ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი დღეს საავადმყოფოში დარჩება
გიორგი ჩივიაშვილი
ფოტო: ნინო არღვლიანი
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დღეს ყოფილი მინისტრი კლინიკა "მედიქლაბში" დარჩება. ადვოკატის თქმით, ის მთავარ ექიმს და საავადმყოფოს დირექტორს ესაუბრა და მათ უთხრეს, რომ მერაბიშვილთან დღეს სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი შევა და მას სრულყოფილ, ახალ კვლევას ჩაუტარებენ.
"ვინაიდან არ არის დადგენილი რამ გამოიწვია ეს სინდრომი - ეს შეიძლება იყოს სიმსივნური დაავადებები, ან ინტოქსიკაცია. ჩვენ არ გადმოგვცემია წინა კვლევების პასუხები და შესაბამისად არ მოგვეცა შესაძლებლობა ეს კვლევები უცხოეთში გადაგვეგზავნა. იმედს ვიტოვებ, რომ დღის ბოლომდე მოგვაწვდიან "ავერსის" კლინიკაში ჩატარებულ კვლევებს და ვიმედოვნებთ, რომ ამ კლინიკიდან მერაბიშვილის გაყვანა არ მოხდება როგორც წინა შემთხვევებში. იმედია, სრულად გამოიკვლევენ და სულ მცირე დიაგნოზს მაინც გვეტყვიან რა ჭირს ამ ადამიანს წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რომ ისინი უძლურები არიან, არ შეუძლიათ დიაგნოზის დასმა და მერაბიშვილის მკურნალობა", - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, მან მოისმინა მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადებები.
"ისიც კი გვითხრა, რომ ექიმები უწევენ რეკომენდაციას, ინტოქსიკაციაზე კვლევები არ ჩაიტაროს. ამ განცხადების შემდეგ სულ რაღაც 8 საათში მერაბიშვილი გადმოიყვანეს კლინიკაში, სადაც კვლევები უტარდება და ექიმები ცდილობენ დაადგინონ მიზეზი და დიაგნოზი, რატომაა ის ცუდად. შესაბამისად, ეს არის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. რანდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი აპირებენ მერაბიშვილის დატოვებას დღეს ამ კლინკაში, რათა ერთხელ მაინც მოხდეს სრულყოფილად მისი გამოკვლევა და რაიმე შედეგის დადება. ამიტომ ის განცხადება, რომ თითქოსდა მერაბიშვილი კარგად გრძნობს თავს სხვა დღეებთან შედარებით, უხერხული და ურთიერთსაწინააღმდეგოა", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
დღეს ვანო მერაბიშვილი ისევ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის შესახებ განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
ვანო მერაბიშვილი 26 სექტემბერსაც გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაშინ მერაბიშვილს გამოკვლევები "ავერსის" კლინიკაში ჩაუტარდა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.
ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.
2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 00:27
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს
გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
23 ივლისი 2026, 00:23
სამართალი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
23 ივლისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმანეთს ილუზიაში აცხოვრებენ, ამდენი წელია ერთმანეთს ატყუებენ, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოდიან. ეს ოპოზიცია არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაა
სრულიად ლუსტრირებულები არიან, ყველა აგენტი გაიშიფრა. ყველა თანაბრად დაზიანებულია, მათ თავი დაიზიანეს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
23 ივლისი 2026, 00:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო
უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიამ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა.
22 ივლისი 2026, 23:53
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა
როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.
22 ივლისი 2026, 23:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია - ახლა მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის დროა
ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს.
22 ივლისი 2026, 23:43
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს. ფაქტია, რომ დღეს კლასიკური საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ
როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც საქართველოს ღირებულებებზე აგენტი ესაუბრება.
22 ივლისი 2026, 23:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის
უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში. დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
22 ივლისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ვახო სანაიაზე: რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას? რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი
მთავარ სცენარში, ის პუნქტი სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა], - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე შეფასებით, ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალიტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია.
22 ივლისი 2026, 23:23
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა - სასანქციო პაკეტის გადასარჩენად, ხუთშაბათს დილით მოლაპარაკებების დამატებით რაუნდი გაიმართება
ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა, - წერს გამოცემა POLITICO.
22 ივლისი 2026, 23:11
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში Changi Airport Group-ის ინტერესებზე: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, როგორც სატრანზიტო-ლოჯისტიკური ჰაბი, და არა მხოლოდ
ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანიის, Changi Airport Group-ის, ინტერესის სფეროში მოექცა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
22 ივლისი 2026, 22:56
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია
ეს უბრალოდ მორიგი საინვესტიციო ინტერესი არ არის, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია, რითაც Changi Airport Group-ის მიერ თბილისის ახალი აეროპორტისადმი გამოჩენილ ინტერესს ეხმიანება.
22 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
ევროკომისია: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება
ევროკომისიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება - მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.
22 ივლისი 2026, 21:32
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი
ჯერ ერთი რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, - ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას პოსტს, სადაც ის წერს, რომ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად რცხვენია.
22 ივლისი 2026, 21:26
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 21:22
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
ევროკავშირის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს ტანკერი, რომელსაც ბრალი ედება ცრუ დროშით ნაოსნობასა და რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსებაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
22 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ახალი, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს
საქართველოს როგორც რეგიონში მშვიდობის კუნძულს, დიდი პოტენციალი აქვს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და აცხადებს, რომ ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის მხრიდან ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტით დაინტერესება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ხელოვნურად ნაცადი შიდა თუ გარე რყევები ისევ ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ მუშაობს.
22 ივლისი 2026, 21:15
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით, რასაც „ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც ადასტურებს
„ალიბაბა ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და აღნიშნული მიმართულებით ოპერაციების დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრისას.
22 ივლისი 2026, 21:12
მსოფლიო
The Washington Post: ტრამპის ადმინისტრაცია მალიში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს
საკითხში ჩახედული მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია დასავლეთ აფრიკაში, მალიში, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება JNIM-ის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.
22 ივლისი 2026, 20:54
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


