Imedi /  23 მაისი 2019, 14:27 / სანდო წყარო

ბახტაძე: ლარის კურსის ვარდნა არის მოკლევადიანი

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება მოკლევადიანია.

„ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც სავაჭრო დეფიციტის შემცირება ჰქვია. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე, ამიტომ ეს პროცესი არის მოკლევადიანი“, - განაცხადა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა მცირეა და მასზე გავლენას გარე ფაქტორები ახდენს. „მე ბუნებრივია მაქვს ანალიტიკუერი მონაცემები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება ლარის კურსს. ჩვენ გვაქვს მცირე ეკონომიკა და ბუნებრივია, ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“, - განაცხადა ბახტაძემ. 

მისივე თქმით, რეგიონში არის მუდმივად შოკების საფრთხე, ამიტომ ხელისუფლებამ დაიწყო ლარიზაციის პროგრამა, რომ საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული დოლარზე. „დავიწყეთ ასევე ორიენტაცია ექსპორტზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე. ტურიზმის განვითარება უნდა იყოს გრძელვადიანი. საქართველო არ უნდა იყოს მოწყვლადი. ვცდილობთ მოვახდინოთ ეკონომიკის დივერსიფიცირება ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა ბახტაძემ. 

ანალიტიკოსები ლარის გაუფასურების ორ მიზეზზე საუბრობენ. ერთი პოზიცია თურქეთში ლირის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება, მეორე კი, ბაზარზე ფულის მასის ზრდას. მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, ამ დროისთვის პოზიტიურია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ პროცესი ლარის მსყიდველობით უნარზე არ აისახება.

ყველა სიახლე

17 ნოემბერი 2019, 23:30

ძალოვნები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძარია

ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს. ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

ირმა ინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 23:27

საქართველო

ინაშვილი: ახლა მშვიდობიანად ვარ აჯანყებული თქვენს ეთერში

„როდესაც უსამართლობა ხდება ქვეყანაში და სახელმწიფოში, აჯანყების უფლებაც აქვს მოქალაქეთა ჯგუფს. მშვიდობიანი, რა თქმა უნდა. მაგრამ კანონის ფარგლებიდან გასვლა თუ იქნება, არსებობენ სამართალდამცველი სტრუქტურები და მათაც კანონის ფარგლებში მოუწევთ ამ ყველაფრის აღკვეთა“, - განაცხადა ინაშვილმა.

სპილო

17 ნოემბერი 2019, 23:17

ტაბლოიდი

ინდოეთში სპილო სახელად ბინ ლადენი ტყვეობაში ყოფნის მე-6 დღეს მოკვდა

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის ადამიანებს დაესხა თავს, რის შემდეგაც სპილო დაიჭირეს და "ორანჯის" ეროვნულ პარკში ჰყავდათ. სწორედ იქ მოკვდა ცხოველი. შტატის ხელისუფლებამ ეროვნულ პარკში სპეციალისტები გაგზავნა, რომლებიც სპილოს სიკვდილის რეალურ მიზეზებს დაადგენენ.

ლაშა ტალახაძე

17 ნოემბერი 2019, 22:55

სპორტი

ლაშა ტალახაძემ თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძე კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. თურქეთში, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის გათამაშებაში ტალახაძემ ატაცში 208, აკვრაში-242, ხოლო ორჭიდის ჯამში 450 კილოგრამი დააფიქსირა და საერთო ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 22:41

საქართველო

პარლამენტის შესასვლელები ტომრებით არის ჩაკეტილი

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს. როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, ეს არ არის "ბარიკადი", არამედ "კალაძის ნაგავია". ოპოზიციის თქმით, სამშენებლო ნარჩები პარლამენტთან იყო.

will.i.am

17 ნოემბერი 2019, 22:39

კულტურა

მუსიკოსი will.i.am-ი ბორტგამცილებელს რასიზმში ადანაშაულებს

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ავსტრალიაში, ბრისბეინი-სიდენის რეისზე მოხდა. მუსიკოსმა ვერ გაიგონა, რომ ეკიპაჟმა მგზავრებს ელექტრონული მოწყობილობების გამორთვა სთხოვა და ლეპტოპის გამოყენება გააგრძელა, რამაც ბორტგამცილებლის აგრესია გამოიწვია.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 22:08

საქართველო

ბაქრაძეს აქციის მონაწილეების რაოდენობაზე ოფიციალურმა ცნობამ, თავისი ხელისუფლება გაახსენა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ შსს-ს მიერ დღევანდელი აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე გავრცელებული განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ როგორც ჩანს სუსში იგივე ადამიანები ითვლიან აქციის მონაწილეებს, ვინც “ნაციონალური მოძრაობის“ დროს ითვლიდა.

ბორის ჯონსონი რუსეთი

17 ნოემბერი 2019, 21:59

მსოფლიო

The Guardian: ბორის ჯონსონი სკრიპალების მოწამვლიდან მალევე KGB-ს აგენტს შეხვდა

2018 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, რუს ბიზნესმენს, ალექსანდრ ლებედევს შეხვდა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს KGB-ს აგენტი იყო. შეხვედრა სკრიპალების მოწამვლიდან მალევე მოხდა.

ვაჟა სირაძე

17 ნოემბერი 2019, 21:38

ძალოვნები

პოლიცია: თბილისში აქციებში 7 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა

„რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500 მოქალაქე, ასევე აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას“, – განაცხადა სირაძემ.

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 21:23

საქართველო

ოპოზიცია პარლამენტის შესასვლელს ქვიშის ტომრებით ბლოკავს

ოპოზიციამ პარლამენტის ცენტრალური შესასვლელთან ქვიშით სავსე ტომრები მიიტანეს. ამ ტომრებით ისინი შესასვლელის დაბლოკვას გეგმავენ, რათა დეპუტატებს მუშაობის საშუალება არ მისცენ. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები იმყოფებიან.

ვაჟა გაფრინდაშვილი

17 ნოემბერი 2019, 21:20

საქართველო

NYT: საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს

სტატიაში წერია, რომ საქართველო მოითხოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებულმა ოსმა სეპარატისტებმა დააკავეს. სტატიაში ასევე წერია, რომ გაფრინდაშვილს ცხინვალის რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 21:05

საქართველო

გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტთან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი უთანხმოება მოხდა. გიგი უგულავას თქმით, ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ ის მანქანა გააჩერეს, რომელშიც შეშა და აქციის მონაწილეთათვის საჭირო ნივთებია. თუმცა ასევე ითქვა, რომ ტომრებში შესაძლოა ქვიშა იყოს.

დონალდ ტრამპი

17 ნოემბერი 2019, 20:57

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გამოესარჩლა

შესაბამისი განცხადება ტრამპმა Twitter-ზე გააკეთა. „შეიძლება ჯო ბაიდენი მძინარა და ნელია, მაგრამ „ცოფიანი ძაღლი არ არის“. ამაზე უკეთესია“, - დაწერა ტრამპმა. ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ ამერიკის ყოფილ ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის გააკრიტიკა.

მუშების დაშავება

17 ნოემბერი 2019, 20:55

ძალოვნები

ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, წყლისა და წყალანირების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა. მათ ფეხზე რკინის კონსტრუქცია დაეცათ. სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მათ მოტეხილობები აღენიშნებოდათ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმი

17 ნოემბერი 2019, 20:26

საქართველო

ქართველი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ

აქციას სახელწოდებით "თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!" შეუერთდნენ: გორის საუნივერსიტეტო კლინიკის, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს და ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალიც უერთდება.

შოთა დიღმელაშვილი

17 ნოემბერი 2019, 20:14

საქართველო

დიღმელაშვილი: შეიძლება პიკეტირება კანონს არღვევდეს, მაგრამ ხელისუფლებასთან საუბარს აზრი აღარ აქვს

შეიძლება პიკეტირება კანონს არღვევდეს, მაგრამ ხელისუფლებასთან საუბარს აზრი აღარ აქვს, ისინი არაფერს აკეთებენ, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში მოძრაობის „სირცხვილია“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პიკეტირება არა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მთავარი იარაღი, არამედ დამატებითი წნეხია.

აქცია თბილისში

17 ნოემბერი 2019, 20:07

საქართველო

Reuters: თბილისში ვადამდელი არჩევნები 20 000-მა ადამიანმა მოითხოვა

Reuters-ის ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დაახლოებით 20 000 ადამიანი გამოვიდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროკავშირმა კენჭისყრის შედეგის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და კანონმდებლებს ცვლილებების მიღების გზის პოვნისკენ მოუწოდეს.

დავით უსუფაშვილი

17 ნოემბერი 2019, 19:50

საქართველო

უსუფაშვილი: პიკეტი არ უნდა უშლიდეს ხელს დაწესებულების ფუნქციონირებას

ეს უნდა იყოს ისეთი პიკეტი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულების ფუნქციონირებას, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 19:48

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებმა წარწერები გააკეთეს

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად წითელი ფერის საღებავით წარწერები "წადი" და "შეცვალე" გააკეთეს. ამას პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა ასევე შეძლეს მიწაზე დაეწერათ "სისტემა უნდა დაინგრეს".

მკვლელობა

17 ნოემბერი 2019, 19:43

ძალოვნები

ატენის ქუჩაზე მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მკვლელობა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათისთვის მოხდა. დღეს საღამოს კი მეზობელმა სცადა ოჯახთან კომუნიკაცია, რადგან სახლიდან არავინ უპასუხა, მან სამაშველო სამსახური გამოიძახა. როგორც ადგილზე მეზობლები ამბობენ, ლევან აბაშიძე დაახლოებით 3 თვის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან.