imedi /  04 დეკემბერი 2018, 17:11 / სანდო წყარო

ნიკა რურუა გარდაიცვალა

ნიკა რურუა

ნიკა რურუა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში ნახეს. 

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება რურუას დედამ გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

ნიკა რურუა 50 წლის იყო.

ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

ნიკა რურუა იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა. 

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა. 

ყველა სიახლე

18 თებერვალი 2019, 15:55

საქართველო

ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი საქართველოშიც გამოცხადდა

2019 წლის პრიზის მოსაპოვებლად 14 ქვეყანა შეარჩიეს: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა აღნიშნულ კონკურსში პირველად მონაწილეობენ მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა.

18 თებერვალი 2019, 15:54

ტექნოლოგიები

როგორ დავადგინოთ ჩვენი წარმომავლობა. დნმ-ტესტი

ვებგვერდი 23andme.com-ი მომსახურება 99 დოლარი ღირს. არსებული ინფორმაციით, ტესტის ჩაბარების შემდეგ ადამიანს ექნება ზუსტი ინფორმაცია მისი წარმომავლობისა და წინაპრების შესახებ. სერვისი ერთგვარად აკავშირებს დნმ-ნათესავს, ანუ თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს დნმ-თან ძალიან ახლოსაა

პოლიცია

18 თებერვალი 2019, 15:51

მსოფლიო

იტალიაში 30-მდე მაფიოზი დააკავეს

სპეცოპერაცია ნეაპოლში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად მაფიოზური ორგანიზაციის წევრობა, გამოძალვა, იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ კოორდინაციას ციხიდან კლანის მმართველები, ძმები სალვატორე და ნიკოლა სეკუინოები უწევდნენ.

ჯერემი კორბინი

18 თებერვალი 2019, 15:39

მსოფლიო

7 ბრიტანელი დეპუტატი ლეიბორისტების ლიდერისადმი პროტესტის გამო პარტიას ტოვებს

ერთ-ერთი დეპუტატის, ლუკიანა ბერგერის თქმით, "ლეიბორისტული პარტია" ინსტიტუციურად ანტისემიტური გახდა, რის გამოც მას პარტიაში დარჩენა სასირცხვილოდ მიაჩნია. პარტიიდან წასული წევრები ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ არაფერს ამბობენ.

18 თებერვალი 2019, 15:36

ტაბლოიდი

50 Cent-ს პოლიცია მოკვლით ემუქრებოდა

2018 წლის ივნისის თვეში რაციის საშუალებით ინსპექტორმა ემანუელ გონსალესმა, კოლეგებს ამერიკული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის მოკვლა უბრძანა. შემთხვევას ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი სერიოზულად მოეკიდა და საქმეში მაშინვე ადვოკატები ჩართო.

ენგურჰესი

18 თებერვალი 2019, 15:22

ეკონომიკა

ენგურჰესში წყლის დონის კლების გამო აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტი ემუქრება

ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ დაიკლო, რის გამოც მარტში აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნება. როგორც ენგურჰესის ადმინისტრაციული და საერთო საკითხების მენეჯერი ნუგზარ სართანია ამბობს, საცავში წყლის დონემ დაიწია და დაახლოებით 20 მეტრის მარაგია დარჩენილი.

ლევან კობიაშვილი

18 თებერვალი 2019, 15:19

სპორტი

UEFA კობიაშვილზე: მეორე ვადით ეროვნული ნაკრების წარმატების ფონზე აირჩიეს

"ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ კარგი გუნდური მოთამაშე ვიყავი“, – ამბობს კობიაშვილი, რომელიც ბუნდესლიგაში ჩატარებული თამაშების რაოდენობით (351) ისტორიაში მეორე უცხოელია.

კევინ დიურანტი

18 თებერვალი 2019, 15:04

სპორტი

NBA-ში ყველა ვარსკვლავის მატჩი შედგა

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის, ქალაქ შარლოტში შემდგარი საკალათბურთო ზეიმსი ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ გოლდენ სტეიტ უორიორზის ფორვარდი კევინ დიურანტი აღიარეს. თამაშის MVP-იმ 31 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მოაგროვა.

წიგნები

18 თებერვალი 2019, 14:57

კულტურა

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით წარდგება

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მაია დანელიასა და ცენტრის ლიტერატურული პროგრამის მენეჯერის, ნინო ნადიბაიძის შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, აგენტებსა და პარტნიორებთან.

18 თებერვალი 2019, 14:50

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მშობელთან დაკავშირებული ტერმინების შემოღებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვლას მხარი დაუჭირა. ცვლილება იყო განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილი, რომელთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო დამტკიცებით, ერთნაირსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაციას ბოლო მოეღება.

გიგა ზედანია

18 თებერვალი 2019, 14:48

საქართველო

ილიაუნის აკადემიური საბჭო და სტუდენტები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ განაცხადა, ისინი შეთანხმდნენ, რომ ბიზნესსკოლისთვის ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა უზრუნველყოფილი იქნება.

18 თებერვალი 2019, 14:40

მსოფლიო

ატლანტის ოკეანეში იშვიათი სახეობის ვეშაპები შეამჩნიეს

ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა იშვიათი სახეობის ვეშაპი შვილთან ერთადაც შეამჩნიეს. ოკეანოლოგთა ვარაუდით დედალი ვეშაპი დაახლოებით 17 წლის იყო. აღმოჩენა მონაცემთა ბაზაში შეიყვანეს და სახელად პიკო დაარქვეს. მკვლევართა ვარაუდით ვეშაპს ბოლოს ნაშიერი 2011 წელს ჰყავდა.

18 თებერვალი 2019, 14:37

ტექნოლოგიები

ჩინეთის იმპერატორი 121 ცოლთან ღამის გასატარებლად გეომეტრიულ გრაფიკს იყენებდა

დროის გაზომვიდან ზღვის ნავიგაციამდე - მათემატიკა ძველი ცივილიზაციების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მათემატიკის ისტორია ძველი ეგვიპტიდან, მესოპოტამიიდან და ძველი საბერძნეთიდან იწყება, თუმცა ამ ქვეყნების დაცემის შემდეგ, დასავლეთში მათემატიკის განვითარება ფაქტობრივად საუკუნეების განმავლობაში შეწყდა.

18 თებერვალი 2019, 14:19

საქართველო

ბესელია: ჩემი გვარი კომიტეტზე მომხსენებლთა სიიდან ამოიღეს

ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილსა და ანრი ოხანაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, მისი გვარი ამოღებულია ორი კანონპროექტიდან, სადაც ის გეგმის თავდაპირველი ვარიანტით პასუხისმგებელ პირთა შორის იყო.

საბავშვო ბაღები

18 თებერვალი 2019, 14:17

საქართველო

2018 წელს ცხენის ხორცი 4 საჯარო ბაღის მენიუში აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, საქართველოს საჯარო ბაღებში ცხენის ხორცის გამოვლენის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა.

18 თებერვალი 2019, 13:42

ძალოვნები

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

30 წლამდე კაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი.

დომინიკ პარსელი

18 თებერვალი 2019, 13:38

კულტურა

თბილისს მსახიობი დომინიკ პარსელი სტუმრობს. ფოტო და ვიდეოკოლაჟი

თბილისში სერიალ "გაქცევის" მსახიობი დომინიკ პარსელია ჩამოსული. მან Instagram-ზე თბილისში ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც მოდელ ლიკუნა ხაჭაპურიძესთან ერთად არის. დომინიკ პარსელი თბილისში სავარაუდოდ უბრალოდ, მეგობართან არის ჩამოსული და ის ლიკუნა ხაჭაპურიძესთან ერთად გადაღებებში არ მონაწილეობს.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2019, 13:36

საქართველო

ზურაბიშვილი: საფრანგეთის სენატსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საფრანგეთის სენატსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან შეხვედრამდე განუცხადა.

დავით სერგეენკო

18 თებერვალი 2019, 13:33

საქართველო

სერგეენკო დეკანოზზე: პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია

"მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

18 თებერვალი 2019, 13:28

ტექნოლოგიები

მარსზე გაფრენისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა კარგი იუმორის გრძნობაა

მეცნიერები აცხადებენ, რომ მარსზე მისიის შესასრულებლად ეძებენ უდარდელი და კარგი იუმორის მქონე ადამიანს. კვლევამ დაადგინა, რომ სამომავლო მისიის წარმატება დამოკიდებულია ეკიპაჟის კლოუნ-წევრზე.