოკატების შეფასებით, ახალი ექსპერტიზით, ბრალდების მხარის ვერსია მკვლელობის შესახებ, სუსტდება. 

სამედიცინო ექსპერტიზით დგინდება, რომ ბავშვის სიკვდილის მიზეზი, მის მიმართ განხორციელებული 3 გასროლაა. ქალებ სმიტს თავის გარდა, იდაყვის, ყბის და ბარძაყის არე აქვს დაზიანებული.

ლორა სმიტის სიკვდილის მიზეზი კი, ასფიქსია - წყალში დახრჩობა გახდა.

ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანში რაიმე ძალადობის კვალი, ან დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა აღმოჩენილია კობაურის დეენემის კვალი. უფლებადამცველების თქმით, ეს ფაქტი გამორიცხავს გაუპატიურებას.

მანამდე, ადვოკატებმა რაიან სმითის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს.

ადვოკატები პროკურატურის არაკვალიფიციურ მოქმედებაზე საუბრობენ და მოუწოდებენ მკაფიოდ გაეცეს პასუხი მნიშვნელოვან ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს.

უფლებადამცველების განცხადებით, დარჩენილია 1 კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა მალხაზ კობაურს ფიზიკური შემხებლობა გარდაცვლილებთან, საუბარია დეენემის კვალზე.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს ჩაინიშნა.

14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა.

მისივე თქმით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმითის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.

21 ივლისს „ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია. 

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს.

მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.

ხადის ხეობაში მოკლული სმითების ნათესავები საქართველოში ჩამოვიდნენ და საქმის გამოძიებით დაინტერესდნენ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სომხეთის ჯარი

16 დეკემბერი 2018, 18:36

მსოფლიო

სომხეთი ჯარის განვითარებისთვის $2,5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

სომხეთის ხელისუფლება უახლოეს 5 წელიწადში ჯარის განვითარებისთვის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

შერიფ შექათის მშობლები

16 დეკემბერი 2018, 18:23

მსოფლიო

შერიფ შექათის მშობლები სტრასბურგში თავდასხმის დროს დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებენ

ტერორისტის მამა ამბობს, რომ მან არ იცოდა შვილის განზრახვების შესახებ, თორემ პოლიციას შეატყობინებდა. თავდამსხმელის დედა კი აცხადებს, რომ ის შოკირებული იყო, როცა შეიტყო მისი შვილის ქმედების შესახებ.

ალექსანდრ ვუჩიჩი

16 დეკემბერი 2018, 18:10

მსოფლიო

ბელგრადში 10000-მდე დემონსტრანტმა ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკა გააპროტესტა

გამოცემის ცნობით, აქციაში, რომელზეც ისმოდა ლოზუნგი "ქურდი ვუჩიჩი", "შეაჩერე სისხლიანი მაისურები!", ბელგრადის მერიც კი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან და სახელმწიფო ტელევიზია RTS-თან მარშითა და ლოზუგნების ყვირილით ჩაიარეს.

ლაშა ჟვანია

16 დეკემბერი 2018, 18:07

საქართველო

ლაშა ჟვანია: ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა

ჟვანია სავარაუდოდ ხვალ მიმართავს პატრიარქს, რათა მან საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად შეუდგეს მუშაობას. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო.

დიმიტრი გაბუნია

16 დეკემბერი 2018, 18:02

საქართველო

დიმიტრი გაბუნია: სალომე ზურაბიშვილი გუნდს მომავალ კვირაში წარადგენს

დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან თელავში ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკუთარ გუნდს მომავალ კვირაში წარადგენს.

ფეთჰულა გიულენი

16 დეკემბერი 2018, 17:55

მსოფლიო

თურქეთი აცხადებს, რომ ტრამპი გიულენის ექსტრადიციის საკითზე მუშაობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურ ანკარას ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციას დაჰპირდა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ზაფხულში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

მიხეილ სააკაშვილი

16 დეკემბერი 2018, 17:25

საქართველო

სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვის მოწოდებით გამოდის

მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პირდაპირი ეთერის დროს თელავში მიმდინარე ინაუგურაცია შეაფასა, ამასთან ილაპარაკა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აქციის შესახებ და თქვა, რომ დღევანდელმა დღემ მას 2003 წელი გაახსნეა.

აქციის მონაწილეები

16 დეკემბერი 2018, 17:23

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა გომბორზე აქცია-პერფორმანსს გეგმავს

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონა გომბორის უღელტეხილისკენ გეგმავს გამგზავრებას, სადაც სავარაუდოდ, გაიმართება აქცია-პერფორმანსი და გაერთიანების ლიდერების მხრიდან გაკეთდება საგანგებო განცხადება.

დავით დარჩიაშვილი

16 დეკემბერი 2018, 17:18

საქართველო

დარჩიაშვილი: აქციები პერმანენტულ სახეს გაზაფხულიდან მიიღებს

სამართალდამცველებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერების მოგერიება გურჯაანში უწევთ, მათ თელავშიც დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მოინდომეს, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდა. გზის გადაკეტვის სურვილი კი მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა ინაუგურაციიდან წამოსული სტუმრების ავტომობილები დაინახეს.

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 17:09

საქართველო

გახარია ომბუდსმენს ახსენებს, რომ ზოგჯერ პოლიციელის და ჟურნალისტის უფლებებსაც სჭირდება დაცვა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის გამოხმაურების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

16 დეკემბერი 2018, 17:06

საქართველო

ქუთაისში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია გამართა

„ზურაბიშვილი ვერ გახდება ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რადგან მან ხმები ქართველ ხალხს მოპარა. ის ვერ გახდება ჩვენი და იმ ქართველი ჯარისკაცების პრეზიდენტი, ვისაც ომის დაწყებაში ადანაშაულებს“, -განაცხადა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.

აქცია თელავში

16 დეკემბერი 2018, 16:55

საქართველო

თელავში აქციაზე ვითარება გამწვავდა

ნაციონალური მოძრაობა აქციას თელავშიც მართავს. მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას აპროტესტებენ. გარდა იმისა, რომ სამართალდამცველებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერების მოგერიება გურჯაანში უწევთ, მათ თელავშიც დაუპირისპირდნენ.

სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2018, 16:53

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა. ვიდეო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სარკოზი საქართველოში მეხუთე პრეზიენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

16 დეკემბერი 2018, 16:47

მსოფლიო

2018 წელს მექსიკიდან აშშ-ში გადასვლის მცდელობისას 260 მიგრანტი დაიღუპა

დაღუპული 260 მიგრანტიდან 117 მექსიკელია, ხოლო დანარჩენი 116 მიგრანტის წარმომავლობა უცნობია. მიგრანტების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სიცხე და გაუწყლოვნებაა. მათგან 50 მიგრანტი მექსიკასა და აშშ-ს საზღვართან მდებარე მდინარის გადაცურვისას დაიხრჩო.

თეიმურაზ გორჯესტანი

16 დეკემბერი 2018, 16:46

საქართველო

თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა

თეიმურაზ გორჯესტანმა წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება გაიმეორა და თქვა: "როგორც სპორტის სასახლეში გამოსვლისას ვთქვი, დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე", - თქვა გორჯესტანმა.

ტყვიის შემცველობა

16 დეკემბერი 2018, 16:29

საქართველო

სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

როგორც საქსტატის ეროვნული სამსახურის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ნათელა გოგოლაძე ამბობს, მშობლები ამბობენ, რომ თუ მათ შვილებს დასჭირდებათ, თავად ჩაუტარებენ ამ გამოკვლევებს.

16 დეკემბერი 2018, 16:18

მსოფლიო

ქალაქ აფრინში ბაზრობაზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

ალეპოს პროვინციაში, ქალაქ აფრინის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქება ბაზრობის ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპულების შესახებ ცნობა ამ დრომდე არ გავრცელებულა.

გიორგი გახარია

16 დეკემბერი 2018, 16:18

საქართველო

გიორგი გახარია პოლიციელებს მადლობასა და ბოდიშს ერთდროულად უხდის

"მე ვპირდები მათ, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციას სამართლებრივი შეფასება მოჰყვება. ყველა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები მე, პირველ რიგში, ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს,"- თქვა გახარიამ.

კონსტიტუცია

16 დეკემბერი 2018, 16:16

საქართველო

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა

კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

ირაკლი კობახიძე

16 დეკემბერი 2018, 16:14

საქართველო

კობახიძე: როცა სააკაშვილი წაგებულ ომს ზეიმობდა, სარკოზი რუსული აგრესიის შესაჩერებლად ღამეს ათენებდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი შეაფასა.