imedi /  16 აგვისტო 2019, 12:03 / სანდო წყარო

პრემიერი: აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა

აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანა

ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და წელს ფერმერები მაღალ შემოსავალს მიიღებენ.

„მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომელთაც ძალიან დიდი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. მათი და ჩვენი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს. სანამ ეს პრობლემა არსებობს, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიმუშავებთ ამ საკითხის ბოლომდე გადასაჭრელად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ ეს დარგი დააკნინა, თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკამ ცხადყო, რომ 6 წლის შემდეგ ქვეყანამ სოფლის მეურნეობაში სავაჭრო დეფიციტის 900 მილიონიდან 300 მილიონამდე შემცირება შეძლო.

„მე მახსოვს ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, რომელიც დღესაც გრძელდება, რომ თურმე საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს. მოდით, ერთად გავიხსენოთ ძალიან მარტივი სტატისტიკა. 6 წლის წინ ჩვენი დეფიციტი სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში იყო 900 მილიონი. თითქმის მილიარდის დეფიციტი ჰქონდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ეს იყო იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ჩვენს ფერმერებს, ჰქონოდათ წარმატებული საქმიანობა. წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა, არაეფექტურმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის დაკნინება საქართველოში. 6 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ ეს დეფიციტი შემცირებული არის 300 მილიონამდე და ეს არის უზარმაზარი წარმატება. ჩვენ შევამცირეთ დეფიციტი სამჯერ და რომ არა აზიური ფაროსანა და მტკივნეული გამოწვევა და პრობლემები, რომელიც შეიქმნა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ნაბიჯებით უკვე 2020 წელს ჩვენ შევძლებთ, რომ სოფლის მეურნეობაში სავაჭრო დეფიციტის ეს ძალიან მტკივნეული სტატისტიკა აღარ გვქონდეს. ეს იქნება სწორედ ჩვენი ფერმერების დამსახურება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2021, 18:35

მსოფლიო

UNESCO: დიდი ბარიერული რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია შესატანი

გაეროს ახალი მოხსენების თანამად, ავსტრალიის მთავრობამ საკმარისი ძალისხმევა არ გასწია იმისთვის, რომ დიდი ბარიერული რიფი კლიმატის ცვლილებისგან დაეცვა. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) ანგარიშის თანახმად, რიფი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშია შესატანი.

კარლ ჰარცელი

22 ივნისი 2021, 18:31

რეგიონი

კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორს და წყალტუბოს ეწვევა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი 23 ივნისს საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად გორსა და წყალტუბოს ეწვევა.

22 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თეიმურაზ ბასილაიას ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წითელი საღებავი შეასხეს

ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. სხდომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თეიმურაზ ბასილაიას, რომლის უფლებამოსილებაც დღეს, საკრებულომ ცნო, „ნაციონალური მოძრაობის" გარდაცვლილი წევრის, ირაკლი გაწერელიას მეუღლე დაუპირისპირდა და წითელი საღებავი შეასხა.

ნინო წილოსანი

22 ივნისი 2021, 18:22

პოლიტიკა

ნინო წილოსანმა Women Political Leaders 2021-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა სამიტში - WPL (Women Political Leaders) 2021 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22 ივნისი 2021, 18:18

სპორტი

„ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ

„ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს.

ანრი ოხანაშვილი

22 ივნისი 2021, 18:18

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: 2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2019 წელს კი 131 საჩივარი - ესაა სხვაობა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

2011 წელს სტრასბურგში წარდგენილი იყო 395 საჩივარი განსაკუთრებით მძიმე მუხლებით, 2019 წელს კი სულ შესულია 131 საჩივარი. აი, ეს არის სხვაობა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ლატარია

22 ივნისი 2021, 18:18

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მიხეილ სააკაშვილი და მისი მორჩილნი, იყვნენ, არიან და ისტორიაში შევლენ, როგორც საქართველოს, ჩემი ქვეყნის მტრები - გამყიდველები

„ყველაზე დიდი რატომ არის ეს, რაზეც ხელი მოაწერეს 2008 წლის 7 აგვისტოს ქართველმა სამხედროებმა გაუფრთხილებლად, ცხინვალის დაბომბვით დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხე შეუქმნეს არტილერიის და კასეტური ბომბების გამოყენებით.რატომ, რატომ და რატომ? და ამ ყველაფრის შემოქმედნი, რატომ ბედავენ დღეს და არ არიან გამოცხადებულნი, როგორც სამშობლოს მოღალატენი? ეს და კიდევ უამრავი რატომ, მაგრამ ამ ყველაფრის პასუხი ყველა ქართველმა ხომ ზუსტად იცის?“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია ნაციონალური მოძრაობის მიერ რეზოლუციაზეც ხელის მოწერას.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 18:16

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ხანდაზმულებისთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი ძვირიანი მედიკამენტების შეძენა, სისტემასაც სჭირდება გამართვა

რეალობა არ არის სახარბიელო. ჯანდაცვის დანახარჯები, ჯიბიდან დახარჯული თუ სახელმწიფო პროგრამებით, არის დაახლოებით 3 მილიარდი. სწრაფი კალკულაცია რომ გავაკეთოთ, ამის ნახევარი არის დანახარჯი ჯიბიდან. ჯიბის დანახარჯიდან 70% მოდის მედიკამენტებზე, ანუ დაახლოებით 1 მილიარდი. ყველაზე დიდი მომხმარებელი არის ხანდაზმულთა სეგმენტი და მათთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი მაღალი ფასების საჭირო მედიკამენტების შეძენა, - მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ბექა დავითულიანი

22 ივნისი 2021, 18:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი თაკო ჩარკვიანს: მე არ მითქვამს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მაგას მოაწერეს ხელი იმათ, ვისთან ერთადაც ზიხართ

„რეზოლუციის ხელმოწერის დროს იყო პოზიტიური ფაქტორები, იყო ოკუპაცია ნახსენები და საქართველოსთვის მომგებიანი მთელი რიგი სხვა საკითხები, მაგრამ იქ ისიც ეწერა, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი და თქვენ მას ხელი მოაწერეთ“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა ნაციონალური მოძრაობის წევრ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 18:00

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობთ, 2 წლის ვადაში შევძლებთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული სოციალური კოდექსი

„სოციალური დაცვის ქართული სისტემა არის უფრო სიმპტომური და არა სისტემური. კი, პოზიტიურია დინამიკა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. ასეთ ქვეყნებს აქვთ სოციალური კოდექსი, რომელიც უფრო სისტემატიზირებულია, არის უფრო მეტად ხარჯთეფექტიანი და საჭიროებებზე მორგებული. უფრო მეტად არის საჭიროებებზე მორგებული ასეთი სისტემები და, შესაბამისად, ეფექტიც უფრო მაღალია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე

22 ივნისი 2021, 17:57

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე შეზღუდვების მოხსნაზე: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მოქალაქეების ქცევაზე

გავითვალისწინეთ ის, რომ ცხელი პერიოდია და რთულია პირბადის ტარება ქუჩაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ წესის სრული იგნორირება მოვახდინოთ, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

გუბაზ სანიკიძე

22 ივნისი 2021, 17:46

პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე: საქართველოს სჭირდება ორი სვეტი, რომელსაც დაეყრდნობა სამუდამოდ - თვითმმართველობა და სასამართლო

დეპუტატმა გამოსვლისას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველო უნდა იყოს პოზიტიური ნეიტრალიტეტის მედროშე კავკასიაში“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

22 ივნისი 2021, 17:43

COVID19

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა 4 500-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 77 ადამიანს დაუდასტურდა, 70 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით წერს. დღე-ღამეში ტესტი 3 778 ადამიანს ჩაუტარდა.

ლაშა დარსალია

22 ივნისი 2021, 17:43

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: ზაზა გახელაძის ოჯახის წევრების გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესახებ, ნამდვილად უფრო გაართულებს პროცესს

საკმაოდ რთულია ნებისმიერი ოჯახის წევრისთვის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა ასეთი ქმედებები ნამდვილად უფრო გაართულებს პროცესს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ ერთი წლის წინ ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა. დაკავებულის მამა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს.

ანგელა მერკელი

22 ივნისი 2021, 17:37

COVID19

ანგელა მერკელი ორი სხვადასხვა ვაქცინით აიცრა

ვაქცინის პირველი დოზა 66 წლის მერკელმა აპრილში მიიღო. მაშინ ის AstraZeneca-თი აიცრა, თუმცა მეორე აცრის დროს არჩევანი ამერიკულ Moderna-ზე შეაჩერა.

22 ივნისი 2021, 17:31

პოლიტიკა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგრანტო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს

საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები, განვითარების მიზნების შესახებ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გრანტის სახით 66 960 382 აშშ დოლარს გამოუყოფს. შეთანხმების ხელშეკრულება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

22 ივნისი 2021, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მართლა არ მეგონა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც არც ომი იცის და არც მშვიდობა, აგვისტოს ომზე დაიწყებდა ლაპარაკს

თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ღია, სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავიდა და კასეტური ბომბების გამოყენება წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან.

პაატა მანჯგალაძე

22 ივნისი 2021, 17:18

პოლიტიკა

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მიშელის შეთანხმების დებულება სამართლის ლოგიკას ეწინააღმდეგება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმების დებულება სამართლის ლოგიკას ეწინააღმდეგება.

ბექა დავითულიანი

22 ივნისი 2021, 17:16

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი საპარლამენტო ოპოზიციას: როცა აშკარა ტყუილს იტყვით, მიიღებთ შესაბამის პასუხს

8 წელია ვეგუებით მუდმივად სიცრუეზე აპელირებას და ამდენ სიცრუეში იკარგება ის მცირე სიმართლეც, რასაც ხანდახან ამბობთ ხოლმე; ვეგუებით ნაცმოძრაობის მხრიდან მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებებზე საუბარს, რაც ძალიან დიდი ტოლერანტობაა ჩვენი მხრიდან, დამერწმუნეთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა დავითულიანმა პლენარული სხდომის პოლიტიკური განცხადებების ფორმატში საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების საპასუხოდ.

22 ივნისი 2021, 17:14

სპორტი

ქართველი არბიტრები და კომისარი ზაფხულში ფიბა-ს 11 ტურნირს მოემსახურებიან

ქართველ მსაჯებსა და კომისარს საერთაშორისო ასპარეზზე დატვირთული გრაფიკი ელით. ფიბა-ს მიერ ზაფხულში დაგეგმილ ტურნირებს საქართველოდან 4 მსაჯი და 1 კომისარი მოემსახურება. . საქართველოს მსაჯთა კორპუსი პროგრესირებსა და შიდა რესურსის გაზრდას საერთაშორისო ლიცენზიის მქონე არბიტრების მატებაც მოჰყვა. ფიბა-ს სტაჟიან მსაჯებს – მაკა კუპატაძეს და დავით ბერეკაშვილს ახალგაზრდა მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაურიც შეუერთდნენ.