imedi /  07 ივლისი 2019, 13:20 / სანდო წყარო

8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს წყვეტენ

ფრენები

8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალება. შესაბამისად, ამოქმედდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება.

გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. ამის მიზეზი კი თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხმაურიანი ვიზიტი გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსი ტურისტები. როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

14 ნოემბერი 2019, 17:45

საქართველო

აშშ-ის საელჩო: გული გვწყდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ

ლინკოლნ მიტჩელი

14 ნოემბერი 2019, 17:39

საქართველო

მიტჩელი: პროპორციული სისტემის შესახებ დაპირების უგულვებელყოფა ქართული დემოკრატიისთვის ცუდია

არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარების შესახებ დაპირების უგულვებელყოფა საქართველოსთვის, ქართული დემოკრატიისთვის ცუდია. საბოლოოდ, ეს არც „ქართული ოცნებისთვის“ არის კარგი“, - განუცხადა მიტჩელმა Imedinews-ს.

დრაკონი

14 ნოემბერი 2019, 17:38

ტაბლოიდი

ბრიტანულ საშობაო რეკლამაში დრაკონს ემოციების მართვას პატარა გოგო ასწავლის

ყოველი წლის ნოემბერში, მთელ მსოფლიოში აქტიურად იწყება საშობაო სარეკლამო კამპანია. დიდ ბრიტანეთში ყველაზე განხილვად კამპანიას მაღაზიათა ქსელი John Lewis & Partners-ი აკეთებს ხოლმე. კომპანიამ არც წელს დატოვა მომხმარებლები საინტერესო რეკლამის გარეშე.

მზის პანელების მონტაჟი

14 ნოემბერი 2019, 17:30

ეკონომიკა

უშუქოდ დარჩენილ 87 სოფელში, მზის ელექტროსადგურების მონტაჟი დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები მონტაჟდება. ელექტროსადგურები მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 207 ოჯახში დამონტაჟდება.

მარიამ ჯაში

14 ნოემბერი 2019, 16:56

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები: თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და თანამდებობებს ტოვებენ.

თომას დე ვაალი

14 ნოემბერი 2019, 16:55

საქართველო

თომას დე ვაალი: ქვეყანა კრიზისისკენ დაბრუნებას იწყებს

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება. ანალიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დათმობაზე ზაფხულში გამართული აქციების განსამუხტად წავიდა. ახლა კი ქვეყანა კრიზისკენ დაბრუნებას იწყებს.

ქუვეითი

14 ნოემბერი 2019, 16:53

მსოფლიო

ქუვეითის მთავრობა გადადგა

გამოცემის ცნობით, მთავრობა მას შემდეგ გადადგა, რაც სამშაბათს რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების შუამდგომლობა დააყენა.

დევაალ პატრიკი

14 ნოემბერი 2019, 16:53

მსოფლიო

დევალ პატრიკი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

მასაჩუსეტსის ყოფილმა აფროამერიკელმა გუბერნატორმა, დევალ პატრიკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან თავის კანდიდატურას წარადგენს. მან ამის შესახებ Youtube-ის საკუთარ არხზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

14 ნოემბერი 2019, 16:49

საქართველო

არასამთავრობოების ნაწილი პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კენჭისყრის შედეგებს განცხადებით ეხმიანება და პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. განცხადება დღეს ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა.

14 ნოემბერი 2019, 16:45

საქართველო

საახალწლო განათების მონტაჟის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე-გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლემდე არსებულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დღესვე, 23:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება თამარ მეფის გამზირზე.

ბექა კვიციანი

14 ნოემბერი 2019, 16:37

ძალოვნები

ადვოკატის ინფორმაციით, ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს

„ერთადერთი, რისი თქმაც მოახერხა, არის ის, რომ მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც ვიცი, გარკვეულ მედიკამენტებს იღებდა, არ ვიცი, ეს ფსიქოტროპული იყო, თუ ძლიერმოქმედი მედიკამენტები. შევეცადე, მისგან დასახელება გამერკვია, მაგრამ მან მითხრა, რომ არ ახსოვს"-აცხადებს ადვოკატი.

ვაჟა გაფრინდაშვილი

14 ნოემბერი 2019, 16:35

ძალოვნები

ოკუპანტებმა სამი დაკავებული გაათავისუფლეს, ექიმი ისევ ცხინვალში რჩება

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებმა 9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

კახა კალაძე შუა თითი

14 ნოემბერი 2019, 16:28

საქართველო

კახა კალაძე შუა თითის ჩვენებაზე: „ფეიკნიუსი“ ზუსტად ასე მზადდება

„ვიდეოკადრებში დაფიქსირებული ჟესტი აქციის მონაწილეების მისამართით არ იყო განკუთვნილი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაღებულ ვიდეოკადრებზე კომენტირებისას განაცხადა.

კარლო კოპალიანი

14 ნოემბერი 2019, 16:23

საქართველო

კარლო კოპალიანი: ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას ოპოზიციის წევრები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა თავს დაესხნენ და დეპუტატის ბარათი დაუზიანეს. „ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.

დაჩი ბერაია

14 ნოემბერი 2019, 16:17

საქართველო

დაჩი ბერაია უმრავლესობიდან წასვლას არ აპირებს

„ ოპოზიცია კი არის უპასუხისმგებლო. ბოლო დღეებში მუდმივად გვესმოდა, რომ ვართ მონები და თითის დამჭერები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არ ვყოფილვართ არც მონები და არც თითის დამჭერები, გვაქვს ჩვენი პოზიცია და ვაგრძელებთ საქმიანობას“- განაცხადა ბერაიამ.

კახა კალაძე

14 ნოემბერი 2019, 16:14

საქართველო

კალაძის თქმით პროპორციულზე მსჯელობის დროს პარტიაში ფიზიკური დაპირისპირებაც იყო

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის თქმით, მმართველ პარტიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცხარე დებატები იყო, ასევე კალაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე იყო დაპირისპირებები და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც.

საფრანგეთი

14 ნოემბერი 2019, 16:11

მსოფლიო

საფრანგეთის პოლიციამ 900 კგ კოკაინის გამორიყვის შემდეგ ქვეყნის სანაპიროები დახურა

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ქვეყნის სანაპირო ზოლზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეფუთვები აღმოაჩინეს. ამის გამო პოლიციამ სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს მთლიანად დახურვა გადაწყვიტა, რადგან კოკაინი შემთხვევით დამსვენებლების ხელში არ აღმოჩენილიყო. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სანაპიროდან ამოღებული შეფუთვების 83%-ში მაღალი ხარისხის კოკაინი აღმოჩნდა,

არჩილ თალაკვაძე

14 ნოემბერი 2019, 15:55

საქართველო

არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დახურულ კარს მიღმა ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს ხვდება. დღესვე შესაძლოა, პარლამენტის ბიუროს სხდომაც დაინიშნოს.

ბიძინა ივანიშვილი

14 ნოემბერი 2019, 15:50

საქართველო

ივანიშვილი: ვრჩები არჩევნების პროპორციულად ჩატარების მომხრე და ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პარლამენტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

პროპორციული არჩევნები ბაქრაძე

14 ნოემბერი 2019, 15:47

საქართველო

ევროპული საქართველო მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

"ევროპული საქართველო" მხარდამჭერებს 19:00 საათისთვის პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ეს აქცია არა პოლიტიკური, არამედ პარტიების დასაცავად იქნება.