imedi /  23 ივნისი 2019, 18:28 / სანდო წყარო

ტურიზმის მხარდასაჭერად Facebook-ზე კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ დაიწყო

ტურისტები

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. ახლახანს ქსელში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით "Spend Your Summer in Georgia" ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში").

ჯგუფში ქართველი მომხმარებლები წერენ რეკომენდაციებს, იწვევენ ტურისტებს. მომხმარებლების ნაწილი მზად არის უცხოელ ტურისტებს საქართველო დაათვალიერებინოს და უფასოდ მოემსახუროს მანქანით, ნაწილი კი მათ საცხოვრებელ ფართს სთავაზობს, ან უბრალოდ რჩევებს უზიარებენ ერთმანეთს.

აქ არიან ასევე უცხოელები, რომლებიც მოკლედ წერენ რა ფინანსების ფარგლებში ეძებენ საქართველოში გასაჩერებელ ადგილს და დახმარებას ითხოვენ. ჯგუფში ასევე იპოსტება საქართველოში უკვე ნამყოფი ტურისტების მიერ გადაღებული ფოტოები და რეკომენდაციები. 

"ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას, და გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia. კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. 
კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia", - ამბობენ ჯგუფის ადმინისტრატორები.

ჯგუფში "Spend Your Summer in Georgia" უკვე 43 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებით აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

25 აგვისტო 2026, 11:06

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ლევან მაჭავარიანი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული აქტივისტების საქმიანობას აკრიტიკებს და მათ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, ეს ჯგუფები სხვადასხვა პერიოდში საზოგადოებაში არაერთ დაპირისპირებისა და პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ კამპანიას აწარმოებდნენ.

25 აგვისტო 2026, 10:56

საზოგადოება

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, თბილისის ტექნოპარკში, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავცელებს.

25 აგვისტო 2026, 10:56

რეგიონი

ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი , მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. შეწამვლის პარალელურად, სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, უკვე დამუშავებულ ფართობებში მონიტორინგს ატარებენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააკენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

გივი მიქანაძე

25 აგვისტო 2026, 10:50

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას - მადლობა მინდა, ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა

განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე სტუდენტობას ულოცავს ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

25 აგვისტო 2026, 10:47

ტექნოლოგიები

მსოფლიო ოკეანის ზედაპირის დღე-ღამის საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა

კლიმატის ცვლილების ევროპული სამსახურის, Copernicus-ის ცნობით, ახალი რეკორდი აგვისტოში დაფიქსირდა, თუმცა, როგორც წესი, ოკეანის ზედაპირის ტემპერატურა მაქსიმალურ ნიშნულს მარტსა და აპრილში აღწევს, როდესაც სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონი სრულდება. 22 აგვისტოს მაჩვენებელი ასევე წინა აგვისტოს რეკორდზე - 20,98 გრადუსზე მაღალი აღმოჩნდა, რომელიც 2023 წელს დაფიქსირდა.

რობერტ ქოჩარიანი სედრაკ ქოჩარიანი

25 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

მედია: სამართალდამცველებმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი დააკავეს

სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 10:43

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

იმის გასაგებად, მოიპოვა თუ არა სწავლის უფლება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და პაროლი.

ირაკლი კობახიძე

25 აგვისტო 2026, 10:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ, თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა; განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია

„სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ! თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი.

25 აგვისტო 2026, 10:38

რეგიონი

7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს

7-8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გაიმართება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.

პედრო სანჩესი

25 აგვისტო 2026, 10:29

მსოფლიო

POLITICO: ესპანეთის პრემიერი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მიგრაციული კრიზისის დაწყებიდან 26-ე დღეს იწვევს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტეში შექმნილ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას გამართავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 10:23

ეკონომიკა

2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

კიტ ჰარინგტონი

25 აგვისტო 2026, 10:23

კულტურა

ნიკოლას ჰოლტს „ჰარი პოტერში“ კიტ ჰარინგტონი ჩაანაცვლებს

კიტ ჰარინგტონი ტელესერიალ „ჰარი პოტერის“ სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა. ცნობილია, რომ ის HBO-ს შოუში პროფესორ გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს. ჰარინგტონი ამ როლზე ცოტა ხნით ადრე დამტკიცებულ ნიკოლას ჰოლტს ჩაანაცვლებს, რომელიც სერიალის მეორე სეზონში გადაღებას სხვა პროექტში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს. ​ჰარინგტონი, რომელიც ცნობილია ჯონ სნოუს როლით სერიალში „სამეფო კარის თამაშები“.

25 აგვისტო 2026, 09:39

სპორტი

აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

25 აგვისტო 2026, 09:27

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.

ლევან ჭოტორლიშვილი

25 აგვისტო 2026, 09:24

პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება

ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ენდი ბერნემი

25 აგვისტო 2026, 09:19

მსოფლიო

Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ლაშა მარგიშვილი

25 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.

25 აგვისტო 2026, 09:13

პოლიტიკა

ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.

25 აგვისტო 2026, 09:10

პოლიტიკა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას უკრაინის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 09:06

პოლიტიკა

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ასევე ავსტრალია, კანადა, ჰონდურასი, ისლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, პანამა და სამხრეთ კორეა უჭერენ მხარს.