imedi /  06 აგვისტო 2019, 13:18 / სანდო წყარო

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 40 მილიონი ლარი ისესხა

ეროვნული ბანკი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 113 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.590 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.558 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283 შეადგინა.

30 ივლისს, ისტორიაში პირველად, კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ფასი 3 ლარი გახდა. ამ ფონზე ბიზნესის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკრიტიკეს

რა არ უნდა გააკეთოთ ვალუტის კურსის ძლიერი რყევებისას? ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

პროგრეს ბანკი

18 ოქტომბერი 2019, 20:41

საქართველო

თადუმაძე: „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით არანაირი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა არ არსებობს

ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი რეაგირება- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

ბიუჯეტი

18 ოქტომბერი 2019, 20:27

ეკონომიკა

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა

დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ნოემბრის დასაწყისში უნდა დაბრუნდეს. სწორედ მას შემდეგ გაირკვევა, რა და რა დოზით გაითვალისწინა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კანონმდებელთა პრეტენზიებიდან. შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა.

პროკურორთა კონფერენცია

18 ოქტომბერი 2019, 20:14

ძალოვნები

პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს

დელეგატებმა 12 კანდიდატიდან 6 შეარჩიეს: ამირან გულუაშვილი, გვანცა გვიმრაძე, ირაკლი გაჩეჩილაძე, ვლადიმერ ნარინდოშვილი, მერაბ ჯერანაშვილი და ილია ჯანაშია. ენჭისყრაში 500-მდე დელეგატი მონაწილეობდა. ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პროკურორთა ნაწილს უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა ამოეწურა.

Galaxy S10

18 ოქტომბერი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

Galaxy S10-ის განბლოკვა ნებისმიერი თითის ანაბეჭდით შესაძლებელია

სამხრეთკორეული კოპანია პირობას დებს, მალე გამოუშვებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ხარვეზის გამოსწორებას შეძლებს. ამ ხარვეზის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბრიტანეთში კაცმა ცოლის ტელეფონი თავისი თითის ანაბეჭდით განბლოკა.

ვლადიმერ ახალკაცი

18 ოქტომბერი 2019, 19:32

სპორტი

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა. მანამდე ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 ოქტომბერი 2019, 19:30

მსოფლიო

თურქეთი სირიაში 12 სადამკვირვებლო პუნქტს განათავსებს

შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ერდოღანის თქმით, თუ სირიის მთვარობა რეგიონში შეცდომას დაუშვებს, ანკარა შესაბამის პასუხს გასცემს. მან დასძინა, რომ „უსაფრთხო ზონაში“ 2 მილიონი ლტოლვილი განთავსდება.

ტატო გრიგალაშვილ

18 ოქტომბერი 2019, 19:29

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს, მათ შორის ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ) და ლაშა ბექაური (-90კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ.

 Pixel 4

18 ოქტომბერი 2019, 19:11

ტექნოლოგიები

Google-ს ახალი ტელეფონის განბლოკვა დახუჭული თვალებითაც შეიძლება

Face Unlock-ის ტექნოლოგიით, რომელსაც Google ახალი ტელეფონის Pixel 4-ის ეკრანის განსაბლოკად იყენებს, მოწყობილობაზე ბლოკის მოხსნა მაშინაც კი შესაძლებელია, თუ მის მფლობელს თვალები დახუჭული აქვს. ამას ყურადღება ჟურანლისტებმა და უსაფრთხოების ექსპერტებმა მიაქციეს, რომლებმაც სმარტფონები მის ოფიციალურ გამოსვლამდე მიიღეს.

18 ოქტომბერი 2019, 19:00

თემა

ექიმმა კიბოს დიაგნოზი დამისვა. რა ვქნა?

როდესაც ადამიანს კიბოს დიაგნოზს უსვამენ, შიში და დაბნეულობა ნორმალური და გასაგები მდგომარეობაა. ამ დროს პაციენტს ბევრი ორგანიზაციული საკითხის მოგვარება უწევს, განსაკუთრებით რთული კი უარყოფით ემოციებთან გამკლავებაა.

მთავარი არხი

18 ოქტომბერი 2019, 18:43

ეკონომიკა

„მთავარი არხის“ წილის 2% „საქართველოს უნივერსიტეტმა“ იყიდა

„საქართველოს უნივერსიტეტმა“ კახა ანჯაფარიძისგან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2%-ანი წილი იყიდა. შეთანხმების მიხედვით, სასწავლებელი ტელეკომპანიის კაპიტალში 200 ათას დოლარს შეიტანს. ტელეკომპანიის 2%-იანი წილის სანაცვლოდ „საქართველოს უნივერსიტეტმა“ 2000 ლარი გადაიხადა.

კინოფესტივალი

18 ოქტომბერი 2019, 18:38

კულტურა

ინდურ კინოფესტივალზე საქართველო უცხოური ფილმების გადასაღებ საუკეთესო ქვეყნად დასახელდა

ინდოეთში გამართულ კინოფესტივალ Indywood Film Carnival-ზე საქართველო უცხოური ფილმების გადაღებისთვის საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. ღონისძიების დროს, დაჯილოების ცერემონიალიც შედგა და ნომინაციაში კინოტურიზმი, საქართველომ აღნიშნულ კატეგორიაში გაიმარჯვა. ქართულ-ინდური კინოინდუსტრია დაახლოებით 10 წელზე მეტს ითვლის.

აფეთქება ავღანეთი

18 ოქტომბერი 2019, 18:34

მსოფლიო

ავღანეთში მეჩეთში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯავ დარას მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარასკევის ლოცვის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად მეჩეთში სახურავი ჩაინგრა. ნანგარჰარის გუბერნატორის პრესმდივნის ათაულა ხოგიანის განცხადებით, გარდაიცვალა 62 და დაშავდა 36 ადამიანი.

მაიკ მო ბრიუს ლი ერთხელ ჰოლივუდში

18 ოქტომბერი 2019, 18:28

კულტურა

ჩინეთში ტარანტინოს ფილმის ჩვენება ბრიუს ლის ცემის სცენის გამო გადადეს

25 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერის გადადების მიზეზი მსახიობ ბრიუს ლის ქალიშვილი გახდა. მან ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ ადმინისტრაციაში საჩივარი შეიტანა, რადგან არ მოეწონა როგორ არის ასახული ფილმში მამამისი.

გიორგი გახარია

18 ოქტომბერი 2019, 18:14

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ მთავრობის პრიორიტეტები დაასახელა

„საპრივატიზებო ნუსხაში უნდა იყოს, სხვადასხვა სიდიდის სულ მცირე, 100-120 ობიექტი. მოძებნეთ, რადგან სხვადასხვა უწყების ბალანსზეა საკმაოდ სერიოზული აქტივები, რომლებიც უბრალოდ მივიწყებულია და არ ფუნქციონირებს. ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება აქტიურობა და სწრაფი რეაგირება”, - განაცხადა პრემიერმა.

ნათია თურნავა გიორგი გახარია

18 ოქტომბერი 2019, 18:07

საქართველო

გახარია: ნათია თურნავა ამ კაბინეტის ყველაზე ძლიერი მინისტრია, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

გახარიას თქმით, ხმები თურნავას გადადგომის შესახებ პოლიტიკური კონიუქტურიდან მოგონილი ჭორებია. „ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია“, - განაცხადა პრემიერმა.

აისულთან ნაზარბაევი

18 ოქტომბერი 2019, 17:59

მსოფლიო

ნაზარბაევის შვილიშვილის ლონდონში პოლიციელზე თავდასხმისთვის პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

ყაზახეთის ექს პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის 30 წლის შვილიშვილს, აისულთან ნაზარბაევს ლონდონში სამართალადმაცველზე თავდასხმისთვის პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი 18-თვიან გამოსაცდელ ვადას ითვალისწინებს.

ლიბანი საპროტესტო აქცია

18 ოქტომბერი 2019, 17:52

მსოფლიო

ლიბანის მთავრობა WhatsApp-ით დარეკვაზე გადასახადს აღარ დააწესებს

თავდაპირველად ხელისუფლებამ განაცხადა, რომ WhatsApp-ითა და სხვა მსგავსი აპლიკაციების საშუალებით დარეკვის შემთხვევაში მომხმარებელს ყოველდღიურად 0,2 დოლარი ჩამოეჭრება, თუმცა სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა.

ფოთის პორტი

18 ოქტომბერი 2019, 17:47

ეკონომიკა

საქართველო-უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა დაიწყო

საქართველო - უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. ამ მარშრუტით პირველი საკონტეინერო გემი დღეს, 18 ოქტომბერს შევიდა ფოთის პორტში და იგი მიმოსვლას ყოველკვირეულად განახორციელებს.

ყველი და ღვინო

18 ოქტომბერი 2019, 17:43

ეკონომიკა

აშშ-მა ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფები დააწესა

ტარიფების დაწესების უფლება ვაშინგტონს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ მისცა. ამის მიზეზი კი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის მრავალწლიანი დავა გახდა, რომელიც ევროკავშირის მიერ კომპანია Airbus-ის, აშშ-ის მიერ კი მისი კონკურენტი Boeing-ის დაფინანსების გამო მიმდინარეობს.

ალისია ალონსო

18 ოქტომბერი 2019, 17:28

კულტურა

კუბელი ბალერინა ალისია ალონსო გარდაიცვალა

კუბელი ბალერინა ალისია ალონსო გარდაიცვალა. ის 98 წლის იყო. ალონსო XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ბალერინა იყო. მან საბალეტო კარიერა გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. კუბის რევოლუციის შემდეგ კი ფიდელ კასტროსთან ერთად კუბის ბალეტის ეროვნული თეატრი დააარსა.