Imedi /  02 ოქტომბერი 2018, 12:23 / სანდო წყარო

უწყება: ვანო მერაბიშვილი ექიმებთან ადასტურებს, რომ ორი კვირაა მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა

ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მერაბიშვილი ექიმებთან ადასტურებს, რომ ორი კვირაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, როგორც სუნთქვის პრობლემების, ასევე თვალის ლორწოვანის ჰიპერემიისა და ქუთუთოს შეშუპების მხრივ.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 26 სექტემბერსა და მანამდე ჩატარებული მრავალი კონსულტაციისა და სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევების შედეგად, სრულად გამოირიცხა ორგანიზმში სიმსივნური პროცესი, რაც ზოგჯერ ჰორნერის სინდრომის ერთ-ერთ მიზეზად ვლინდება, ასევე გამოირიცხა ჰორნერის სინდრომის ისეთი მიზეზები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა. მედიკოსთა აზრით, არც ინტოქსიკაცია შეინიშნება და პაციენტი ამ მხრივ არავითარ დამატებით კვლევას არ საჭიროებს. სხვადასხვა სამოქალაქო კლინიკის ყველა ექიმის საერთო აზრით, მსჯავრდებულს მხოლოდ სჭირდება, არ შეწყვიტოს ის მკურნალობა, რაც დაენიშნა, რაზეც სამედიცინო პერსონალი დაკვირვებას აგრძელებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული მკურნალობის შედეგად დაავადება და სიმპტომები რეგრესირებს და ექიმები დამატებით ანალიზებს საჭიროდ არ თვლიან, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან გამოთქმული ბოლო ეჭვის გაბათილების მიზნით, რომელიც ინტოქსიკაციას უკავშირდება, ვანო მერაბიშვილის კლინიკა „მედიქლაბში“ გადაყვანის შესახებ. მას დღეს და ხვალ ჩაუტარდება ტოქსიკოლოგის კონსულტაცია, მოხდება იმ მძიმე მეტალების იდენტიფიკაცია, რომელზეც მედიკოსთან აზრით მიზანშეწონილია ანალიზების ჩატარება როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. შედეგად, საბოლოოდ, დოკუმენტურად გამოირიცხება ის ეჭვიც, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მსჯავრდებულის ადვოკატებს აქვთ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, დაიცვან პაციენტის უფლებები და პატივი სცენ მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს“, – ამბობენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

დღეს ვანო მერაბიშვილი ისევ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი "მედიქლაბის" სტაციონარშია და მას გამოკვლევები უტარდება. უცნობია მიზეზი, რის გამოც ის კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ვანო მერაბიშვილი 26 სექტემბერსაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაშინ მერაბიშვილს გამოკვლევები "ავერსის" კლინიკაში ჩაუტარდა. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულებებზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.

ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.

ლაშა ხუციშვილი

13 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2026, 14:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 აპრილი 2026, 14:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.

13 აპრილი 2026, 14:35

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჯონდო მდივნიშვილი

13 აპრილი 2026, 14:33

რეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:22

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

თამაზ მელია

13 აპრილი 2026, 14:21

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო

მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 14:19

მსოფლიო

Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს

თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

13 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება

ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

13 აპრილი 2026, 14:15

რეგიონი

სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.

დიმიტრი პესკოვი

13 აპრილი 2026, 14:07

მსოფლიო

პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს

კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

ლეო XIV

13 აპრილი 2026, 14:02

მსოფლიო

ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია

„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 13:41

მსოფლიო

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით

„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.

13 აპრილი 2026, 13:36

მსოფლიო

კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.

13 აპრილი 2026, 13:09

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფრიდრიხ მერცი

13 აპრილი 2026, 13:00

მსოფლიო

Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია

გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.

პედრო სანჩესი და სი ძინპინი

13 აპრილი 2026, 12:54

მსოფლიო

პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია

„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.