imedi /  22 ივლისი 2019, 08:58 / სანდო წყარო

ირანი: აშშ-ის სანქციები „ეკონომიკური ტერორიზმია“

მოჰამედ ჯავად ზარიფი

მოჰამედ ჯავად ზარიფი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა. ამის შესახებ მუჰამედ ზარიფმა სოციალურ ქსელში დაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში მუჰამედ ზარიფმა ვაშინგტონის სანქციების პოლიტიკას ძალადობრივი უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი ირანელი ხალხის დაშინებაა.

„ამას არ შეიძლება ეწოდოს სანქციები, ეს სანქციები არ დაუწესებიათ კანონის აღსრულების დასაცავად. ფაქტობრივად, სანქციები კანონს არღვევს“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.

ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აშშ-მა 2018 წლის 5 ნოემბერს აამოქმედა. სანქციათა სია მას შემდეგ არაერთხელ გაფართოვდა. შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკის, გადაზიდვის, გემთმშენებლობისა და სხვა არაერთ სექტორს. მაშინ პრეზიდენტი  ტრამპი ამბობდა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანს ახალი მოლაპარაკებების დასრულებას აიძულებდა. 

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

რატომ გამწვავდა კონფლიქტი აშშ-ს და ირანს შორის, ამის შესახებ ვრცელი სტატია ამ ბმულზე  წაიკითხეთ. 

ყველა სიახლე

საუდის არაბეთი

17 სექტემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

აშშ აცხადებს, რომ დაადგინა ადგილები საიდანაც ირანმა საუდის არაბეთზე იერიში მიიტანა

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ლოკაციები საიდანაც თავდასხმა განხორციელდა ირანის სამხრეთით მდებარეობს და სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით მდებარეობს. ნავთობტერმინალებზე თავდასხმამ 14 სექტემბერს მოხდა. ირანმა აშშ-ის ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ქართლის ქარის ელექტროსადგური

17 სექტემბერი 2019, 20:13

ეკონომიკა

ქართლის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გაიყიდება

ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილი აუქციონზე გაიყიდება, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. მისი საწყისი ღირებულება 14 250 000 დოლარია. ის ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტია საქართველოში, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია.

ტაივანის აღიარება

17 სექტემბერი 2019, 19:53

მსოფლიო

სოლომონის კუნძულებმა ჩინეთის მთავრობად ტაივანის ნაცვლად პეკინი აღიარა

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სოლომონის კუნძულების მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პეკინს ჩინეთის მთავრობად ცნობს, ამასთან, ტაიპეიში საელჩოს დაუყოვნებლივ დახურვა დააანონსა.

პანდა

17 სექტემბერი 2019, 19:43

ტაბლოიდი

ჩინეთში პოპულარული პანდა ტაილანდის ზოოპარკში მოკვდა

პანდა, რომელიც ჩინეთის ზოოპარკიდან ტაილანდის ზოოპარკში ჰყავდათ გადაყვანილი, მოკვდა, - წერს abc News. ტაილანდის ზოოპარკის თანამშრომლები გლოვის ნიშნად თეთრსა და შავი ფერის სამოსში გამოეწყვნენ და დაღუპულ პანდას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 19 წლის პანდას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ასაკი გახდა.

სტიქია

17 სექტემბერი 2019, 19:34

საქართველო

სტიქიამ გურჯაანის და ყვარლის სოფლები დააზარალა

სოფელ ველისციხეში ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაისეტყვა სოფელ ვაზისუბანში ვენახების ნაწილი. ძლიერი ქარმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში ხე მოტეხა და საბავშვო ბაღის ღობე დააზიანა. ხე დაეცა ყვარელში სატვირთო მანქანასაც, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბელარუსი

17 სექტემბერი 2019, 19:25

მსოფლიო

11-წლიანი პაუზის შემდეგ აშშ ბელარუსში ელჩს დანიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები 11 წლის შემდეგ ბელარუსში დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს და ელჩს გაგზავნის. ეს გადაწყვეტილება მინსკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დევიდ ჰეილისა და ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ოლიმპიური თამაშები

17 სექტემბერი 2019, 19:09

სპორტი

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ორი ოფიციალური თილისმა აქვს

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადას ოფიციალური თილისმა აქვს - პანდა სახელად ბინ დუნდუნი და მანათობელი სიუე ჟუნჟუნი. გარდა ამისა, მანათობელი სიუე ჟუნჟუნი 2022 წლის პარაოლიმპიადის სიმბოლოც გახდა. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა თილისმების შესახებ ფოტოები და ვიდეოები Twitter-ზე გაავრცელეს.

ჭიდაობა

17 სექტემბერი 2019, 19:03

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ყაზახეთში მიმდინარე პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ბრინჯაო დაისაკუთრა. მძიმეწონოსანმა გადამწყვეტი შეხვედრის დროს გერმანელი ედუარდ პოპი დამაჯერებლად დაამარცხა და ნაკრებს ოლიმპიური საგზურიც მოუტანა.

კობა გვენეტაძე

17 სექტემბერი 2019, 18:51

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: ვმუშაობთ საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებული ახალი რეგულაციების, ძირითადი მიზნები მიღწეულია და ეროვნული ბანკი უშვებს შესაძლებლობას რომ რეგულაციების წესები გადაიხედოს და იყოს უფრო გამარტივებული.

Amazon-ი

17 სექტემბერი 2019, 18:38

ტექნოლოგიები

Amazon-ი მომხმარებელს უკვე CD-ი ხარისხის მუსიკასაც სთავაზობს

Amazon-ის მომხმარებელს მუსიკალური ალბომების ჩამოტვირთვა ან მუსიკის სმენა ამიერიდან უფრო მაღალი ხარისხითაც შეეძლება. Amazon-ი ამ მხრივ მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ამ ხარისხის მუსიკას მიაწვდის. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის მიღებაც. Amazon-იდან შესაძლებელი იქნება Ultra HD ხარისხის ალბომების ჩამოტვირთვაც, რაც CD-ზე უკეთესია.

რობერტ ქოჩარიანი

17 სექტემბერი 2019, 18:32

მსოფლიო

ერევნის სასამართლომ ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა

4 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავება უკანონოდ ცნო. თუმცა ქოჩარიანის გათავისუფლებაზე სომხეთის გენპროკურატურამ უარი თქვა. ქოჩარიანს ბრალი 2018 წლის 26 ივლისს კონსტიტუციური წყობის დამხობისთვის წაუყენეს.

BMW

17 სექტემბერი 2019, 18:29

ტექნოლოგიები

BMW-მ ახალი ინოვაციური მოდელი წარადგინა

BMW-მ ახალი ინოვაციური მოდელი წარადგინა. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავტოსპორტის დიზაინერმა მიშელ სკულმა ახალი მოდელის ინოვაციურ მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ინოვაცია წარმოსახვას შეხვდა და ეს დიდი მიღწევაა. BMW Vision M NEXT 600 ცხენისძალა აქვს და 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამში ავითარებს.

დიუნკერკი მიგრანტების ბანაკი

17 სექტემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობამ დიუნკერკში მიგრანტთა ბანაკი დახურა

საფრანგეთის მთავრობამ ქალაქ დიუნკერკში მიგრანტთა ბანაკიდან ადამიანები გაიყვანა. ამის შესახებ BBC წერს. პოლიციამ ოპერაცია ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. მიგრანტები ავტობუსებით გადაჰყავდათ. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, მათ საფრანგეთის ჩრდილოეთით სხვადასხვა თავშესაფარში გადაანაწილებენ.

17 სექტემბერი 2019, 18:15

ვიდეო

ქალაქი, სადაც დრო 33 წლის წინ გაჩერდა

მარიო გატიკერი

17 სექტემბერი 2019, 18:08

საქართველო

ელჩი: საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება

შვეიცარიის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ შვეიცარიისთვის თავშესაფრის მოთხოვნა 87%-ით გაიზარდა, თუმცა ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ გატიკერმა შვეიცარიის ელჩის რეზიდენციაში პრესკონფერენციაზე თქვა.

სოფი ტერნერი

17 სექტემბერი 2019, 17:55

კულტურა

სანსა სტარკის როლის შემსრულებელი ახალ სერიალში გამოჩნდება

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი სოფი ტერნერი ეკრანზე ახალი სერიალით დაბრუნდება. გამოცემა Just Jared-ის ინფორმაციით, მსახიობი Quibi-ს თრილერში Survive გამოჩნდება, რომელშიც მისი პარტნიორი კორი ჰოუკინსი იქნება. სერიალს ალექს მორელის რომანის მიხედვით გადაიღებენ.

ბრიტანეთი

17 სექტემბერი 2019, 17:43

ტაბლოიდი

პრინცესა შარლოტამ სკოლის მეგობრებს უთხრა რომ დედა ორსულად არის

პრინცესა შარლოტა მეგობრებს მოუყვა, რომ მისი დედა ორსულად არის და მალე დაიკო ეყოლება. ბავშვების საუბარი მასწავლებლის თანაშემწე გაიგო და ამის შესახებ მედიას აცნობა. 4 წლის შარლოტა მშობლებმა დაწყებით სკოლაში 5 სექტემბერს მიიყვანეს. პრინც უილიამს და ქეით მიდლტონს ორი შვილი ჰყავთ.

ავღანეთი ჯარისკაცი

17 სექტემბერი 2019, 17:37

მსოფლიო

ქაბულში ტერაქტის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ CBS-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სერჟანტი ჯერემი გრიფინი ავღანეთის დედაქალაქში „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტს ემსხვერპლა. აფეთქება ქაბულის ცენტრში, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს მოხდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა.

ამება

17 სექტემბერი 2019, 17:26

მსოფლიო

აშშ-ში 10 წლის გოგო ე.წ. ტვინის მჭამელმა ამებამ შეიწირა

აშშ-ში 10 წლის გოგო ე.წ. ტვინის მჭამელმა ამებამ შეიწირა, - წერს CNN. კერძოდ, 10 წლის ტეხასელმა ლაილი მაემ ამ შემთხვევამდე ტბაში იცურავა. შედეგად გოგო ე.წ. ტვინის მჭამელი ამებით დაინფიცირდა, რომელიც სწორედ ტბებსა და მდინარეებში ბინადრობს. მგვარი ამებით დაინფიცირების შემთხვევა იშვიათია, მაგრამ ყოველთვის ლეტალურად სრულდება.

ცურვა

17 სექტემბერი 2019, 17:13

სპორტი

სარა თომასი პირველი ქალია ვინც ლა-მანშის სრუტე შეუსვენებლად ოთხჯერ გადაცურა

სარა თომასმა სრუტის გადაცურვა კვირას დილით ადრე დაიწყო და 54 საათში დაასრულა. მცურავმა მკერდის კიბო ერთი წლის წინ დაამარცხა და ეს გამოწვევა "ყველა გადარჩენილს" მიუძღვნა. სარა თომასი აშშ-დან, კოლორადოდან არის. ღია წყალში ცურვის გამოცდილმა სპორტსმენმა პირველი წარმატება 2007 წელს მოიპოვა.