imedi /  25 ივნისი 2019, 16:21 / სანდო წყარო

როგორია ქართული კომპანიების ეკონომიკური პროგნოზი პუტინის ბრძანების შემდეგ

რუსი ტურისტები

თბილისი

დღეს ქობულეთში ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ, ასობით ჯავშანი გაუქმდა, ასევე რუსი ტურისტების ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვა. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივაში პუტინის ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. 

"თიბისი" კვლევების მიხედვით, ახლო პერსპექტივაში, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით 5%-მდე იქნება, რადგანაც ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მკვეთრად იზრდება.

"თიბისი" კვლევების თანახმად, ეკონომიკის ზრდის ტემპი, მანამდე პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად 4%-ის ფარგლებშია ნავარაუდები. მართალია, რუსეთიდან ტურისტების ასეთი მკვეთრი შემცირების ზეგავლენა ეკონომიკაზე დაახლოებით 1.5% უნდა იყოს, თუმცა მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც დამაბალანსებელი ფაქტორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.  

"ამ ფაქტორის გამო სავალუტო შემოდინებების კუთხით, მომდევნო ერთ წელიწადში შეფასებული დანაკლისი 200 მილიონ დოლარამდეა. ამასთან, საგარეო სექტორი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, ლარი არაერთი შეფასებით, უკვე მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დონეც მაღალია. ბოლო 6 თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 216 მილიონი  დოლარი შეისყიდა.  მაშინ როდესაც, მოკლევადიანი მერყეობა არაა გამორიცხული, თიბისის კვლევები ინარჩუნებს ლარის გამყარების პროგნოზს", - წერია "თიბისი კვლევების" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Galt&Taggart-ის პროგნოზის მიხედვით კი მოსალოდნელი რუსული შეზღუდვები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირებას, მათ შორის ისეთ მსხვილ ბაზრებზე, როგორიც ჩინეთი და ევროკავშირია. Galt&Taggart-ის ეკონომიკურ პროგნოზს Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

Galt&Taggart-ის თანახმად, საინვესტიციო ბანკის გათვლით, დღეს საქართველოს მშპ–ს დაახლოებით 9.3%–ია დამოკიდებული რუსეთზე. კერძოდ კი ექსპორტის, ტურიზმის, FDI-ისა და ფულადი გზავნილების გათვალისწინებით. რუსეთთან ექსპორტი განსაკუთრებით გაიზარდა 2013 წლიდან, "ამასთან იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობაც. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ბოლო წლებში ამ კუთხით რუსეთი ევროკავშირმა ჩაანაცვლა, ხოლო ინვესტიციები რუსეთიდან მსხვილი მოცულობის არ არის". როგორც პროგნოზში წერია, რუსულ სანქციებს გავლენა ექნება, თუმცა არა იმ მოცულობით, როგორიც ეს 2006 წლის ემბარგოს შემდეგ იყო.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზი კი შემდეგნაირად გამოიყურება: წლის მეორე ნახევრისთვის რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 4.7%–ით შემცირდება. ამასთან, ამავე პერიოდში სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდის ფონზე რუსეთიდან დანაკლისი საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზის მიხედვით, 2019 წელს რუსეთიდან ტურისტული შემოსავალი 200 მლნ დოლარით შემცირდება. წლის პირველ ნახევარში კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1.9 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც G&T-ის წინა პროგნოზზე 300 მლნ დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება ღვინის შესაძლო ემბარგოს, G&T აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში წლის პირველი ნახევრის ბოლოს საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 58 მლნ დოლარამდე შემცირდება. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის 4.5%–ია.

საქართველოსთან ფრენების სრული შეწყვეტით მიღებული სავარაუდო ზიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის წინასწარ შეფასდა დაახლოებით $250-დან $300 მილიონით, რაც ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების 8-9%-ა.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

10 ივლისი 2026, 10:28

სამართალი

სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

10 ივლისი 2026, 10:25

ეკონომიკა

გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.

10 ივლისი 2026, 10:24

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 10:24

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

ბრალდებულები რუსთავში მოქალაქის კუთვნილი სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10 ივლისი 2026, 10:15

მსოფლიო

ABC News: ორდღიანი დაბომბვის მიუხედავად, აშშ ირანთან ბირთვულ საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებებს აგრძელებს

აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ საკითხებზე ტექნიკური მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად თეირანის წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში განხორციელებული საპასუხო დარტყმებისა. ინფორმაციას ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 10:08

ეკონომიკა

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 10:08

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

10 ივლისი 2026, 09:52

საზოგადოება

ComCom-ი საერთაშორისო თანამშრომლობას აფართოებს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS) 2026 წლის ფორუმისა და “AI for Good” გლობალური სამიტის ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

10 ივლისი 2026, 09:43

მსოფლიო

პოლონელი ევროპარლამენტარი: უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს

ევროპარლამენტარმა პოლონეთიდან ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს.

10 ივლისი 2026, 09:39

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

10 ივლისი 2026, 09:17

მსოფლიო

Reuters: ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 811-მდე გაიზარდა

ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 811-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეზე ხორხე როდრიგესზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 09:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდენლი 10 ივლისს საქართველოში

10 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +33 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

10 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე მორიგი შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 08:57

მსოფლიო

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში, მაღალი ტემპერატურის გამო, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა 75 წელს გადაცილებულია

10 ივლისი 2026, 08:52

სპორტი

გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

გორის „დილამ“ უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მან სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.

10 ივლისი 2026, 08:48

საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი მოიცავს როგორც საგამოცდო პროგრამაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტებს, ასევე შემაჯამებელ თემატურ სესიებს, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს რეალურ საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურად დააახლოონ საკუთარი ცოდნა და უნარები.

10 ივლისი 2026, 08:46

რეგიონი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

ბრაკონიერობის ფაქტი მოხდა კახეთში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

10 ივლისი 2026, 08:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას

კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი.

ლევან მახაშვილი

10 ივლისი 2026, 08:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა

„პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც არის იმგვარი სიმძიმის დანაშაული, რომ მას შეიძლება ასევე მოჰყვეს პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო ევროპული სტანდარტი. ეს არის ის, რომ სიძულვილის ენა ვერ იქნება ნორმა“, - აღნიშნა მახაშვილმა.

10 ივლისი 2026, 08:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე

„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ზუსტად ასახავს იმ პრობლემას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და არა მარტო საქართველოში. ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ასეთი აუტანლობა, სიტყვიერი შეტევები, გამოხატვის თავისუფლება არის განზრახ ორგანიზებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.