imedi /  12 ივნისი 2019, 12:34 / სანდო წყარო

ცქიტიშვილი: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას მთავრობა 6 თვით გადაუვადებს

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად 6 თვით გადაუვადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ჩვენთვის პრიორიტეტულია. მათ შორის არაერთხელ გავაკეთეთ ამის დემონსტრირება იმ გადავადებების სახით, რომელიც ინვესტორისთვის დაფინანსების მოსაძიებლად იყო საჭირო. ჯერ კიდევ 21 მაისს გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ 15 ივნისის ვადა საკმარისი არ იყო საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის და ამ შეხვედრაზევე განვაცხადეთ და შევთანხმდით, რომ კონსორციუმი წარადგენდა მათთვის სასურველ ვადას, რომელიც მათი ხედვით ყველა ფორმალობის დასრულებისთვისაა საჭირო. კონსორციუმიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს სასურველი ვადა არის 6 თვე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით შიდა სამთავრობო პროცედურებში და მთავრობის უახლოეს სხდომაზე გვექნება შეთანხმება გადავადებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დათანხმდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თხოვნას, რომ გაუხანგრძლივდეს კონსორციუმს ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად გათვალისწინებული ვადა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში ვაშინგტონიდან ჩართვისას განაცხადა, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა, ნახეთ ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

ზოი სალდანა/ნინა სიმონე

07 აგვისტო 2020, 00:48

კულტურა

მსახიობმა ზოი სალდანამ ნინა სიმონეს როლის შესრულებისთვის ბოდიში მოიხადა

„ნინა არ უნდა მეთამაშა. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა რაც შემეძლო, იმისთვის, რომ შავკანიანი ქალის სათამაშოდ შავკანიანი ქალი აეყვანათ. მაშინ მეგონა, რომ ამის უფლება მაქვს, რადგან შავკანიანი ქალი ვარ. ასეც არის. მაგრამ საუბარი ნინა სიმონეზეა. მას ისეთი ცხოვრება და ისტორია ჰქონდა, რომლის მოთხრობისას ყველა დეტალი უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა მსახიობმა.

დონალდ ტრამპი

07 აგვისტო 2020, 00:29

COVID19

დონალდ ტრამპი: მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკა შევქმენით, შემდეგ ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა - ამას არასდროს დავივიწყებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების წყარო ჩინეთი იყო. ამის შესახებ მან ოჰაიოს შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საად ალ-ჯაბრი

07 აგვისტო 2020, 00:15

მსოფლიო

საუდის არაბეთის პრინცს კანადაში მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ

მათი სამიზნე საად ალ-ჯაბრი იყო, რომელსაც საუდის არაბეთში არაერთი გავლენიანი თანამდებობა ეკავა. 3 წლის წინ ის ქვეყნიდან გადასახლდა დამას შემდეგ ტორონტონში, კერძო დაცვის ქვეშ ცხოვრობს.

07 აგვისტო 2020, 00:02

საზოგადოება

თბილისი ენერჯი: თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა

რამდენიმე წუთის წინ თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე, 114-ზე შეტყობინება შევიდა, რომ თემქის მე-11 მიკრო რაიონის ერთ-ერთ კორპუსში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფის მისვლის შემდეგ არმოჩნდა, რომ დიდი რაოდენობით გაზი იყო მთელ სადარბაზოში, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი ენერჯი ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 00:01

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს

ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ლიბანის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

06 აგვისტო 2020, 23:43

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად, მასპინძლობს ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“ ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საფრანგეთი მძევლები

06 აგვისტო 2020, 23:38

მსოფლიო

საფრანგეთში შეიარაღებულმა კაცმა ბანკში მძევლები აიყვანა

კაცმა 6 ადამიანი აიყვანა მძევლად, მოგვიანებით კი 3 მათგანი გაათავისუფლა. BFM TV-კი იტყობინება, რომ მან მხოლოდ 2 მძევალი გაათავისუფლა, მესამემ კი გაქცევა მოახერხა.

მაიკ დევაინი

06 აგვისტო 2020, 22:56

COVID19

ოჰაიოს შტატის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდგინდა

ოჰაიოს შტატის გუბერნატორს, მაიკ დევაინს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გუბერნატორის ოფისი ავრცელებს.

თამარ ბაჩალიაშვილი

06 აგვისტო 2020, 22:53

სამართალი

რა წერია ჩვენებაში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა მამამისის წინააღმდეგ მისცა

„ჩემს მშობლებს ხშირად არა მაგრამ პერიოდულად მოსდიოდათ კონფლიქტი ყოველ მიზეზგარეშე. აღნიშნული ხდებოდა მაშინაც, როდესაც მამაჩემი იყო ნასვამ მდგომარეობაში და მაშინაც, როდესაც იყო სრულიად ფხიზელი. იყო შემთხვევებიც, როდესაც მამაჩემმა დედაჩემს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მამაჩემი, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, შემოვიდა ბინაში. მან უსაყვედურა დედაჩემს, თუ რატომ ჰქონდა წინა საღამოს ოთახებში გვიანობამდე ჩართული სინათლე. დედაჩემმა უპასუხა, რომ ნამდვილად არ ჰქონია ჩართული ყველგან სინათლე. ამის გამო მამაჩემი გაბრაზდა და დედაჩემს ჯერ თმებზე მოქაჩა, შემდეგ კი სახეში შემოარტყა ხელი. დედაჩემმა, ვინაიდან იყო ცუდად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ექიმებმა კი გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მათ მოსვლამდე კი მამაჩემი გავიდა ბინიდან და წავიდა“ - წერია ბაჩალიაშვილის ჩვენებაში.

ექიმი ნაწლავური ჩხირი

06 აგვისტო 2020, 22:50

რეგიონი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმში დაფიქსირებულ ნაწლავური ინფექციების შემთხვევებს ჯგუფური სტატუსი არ აქვს

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი "Escherichia coli" ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს. „ბათუმის წყალის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს. „ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი“, - აცხადებენ კომპანიაში.

ივანე მაჭავარიანი

06 აგვისტო 2020, 22:48

საზოგადოება

ივანე მაჭავარიანი: stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 17 წლის ჩათვლით ბავშვების საკომპენსაციო პაკეტს მოხმარდება

„დღეის მდგომარეობით, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, 134 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 34 მლნ ლარი შემოიტანა სხვადასხვა შემომწირველმა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს, ცალსახად ითქვა, რომ stopcov ფონდის თანხები ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში, მიიმართებოდა ან უშუალოდ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ან პანდემიით მიყენებული ზიანის კომპენსაციაზე და სოციალურ პროექტებზე. შესაბამისად, ახლა, როდესაც დაანონსდა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებები, ბავშვების დახმარების პაკეტი სრულად დაფინანსდება სწორედ stopcov ფონდიდან”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილი

06 აგვისტო 2020, 22:39

რეგიონი

მაია ცქიტიშვილი: ერთობლივი მუშაობის შედეგად რაჭაში პრაქტიკულად ყველა სოფელთან გზა, ელექტროენერგია და კავშირგაბმულობა აღდგა

ვიცე-პრემიერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუდმივი კონტაქტი აქვთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოში მონაწილეობენ. „რაჭაში700 სასურსათო პაკეტზე მეტი დარიგდა, ასევე მოხდა ყველა დაზიანებული სახლის აღწერა, განისაზღვრა საკომპენსაციო ღონისძიებები და რაც მნიშვნელოვანია, ბევრი მოხალისე, უშუალოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, მოსახლეობასთან ერთად ჩართულია დატბორილი ადგილების გაწმენდით სამუშაოებში“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

06 აგვისტო 2020, 22:36

საზოგადოება

თამარ გაბუნიამ ინიციატივა „თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ინიციატივა „თბილისი-კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა, კიბოს უკეთესი მართვის მიზნით, ქალაქის მასშტაბით არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

06 აგვისტო 2020, 22:25

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ჩემი კოლია, ალბათ, არასდროს იქნება პრეზიდენტი - მას პრეზიდენტობისთვის არ ვამზადებ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თავის უმცროს შვილს პრეზიდენტის როლისთვის არ ამზადებს. ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

06 აგვისტო 2020, 22:05

სამართალი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ახალგზარდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაბა ჯვარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

06 აგვისტო 2020, 21:57

სამართალი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

06 აგვისტო 2020, 21:44

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით (1,3 მილიარდი ადამიანი) ეს არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელია, თუმცა მთავრობას ვირუსის გავრცელების რეალური სტატისტიკის დამალვაში ადანაშაულებენ.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

06 აგვისტო 2020, 21:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვიმედოვნებ, რომ აშშ ჯანმოდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს და უფრო ძლიერი ურთიერთობები გვექნება, ვიდრე ოდესმე გვქონია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ჯანმოდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს.

ნათია სხვიტარიძე

06 აგვისტო 2020, 21:25

COVID19

ნათია სხვიტარიძე: ჩვენ შევძელით ქვეყანაში პანდემიის მიმდინარეობა კონტროლირებადი გაგვეხადა

„იმისათვის რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ და რისკი არ გაიზარდოს, მხოლოდ მთავრობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. როგორც გაზაფხულის პერიოდში იყო, ახლაც, ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ დავიცვათ ის მარტივი რეკომენდაციები რომელიც ჯანდაცვის სექტორის მიერ არის მოწოდებული და რომელიც აპრობირებულია“, - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

სალომე ზურაბიშვილი

06 აგვისტო 2020, 21:15

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისთვის პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის

​საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, რვა ქვეყნის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს.