imedi /  06 მაისი 2019, 18:26 / სანდო წყარო

გიორგი ქობულია პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს - ასე უპასუხა ყოფილმა მინისტრმა "იმედის" შეკითხვას და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. 

"ამ თემას ნუ გავაზვიადებთ, მე ვამბობ არ გამოვრიცხავ. ყველაზე დიდი ალბათობით ეკონომიკაში დავბრუნდები, თუმცა არ გამოვრიცხავ პოლიტიკასაც", - განაცხადა ქობულიამ.

ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში რჩება.

"ჯერჯერობით საქართველოში ვარ, მაქვს ბევრი მიმართულება რაზეც ვფიქრობ, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება არ მიმიღია", - აღნიშნა ქობულიამ.

ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან მის გათავისუფლებას არ მოჰყვა სათანადო ახსნა-განმარტებები, ამიტომ მზად არის პარლამენტში მივიდეს.

"მე ვფიქრობ საპარლამენტო რესპუბლიკაში როცა ასეთი მინისტრის გათავისუფლება ხდება, ამას რაღაც ახსნა-განმარტება უნდა მოჰყვეს", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღეს ოპოზიციამ პარლამენტში გიორგი ქობულიას მისვლა მოითხოვა. გიორგი ქობულიას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მისვლას კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და საპარლამენტო ოპოზიციაც მხარს უჭერს.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე გადაცემა „ფორბსის კვირაში“ პირველად ისაუბრა. მისი თქმით, სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ გადადგომის  შესახებ განცახდების დაწერა სთხოვეს. 

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. ის თანამდებობიდან 2019 წლის 18 აპრილს გადადგა. ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.  

„თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შეპირებული შედეგი ვაჩვენოთ, ბუნებრივია ცვლილება არ დააყოვნებს“ - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა. გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ათი თვის განმავლობაში იკავებდა.

ყველა სიახლე

მურას ტომი

23 აგვისტო 2019, 16:42

მსოფლიო

ამაზონის ტყეში მცხოვრები მურას ტომი თავისი მიწის დატოვებას არ აპირებს

ამაზონის ტროპიკულ ტყეში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები თავიანთ მიწას სიცოცხლის ფასადაც არ დატოვებენ. ამის შესახებ მათ სააგენტო Reuter's-თან საუბარში განაცხადეს. დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერი ხანძარი უკვე მე-17 დღეა მძვინვარებს.

23 აგვისტო 2019, 16:42

ტექნოლოგიები

ჩინეთში კაცს 30 წელი თავში 10 სანტიმეტრიანი ჭია ჰყავდა

ჩინეთში კაცმა 30 წლის განმავლობაში თავში იცხოვრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა ვიდრე ექიმმა კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება არ დაუნიშნა. კაცს თავის ტკივილები სტანჯავდა, შემდეგ კი ეპილეფსიის შეტევა დაემართა და პერიოდულად გონებას კარგავდა.

ბირთვული ელექტროსადგური

23 აგვისტო 2019, 16:40

მსოფლიო

რუსეთმა მცურავი ბირთვული ელექტროსადგურიც შექმნა

რუსეთმა მსოფლიოში პირველი მცურავი ბირთვული ელექტროსადგური შექმნა, - ინფორმაციას BBC რუსეთის ბირთვულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მცურავი ბირთვული ელექტროსადგური მურმანსკის არქტიკული პორტიდან შორეულ აღმოსავლეთში - ჩუკოტკამდე იმოძრავებს. ეს მანძილი 5000 კილომეტრს მოიცავს. იდეა ელექტროენერგიის მიწოდებას ეფუძნება.

ტურისტი

23 აგვისტო 2019, 16:25

ეკონომიკა

საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 6 თვეში 617.5 მილიონი ლარი დახარჯეს

საქსტატი გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმად 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. ქვეყნიდან გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.3%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

23 აგვისტო 2019, 16:09

საქართველო

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეში ქცევის რეკომენდაციებს ავრცელებს

მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის WMO Climate Watch Advisory-ს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს ბოლო დეკადაში პროგნოზირებულია ცხელი ამინდით განპირობებული თბური ტალღები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთს და მათ შორის საქართველოს მოიცავს.

პოლიცია

23 აგვისტო 2019, 15:55

მსოფლიო

ბერლინში ველოსიპედისტმა გამვლელი მოკლა

ბერლინში მოაბიტის რაიონში სროლის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება. ინციდენტი ადგილობრივით დროით 12:00 საათზე მოხდა. ველოსიპედისტმა ცეცხლი გამვლელს გაუხსნა. მომხდარის მოტივები და მსროლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მეხი მეხის დაცემა

23 აგვისტო 2019, 15:35

მსოფლიო

პოლონეთში მეხის დაცემის გამო 4 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

პოლონეთში ქალაქ ზაკოპანეს მახლობლად ტატრების მთის მასივში შტორმის დროს 4 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით ინციდენტი გევონტის მწვერვალის რაიონში მოხდა. მეხი ტურისტების ჯგუფს დაეცა. დაღუპულთა შორის 2 მცირეწლოვანია.

23 აგვისტო 2019, 15:16

ძალოვნები

ოკუპანტების მიერ არცევთან დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

„უკანონო დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული პირი უკანონო პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა და იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – აცხადებენ სუს-ში.

23 აგვისტო 2019, 14:51

ძალოვნები

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია

ხმაურია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბის საქმე დაკავებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპირებენ ცენტრალური ქუჩა გადაკეტონ.

ტყის ხანძრები

23 აგვისტო 2019, 14:40

საქართველო

გარემოს სააგენტო: საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურა და ტყის ხანძრების რისკი იზრდება

საქართველოს მთიან რეგიონებში 3 სექტემბრის ჩათვლით მოსალოდნელია მაღალი, +36, +38 გრადუსამდე ტემპერატურა, - ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი

23 აგვისტო 2019, 14:32

მსოფლიო

პუტინი: აშშ რუსეთს ახალ შეიარაღებაზე მუშაობის დაწყებას აიძულებს

პუტინმა აშშ რაკეტების ლიკვიდაციის გაუქმებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ვაშინგტონის მიერ ახალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდით გამოწვეული საფრთხის შეფასება და სიმეტრიული პასუხის მომზადება დაავალა.

ალექსანდრე ლუკაშენკო და მამუკა ბახტაძე

23 აგვისტო 2019, 14:18

საქართველო

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურობა მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულებაა.

23 აგვისტო 2019, 14:08

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით.

ამაზონის ხანძარი

23 აგვისტო 2019, 13:58

მსოფლიო

ამაზონის ტყე იწვის. რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოს? ფოტო

ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას უყრის თავს. ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ამაზონის ტყე ყოველწლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს.

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი სამეფო ოჯახი

23 აგვისტო 2019, 13:49

ტაბლოიდი

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი შოტლანდიაში ეკონომკლასით გაფრინდნენ

პრინცი უილიამი მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად შოტლანდიაში ავიაკომპანია Flybe-ს კომერციული რეისით გაფრინდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. The Mirror-ის ინფორმაციით ბილეთი ლონდონიდან აბერდინამდე £73 ფუნტი ღირს.

ტეილორ სვიფტი

23 აგვისტო 2019, 13:44

კულტურა

ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი და კლიპი გამოუშვა

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მეშვიდე ალბომი გამოუშვა. ალბომ Lover-ში 18 სიმღერა შევიდა, მათ შორის არის ქანთრი-ჯგუფ Dixie Chicks-თან და Panic! At the Disco-ს ვოკალისტ ბრენდონ ურისთან შერსრულებული სიმღერებიც.

მაშველები შავი ზღვა

23 აგვისტო 2019, 13:19

ძალოვნები

საგანგებო სიტუაციების სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებს

დღეს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ.

სალომე ზურაბიშვილი

23 აგვისტო 2019, 13:17

მსოფლიო

ზურაბიშვილი: საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყეებთან ერთად

„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი დედამიწის გადასარჩენად და მოვუწოდებთ ყველას, ამაზონის გადასარჩენად ვიმოქმედოთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

მატარებელი ლიანდაგებიდან

23 აგვისტო 2019, 13:08

მსოფლიო

საკრამენტოში მეტროს მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

გამოცემა Sacramento Bee-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 ბრიგადა და 40 მაშველი მუშაობდა. ინციდენტის მიზეზი უცნობია, გამოძიებას ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი კომპანია აწარმოებს.

კეილორ ნავასი მეკარე

23 აგვისტო 2019, 12:59

სპორტი

კეილორ ნავასი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებს

მეკარე კეილორ ნავასმა შესაძლოა „მადრიდის რეალი“ დატოვოს. ესპანური Marca-ს ცნობით 32 წლის კოსტარიკელი ფრანგულ „პსჟ“-ში გადასვლასთან ახლოსაა. „რეალმა“ ნავასის წასვლის სურვილი გაითვალისწინა და მის შემცვლელს უკვე ეძებს. კეილორ ნავასი „მადრიდის რეალში“ 2014 წლიდან თამაშობს.