რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ვიდეო
ფოტო: IMEDI
შავი ზღვის აკვატორიაში პორტისთვის საუკეთესო ადგილას, ანაკლიის სანაპიროზე, დიდი გადამზიდავი გემები დიდი ტვირთით პირველად 2021 წლის დასაწყისში უნდა შემოვიდნენ. ინვესტორმა ამ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2 წელიწადზე ნაკლებ დროში უნდა მოაწყოს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ამისთვის მეტი დრო ჰქონდა, თუმცა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.
1 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ანაკლიის სანაპიროზე ოფიციალურ სამუშაოები დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის, მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილია დასრულებული. კერძოდ, გამზადებულია მიწა და ზღვის ფსკერის დაღრმავებითი სამაშაოები. გასული წლის შემოდგომაზე აქ დაღრმავებითი სამუშაოებისთვის გემი "ათენა" მუშაობდა.
კონსორციუმში განმარტეს, რომ არსებული მდგომარეობა ნორმალურია, რადგან დიდ ჭაობს აშრობენ და ამას დრო სჭირდება. ძირითად სამშენებლო სამუშაოებს კი მაშინ დაიწყებენ, როცა ფული ექნებათ.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მიღებას რომ ვერ ახერხებს, ამაზე პასუხისმგებლობას ინვესტორი მთავრობას აკისრებს, თუმცა მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ პორტის მშენებლობის მხოლოდ პირველი ფაზისთვის 600 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდებოდათ.
ამ 600 მილიონიდან ინვესტორი ანუ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული კონსორციუმი - საკუთარი კაპიტალის სახით 100 მილიონს დოლარს ჩამოდის, კიდევ 100 მილიონს "საპარტნიორო ფონდიდან", ანუ სახელმწიფოსგან იღებს სუბორდინირებული სესხის სახით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინვესტორს ვალის დაბრუნებას მხოლოდ სხვა ვალდებულებების დაფარვის შემდეგ მოსთხოვს. რაც შეეხება დარჩენილ 400 მილიონ დოლარს, ესეც სესხია, ოღონდ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან - EBRD, ADB, AIIB და OPIC.
როცა კონსორციუმი მთავრობასთან ხელშეკრულებას აფორმებდა, წარადგინა განზრახულობის წერილები, რომ ამ ბანკებიდან სესხის მიღებას შეძლებდა, თუმცა 2 წელიწადზე მეტი გავიდა და თანხა ისევ არ მიუღია. შესაბამისად ვერც ძირითად სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ახლა, როცა მშენებლობის დაწყების ეტაპი უკვე მესამედ გადავადდა გაირკვა, რომ ბანკები კონსორციუმს სესხს მხოლოდ სახელმწიფოს თავდებობით მისცემენ.
"თუ არ მოხდება კონსესუის მიღწევა მთავრობასა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის, ისინი არ ჩადებენ ამ თანხებს პროექტში და მერე კითხვა ისმის რა მიზეზით იყო ეს ყველაფერი, რატომ მოხდა", - ამბობს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონსორციუმი და მთავრობა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებულები არ ყოფილან.
რას გულისხმობს სახელმწიფოსთვის მიუღებელი პირობები? იმისთვის, რომ კონსორციუმს სესხი მისცენ საერთაშორისო ბანკები სახელმწიფოსგან რამდენიმე პირობის შესრულებას და ხელშეკრულებაში შესაბამის ცვლილებებს მოითხოვენ. ერთ-ერთი შესაძლო ცვლილება უკავშირდება ტვირთბრუნვის გარანტიას.
"იმ შემთხვევაში თუ პორტის შემოსავლები არ იქნება საკმარისი იმისთვის რომ პროექტი მოემსახუროს 400 მილიონი სესხის გადახდას, სახელმწიფო იქნება ვალდებული შეავსოს ეს თანხა და აუნაზღაუროს ნაკლული ოდენობა", - განმარტავს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
საერთაშორისო ინვესტორები ხელშეკრულებაში სულ 8 პრინციპულ ცვლილებას ითხოვენ და ეს ერთ-ერთია, თუმცა შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც. ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებიან, ფიქრობენ, რომ ინვესტორი ანუ ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე პორტის სახელით ხელისუფლებას აშანტაჟებს და პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნით ცდილობს სასურველი პირობების მიღწევას.
თუმცა საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდა მამუკა ხაზარაძე პარლამენტის ტრიბუნიდან. რატომ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელიც კაბალურად მიაჩნდა, მამუკა ხაზარაძეს არ უთქვამს, მისი დაფუძნებული კონსორციუმის გენერალური დირექტორი კი ამას პატრიოტული მოტივით ხსნის. ლევან ახვლედიანის თქმით, თავიდანვე იცოდნენ, რომ მოგვიანებით ხელშეკრულების პირობების შეცვლას მოითხოვდნენ, თუმცა მაინც მთავრობის შეთავაზებაზე მოაწერეს ხელი მხოლოდ იმიტომ, რომ ანაკლიის პორტის იდეა განხორციელებულიყო.
საქართველოს მთავრობა პორტის აშენებას ყველა შემთხვევაში აპირებს. ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების ინტერესი ჯერ კიდევ 2014-ში გამოხატეს და თუ კონსორციუმი დაფინანსებას ვერ მოიპოვეს, პორტს სხვა გზით მაგრამ, მაინც ააშენებენ.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ. დაფინანსების ნაწილში ალტერნატივა ბევრია როგორც ახალი ინვესტორების მოზიდვა, ასევე ის რომ ჩვენ ავაშენოთ, სახელმწიფომ", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
თუმცა მინისტრის თქმით, ალტერნატივის ძიება არ მიმდინარეობს, რადგან არსებულ ინვესტორთან ცდილობენ შეთანხმებას.
რატომ მოითხოვეს ბანკებმა დამატებითი გარანტიები მხოლოდ ახლა და არა საწყის ეტაპზე. ამაზე ინფრასტრუქტურის მინისტრი პასუხობს:
"ბანკები დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო რომ პროექტში არ გყავთ არც სტრატეგიული ინვესტორი და არც პორტების ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ ბანკების სესხების დაცვას და მეორე მხრივ ტვირთების მოზიდვის უზრუნველყოფას, ამიტომ გახდა საჭირო ამ პროექტში სახელმწიფოს გარანტია", - განმარტა მინისტრმა.
სტრატეგიული ინვესტორის და პორტის ოპერატორის თემის გახსნას ხაზარაძის კონსორციუმის კიდევ ახალ შეუსრულებელ დაპირებამდე მივყავართ. უფრო კონკრეტულად, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა როცა კონკურსში გაიმარჯვა, მაშინ თქვა რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი იქნებოდა ამერიკული "კონტი ჯგუფი". თუმცა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე "კონტის" მხრიდან პროექტში რაიმე სახის ინვესტიცია არ ფიქსირდება, ხოლო 2018 წლის ბოლოს "კონტი ჯგუფის" დამფუძნებელი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდანაც გავიდა.
ასევე, კონსორციუმმა პორტის ოპერატორად თავდაპირველად დაასახელა მსხვილი ამერიკული ოპერატორი SSA Marine, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული კომპანიის ნაცვლად ანაკლიის პროექტში მონაწილეობას სხვა კომპანია - SSA International აპირებს. ეს კომპანიაც SSA Marine-ს მსგავსად შედის Carrix ჯგუფში, თუმცა გაცილებით მცირე კომპანიაა.
ბანკებთან გართულებულ ურთიერთობას სხვაგვარად ხსნიან ანაკლიის განვითარების კონსორციუმში. მათი თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები დააფრთხო ინფორმაციამ, რომ ანაკლიის გარდა კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში აშენდება.
მთავრობის ინფორმაციით, ფოთის პორტის განვითარების შეზღუდვით არა ბანკები, არამედ თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი იყო დაინტერესებული და ეს არც მანამდე დაუმალავთ. საკუთარი პოზიცია თავიდანვე დაფიქსირებული აქვს მთავრობასაც.
მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში ბანკები, რომელზეც კონსორციუმი საუბრობს ფოთის პორტის გაფართოების წინააღმდეგი არ არიან, რადგან ერთ-ერთმა მათგანმა - აშშ-ის განვითარების კორპორაციამ - თავად ასესხა ფოთის პორტს 50 მილიონი.
კონკურსში გამარჯვების დღიდან ხაზარაძის კონსორციუმმა პირობების შეცვლა არაერთხელ მოითხოვა და მთავრობაც ყოველ ჯერზე დათმობაზე მიდიოდა. მთელ რიგ შემთხვევებში ინვესტორმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა ან გადავადება მოითხოვა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო მთავრობასა და კონსორციუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მონიტორინგს ახორციელებს. მისი დირექტორი იხსენებს, რომ კონსორციუმმა შეთანხმების გაფორმებიდან დღემდე უკვე 10 ცვლილება მოითხოვა, მათ შორის იყო სამშენებლო სამუშაოებისა და ფინანსური დახურვის რამდენჯერმე გადავადება.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ფინანსური დახურვა 30 ივნისამდე უნდა მოასწროს, თუმცა არ გამორიცხავენ რომ ამ ვადის შეცვლა კიდევ მოითხოვონ. ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს მთავრობასაც ახსენებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მთავრობამ მიწის გადაცემის გარდა პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობაც უნდა უზრუნველყოს. სამჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ საავტომობილი გზების დეპარტამენტმა ახალი კონკურსი თვის დასაწყისში გამოაცხადა და გამარჯვებულს ხელშეკრულებას სავარაუდოდ თვის ბოლომდე გაუფორმებს.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 22:58
მსოფლიო
გაეროს წარმომადგენელი კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდების კრიტიკულ აუცილებლობაზე საუბრობს
გაეროს წარმომადგენელი კოლუმბიაში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვების მიწოდების კრიტიკულ აუცილებლობაზე საუბრობს.
11 აგვისტო 2026, 22:45
მსოფლიო
Sky News: ლონდონში წყალსადენის მილების გასკდომის გამო 10 000-მდე ოჯახი წყლის გარეშე დარჩა - წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ დაზიანების შეკეთება „მოსალოდნელზე ბევრად რთული აღმოჩნდა“
ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში წყალსადენის ორი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხება გამოიწვია - არსებული მონაცემებით, ჩიგველის რაიონში 10 000-მდე ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება ან დაბალი წნევით მიეწოდება, - წერს Sky News-ი.
11 აგვისტო 2026, 22:39
სპორტი
22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე“ 2:1 დაამარცხა
22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
11 აგვისტო 2026, 22:24
პოლიტიკა
აფხაზეთის ომის ვეტერანი ზურაბ შამუგია: უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს
უდისციპლინო ხალხისგან 413 დღე ომი გინახავთ? 413 დღე ვიცავდით ჩვენ კბილებით, ხელებით და ჩვენი დისციპლინით აფხაზეთს, საქართველოს, - განაცხადა აფხაზეთის ომის ვეტერანმა ზურაბ შამუგიამ.
11 აგვისტო 2026, 22:20
მსოფლიო
ზელენსკი: დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიში ადასტურებს, რომ კრემლი დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.
11 აგვისტო 2026, 21:57
სპორტი
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი მიეცემა. „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ინგლისის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.
11 აგვისტო 2026, 21:48
საზოგადოება
დადიანების სასახლის საერთაშორისო აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს „მოგზაურთა საერთაშორისო ჯილდო“ მიენიჭა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ და კულტურულ მუზეუმად დასახელდა. პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოების პროგრამა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსა და ბრენდებს აერთიანებს.
11 აგვისტო 2026, 21:43
საზოგადოება
ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი სტუდენტები ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საზღვარგარეთ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება სასურველ პროფესიას.
11 აგვისტო 2026, 21:27
მსოფლიო
CNN: აშშ-ის ოფიციალური პირები, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო, ნავთობსა და საწვავზე ფასების მატებას პროგნოზირებენ
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტე „ღიად“ გამოაცხადა, მეორე დღესვე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ნავთობსა და საწვავზე ფასების პროგნოზი გაზარდეს, რადგან არსებული შეზღუდვები ამ კრიტიკულ საზღვაო არტერიაში ენერგორესურსების მოძრაობას აფერხებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
11 აგვისტო 2026, 21:17
სამართალი
საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობა „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვით დადასტურდა. როგორია მოლდოვას და უკრაინის რეიტინგი? „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულში და 13-წლიანი პროგრესით ევროპის ხუთეულში. საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას „ფრიდომ ჰაუსის“ გლობალური გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.
11 აგვისტო 2026, 21:04
მსოფლიო
მედია: ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი 100%-ით რუსული იყო
ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი შემცირებას განაგრძობს მოსალოდნელ აკრძალვამდე რამდენიმე თვით ადრე, თუმცა ივლისში ბელგიის მიერ იმპორტირებული LNG სრულად რუსეთზე მოდიოდა - იუწყება ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, CREA-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანალიზი.
11 აგვისტო 2026, 21:00
ჯანდაცვა
სახელმწიფოს დახმარება იშვიათი დაავადების მქონე პაციენტებს. ცისტური ფიბროზის სამკურნალოდ საქართველო ინოვაციურ მედიკამენტს ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ხელახალი დაბადება“ - ასე შეფასდა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებისგან ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება.
11 აგვისტო 2026, 20:56
პოლიტიკა
მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდის შეფასებით, გამოვლენილი ორმაგი სტანდარტია ის, რამაც რიგი პოლიტიკოსები თუ ხელოვანები ბოლო დროს ისე აღაშფოთა, რომ ნაწილი საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდება.
11 აგვისტო 2026, 20:52
მსოფლიო
მარკო რუბიო: დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი ოჯახს უბრუნდება - მადლობას ვუხდით რუსეთს სტივ უიტკოფთან თანამშრომლობისთვის, პრეზიდენტი არ გაჩერდება, სანამ უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი შინ არ დაბრუნდება
დღეს, რუსეთში ოთხ წელზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ, რობერტ გილმანი სახლისკენ მიემართება, რათა ოჯახს დაუბრუნდეს - გილმანი უერთდება 100-ზე მეტ ამერიკელს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაათავისუფლა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
11 აგვისტო 2026, 20:42
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი. გია ბარამიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება გრძელდება. რას ამბობენ აფხაზეთის ომის ვეტერანები? „ქრონიკის“ სიუჟეტი
გია ბარამიძე ნათქვამს არ ნანობს და მეხუთედ იმეორებს იმას, რასაც აფხაზეთის ომის ვეტერანები და მებრძოლები ღალატს და შეურაცხყოფას უწოდებენ. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გრძელდება.
11 აგვისტო 2026, 20:36
პოლიტიკა
შეკვეთილი რუსოფობია. ფაქტები წლების მიხედვით, თავის მართლების მცდელობა და პოლიტიკური განცხადებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისევ განსჯის საგანია ოპოზიციის და არამხოლოდ პოლიტიკოსების შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით. საკითხი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წამოჭრა, ბევრისთვის თავსატეხად იქცა.
11 აგვისტო 2026, 20:23
საზოგადოება
შინდისის ბრძოლა და 17 გმირი. 2008 წლის 11 აგვისტოს ისტორია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინდისის ბრძოლა და 17 გმირის ამბავი. მე-18 წელია გორის რაიონის ამ სოფლის სახელი უთანასწორო შეტაკებაში გამოჩენილ სიმამაცეს და თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულად სევდიან და საამაყო ისტორიას უკავშირდება.
11 აგვისტო 2026, 20:16
პოლიტიკა
კახა კალაძე: მინდა გითხრათ: ნუ დაიჯერებთ ამ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში და თავად დარწმუნდით, რომ ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, დიდი ისტორიითა და კულტურით, დაუვიწყარი დღეები გელით. გპირდებით, არასოდეს დაგავიწყდებათ საქართველოში გატარებული ბედნიერი მომენტები
თითქმის ყველას, ვინც საქართველოში ყოფილა, სურს აქ კვლავ დაბრუნდეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.
11 აგვისტო 2026, 20:07
პოლიტიკა
კახა კალაძე: მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს
მინდა პატიოსნად, გულწრფელად და ოფიციალურად განვაცხადო, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენს ქვეყანაში არავინ ეპყრობა ცუდად არცერთ ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს - არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.
11 აგვისტო 2026, 19:56
პოლიტიკა
კახა კალაძე: თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ
თბილისი და საერთოდ, მთელი საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან მოქმედმა ძალებმა დაიწყეს ახალი პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ხალხისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.


