ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვრის 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას უკავშირდება
ფოტო: შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც, კანონმდებლობის შესაბამისად, 2026 წელს უნდა განხორციელდეს.
შემოსავლების სამსახური შეახსენებს მოქალაქეებს, რომ აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით (ვინაიდან 1-ელი ნოემბერი არასამუშაო დღეა) არის შესაძლებელი.
„ამასთან, გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.
აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ. ამასთან, საგადასახადო ცვლილებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. „ნულოვანი დეკლარაცია“ (გარდა მიწისა), თუ მისი და თავისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის/შესაბამისად გადახდის ვალდებულება.
აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა (ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა) წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით „RS ჩათი” სარგებლობა, ან დაკავშირება საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრთან 2 299 299
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 18:47
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლებრივ დავაზე: მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს
მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბერა ივანიშვილმა, როდესაც მან განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი დავა დაიწყოს ცილისმწამებელ ტელეკომპანიებთან, რომლებიც მტკიცების ფორმით მას და მის ოჯახს, 2011 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში შემოდიოდა, აბრალებენ ძალიან ფანტასმაგორიულ და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ სასაცილო საქმეებს, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკასთან“.
01 ოქტომბერი 2026, 18:44
მსოფლიო
„ჩვენ წინაშეა პარტია, რომელიც მოხიბლულია ძალადობით, მოუწოდებს ამბოხისკენ და ცდილობს აჯანყების ორგანიზებას“ - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ აკრძალვა სურს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატმა პარტიიდან „რესპუბლიკელები“, ბრუნო რეტაიომ განაცხადა, რომ მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანება „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (La France insoumise) აკრძალვა სურს. რეტაიოს მტკიცებით, აღნიშნული პარტია ლიცეუმების ბლოკადის ფონზე „ქვეყანაში ამბოხის ორგანიზებას ცდილობს“.
01 ოქტომბერი 2026, 18:36
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: 2028 წლის არჩევნები იქნება ალბათ ყველაზე მშვიდი, თუ რაღაც მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწიეს ოპოზიციას ქვეყნის გარედან ევრობიუროკრატიის ხელით, რომელიც ამდენი ხანია ცდილობს, როგორმე სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს
ბაჩო ოდიშარია: 2028 წლის არჩევნები იქნება ალბათ ყველაზე მშვიდი, თუ რაღაც მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწიეს ოპოზიციას ქვეყნის გარედან ევრობიუროკრატიის ხელით, რომელიც ამდენი ხანია ცდილობს, როგორმე სახელმწიფოში გადატრიალება მოაწყოს
01 ოქტომბერი 2026, 18:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რომელიც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა
საქართველოს უახლესი ისტორიისათვის გარდამტეხ თარიღად აფასებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამ თარიღმა განსაზღვრა ქვეყნის სწორად განვითარება.
01 ოქტომბერი 2026, 18:30
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია „ქართული ოცნების“ ყოფილ თანაგუნდელებზე: ადამიანი, რომელზეც ფიქრობდი, რომ იყო თანამებრძოლი, ღირებულებებზე არსებობდა თანხმობა, როდესაც ასე იცვლის თავის ცნობიერებას, გამოდის, რომ ან დასაწყისშივე გატყუებდა და მისი რეალური სახე არ ვიცოდით, ან გამოდის, რომ მას თავისი პირადი, მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე შეუძლია, რომ ასეთი ორსახოვნება გამოაჩინოს
კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ყოფილ თანაგუნდელებზე ილაპარაკა.
01 ოქტომბერი 2026, 18:26
მსოფლიო
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია საფრანგეთსა და გერმანიაზე ზეწოლას აძლიერებს - ვაშინგტონმა პარიზსა და ბერლინს მოუწოდა, გამოიყენონ დიზელის ეროვნული რეზერვები საწვავზე გლობალური ფასების შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკული დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა, რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საფრანგეთსა და გერმანიაზე ზეწოლას აძლიერებს - ვაშინგტონმა პარიზსა და ბერლინს მოუწოდა, გამოიყენონ დიზელის ეროვნული რეზერვები საწვავზე გლობალური ფასების შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკული დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა, რომელზეც ევროპა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს განხილვებთან დაახლოებულმა სამმა წყარომ განუცხადა.
01 ოქტომბერი 2026, 18:23
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ბევრი რაღაც ვიხილეთ, ვიხილეთ შიდა ღალატი, ვიხილეთ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ზნე იცვალეს, რომ არ უჩანდა ასეთი პირი და ა.შ. მაგრამ ქვეყანა მაინც განაგრძობს განვითარებას, „ქართული ოცნება“ კვლავ ხელისუფლებაშია
აბსოლუტურ სიცარიელეს როდესაც ელაპარაკები, რომელსაც მავნებლობის მეტი არაფერი შეუძლია, იქ შეუძლებელია ოპონირება არსებობდეს თავისი შინაარსით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ.
01 ოქტომბერი 2026, 18:18
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: 2012 წლის პირველი ოქტომბერი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული. კეთილ სიზმრად მოგვეჩვენებოდა ის, რაც იყო 2003-12 წლები იმასთან შედარებით, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი
წამყვანმა ჰკითხა, რა იყო ის მთავარი წყალგამყოფი, რომელიც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგებით გაივლო. რა ტიპის მმართველობა დასრულდა მაშინ და რა ეტაპი დაიწყო პოლიტიკურ ცხოვრებაში.
01 ოქტომბერი 2026, 18:10
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე „ქართულ ოცნებაზე“: აქ არის პოლიტიკოსების ძალიან ძლიერი გუნდი და სპეციალისტები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ჯანდაცვა იქნება, ინფრასტრუქტურა თუ სხვა სფეროები, რაც, პირველ რიგში, პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მდგომარეობაზე. ეს არის მთავარი ფორმულა, რომ მმართველი ძალა იყოს წარმატებული
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ „დღის „ქრონიკაში“ იმ ფაქტორებზე ილაპარაკა, რომელთა გამოც 2012 წლიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ 10 არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება.
01 ოქტომბერი 2026, 18:08
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მინდა ქართველ ხალხს მივულოცო პირველი ოქტომბერი! ცხადია, ეს არ გახლავთ კონკრეტული მმართველი გუნდის პარტიის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება
მინდა ქართველ ხალხს მივულოცო პირველი ოქტომბერი! ცხადია, ეს არ გახლავთ კონკრეტული მმართველი გუნდის პარტიის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.
01 ოქტომბერი 2026, 18:04
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ახალი საპორტო სიმძლავრეები და კონკრეტულად, ანაკლიის პორტი შუა დერეფნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება - ეს არის ტვირთების გადამუშავებისა და ზღვაზე გატანის დამატებითი რესურსი
საქართველოს როლი შუა დერეფანში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ვაკავშირებთ ევროპის ბაზართან, ჩვენ ასევე პირდაპირი კავშირი გვაქვს შავ ზღვასთან, ვართ საკმაოდ კონკურენტუნარიან გარემოში და სწორედ ამიტომ ტვირთნაკადი არის მომატებული, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
01 ოქტომბერი 2026, 18:01
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილ 100 წლის ვეტერანს დაბადების დღე მიულოცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ორესტი ბერულავას, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შინ ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა.
01 ოქტომბერი 2026, 18:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილზე: აცხადებდნენ, რომ ხალხი დაიღალა, არსებობს უკმაყოფილების ძალიან დიდი მუხტი და ეს მუხტი უნდა იყოს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რათა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს. კატეგორიული უარი განაცხადა ამაზე და თავისი ავტორიტეტით ის ხალხი, რომელიც გულწრფელად ედგა გარშემო, დაარწმუნა, რომ საქართველო არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას
ფაქტია, რომ 2012 წელი მნიშვნელოვანწილად განაპირობა 2008 წელმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
01 ოქტომბერი 2026, 17:57
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: გვეუბნებოდნენ, აი ასი საწარმო სად არის, სად გუგუნებს, თურმე აღმოჩნდა, რომ ასიც არის და ათასიც. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო აფინანსებს, ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, კიდევ მეტი შეიქმნება
დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა ეკონომიკა, ძალიან დიდი ზრდაა სოციალურ სფეროში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
01 ოქტომბერი 2026, 17:52
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ
სააკაშვილი არაფრის დათმობას არ აპირებდა. ხალხის მობილიზებამ, სასულიერო და საერო ხალხის ვაჟკაცურმა დადგომამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ 2012 წლის არჩევნების პერიოდის გახსენებისას.
01 ოქტომბერი 2026, 17:43
მსოფლიო
მედია: იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა
იტალიის მთავრობამ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერების ვადა 15 დღით გაახანგრძლივა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი საპატრიარქოს მიმართ შეტევაზე: რამდენიმე თვის წინ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოში გამოხატა მშვიდობიანად სოლიდარობა პატრიარქის მიმართ, საპატრიარქოს, რწმენის მიმართ და ამ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას ეს რამდენიმე ადამიანი
მორიგი შეტევა, ანტიქართული, ანტიქრისტიანული, ანტიადამიანური, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 ოქტომბერი 2026, 17:28
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სომხეთის ახალარჩეული ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერ ვაჰან ალეკსანიანს შეხვდა.
01 ოქტომბერი 2026, 17:28
საზოგადოება
საქპატენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრს მხატვარ დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა
საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში გამოიფინება. აღნიშნულ საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეში ამ ხელოვნების ნიმუშის გამოფენა ფართო აუდიტორიის წინაშე მის წარმოჩენასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.


