imedi /  08 ოქტომბერი 2019, 17:35 / სანდო წყარო

Georgian Airways-ი რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

Georgian Airways

ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. 

მათი ცნობით, კომპანია უწყებას 25 მილიონ დოლარს მოსთხოვს. როგორც „Georgian Airways“-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა, სარჩელი ფრენების დაუსაბუთებელ შეწყვეტას უკავშირდება. 

„აკრძალვის ფორმალური მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრეტენზიაა, თითქოს „Georgian Airways-ს“ აქვს რუსეთის ნავიგაციის წინაშე დავალიანება 800 000 დოლარის ოდენობით. ასევე, თითქოს სამინისტროს არ აკმაყოფილებს კომპანიის საავიაციო უშიშროების პროგრამა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „Georgian Airways-ს“ არც ერთი ცენტის დავალიანება არ აქვს ნავიგაციის წინაშე. რაც შეეხება საავიაციო უშიშროებას, „Georgian Airways“-ი ბაზარზე უკვე 27 წელია და არასდროს, არცერთ ქვეყანაში არ ჰქონია პრობლემა“, – აცხადებს ბოკერია.

კომპანიაში იმასაც უსვამენ ხაზს, რომ რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის განკარგულებაში საუბარი მხოლოდ რუსულ ავიაკომპანიებზეა, შესაბამისად, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ „Georgian Airways“-ისთვის ფრენების აკრძალვა უკანონოა, კომპანიას დიდი ზარალი მიაყენა და მისი მგზავრების უფლებები დაარღვია. 

მიმდინარე წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. ვლადიმერ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიების ზარალმა 1 მილიარდ რუბლს (15,3 მილიონ დოლარს) გადააჭარბა.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო საუბრის ერთ-ერთი თემა დავით ზალკალიანის და სეგრეი ლავროვის შეხვედრაზე ნიუ-იორკში. ამ საკითხს მოგვიანებით რუსულ პრესაში თავად ლავროვიც გამოეხმაურა.

ყველა სიახლე

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 22:20

COVID19

დავით ბაქრაძე: ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ, ვავრცელებთ, რათა ჩვენს მოქალაქეებს პირველადი ინფორმაცია ჰქონდეთ

ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ კონკრეტულ შტატებში ტესტირების, ჰოსპიტალებისა და საველეჰოსპიტალების შესახებ, ვავრცელებთ, რათა ჩვენ მოქალაქეებს პირველადი ინფორმაცია ჰქონდეთ, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს ამ მოქალაქეებთან ერთად საელჩოს თითოეული თანამშრომლისთვისაც აქტუალურია ის საკითხები, რაც დღის წესრიგში დგას, მათ შორის, მნიშვნელოვანია დიპლომატებისთვის.

01 აპრილი 2020, 22:18

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 45 500-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 45 541 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 912 565 ადამიანი, 191 826 კი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მძიმე სურათი კონტინენტური ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია. ამ დროის მონაცემებით, იტალიაში დაღუპულთა რიცხვმა 13 150-ს გადააჭარბა, ესპანეთში კი 9 053 ადამიანია გარდაცვლილი.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

01 აპრილი 2020, 22:13

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი გავრცელებით გლობალურ დონეზე

მომდევნო რამდენიმე დღეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ მილიონს მიაღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 50 ათასამდე გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ქუთაისის ლაბორატორია

01 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ჩატარებული 16 ანალიზიდან ყველა უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიამ დღეს 16 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, სასტუმრო წყალტუბო პლაზადან სტაციონარში გამოკვლევის ჩასატარებლად ოთხი პაციენტი გადაიყვანეს და ამ დროისთვის სასტუმროში 87 ადამიანი იმყოფება. ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 62 ახალი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც სარფიდან შემოვიდნენ. აღნიშნულ საკარანტინო სივრცეში ჯამში 144 მოქალაქე იმყოფება, საჩხერის კარანტინში 57 პირია, საირმეში კი 192. იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 269 პირი იმყოფება.

ილია მეორე

01 აპრილი 2020, 21:59

საზოგადოება

ილია მეორე: ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩეს სახლში

ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ის ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს- ამის შესახებ ილია მეორის მიმართვაში წერია, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.„ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2020, 21:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი ერაყში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავენ. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარწმუნებული ვართ, რომ ირანი და მისი სატელიტები უეცარ თავდასხმას გეგმავენ აშშ-ის ჯარებზე ან/და სამხედრო ბაზებზე ერაყში. თუ ეს მოხდება, ირანს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 21:37

COVID19

დავით ბაქრაძე: საქართველოს მთავრობა თითოეული მოქალაქის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავიარეისის დაგეგმვისთანავე, ყველა საშუალებით გავავრცელებთ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, სრულად იყვნენ ინფორმირებული, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, გარკვეული პირები თუ ორგანიზაციები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და რაღაც პირობების თუ დაპირებების სანაცვლოდ, პირად მონაცემებს ართმევენ ამერიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

01 აპრილი 2020, 21:33

COVID19

Bloomberg: კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია

ჩინეთის მთავრობამ მიზანმიმართულად შეამცირა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის სტატისტიკა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ამის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლს მიაწოდეს.

01 აპრილი 2020, 21:31

COVID19

დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგასთან კორონავირუსის შედეგები და პრევენციული ნაბიჯები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, ოლეგ ცულიასთან. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ შემზღუდავი ზომების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან დააწესა. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე მზრუნველობის საკითხს. დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პანდემიის და მისი შედეგების დაძლევის მიზნით გამოყოფილი დახმარების პაკეტის მნიშვნელობის შესახებ.

01 აპრილი 2020, 21:13

ვიდეო

საქართველოს ტერიტორიაზე კომენდატის საათი მოქმედებს

01 აპრილი 2020, 21:12

ვიდეო

ვარსკვლავები თვითიზოლაციაში

01 აპრილი 2020, 21:10

ვიდეო

"მიკროავტობუსის" შეთავაზება კომპანიებს

01 აპრილი 2020, 21:10

ვიდეო

დახმარება რეგიონის მოსახლეობას

ცხელების ცენტრი

01 აპრილი 2020, 21:09

COVID19

დღეიდან ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

ქუთაისში დღეიდან ე.წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე მოეწყო. დღეიდან დაწესებულებას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული მოვლენები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე მოხდება პაციენტებისგან ეპიდემიოლოგიური და დაავადების ანამნეზის შეგროვება, ტრიაჟი, 24-საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

01 აპრილი 2020, 21:08

ვიდეო

აშშ-მა გარდაცვლილთა რიცხვით ჩინეთს გაუსწრო

01 აპრილი 2020, 21:08

ვიდეო

COVID 19 - ვითარება რუსეთში

დონალდ ტუსკი

01 აპრილი 2020, 21:05

COVID19

დონალდ ტუსკი: ამ პანდემიის ჟამს უფრო მეტი ევროპა გვჭირდება

პანდემიის ეს ჟამი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთული გამოცდაა ევროპული სოლიდარობისთვის, - განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა.

01 აპრილი 2020, 21:01

ვიდეო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში ისევ გაიზარდა

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 20:59

COVID19

დავით ბაქრაძე: აშშ-ში კორონავირუსით საქართველოს 10-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული

ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს 10-მდე მოქალაქეა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია, რაც საკონსულოს აქვს. რამდენიმე ელოდება ტესტის პასუხს, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკაში მცხოვრების საქართველოს ყველა მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე არ დგას და ასეთ დროს ეს კომუნიკაციის პრობლემას ქმნის.

01 აპრილი 2020, 20:58

ვიდეო

კონსულტაცია დიპლომატებთან