imedi /  22 ივნისი 2019, 13:09 / სანდო წყარო

Georgian Airways რუსეთის მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში დაფრინავს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი რუსეთის მიმართულებით, ფრენებს ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს. ბილეთები შეუზღუდავი რაოდენობით იყიდება, წერს რუსული მედია.  

„ახალი შეზღუდვა მოქმედებს რუსულ ავიაკომპანიებზე და მათ ფრენებზე რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ჩვეული გრაფიკით დავფრინავთ და არც ბილეთების გაყიდვაზე დაგვიწესებია შეზღუდვა. ჯერ მომხდარი ცვლილებები ჩვენზე არ მოქმედებს“ - აცხადებენ Georgian Airways-ში. 

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.

ყველა სიახლე

იხვი

18 აგვისტო 2019, 23:18

ტაბლოიდი

კაცმა სამსახური მიატოვა, რომ მთელი დღე იხვისთვის ეყვირა და ვიდეო გადაეღო 🦆

6 წლის წინ ბრენდანმა სცადა თავისი იხვი ჯერი Youtube-ზე პოპულარული გაეხადა, თუმცა ამ გეგმამ ფიასკო განიცადა - მისი არხი მხოლოდ ასამდე ადამიანმა გამოიწერა. სამაგიეროდ ახლა, ბრენდანის მთავარი სამუშაო სწორედ იხვთან ერთად ვიდეორგოლების შექმნაა, რაშიც პატარა და ეხმარება. ვიდეოებს, სადაც ბრენდანი იხვს სულ ეჩხუბება, მილიონობით ნახვა აქვს.

ბრექსიტი

18 აგვისტო 2019, 22:42

მსოფლიო

მედია: ბრიტანეთს ხისტი Brexit-ის შემთხვევაში საკვების, საწვავის და წამლების დეფიციტი ემუქრება

დოკუმენტში საუბარია იმ ეფექტებზე, რასაც დიდი ბრიტანეთი ხისტი Brexit-ის შემთხვევაში უნდა ელოდოს. კერძოდ, მთავრობის მიერ მომზადებული მასალის თანახმად, ქვეყანას საკვების, საწვავის და მედიკამენტების დეფიციტი ემუქრება, თუ ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე დატოვებს გაერთიანებას, რომელიც 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

18 აგვისტო 2019, 22:30

ტაბლოიდი

პრესამ იბიცაზე პრინც ჰარის და მეგან მარკლის დასვენების ადგილს მიაგნო

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დასვენების დღეები იბიციაზე, „მილიარდერების მოედანზე“ ატარებენ. კომპლექსი ზღვის ხედებით, ვილებით სრული განმარტოების საშუალებას იძლევა. ვილები აქ 120 000 ევრო ღირს. პოლ მაკარტნი იმ სხვა ცნობილ სახეებს შორის არის, რომელმაც ეს ადგილი თავის დროზე აირჩია დასასვენებლად.

ჰონგ-კონგი

18 აგვისტო 2019, 21:51

მსოფლიო

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში მორიგ აქციაზე 1.7 მილიონი ადამიანი მივიდა

აქციაზე ყველა ასაკის ადამიანი იმყოფებოდა, რათა აქციების მუდმივი დემონსტრანტებისთვის, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერას კარგავენ, თავიანთი სოლიდარობა გამოეხატათ. ეს პირველი აქცია იყო გასულ კვირაში ჰონგ-კონგის აეროპორტში მომხდარი დაპირისპირებების შემდეგ, როდესაც მცირე ჯგუფმა ორ კაცს სცემა.

ქეთევან ციხელაშვილი

18 აგვისტო 2019, 21:47

საქართველო

ციხელაშვილი: გატაცებული მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული პირები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ, - იუწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

18 აგვისტო 2019, 21:24

ტაბლოიდი

საქართველოში 65 წლის ქალს ჭურჭლის რეცხვაში საშუალოდ 564 დღე აქვს გატარებული

ჭურჭლის რეცხვის შესახებ საქართველოს მასშტაბით 1100 რესპონდენტი გამოკითხა. მსგავსი გამოცდილების დეფიციტი „საშინაო შრომის ბაზარზე“ უმეტესად, კაცებს აქვთ.კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხული ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელს. ქალები დღის განმავლობაშიც ხშირად რეცხავენ ჭურჭელს - საშუალოდ, 3-ჯერ.

18 აგვისტო 2019, 21:22

ტაბლოიდი

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთში ისვენებს

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინცია მუღლაში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ისვენებს. თურქული მედიის ინფორმაციით, „მარტა ლუიზამ და შამან დიურეკი ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქში 16 აგვისტოს ჩავიდნენ“. სტუმრებს რამდენიმე საჩუქარი გადასცეს, მათ შორის არის მუსტაფა ქემალ ათათურქის პორტრეტი.

კულტურა

18 აგვისტო 2019, 20:52

საქართველო

ტიმოთესუბანში სამონასტრო კომპლექსში სათავსო თვითნებურად ჩადგეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარეს სრულიად არ შეესაბამება და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

გიორგი შოთაძე

18 აგვისტო 2019, 20:48

სპორტი

ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ გიორგი შოთაძემ (67 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა სომეხი მოჭიდავე დაამარცხა. ფინალამდე კი სამივე მეტოქე აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, პოლონელ მიელევცზიკს 11-0, ჩინელ ჰუანს 8-0 და უკრაინელ კრავჩენკოს 9-1 მოუგო. .

შემთხვევის ადგილი

18 აგვისტო 2019, 20:32

ძალოვნები

სოფელ ნიგვზიანთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 45 წლამდე ქალი, 8 ადამიანი კი დაშავდა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

გემი

18 აგვისტო 2019, 20:27

მსოფლიო

ლიბიელი მიგრანტების გემმა ესპანეთის მთავრობის შეთავაზება არ მიიღო

ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილმა გემმა Open Arms, სადაც 130 მიგრანტი იმყოფება, უარი განაცხადა ესპანეთის ხელისუფლების შეთავაზებაზე რომ გემი პროვინცია კადისში მდებარე ალხესირასის პორტში შესულიყო, რომელიც გემის ამჟამინდელი მდებარეობიდან 6 დღის სავალზეა.

18 აგვისტო 2019, 20:25

ძალოვნები

ოკუპანტებმა გატაცებული მოქალაქეების ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომობილები პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, ისინი კანონიერ მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.

შსს

18 აგვისტო 2019, 19:42

საქართველო

თბილისში ბარათაშვილის ხიდზე სამანქანო მოძრაობა 5 დღით ნაწილობრივ იზღუდება

თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის დაწესდება მოძრაობის განრიგები.

18 აგვისტო 2019, 19:33

მსოფლიო

სტატუსის გაუქმების შემდეგ ქაშმირში სულ მცირე 4000 ადამიანი დააკავეს

ფრანგულ მედიას წყარომ განუცხადა, რომ დაკავება საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით მოხდა. კანონი, რომელიც დავის საგანს წარმოადგენს, ხელისუფლებას აძლევს საშუალებას ორი წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდეს ადამიანი საბრალდებო დასკვნისა და სასამართლოს გარეშე.

დონალდ ტრამპი

18 აგვისტო 2019, 19:24

მსოფლიო

მედია: პენსილვანიაში ტრამპთან შეხვედრაზე მუშები დაშინებით მიიყვანეს

13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში, Shell-ის ქიმიური ქარხნის მუშებს შეხვდა. გაზეთ Pittsburgh Post-Gazette-მა (რომელიც შტატის მასშტაბით სიდიდით მეორე გამოცემაა) გაარკვია, რომ ტრამპთან შეხვედრამდე ქარხნის მუშებს ანაზღაურებასთან დაკავშირებით პირობები წაუყენეს .

ვუდსტოკის ფესტივალი

18 აგვისტო 2019, 18:52

კულტურა

ვუდსტოკის ფესტივალი 50 წლისაა

„მუსიკისა და მშვიდობის სამი დღე“ ჰიპის კულტურის კულმინაცია და ამავდროულად, მისი დაისი იყო. ფესტივალი მოიცავდა ყველაფერს: თავისუფლებას და როკ-ენ-როლს, სექსს და ნარკოტიკებს, ჭუჭყს და ანტისანიტარიას, ანარქიას და პაციფიზმს. ფესტივალს 400 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

18 აგვისტო 2019, 18:40

ტექნოლოგიები

კვლევა: სოციალური მედია გოგოებისთვის უფრო საზიანოა ვიდრე ბიჭებისთვის

კვლევების თანახმად, სოციალური მედია ფსიკიკური ჯანმრთელობის საკითხებთან ასოცირდება, თუმცა ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ ასეთი პრობლემა შესაძლოა, გამოწვეული იყოს გარკვეულ პირობებში და გარკვეულ ადამიანებში.

18 აგვისტო 2019, 18:39

ტაბლოიდი

მიკ ჯაგერის უცნაური თვისება ცნობილია

Rolling Stones-ს სოლისტი, ლეგენდარული მიკ ჯაგერი იმ სასტუმროებში სადაც ის გასტროლების დროს ჩერდება ლეიბის შეცვლას ითხოვს, - ამის შესახებ Daily Mail-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მიკი ყოველთვის ითხოვს სასტუმროში ახალი ლეიბის მიტანას. ასევე მისი სურვილია, რომ ვიდრე სასტუმროში დაბინავდება, ამ ლეიბზე ობიექტის თანამშრომელმა დაიძინოს.

კვლევა

18 აგვისტო 2019, 18:11

ტექნოლოგიები

გაირკვა შეუძლიათ თუ არა ქალებს კაცებზე უკეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მარტივი ნამდვილად არ არის. დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ იყო და არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ქალები ამას კაცებზე უკეთ ართმევენ თავს.

ინდოეთი, წყალდიდობა.

18 აგვისტო 2019, 18:01

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას სამ თვეში 1000-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ქვეყნის 9 რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით, წყალდიდობის შედეგად 1038 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ინდოეთის სამხარეო სამინისტრო ავრცელებს. ადამიანების უმეტესობა დაიხრჩო, ნაწილი კი მეწყერმა და შენობების ნგრევამ იმსხვერპლა. ამასთან, ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში 245, ქერალში-155, დასავლეთ ბენგალში -154, ბიჰარში - 130 ადამიანი