imedi /  04 ივლისი 2019, 17:50 / სანდო წყარო

გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

ხიდები

თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.

"ავჭალაში სამი ახალი ხიდი აშენდა. არსებული ხიდები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დასაწყისში იგეგმებოდა ხიდების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, თუმცა ავარიულობიდან გამომდინარე ეს ხიდები, დავანგრიეთ და შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან ავაშენეთ. გასულ წელს დაწყებული პროექტის განხორციელებაში 8 მლნ ლარი დაიხარჯა", - განაცხადა კახა კალაძემ. 

სამუშაოები გასული წლიდან მიმდინარეობდა, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 424 771 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში ხიდებს სრული დემონტაჟი ჩაუტარდა და ახალი ხიდები აშენდა. 

ყველა სიახლე

06 მარტი 2021, 17:28

საზოგადოება

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა

21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი, გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით, თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვის მოხსნა რეალურია, რადგან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გიგა ბოკერია

06 მარტი 2021, 17:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: საზიანოა ნებისმიერი სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის

„მე და „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან“.

06 მარტი 2021, 17:14

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფი“: დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის გახშირებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მიხეილ ყაველაშვილი

06 მარტი 2021, 17:10

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ამ ფაბრიკაციებით საზოგადოებას ახსენებენ, თუ რას წარმოადგენენ

ამ ფაბრიკაციებით ისინი ახსენებენ საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენენ და რას წარმოადგენდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებას.

გიორგი ვოლსკი

06 მარტი 2021, 17:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა

იმედები, რომ ეუთო/ოდირი ოდნავ მაინც მიანიშნებდა არჩევნების გაყალბებაზე, არ გამართლდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიიორგი ვოლსკიმ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, გაწბილებული ხალხი ეუთო/ოდირის შენიშვნებში ცდილობს იპოვოს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების საფუძვლები.

გიორგი ვოლსკი

06 მარტი 2021, 16:43

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: სამწუხაროა, რომ ამ ფეიკინფორმაციას ავრცელებენ

2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებულია. წარმოიდგინეთ, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ ამ თემას. ცუდ ვითარებას, რაც მათ ბუნაგში შეიქმნა, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

06 მარტი 2021, 16:42

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა - გაიზიარა

ლაშა ნაცვლიშვილი, ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

სალომე ზურაბიშვილი

06 მარტი 2021, 16:42

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ავარიის შედეგად დაღუპულ უკრაინელთა ოჯახებს უსამძიმრებს

„მწუხარებას გამოვხატავ უკრაინისა და პოლონეთის საზღვართან მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ უკრაინას და ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, - წერს პრეზიდენტი.

06 მარტი 2021, 16:39

მსოფლიო

პოლონეთში ავარიას 6 უკრაინელი ემსხვერპლა

სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ავტობუსი, რომლითაც უკრაინელები მგზავრობდნენ, თხრილში ჩავარდა. შედეგად, დაღუპულია 6 და დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ავარია ღამით, მაშინ მოხდა, როცა პოლონეთში სამუშაოდ ჩასული 57 უკრაინელი მუშა უკრაინაში ბრუნდებოდა.

ამერიკის საელჩო

06 მარტი 2021, 16:13

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში, რათა პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი იყოს

„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში, რათა პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები უფრო თავისუფალი და სამართლიანი იყოს“, - საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო

06 მარტი 2021, 15:48

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო ეუთო/ოდირის ანგარიშს მიესალმება და ყველა დაინტერესებულ მხარეს საარჩევნო რეფორმების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

„ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს. სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ნინო ლომჯარია

06 მარტი 2021, 15:46

საზოგადოება

სახალხო დამცველის ცხელი ხაზი დროებით გათიშულია

სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 1481 ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემის გამო, დროებით გათიშულია, - ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მოგვმართონ როგორც ელექტრონული ფოსტის info@ombudsman.ge ისე სოციალური ქსელის მეშვეობით“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ნინო ლომჯარია

06 მარტი 2021, 15:39

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია: წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია

წლებია, საქართველოში ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ოპონენტების თუ სხვა მხრივ არასასურველი ადამიანების მორალური განადგურების, მათი დისკრედიტაციის თუ საქმიანი რეპუტაციის შესალახად ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება თუ ფაბრიკაცია, - წერს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

მამუკა მდინარაძე

06 მარტი 2021, 15:27

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ

ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, „რომ „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები“.

06 მარტი 2021, 15:26

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში სხდომაა ჩანიშნული - რაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო

„ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული, კონსტრუქციული ან პრაგმატული და კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მოთხოვნებისა და თხოვნების რეალიზება“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

06 მარტი 2021, 15:11

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეუთო/ოდირის დღევანდელმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ პირობებში და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა

„ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის სპექტაკლები, რომელიც ჩვენმა ოპოზიციამ დადგა და რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიაყენეს ზიანი. საზოგადოებამ ყველაფერი ნათლად დაინახა. სამწუხაროა, როცა კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური სუბიექტები სიმართლის წინააღმდეგ იბრძვიან. ეუთო/ოდირის დღევანდელმა დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში კონკურენტულ პირობებში და ძირითადი თავისუფლებების დაცვით შედგა არჩევნები“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

06 მარტი 2021, 15:10

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ეკონომიკური პროფილის მქონე გადაცემების ჟურნალისტებისთვის მედია სემინარი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

06 მარტი 2021, 15:02

თემა

როდიდან გრძნობს ტკივილს ემბრიონი? მართალია თუ არა, რომ აბორტი უნაყოფობასა და კიბოს იწვევს?

რატომ შეიძლება ქალმა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს, ამაზე განსხვავებული პასუხები არსებობს. ზოგიერთი აბორტს ცხოვრებისეული გეგმების მოტივით ხსნის, სხვისთვის ის მძიმე ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება. არის შემთხვევა, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბავშვისადმი მამის არასტაბილური დამოკიდებულება ხდება. ზოგიერთი ქალი კი აბორტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების, ახლობელთა ზეწოლის ან მასზე სექსუალური ძალადობის გამო იკეთებს. მოკლედ, მიზეზი ბევრია, შედეგი კი - ერთი.

06 მარტი 2021, 14:55

COVID19

დალაი ლამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

85 წლის დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალას ჰოსპიტალში გაიკეთა. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გიორგი ვაშაძე, გრიგოლ გეგელია, შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი

06 მარტი 2021, 14:50

პოლიტიკა

პოლიტიკური დიალოგი - ვინ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს

საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე ათი დღე რჩება. პოლიტიკურად დაპირისპირებულმა მხარეებმა სასურველია შეთანხმებას სწორედ ამ ვადაში მიაღწიონ. 16 მარტს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კონკრეტული შეთანხმებით უნდა შეხვდეს. მანამდე კი, მხარეებს შორის დიალოგი უნდა შედგეს, თუმცა მოლაპარაკებების გამართვის კონკრეტული თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა.