imedi /  11 თებერვალი 2019, 08:17 / სანდო წყარო

ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული იზოლატორიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

ფსიქიატრიული კლინიკა

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული კაცი იზოლატორიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ამბობენ, რომ 29 წლის ვალერი ირემაძე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო, თუმცა აქტიური ფსიქოზი არ შეინიშნებოდა.

ნარკოლოგიურ განყოფილებაში ის მანამდე მეგობრებმა მიიყვანეს. ცენტრის დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სტაციონარულ მკურნალობაში პაციენტს 3000 ლარი მოსთხოვეს. რაც შეეხება იმას, იმყოფება თუ არა ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აღრიცხვაზე, კლინიკის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ შესაბამის დოკუმენტაციას ამ დრომდე სწავლობენ და საბოლოო პასუხი ადმინისტრაციას დღეს ეცოდინება.

სავარაუდოდ, დაკავებულს ბრალს დღესვე წარუდგენენ.

13 წლის ბიჭს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა სიახლე

ლუკ უოლტონი და კელი ტენანტი

23 აპრილი 2019, 15:01

სპორტი

„ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ლოს-ანჯელესის საკალათბურთო კლუბის, „ლეიკერსის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ლუკ უოლტონს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მის წინააღმდეგაც სასამართლოში სარჩელი ჟურნალისტმა კელი ტენანტმა შეიტანა.

23 აპრილი 2019, 14:57

საქართველო

კვლევა: ჯანდაცვის ობიექტების 75%-ს არ აქვს პირობები, რომ ეტლით მოსარგებლე გადაადგილდეს

ჯანდაცვის ობიექტების 75%-ზე მეტს, არ გააჩნია სათანადო პირობები, რათა ეტლით მოსარგებლე ადამიანმა, შეძლოს ავტომობილის პარკირება და დამოუკიდებლად გადაადგილება შენობის მთავარ შესასვლელამდე - ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ დახმარებით ჩატარდა.

პორტუგალია

23 აპრილი 2019, 14:50

საქართველო

პორტუგალია საქართველოსთან ლეგალურად დასაქმების საკითხში ითანამშრომლებს

პორტუგალიის მხარე მზად არის საქართველოსთან ლეგალურად დასაქმების საკითხებში ითანამშრომლოს. შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციული პროცესების მართვას და პორტუგალიაში ქართველი სპეციალისტების დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

თეა წულუკიანი

23 აპრილი 2019, 14:46

საქართველო

წიგნის ჩუქების დღის ფარგლებში თეა წულუკიანი არასრულწლოვან პატიმრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასრულწლოვან პატიმრებს შეხვდა და წიგნის დღის ფარგლებში მათ სხვადასხვა ავტორების წიგნების წაკითხვა შესთავაზა. თეა წულუკიანმა მოზარდებს განუმარტა, რომ მათი მთავარი მიზანი არა გარეთ გასვლა, არამედ უკან არ შემობრუნება უნდა იყოს.

23 აპრილი 2019, 14:43

ეკონომიკა

მაჭავარიანი: საქართველო რეგიონში მაღალეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე. როგორც მან განაცხადა, ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია.

23 აპრილი 2019, 14:30

მსოფლიო

კვიპროსზე სერიული მკვლელი დააკავეს

კვიპროსში სერიული მკვლელი დააკავეს, რომელიც 2 ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გაუჩინარებულია 6 წლის ბავშვიც. მას ამ დრომდე ეძებენ. დაკავებული კვიპროსის არმიის ოფიცერია. გამოძიება ეჭვობს, რომ ის ქალებს ინტერნეტით უკავშირდებოდა. როგორც კვიპროსის პოლიციაში აცხადებენ, დანაშაული ქვეყნისთვის უპრეცედენტოა, რადგანაც მათ პირველად აქვთ საქმე სერიულ მკვლელობებთან.

23 აპრილი 2019, 14:22

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა სერიალში თავისი პირველი სექსის სცენის შესახებ ილაპარაკა

„სამეფო კარის თამაშებში“ არია სტარკის როლის შემსრულებელმა მეიზი უილიამსმა სექსის სცენის დეტალებზე ილაპარაკა, რომელიც სერიალის ფანებისთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს.

ჰერცოგი ჟანი

23 აპრილი 2019, 14:22

მსოფლიო

ლუქსემბურგის ჰერცოგი ჟანი გარდაიცვალა

მონარქის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების ანთება სახელდება. ის ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მეორე მსოფლიოს დასაწყისში ჰერცოგი ოჯახთან ერთად ჯერ საფრანგეტში გაიქცა, შემდეგ კი კანადაში. მან ტახტზე უარი 2000 წელს შვილის სასარგებლოდ თქვა.

ლევან სურგულაძე

23 აპრილი 2019, 14:15

საქართველო

პარლამენტში საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს უსმენენ

პარლამენტში ამ წუთებში საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს უსმენენ. დაგროვებითი პენსიის საკითხზე მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ვერ თანხმდებიან. დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ პენსიის დაგროვება ნებაყოფლობითი უნდა იყოს და მოქალაქეებს არჩევანის საშუალება ჰქონდეთ.

23 აპრილი 2019, 13:52

საქართველო

ციხელაშვილი: განათლება არის საუკეთესო პასუხი ოკუპაციაზე

ქეთევან ციხელაშვილი გუბერნატორთან ერთად ტირძნისის საჯარო სკოლაში ჩავიდა და მოსწავლეებს კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში მხატვრული და საგანმანათლებლო ლიტერატურა გადასცა. ტირძნისის სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა ცეცხლი წაუკიდეს და ის ნაწილობრივ დაიწვა,მათ შორის ბიბლიოთეკის ოთახიც.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 აპრილი 2019, 13:49

მსოფლიო

ზელენსკის პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით ხალხის აზრი აინტერესებს

ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე დააფიქსირა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელინსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკომ გამანადგურებელი სხვაობით დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა 72%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი 24%-მა დაუჭირა.

23 აპრილი 2019, 13:47

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 71 000 000 ლარი შეადგინა.

ათონელის რეზიდენცია

23 აპრილი 2019, 13:44

საქართველო

პრეზიდენტი: მოსამართლეების შერჩევა მაღალი რეპუტაციის მოსამართლეების არჩევას უნდა ემსახურებოდეს

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს - ესაა საზოგადოების ძლიერი ნდობით აღჭურვილი და მაღალი რეპუტაციის მოსამართლეების არჩევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

პრინცი ლუი

23 აპრილი 2019, 13:39

ტაბლოიდი

პრინც ლუის ერთი წელი შეუსრულდა

პრინცი ლუი ერთი წლის გახდა. შვილის პირველ იუბილეზე პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ლუის 3 ახალი ფოტო გამოაქვეყნეს. კენსინგტონის სასახლეში აცხადებენ, რომ სამივე ფოტო პატარა პრინცს დედამ აპრილში ნორფოლკის მამულში გადაუღო.

23 აპრილი 2019, 13:35

მსოფლიო

ნაზარბაევმა საპრეზიდენტო კანდიდატად ტოკაევი დაასახელა

ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც პარტია „ნურ ოტანს“ ხელმძღვანელობს საპრეზიდენტო კანდიდატად 2019 წელის 9 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი დაასახელა.

Alfa Romeo Spider

23 აპრილი 2019, 13:31

ტაბლოიდი

მუჰამედ ალის Alfa Romeo აუქციონზე იყიდება

eBay-ის ონლაინ-აუქციონზე 1976 წლის Alfa Romeo Spider Veloce Series II-ი იყიდება, რომელიც მანამდე მსოფლიო კრივის ისტორიაში ყველაზე ცნობილ მოკრივეს მუჰამედ ალის ეკუთვნოდა. ავტომობილის გარბენი 130 ათას კილომეტრს შეადგენს. ლოტის საწყისი ფასი 13 466 დოლარია.

დავით სერგეენკო

23 აპრილი 2019, 13:24

საქართველო

სერგეენკო პრეზიდენტის მოწოდებაზე: სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლებია მიმდინარეობს

სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. „სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებებისა და შინამეურნეობების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა"- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

23 აპრილი 2019, 13:18

ვიდეო

ელენე ხოშტარია შსს მინისტრ გახარიას: ვპირდები რომ მოვუდუღებ ჩემი ხელით ყავას

23 აპრილი 2019, 13:05

მსოფლიო

შრი-ლანკის მთავრობა: ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება

წინასწარი გამოძიების შედეგების მიხედვით, შრი-ლანკაზე აფეთქებების მიზეზი ახალ ზელანდიაში მეჩეთებში მომხდარი თავდასხმა იყო. შრი-ლანკის თავდაცვის მინისტრის რუვან ვაიიევარდენის განცხადებით, ტერაქტები ორმა ადგილობრივმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ მოაწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

23 აპრილი 2019, 12:57

საქართველო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა უპერსპექტივოა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები: ლევან გზირიშვილი,ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. ინიციატივა საბჭოს შემადგენლობიდან მათ გაწვევას შეეხება. როგორც საბჭოს წევრების განცხადებაშია ნათქვამი, ,,ევროპული საქართველოს“ ინიციატივა აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივოა.